მნიშვნელოვანი ინფორმაცია
პოლიტიკა
საზოგადოება

21

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 03:14, მთვარე თევზებშია - კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება. ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. კარგია ტერფების მასაჟი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
მეცნიერება
მოზაიკა
Faceამბები
სამართალი
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პენიტენციურ სამსახურს სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ "მონიტორინგის ჯგუფის დასკვნაზე კითხვები აქვს, რომელიც ომბუდსმენს მოკლე ვადაში მიეწოდება“
პენიტენციურ სამსახურს სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ "მონიტორინგის ჯგუფის დასკვნაზე კითხვები აქვს, რომელიც ომბუდსმენს მოკლე ვადაში მიეწოდება“

სპე­ცი­ა­ლურ პე­ნი­ტენ­ცი­ურ სამ­სა­ხურს სა­ქარ­თვე­ლოს მე­სა­მე პრე­ზი­დენ­ტის მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბის შე­სა­ხებ სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლის მო­ნი­ტო­რინ­გის ჯგუ­ფის დას­კვნას­თან და­კავ­ში­რე­ბით კი­თხვე­ბი აქვს, რომ­ლე­ბიც მოკ­ლე ვა­და­ში მი­ე­წო­დე­ბა სა­ხალ­ხო დამ­ცველს.

ამას­თან, სპე­ცი­ა­ლუ­რი პე­ნი­ტენ­ცი­უ­რი სამ­სა­ხუ­რის მიერ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­ხედ­ვით, სპე­ცი­ა­ლუ­რი პე­ნი­ტენ­ცი­უ­რი სამ­სა­ხუ­რის სა­მე­დი­ცი­ნო დე­პარ­ტა­მენ­ტი მუდ­მივ მო­ნი­ტო­რინგს უწევს მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბას და, სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, ატა­რებს შე­სა­ბა­მი­სი პრო­ტო­კო­ლით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბულ ღო­ნის­ძი­ე­ბებს.

"მას შე­სახ­ლე­ბის დღი­დან არა­ერ­თხელ ჩა­უ­ტარ­და შე­სა­ბა­მი­სი გა­მოკ­ვლე­ვა და მი­ე­წო­და სა­თა­ნა­დო მკურ­ნა­ლო­ბა, რო­გორც N12 პე­ნი­ტენ­ცი­ურ და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში, ასე­ვე N18 სამ­კურ­ნა­ლო პე­ნი­ტენ­ცი­ურ და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში, გო­რის სამ­ხედ­რო ჰოს­პი­ტალ­სა და სხვა მულ­ტიპრო­ფი­ლურ კლი­ნი­კა­ში. შე­სა­ბა­მი­სად, ნე­ბის­მი­ე­რი გან­ცხა­დე­ბა, თით­ქოს, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილს არ მი­ე­წო­დე­ბა ადეკ­ვა­ტუ­რი მკურ­ნა­ლო­ბა, არის სიც­რუე და სა­ზო­გა­დო­ე­ბის შეც­დო­მა­ში შეყ­ვა­ნის მი­ზან­მი­მარ­თუ­ლი მცდე­ლო­ბა.

პე­ნი­ტენ­ცი­უ­რი სამ­სა­ხუ­რი სრუ­ლად უზ­რუნ­ველ­ყოფს მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილს მისი ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბის შე­სა­ბა­მი­სი მე­დი­კა­მენ­ტე­ბით. თუმ­ცა იგი, სა­მე­დი­ცი­ნო პერ­სო­ნა­ლის რე­კო­მენ­და­ცი­ის მი­უ­ხე­და­ვად, სა­კუ­თა­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, არ იღებს მის­თვის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი პრე­პა­რა­ტე­ბის გარ­კვე­ულ ნა­წილს. მსჯავ­რდე­ბუ­ლი უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­ლია სამ­ჯე­რა­დი კვე­ბით. და­მა­ტე­ბით, მას აქვს შე­საძ­ლებ­ლო­ბა, შე­ი­ძი­ნოს პე­ნი­ტენ­ცი­უ­რი და­წე­სე­ბუ­ლე­ბის მა­ღა­ზი­ა­ში არ­სე­ბუ­ლი ფარ­თო ჩა­მო­ნათ­ვა­ლი­დან კვე­ბის ნე­ბის­მი­ე­რი პრო­დუქ­ტი. გარ­და ამი­სა, იგი რე­გუ­ლა­რუ­ლად იღებს ამა­ნა­თებ­საც. შე­სა­ბა­მი­სად, მსჯავ­რდე­ბუ­ლის­თვის სრუ­ლად ხელ­მი­საწ­ვდო­მია საკ­ვე­ბის მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი რა­ცი­ო­ნი“, - ნათ­ქვა­მია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

ამას­თან, პე­ნი­ტენ­ცი­უ­რი სამ­სა­ხუ­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, შე­სახ­ლე­ბის დღი­დან მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­თან იმ­ყო­ფე­ბო­და 788 ვი­ზი­ტო­რი და კა­ნონ­მდებ­ლო­ბით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბულ ნე­ბის­მი­ერ პირს აქვს მისი მო­ნა­ხუ­ლე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა.

