მოზაიკა
მსოფლიო

20

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 03:06-ზე, მთვარე თევზებში იქნება 16:24-დან - კარგი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად. ახლებს ნუ წამოიწყებთ. ნუ განახორციელებთ სერიოზულ ფინანსურ ოპერაციებს. სწავლისთვის ნეიტრალური დღეა, მაგრამ გამოცდა სხვა დროისთვის გადადეთ. უმჯობესია ეს დღე განმარტოებით, ბუნებაში გაატაროთ. მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები, გულითადი საუბრები. მოერიდეთ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტს. სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან. არასასურველი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისთვის. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი.
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სამი დღის განმავლობაში ვაგროვეთ ოქრო და მშობლები, ას-ასი გრამი ოქროთი გამოვისყიდეთ" - რას ჰყვება დევნილი რეჟისორი ომზე და ქართულ-აფხაზურ ურთიერთობებზე
"სამი დღის განმავლობაში ვაგროვეთ ოქრო და მშობლები, ას-ასი გრამი ოქროთი გამოვისყიდეთ" - რას ჰყვება დევნილი რეჟისორი ომზე და ქართულ-აფხაზურ ურთიერთობებზე

უკვე მე­სა­მე წე­ლია, რაც ლი­ე­ტუ­ვა­ში ცხოვ­რობს და მუ­შა­ობს, რო­გორც სა­ქარ­თვე­ლო­დან მიწ­ვე­უ­ლი თე­ატ­რის სა­ერ­თა­შო­რი­სო ექ­სპერ­ტი, პა­რა­ლე­ლუ­რად კი წამ­ყავნ თე­ატ­რებ­ში სა­დად­გმო რე­ჟი­სო­რო­ბა­საც ას­წრებს. დღეს უკვე შემ­დგა­რი, გა­მორ­ჩე­უ­ლად ნი­ჭი­ე­რი ადა­მი­ა­ნის, ბად­რი წე­რე­დი­ა­ნის ცხოვ­რე­ბა ჩვე­ულ რიტ­მში მი­დის, თუმ­ცა, მას აქამ­დე მო­სას­ვლე­ლად ბევ­რი სირ­თუ­ლის გა­და­ლახ­ვა მო­უ­წია. მას ინ­ტერ­ვი­უს­თვის ლი­ე­ტუ­ვა­ში და­ვუ­კავ­შირ­დით.

- მო­გეხ­სე­ნე­ბათ, რა მოვ­ლე­ნე­ბიც ვი­თარ­დე­ბა უკ­რა­ი­ნა­ში. ამ ამ­ბებ­მა, ქარ­თვე­ლებს სა­კუ­თა­რი ტკი­ვი­ლი - აფხა­ზე­თი გაგ­ვახ­სე­ნა...

- ისე­თი შეგ­რძნე­ბა მაქვს, თით­ქოს ზღა­პარ­ში ვართ... აფხა­ზე­თი სულ ჩემ­თან არის, ადრე ძა­ლი­ან ხში­რად მე­სიზ­მრე­ბო­და ჩემი სახ­ლი. სა­დაც არ უნდა წა­ვი­დე, მე აფხა­ზე­თი­დან, კერ­ძოდ, გაგ­რი­დან ვარ. ამა­ზე ბევ­რს ვლა­პა­რა­კობ აქაც.

მე­გობ­რებ­თან ერ­თად

- რო­გორც ვიცი, ად­გი­ლი, სა­დაც თქვენ ცხოვ­რობ­დით, იყო ინ­ტერ­ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი, მაგ­რამ ამავდრო­უ­ლად თბი­ლი და სა­მა­გა­ლი­თოც კი...

