მსახიობმა ბენედიქტ კამბერბაჩმა უკრაინელი ხალხისადმი მხარდაჭერა არაერთხელ გამოხატა. მან ჯერ კიდევ მარტში ბრიტანული აკადემიის კინოდაჯილდოების ცერემონიაზე უკრაინაში რუსეთის შეჭრის შესახებ საჯაროდ ისაუბრა:
"ჩვენ უნდა გავიღოთ შემოწირულობა. პოლიტიკოსებს უნდა ვუბიძგოთ, შექმნან თავშესაფრები ლტოლვილებისთვის, იმ ადამიანებისთვის, რომლებიც იტანჯებიან", - თქვა მსახიობმა.
მან პირობაც დადო, რომ უკრაინელთა დასახმარებლად იმოქმედებდა კიდეც და როგორც ჩანს, მან ეს პირობა შეასრულა.
ბენედიქტმა sky news-ს განუცხადა, რომ ის საკუთარ სახლში უმასპინძლებს უკრაინულ ოჯახს, როდესაც ისინი დიდ ბრიტანეთში ჩავლენ. მსახიობმა ისიც თქვა, რომ მასთან გადასვლამდე, ლტოლვილთა ოჯახს თვალს ყოველდღიურად ადევნებს და ისიც იცის, რომ მათ უკვე დატოვეს უკრაინა.
"ისინი ახლა გარკვეულ სამედიცინო მკურნალობას გადიან, მეტის თქმა მათი კონფიდენციალურობის შელახვა იქნება. არც იმის თქმა შემიძლია, კონკრეტულად როდის ჩამოვლენ დიდ ბრიტანეთში. მას შემდეგ, რაც გამოიარეს, მინდა თავი დაცულად იგრძნონ ჩემს ოჯახში და სიმშვიდე იპოვონ".
ამით არ შემოიფარგლება მსახიობის კეთილშობილება, როგორც თქვა, ის ფინანსურადაც ეხმარება რამდენიმე უკრაინულ ოჯახს: "ვცდილობ, სხვა უკრაინულ ოჯახებსაც დავეხმარო - იმ ოჯახებს, რომლებიც გაერთიანებული სამეფოს მოქალაქეები არიან და სურთ, ოჯახის სხვა წევრებიც ჩამოიყვანონ აქ, მაგრამ ამას სიძვირის გამო ვერ ახერხებენ. ასე რომ, მსგავს სიტუაციაში მყოფ ოჯახებს ფინანსურად ვუწევ დახმარებას".
წყარო: deadline.com
მოამზადა: ანა სიბოშვილმა
აი მალადეც)))
რომ გათიშოთ არა?!. თქვენნაირი web...