"მას აქვს ყო­ველ­დღი­უ­რად სუფ­თა ჰა­ერ­ზე ყოფ­ნი­სა და გა­სე­ირ­ნე­ბის უფ­ლე­ბა, რა­საც არ იყე­ნებს, სა­კუ­თა­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით. ასე­ვე, სრუ­ლად და­ცუ­ლია მისი ყვე­ლა სხვა უფ­ლე­ბა. შე­სა­ბა­მი­სად, აპე­ლი­რე­ბა მისი უფ­ლე­ბე­ბის შე­საძ­ლო დარ­ღვე­ვა­ზე არის მა­ნი­პუ­ლა­ცი­უ­რი მე­თო­დით არ­სე­ბუ­ლი ვი­თა­რე­ბის მკვეთ­რად და­მა­ხინ­ჯე­ბის მცდე­ლო­ბა.

სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის ცნო­ბი­ლია, რომ მას­თან იმ­ყო­ფე­ბო­და სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლის მიერ შექ­მნი­ლი სპე­ცი­ა­ლის­ტთა/ექ­სპერტთა ჯგუ­ფი, რო­მელ­მაც 28 აპ­რილს პე­ნი­ტენ­ცი­ურ სამ­სა­ხურს მი­ა­წო­და დას­კვნა მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის სა­მე­დი­ცი­ნო მდგო­მა­რე­ო­ბის მო­ნი­ტო­რინ­გის შე­დე­გე­ბის შე­სა­ხებ. დას­კვნის და­ნარ­თი, სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, არ არის სა­ჯა­რო. დო­კუ­მენ­ტი მო­ი­ცავს მსჯავ­რდე­ბუ­ლის ჩი­ვი­ლებს, მი­ღე­ბულ მე­დი­კა­მენ­ტებს, ექ­სპერ­ტე­ბის შთა­ბეჭ­დი­ლე­ბებ­სა და და­მა­ტე­ბით რე­კო­მენ­და­ცი­ებს.

აღ­ნიშ­ნულ­თან და­კავ­ში­რე­ბით პე­ნი­ტენ­ცი­ურ სამ­სა­ხურს აქვს კი­თხვე­ბი, რომ­ლე­ბიც მოკ­ლე ვა­და­ში მი­ე­წო­დე­ბა სა­ხალ­ხო დამ­ცველს. არ­გუ­მენ­ტი­რე­ბუ­ლი პა­სუ­ხის მი­ღე­ბის, გა­ა­ნა­ლი­ზე­ბი­სა და პო­ზი­ცი­ე­ბის და­ზუს­ტე­ბის შემ­დგომ, სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, გა­ტარ­დე­ბა შე­სა­ბა­მი­სი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი. პე­ნი­ტენ­ცი­უ­რი სამ­სა­ხუ­რი მოქ­მე­დებს ნე­ბის­მი­ე­რი მსჯავ­რდე­ბუ­ლის ჯან­მრთე­ლო­ბი­სა და უსაფრ­თხო­ე­ბის სა­ჭი­რო­ე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით და მსჯავ­რდე­ბუ­ლის ინ­ტე­რე­სე­ბის შე­უ­ფერ­ხებ­ლად დაც­ვის მიზ­ნით, მო­უ­წო­დებს პო­ლი­ტი­კუ­რად ან­გა­ჟი­რე­ბულ სუ­ბი­ექ­ტებს მი­ზან­მი­მარ­თუ­ლი დე­ზინ­ფორ­მა­ცი­უ­ლი კამ­პა­ნი­ის შე­წყვე­ტის­კენ“, - ნათ­ქვა­მია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რას ჰყვება მამა, რომელმაც შვილს უიშვიათესი დიაგნოზი ChatGPT-ის დახმარებით დაუსვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

პენიტენციურ სამსახურს სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ "მონიტორინგის ჯგუფის დასკვნაზე კითხვები აქვს, რომელიც ომბუდსმენს მოკლე ვადაში მიეწოდება“

პენიტენციურ სამსახურს სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ "მონიტორინგის ჯგუფის დასკვნაზე კითხვები აქვს, რომელიც ომბუდსმენს მოკლე ვადაში მიეწოდება“

სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ სახალხო დამცველის მონიტორინგის ჯგუფის დასკვნასთან დაკავშირებით კითხვები აქვს, რომლებიც მოკლე ვადაში მიეწოდება სახალხო დამცველს.