- გაგ­რა­ში იყო ასე­თი მშვე­ნი­ე­რი და­სახ­ლე­ბა "იფ­ნა­რი“, სა­დაც ვცხოვ­რობ­დით. ეს იყო ზუს­ტად გაგ­რის შე­სას­ვლელ­თან. ის აგ­რეთ­ვე ერთ-ერთი გა­მორ­ჩე­უ­ლი ად­გი­ლი იყო თა­ვი­სი ინ­ტერ­ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მა­ცხოვ­რებ­ლე­ბით. სო­მე­ხი, რუსი, აფხა­ზი, ქარ­თვე­ლი... ვინ აღარ ცხოვ­რობ­და აქ.

სო­ხუმ­ში და­ვი­ბა­დე, მაგ­რამ გა­ვი­ზარ­დე გაგ­რა­ში, სა­დაც ჩემი სა­უ­კე­თე­სო წლე­ბი გა­ვა­ტა­რე. გვი­ან გა­ვაც­ნო­ბი­ე­რე, რამ­ხე­ლა ბედ­ნი­ე­რე­ბა იყო ბავ­შვო­ბა და რამ­დე­ნად კარგ ად­გი­ლას ვცხოვ­რობ­დი. ერთი აფხა­ზი ბიჭი, ჩვე­ნი ოჯა­ხის მე­გო­ბა­რი, რო­გორც კი ომი და­ი­წყო, რუ­სეთ­ში წა­ვი­და, თქვა, - მე ქარ­თვე­ლებს ია­რაღს ვერ ვეს­ვრი, ამას მირ­ჩევ­ნია, სა­ერ­თოდ დავ­ტო­ვო ჩემი კუ­თხეო... ასე­ვე მო­იქ­ცა ჩემი სო­მე­ხი მე­ზო­ბე­ლი, რო­მელ­საც აი­ძუ­ლებ­დნენ ია­რა­ღი აეღო ხელ­ში და ეომა... უფრო მეტ­საც გე­ტყვით, ჩვენ გვყავ­და მე­ზობ­ლად აფხა­ზე­ბის ოჯა­ხი, რომ­ლის წევ­რე­ბიც პი­რა­დად ჩემ­თვის მე­ო­რე ოჯა­ხი­ვით იყ­ვნენ. მათ ორ­ჯერ გა­და­არ­ჩი­ნეს ჩემი მშობ­ლე­ბი სიკ­ვდილს, სა­კუ­თა­რი სი­ცო­ცხლის რის­კის ფა­სად. დღემ­დე მაქვს ურ­თი­ერ­თო­ბა ამ ხალ­ხთან. სამ­წუ­ხა­როდ, ოჯა­ხის უფ­რო­სი გარ­და­იც­ვა­ლა, ახლა მის შვილ­თან ვურ­თი­ერ­თობ.

მშობ­ლებ­თან ერ­თად

- რამ­დე­ნი წლის იყა­ვით, ომი რომ და­ი­წყო?

- 12 - ის. ბავ­შვე­ბი სო­ხუმ­ში ბე­ბია-ბა­ბუ­ებ­თან ვი­ყა­ვით და მე­ო­რე დღეს მივ­დი­ო­დით გაგ­რა­ში, მაგ­რამ ზუს­ტად წინა დღეს და­ი­წყო ომი და ისე მოხ­და, რომ ჩვე­ნი მშობ­ლე­ბი ნა­ხე­ვა­რი წელი ჩარ­ჩნენ გაგ­რა­ში. ის ჩვე­ნი მე­ზო­ბე­ლი აფხა­ზი მო­ვი­და ერთ დღეს მა­მას­თან და უთხრა, - სი­ტუ­ა­ცია რთულ­დე­ბა და შე­ვეც­დე­ბი გა­გიყ­ვა­ნო აქე­დან, მე­ში­ნია, რომ ვე­ღარ და­გიც­ვა და რამე დაგ­მარ­თო­ნო... ამის შემ­დეგ სამი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში ვაგ­რო­ვეთ ოქრო და მშობ­ლე­ბი, ას-ას გრამ ოქ­როდ გა­მო­ვის­ყი­დეთ...

- ეგ რო­გორ?

