ავტორი:

აშშ-ს კონგრესმა ლენდ-ლიზის კანონპროექტი მიიღო - რას გულისხმობს ის და რის შესაძლებლობას მისცემს ამერიკას უკრაინის დასახმარებლად

აშშ-ს კონგრესმა ლენდ-ლიზის კანონპროექტი მიიღო - რას გულისხმობს ის და რის შესაძლებლობას მისცემს ამერიკას უკრაინის დასახმარებლად

აშშ-ის პალატამ მიიღო კანონპროექტი, რომელიც პრეზიდენტ ჯო ბაიდენს მისცემს უფრო ფართო უფლებამოსილებას, რათა დაეხმაროს უკრაინას დაიცვას თავი რუსეთის შეჭრისგან.

როგორც CNN-ი წერს, უკრაინის დემოკრატიის თავდაცვის ე.წ. ლენდ ლიზის აქტი, რომელიც მიიღო კონგრესმა ფართო ორპარტიული უმრავლესობით - საშუალებას აძლევს პრეზიდენტს დადოს სესხის იჯარის ხელშეკრულებები უკრაინასთან, რათა მათ თავდაცვის ინსტრუმენტები მიაწოდოს .

კანონპროექტს ხმა 417-მა მისცა, 10 წინააღმდეგ წავიდა.

კანონპროექტი სენატმა უკვე მიიღო აპრილის დასაწყისში და ახლა პრეზიდენტს ხელმოწერისთვის გადაეცემა.

ინფორმაციისთვის, აღნიშნული საკანონმდებლო აქტი, რუსეთის უკრაინაში შეჭრის ფონზე, პრეზიდენტ ჯო ბაიდენს საშუალებას მისცემს, უფრო ეფექტურად და ჩქარა გაუგზავნოს იარაღი და სხვა სახის მარაგი უკრაინას.

"უკრაინის დემოკრატიის დაცვის ლენდ-ლიზის“ აქტი კრიტიკული სამხედრო აღჭურვილობისა და სხვა მნიშვნელოვანი მარაგების დე ფაქტო ჩუქების საშუალებას იძლევა დათქმით, რომ დახმარების მიმღები ქვეყნები აშშ-ს თანხას მოგვიანებით გადაუხდიან.

  • უფრო მეტი ლენდ-ლიზის შესახებ

ეს არის პროგრამა, რომელიც აშშ-მა მეორე მსოფლიო ომის დროს მიიღო და რომელმაც ცივილურ სამყაროს ჰიტლერსა და ფაშიზმზე გამარჯვების შესაძლებლობა მისცა. მეორე მსოფლიო ომის დროს პროგრამა ლენდ ლიზი განიხილებოდა როგორც თამაშის შემცვლელი, კონფლიქტში გარდატეხის შემტანი, რადგანაც ის აშშ-ს მოკავშირეებისთვის შრომატევადი პროცედურული დაბრკოლებების გარეშე იარაღისა და სხვა მარაგის მიწოდების შესაძლებლობას აძლევდა.

ლენდ-ლიზის ახლა ამუშავება, რომელიც მეოცე საუკუნის ყველაზე გლობალური კონფლიქტის დროს გამოიყენეს, იმის მანიშნებელიცაა, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებსა და მის მოკავშირეებს ევროპაში სჯერათ, რუსეთის შეჭრა წარმოადგენს ეგზისტენციალურ საფრთხეს ლიბერალური წესრიგისთვის.

ასევე, ეს იმის ინდიკატორია, რომ დასავლურ სამყაროში მიაჩნიათ, უკრაინას შეუძლია გაიმარჯვოს რუსი დამპყრობლების წინააღმდეგ ომში.