ამასთან, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, სპეციალური პენიტენციური სამსახურის სამედიცინო დეპარტამენტი მუდმივ მონიტორინგს უწევს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას და, საჭიროების შემთხვევაში, ატარებს შესაბამისი პროტოკოლით გათვალისწინებულ ღონისძიებებს.

"მას შესახლების დღიდან არაერთხელ ჩაუტარდა შესაბამისი გამოკვლევა და მიეწოდა სათანადო მკურნალობა, როგორც N12 პენიტენციურ დაწესებულებაში, ასევე N18 სამკურნალო პენიტენციურ დაწესებულებაში, გორის სამხედრო ჰოსპიტალსა და სხვა მულტიპროფილურ კლინიკაში. შესაბამისად, ნებისმიერი განცხადება, თითქოს, მიხეილ სააკაშვილს არ მიეწოდება ადეკვატური მკურნალობა, არის სიცრუე და საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მიზანმიმართული მცდელობა.

პენიტენციური სამსახური სრულად უზრუნველყოფს მიხეილ სააკაშვილს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესაბამისი მედიკამენტებით. თუმცა იგი, სამედიცინო პერსონალის რეკომენდაციის მიუხედავად, საკუთარი გადაწყვეტილებით, არ იღებს მისთვის გათვალისწინებული პრეპარატების გარკვეულ ნაწილს. მსჯავრდებული უზრუნველყოფილია სამჯერადი კვებით. დამატებით, მას აქვს შესაძლებლობა, შეიძინოს პენიტენციური დაწესებულების მაღაზიაში არსებული ფართო ჩამონათვალიდან კვების ნებისმიერი პროდუქტი. გარდა ამისა, იგი რეგულარულად იღებს ამანათებსაც. შესაბამისად, მსჯავრდებულისთვის სრულად ხელმისაწვდომია საკვების მრავალფეროვანი რაციონი“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ამასთან, პენიტენციური სამსახურის ინფორმაციით, შესახლების დღიდან მიხეილ სააკაშვილთან იმყოფებოდა 788 ვიზიტორი და კანონმდებლობით გათვალისწინებულ ნებისმიერ პირს აქვს მისი მონახულების შესაძლებლობა.

"მას აქვს ყოველდღიურად სუფთა ჰაერზე ყოფნისა და გასეირნების უფლება, რასაც არ იყენებს, საკუთარი გადაწყვეტილებით. ასევე, სრულად დაცულია მისი ყველა სხვა უფლება. შესაბამისად, აპელირება მისი უფლებების შესაძლო დარღვევაზე არის მანიპულაციური მეთოდით არსებული ვითარების მკვეთრად დამახინჯების მცდელობა.

საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ მასთან იმყოფებოდა სახალხო დამცველის მიერ შექმნილი სპეციალისტთა/ექსპერტთა ჯგუფი, რომელმაც 28 აპრილს პენიტენციურ სამსახურს მიაწოდა დასკვნა მიხეილ სააკაშვილის სამედიცინო მდგომარეობის მონიტორინგის შედეგების შესახებ. დასკვნის დანართი, სახალხო დამცველის გადაწყვეტილებით, არ არის საჯარო. დოკუმენტი მოიცავს მსჯავრდებულის ჩივილებს, მიღებულ მედიკამენტებს, ექსპერტების შთაბეჭდილებებსა და დამატებით რეკომენდაციებს.

აღნიშნულთან დაკავშირებით პენიტენციურ სამსახურს აქვს კითხვები, რომლებიც მოკლე ვადაში მიეწოდება სახალხო დამცველს. არგუმენტირებული პასუხის მიღების, გაანალიზებისა და პოზიციების დაზუსტების შემდგომ, საჭიროების შემთხვევაში, გატარდება შესაბამისი ღონისძიებები. პენიტენციური სამსახური მოქმედებს ნებისმიერი მსჯავრდებულის ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების საჭიროების გათვალისწინებით და მსჯავრდებულის ინტერესების შეუფერხებლად დაცვის მიზნით, მოუწოდებს პოლიტიკურად ანგაჟირებულ სუბიექტებს მიზანმიმართული დეზინფორმაციული კამპანიის შეწყვეტისკენ“, - ნათქვამია ინფორმაციაში.