- მა­შინ იყო ასე­თი შემ­თხვე­ვე­ბი, როცა აფხა­ზე­ბი იღებ­დნენ ოქ­როს, ქარ­თვე­ლე­ბის უვ­ნებ­ლად გად­მო­საყ­ვა­ნად. მაგ­რამ ასე­ვე იყო შემ­თხვე­ვე­ბი, რო­დე­საც ოქ­როს იღებ­დნენ და არ გა­მოჰ­ყავ­დათ... ჩვენ შემ­თხვე­ვა­ში ვი­პო­ვეთ სან­დო აფხა­ზი კაცი. მაგ­რამ იქაც ინ­ცი­დენ­ტი მოხ­და. ერთი აფხა­ზი - ჩვე­ნი მე­ზო­ბე­ლი ხომ გვეხ­მა­რე­ბო­და და მე­ო­რე, რო­მე­ლიც ჩვენს ოჯახ­ში ნამ­ყო­ფიც კი იყო, პრობ­ლე­მებს უქ­მნი­და... ამ ყვე­ლაფ­რის მი­უ­ხე­და­ვად, მშობ­ლე­ბი მშვი­დო­ბი­ა­ნად დაგ­ვიბ­რუნ­დნენ.

ომი სა­ში­ნე­ლე­ბაა, ან­გრევს ყვე­ლა­ფერს. ჩვე­ნი აფხა­ზი მე­ზობ­ლის ცოლს გარ­და­ეც­ვა­ლა ომში ძმა და მო­ას­ვე­ნეს სახ­ლში. მშობ­ლე­ბის მო­ნა­ყო­ლი­დან ვიცი, რომ ძა­ლი­ან უჭირ­დათ სამ­ძი­მარ­ზე მის­ვლა, მაგ­რამ მა­ინც მი­ვიდ­ნენ, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ იცოდ­ნენ, იქ უამ­რა­ვი აფხა­ზი მე­ო­მა­რიც იქ­ნე­ბო­და. და მოხ­და ასე­თი რამ - წარ­მო­იდ­გი­ნეთ, შე­დი­ან ოთახ­ში და ამ დროს ჭი­რი­სუ­ფა­ლი ქალი მი­უტ­რი­ალ­და დე­დას და ძმას ასე და­ა­ტი­რა: - მო­ვიდ­ნენ, დაგ­ვა­ფა­სეს, ჩვე­ნი უსაყ­ვარ­ლე­სი ხალ­ხი, ჩვე­ნი უახ­ლო­ე­სი მე­ზობ­ლე­ბიო... მა­შინ დე­დას უთ­ქვამს, - ჩვენ პირ­ვე­ლი­ვე დღეს გვინ­დო­და მოს­ვლა, მაგ­რამ მოგ­ვე­რი­და, არ გვინ­დო­და უხერ­ხუ­ლი მდგო­მა­რე­ო­ბა შეგ­ვექ­მნაო. რა­ზეც აფხაზ­მა ქალ­მა თქვა თურ­მე, - რას ლა­პა­რა­კობთ, ჩვენ რო­გორც და-ძმე­ბი ისე ვართ. რას იზამ, ეს ომია! ომში ხალ­ხი კვდე­ბაო... არ­ცერთ აფხაზს, ვინც იქ იყო, სი­ტყვაც კი არ და­უძ­რავს.

- ამის შემ­დეგ რო­გორ წა­რი­მარ­თა თქვე­ნი ცხოვ­რე­ბა?

