მარიუპოლში მყოფი 36-ე საზღვაო ქვეითი ბრიგადის მეთაურის, სერგეი ვოლინას განცხადებით, "აზოვსტალში“ სიტუაცია ჰუმანიტარულ კატასტროფას სცდება.
CNN-თან ინტერვიუში მან აღნიშნა, რომ ქარხნის საველე ჰოსპიტალზე რუსეთის მიერ განხორციელებული შეტევის გამო, აღარ აქვთ მნიშვნელოვანი სამედიცინო აღჭურვილობა და ადამიანებს "ძალიან ცოტა წყალი და საკვები დარჩათ“.
"საოპერაციო დარბაზს პირდაპირ დაარტყეს და მთელი საოპერაციო ტექნიკა, ყველაფერი რაც საჭიროა ოპერაციის ჩასატარებლად, განადგურებულია, ასე რომ, ჩვენ ვუმკურნალებთ ჩვენს დაჭრილებს,“- აღნიშნა ვოლინამ.
მისი თქმით, ძალიან სჭირდებათ მედიკამენტები, რადგან წამალი თითქმის აღარ დარჩათ.
"ჩვენ გვყავს ჯარის მედიკოსები და ისინი ყველაფერს აკეთებენ დაჭრილების მოსავლელად. არ გვაქვს ქირურგიული ხელსაწყოები. ასევე, ჩვენ ძალიან გვჭირდება მედიკამენტები. წამალი თითქმის აღარ დაგვრჩა“, - აღნიშნა ვოლინამ.
მისი თქმით, არ იცის, რამდენ ხანს გაუძლებენ.
"დანამდვილებით ვერ გეტყვით, რამდენ ხანს შეგვიძლია გავძლოთ. ეს ყველაფერი დამოკიდებულია მტრის მოძრაობაზე და ასევე იღბალზე. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ჩვენს ევაკუაციას განახორციელებენ, იმედი გვაქვს, პრეზიდენტი წარმატებას მიაღწევს ჩვენი ევაკუაციის ან გამოყვანის კუთხით, ჯერჯერობით მხოლოდ იმედი უნდა გვქონდეს და ვნახოთ, მოხდება თუ არა ეს“, - აღნიშნა მეთაურმა.