- ამის შემ­დეგ, გარ­კვე­უ­ლი პე­რი­ო­დი ვცხოვ­რობ­დით ნა­თე­სა­ვებ­თან. შემ­დეგ შეგ­ვიშ­ვეს, რო­გორც სხვე­ბი, მი­ტო­ვე­ბულ, დან­გრე­ულ შე­ნო­ბა­ში, სა­დაც მხო­ლოდ კედ­ლე­ბი იყო და მა­მამ თა­ვი­სი ხე­ლით გა­ა­კე­თა იქა­უ­რო­ბა და გა­ა­ლა­მა­ზა. მე­ზობ­ლებ­საც კი ეხ­მა­რე­ბო­და. იყო ძა­ლი­ან ბევ­რი სირ­თუ­ლე, მაგ­რამ მა­ინც შევ­ძე­ლით ცხოვ­რე­ბა გაგ­ვეგ­რძე­ლე­ბი­ნა. ქა­ლაქ­ში ხში­რად, კი­ლო­მეტ­რე­ბით ფე­ხით წავ­სულ­ვარ, რად­გან ტრან­სპორ­ტის ფუ­ლიც კი არ მქონ­და. იყო ასე­თი დროც, მაგ­რამ იმ­დე­ნად მიყ­ვარ­და ჩემი საქ­მე, რე­ჟი­სუ­რა, თე­ატ­რი, რომ მა­გას აღარ ვაქ­ცევ­დი ყუ­რა­დღე­ბას... ღმერ­თმა შე­მახ­ვედ­რა ქარ­თუ­ლი თე­ატ­რის მეტრს, მა­ესტრო ბა­ტონ თე­მურ ჩხე­ი­ძეს და მის მე­უღ­ლეს, ქალ­ბა­ტონ ნანი ჩიქ­ვი­ნი­ძეს, რო­მელ­თა ამაგ­საც ვე­რა­სო­დეს გა­და­ვიხ­დი ალ­ბათ.

თე­მურ ჩხე­ი­ძეს­თან ერ­თად

ეს ის ადა­მი­ა­ნია, რო­მე­ლიც ღმერ­თმა, მა­მა­ჩე­მის მერე გა­მო­მიგ­ზავ­ნა. მას­თან ურ­თი­ერ­თო­ბა იყო და არის ბე­დის სა­ჩუ­ქა­რი. პირ­ვე­ლი სე­რი­ო­ზუ­ლი ნა­მუ­შე­ვა­რი ბა­ტონ თე­მურ­თან ერ­თად იყო, ლე­გენ­და­რუ­ლი სპექ­ტაკ­ლი: ‘ზღვა, რო­მე­ლიც შო­რია“, რო­მელ­ზეც მუ­შა­ო­ბი­სას მე ბა­ტო­ნი თე­მუ­რის ასის­ტენ­ტი ვი­ყა­ვი. ეს იყო ჩემ­თვის უდი­დე­სი გა­მოც­დი­ლე­ბა, რის შემ­დე­გაც ჩემი ცხოვ­რე­ბა წინ და წინ წა­ვი­და. დღეს მე თუ აქ ვარ ლი­ე­ტუ­ვა­ში, ასე და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი, შემ­დგა­რი და პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი, ეს ყვე­ლა­ფე­რი ბა­ტო­ნი თე­მუ­რის დამ­სა­ხუ­რე­ბაა.

ლი­ე­ტუ­ვა­ში, მო­რი­გი წარ­მა­ტე­ბუ­ლი სპექ­ტაკ­ლი

- ბად­რი, აუ­ცი­ლებ­ლად უნდა გკი­თხოთ იმ ვი­თა­რე­ბა­ზე, რაც დღეს ხდე­ბა უკ­რა­ი­ნა­ში...

- ეს ყვე­ლა­ფე­რი ძა­ლი­ან ჰგავს იმას, რაც აფხა­ზეთ­ში ხდე­ბო­და. ჩვენ­თვის ეს არა­ხა­ლია, სამ­წუ­ხა­როდ. ჩემი აზ­რით, რა­საც უკ­რა­ი­ნე­ლე­ბი აკე­თე­ბენ დღეს, ეს სა­მა­გა­ლი­თო ბრძო­ლაა არა მხო­ლოდ სა­კუ­თა­რი ქვეყ­ნის­თვის, არა­მედ სა­ქარ­თვე­ლო­სა და და­ნარ­ჩე­ნი სამ­ყა­როს­თვი­საც... დღეს მათ ის­ტო­რი­უ­ლი ფუნ­ქცია აქვთ და­კის­რე­ბუ­ლი. ეს ადა­მი­ა­ნე­ბი არი­ან გმი­რე­ბი და მათ მთელ მსოფ­ლი­ოს და­ა­ნა­ხეს, რო­გორ შე­იძ­ლე­ბა უყ­ვარ­დეს ერს თა­ვი­სი ქვე­ყა­ნა, თა­ვი­სუფ­ლე­ბა და რო­გორ შე­იძ­ლე­ბა იქცე გმი­რად ამ თა­ვი­სუფ­ლე­ბის და­სა­ცა­ვად!

ავ­ტო­რი: რუ­სუ­დან შა­იშ­მე­ლაშ­ვი­ლი

მკითხველის კომენტარები / 4 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მმმ
1

რუსებმა გადაგვამტერა აფხაზებიც და ოსებიც.

ეკა
0

ღმერთმა დაგლოცოთ!

ბევრი მომისმენია და წამიკითხავს მსგავსი ამბავი, დევნილებისთვისაც მომისმენია. სწორედ ასეთი ადამიანები ინარჩუნებენ ,ალბათ, ერთობას, თუ ოდესმე გადავლახავთ ზღვარს 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვოლოდიმირ ზელენსკი, რომში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს ჯეი დი ვენსს და სახელმწიფო მდივანს მარკო რუბიოს შეხვდა
ავტორი:

"სამი დღის განმავლობაში ვაგროვეთ ოქრო და მშობლები, ას-ასი გრამი ოქროთი გამოვისყიდეთ" - რას ჰყვება დევნილი რეჟისორი ომზე და ქართულ-აფხაზურ ურთიერთობებზე

"სამი დღის განმავლობაში ვაგროვეთ ოქრო და მშობლები, ას-ასი გრამი ოქროთი გამოვისყიდეთ" - რას ჰყვება დევნილი რეჟისორი ომზე და ქართულ-აფხაზურ ურთიერთობებზე

უკვე მესამე წელია, რაც ლიეტუვაში ცხოვრობს და მუშაობს, როგორც საქართველოდან მიწვეული თეატრის საერთაშორისო ექსპერტი, პარალელურად კი წამყავნ თეატრებში სადადგმო რეჟისორობასაც ასწრებს. დღეს უკვე შემდგარი, გამორჩეულად ნიჭიერი ადამიანის, ბადრი წერედიანის ცხოვრება ჩვეულ რიტმში მიდის, თუმცა, მას აქამდე მოსასვლელად ბევრი სირთულის გადალახვა მოუწია. მას ინტერვიუსთვის ლიეტუვაში დავუკავშირდით.

- მოგეხსენებათ, რა მოვლენებიც ვითარდება უკრაინაში. ამ ამბებმა, ქართველებს საკუთარი ტკივილი - აფხაზეთი გაგვახსენა...

- ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს ზღაპარში ვართ... აფხაზეთი სულ ჩემთან არის, ადრე ძალიან ხშირად მესიზმრებოდა ჩემი სახლი. სადაც არ უნდა წავიდე, მე აფხაზეთიდან, კერძოდ, გაგრიდან ვარ. ამაზე ბევრს ვლაპარაკობ აქაც.

მეგობრებთან ერთად

- როგორც ვიცი, ადგილი, სადაც თქვენ ცხოვრობდით, იყო ინტერნაციონალური, მაგრამ ამავდროულად თბილი და სამაგალითოც კი...

- გაგრაში იყო ასეთი მშვენიერი დასახლება "იფნარი“, სადაც ვცხოვრობდით. ეს იყო ზუსტად გაგრის შესასვლელთან. ის აგრეთვე ერთ-ერთი გამორჩეული ადგილი იყო თავისი ინტერნაციონალური მაცხოვრებლებით. სომეხი, რუსი, აფხაზი, ქართველი... ვინ აღარ ცხოვრობდა აქ.

სოხუმში დავიბადე, მაგრამ გავიზარდე გაგრაში, სადაც ჩემი საუკეთესო წლები გავატარე. გვიან გავაცნობიერე, რამხელა ბედნიერება იყო ბავშვობა და რამდენად კარგ ადგილას ვცხოვრობდი. ერთი აფხაზი ბიჭი, ჩვენი ოჯახის მეგობარი, როგორც კი ომი დაიწყო, რუსეთში წავიდა, თქვა, - მე ქართველებს იარაღს ვერ ვესვრი, ამას მირჩევნია, საერთოდ დავტოვო ჩემი კუთხეო... ასევე მოიქცა ჩემი სომეხი მეზობელი, რომელსაც აიძულებდნენ იარაღი აეღო ხელში და ეომა... უფრო მეტსაც გეტყვით, ჩვენ გვყავდა მეზობლად აფხაზების ოჯახი, რომლის წევრებიც პირადად ჩემთვის მეორე ოჯახივით იყვნენ. მათ ორჯერ გადაარჩინეს ჩემი მშობლები სიკვდილს, საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად. დღემდე მაქვს ურთიერთობა ამ ხალხთან. სამწუხაროდ, ოჯახის უფროსი გარდაიცვალა, ახლა მის შვილთან ვურთიერთობ.

მშობლებთან ერთად

- რამდენი წლის იყავით, ომი რომ დაიწყო?

- 12 - ის. ბავშვები სოხუმში ბებია-ბაბუებთან ვიყავით და მეორე დღეს მივდიოდით გაგრაში, მაგრამ ზუსტად წინა დღეს დაიწყო ომი და ისე მოხდა, რომ ჩვენი მშობლები ნახევარი წელი ჩარჩნენ გაგრაში. ის ჩვენი მეზობელი აფხაზი მოვიდა ერთ დღეს მამასთან და უთხრა, - სიტუაცია რთულდება და შევეცდები გაგიყვანო აქედან, მეშინია, რომ ვეღარ დაგიცვა და რამე დაგმართონო... ამის შემდეგ სამი დღის განმავლობაში ვაგროვეთ ოქრო და მშობლები, ას-ას გრამ ოქროდ გამოვისყიდეთ...

- ეგ როგორ?

- მაშინ იყო ასეთი შემთხვევები, როცა აფხაზები იღებდნენ ოქროს, ქართველების უვნებლად გადმოსაყვანად. მაგრამ ასევე იყო შემთხვევები, როდესაც ოქროს იღებდნენ და არ გამოჰყავდათ... ჩვენ შემთხვევაში ვიპოვეთ სანდო აფხაზი კაცი. მაგრამ იქაც ინციდენტი მოხდა. ერთი აფხაზი - ჩვენი მეზობელი ხომ გვეხმარებოდა და მეორე, რომელიც ჩვენს ოჯახში ნამყოფიც კი იყო, პრობლემებს უქმნიდა... ამ ყველაფრის მიუხედავად, მშობლები მშვიდობიანად დაგვიბრუნდნენ.

ომი საშინელებაა, ანგრევს ყველაფერს. ჩვენი აფხაზი მეზობლის ცოლს გარდაეცვალა ომში ძმა და მოასვენეს სახლში. მშობლების მონაყოლიდან ვიცი, რომ ძალიან უჭირდათ სამძიმარზე მისვლა, მაგრამ მაინც მივიდნენ, მიუხედავად იმისა, რომ იცოდნენ, იქ უამრავი აფხაზი მეომარიც იქნებოდა. და მოხდა ასეთი რამ - წარმოიდგინეთ, შედიან ოთახში და ამ დროს ჭირისუფალი ქალი მიუტრიალდა დედას და ძმას ასე დაატირა: - მოვიდნენ, დაგვაფასეს, ჩვენი უსაყვარლესი ხალხი, ჩვენი უახლოესი მეზობლებიო... მაშინ დედას უთქვამს, - ჩვენ პირველივე დღეს გვინდოდა მოსვლა, მაგრამ მოგვერიდა, არ გვინდოდა უხერხული მდგომარეობა შეგვექმნაო. რაზეც აფხაზმა ქალმა თქვა თურმე, - რას ლაპარაკობთ, ჩვენ როგორც და-ძმები ისე ვართ. რას იზამ, ეს ომია! ომში ხალხი კვდებაო... არცერთ აფხაზს, ვინც იქ იყო, სიტყვაც კი არ დაუძრავს.

- ამის შემდეგ როგორ წარიმართა თქვენი ცხოვრება?

- ამის შემდეგ, გარკვეული პერიოდი ვცხოვრობდით ნათესავებთან. შემდეგ შეგვიშვეს, როგორც სხვები, მიტოვებულ, დანგრეულ შენობაში, სადაც მხოლოდ კედლები იყო და მამამ თავისი ხელით გააკეთა იქაურობა და გაალამაზა. მეზობლებსაც კი ეხმარებოდა. იყო ძალიან ბევრი სირთულე, მაგრამ მაინც შევძელით ცხოვრება გაგვეგრძელებინა. ქალაქში ხშირად, კილომეტრებით ფეხით წავსულვარ, რადგან ტრანსპორტის ფულიც კი არ მქონდა. იყო ასეთი დროც, მაგრამ იმდენად მიყვარდა ჩემი საქმე, რეჟისურა, თეატრი, რომ მაგას აღარ ვაქცევდი ყურადღებას... ღმერთმა შემახვედრა ქართული თეატრის მეტრს, მაესტრო ბატონ თემურ ჩხეიძეს და მის მეუღლეს, ქალბატონ ნანი ჩიქვინიძეს, რომელთა ამაგსაც ვერასოდეს გადავიხდი ალბათ.

თემურ ჩხეიძესთან ერთად

ეს ის ადამიანია, რომელიც ღმერთმა, მამაჩემის მერე გამომიგზავნა. მასთან ურთიერთობა იყო და არის ბედის საჩუქარი. პირველი სერიოზული ნამუშევარი ბატონ თემურთან ერთად იყო, ლეგენდარული სპექტაკლი: ‘ზღვა, რომელიც შორია“, რომელზეც მუშაობისას მე ბატონი თემურის ასისტენტი ვიყავი. ეს იყო ჩემთვის უდიდესი გამოცდილება, რის შემდეგაც ჩემი ცხოვრება წინ და წინ წავიდა. დღეს მე თუ აქ ვარ ლიეტუვაში, ასე დამოუკიდებელი, შემდგარი და პროფესიონალი, ეს ყველაფერი ბატონი თემურის დამსახურებაა.

ლიეტუვაში, მორიგი წარმატებული სპექტაკლი

- ბადრი, აუცილებლად უნდა გკითხოთ იმ ვითარებაზე, რაც დღეს ხდება უკრაინაში...

- ეს ყველაფერი ძალიან ჰგავს იმას, რაც აფხაზეთში ხდებოდა. ჩვენთვის ეს არახალია, სამწუხაროდ. ჩემი აზრით, რასაც უკრაინელები აკეთებენ დღეს, ეს სამაგალითო ბრძოლაა არა მხოლოდ საკუთარი ქვეყნისთვის, არამედ საქართველოსა და დანარჩენი სამყაროსთვისაც... დღეს მათ ისტორიული ფუნქცია აქვთ დაკისრებული. ეს ადამიანები არიან გმირები და მათ მთელ მსოფლიოს დაანახეს, როგორ შეიძლება უყვარდეს ერს თავისი ქვეყანა, თავისუფლება და როგორ შეიძლება იქცე გმირად ამ თავისუფლების დასაცავად!

ავტორი: რუსუდან შაიშმელაშვილი