პოლიტიკა
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
Faceამბები
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
სპორტი
მეცნიერება
მოზაიკა
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"როგორ შეიძლება ამ კაცის ბედის ანაბარა მიტოვება, ეს დიდი დანაშაულია - დავდგეთ ერთად" - ანზორ მელია მიხეილ სააკაშვილზე
"როგორ შეიძლება ამ კაცის ბედის ანაბარა მიტოვება, ეს დიდი დანაშაულია - დავდგეთ ერთად" - ანზორ მელია მიხეილ სააკაშვილზე

ექიმ ან­ზორ მე­ლი­ას შე­ფა­სე­ბით, სა­ქარ­თვე­ლოს მე­სა­მე პრე­ზი­დენ­ტი, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბის გა­უ­ა­რე­სე­ბის გამო, სამ­კურ­ნა­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში უნდა გა­და­იყ­ვა­ნონ.

რო­გორც მან ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და, სა­ა­კაშ­ვი­ლის "ბე­დის ანა­ბა­რა მი­ტო­ვე­ბა დიდი და­ნა­შა­უ­ლია და ამას ჩვენ თავს ვე­რას­დროს ვა­პა­ტი­ებთ".

"მე ბა­ტო­ნი პრე­ზი­დენ­ტი არ მი­ნა­ხავს, მაგ­რამ, რა­საც ტე­ლე­ვი­ზი­ით ვუ­ყუ­რებ, რო­გორ გახ­და ცუ­დად ან რა ფერი ადევს, ძა­ლი­ან ჭკვი­ა­ნი და გა­მოც­დი­ლი ექი­მიც არ არის სა­ჭი­რო რომ იყო, ე.ი. რა­ღაც რთუ­ლი პრო­ცე­სე­ბი მი­დის, მი­თუ­მე­ტეს, ძა­ლი­ან ვენ­დო­ბი სა­ხალ­ხო დამ­ცველს. სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლის მიერ შექ­მნი­ლი კო­მი­სია და­კომ­პლექ­ტე­ბუ­ლია უაღ­რე­სად პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი ექი­მე­ბით, რომ­ლე­ბიც შე­უძ­ლე­ბე­ლია რა­მე­ზე გა­ი­ყი­დონ.

შე­უძ­ლე­ბე­ლია ვინ­მემ შე­ა­ში­ნოს, შე­უძ­ლე­ბე­ლია ვინ­მემ „მო­თაფ­ლოს“, რომ და­ა­წე­რი­ნოს ის, რაც არ არის, ისი­ნი სუფ­თა პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი ექი­მე­ბი არი­ან, მე მათი მჯე­რა. ნა­ხეთ კაცი ფეხ­ზე ვერ დგას, რა შე­შუ­პე­ბუ­ლი სახე აქვს, რო­გო­რი გაყ­ვით­ლე­ბუ­ლია, რო­გორ შე­იძ­ლე­ბა ამ კა­ცის ასე ბე­დის ანა­ბა­რა მი­ტო­ვე­ბა, ეს დიდი და­ნა­შა­უ­ლია და ამას ჩვენ თავს ვე­რას­დროს ვა­პა­ტი­ებთ.

ამი­ტომ, მივ­მარ­თავ ქარ­თვე­ლებს, მე­გობ­რებს, ექი­მებს, ვინც სახ­ლში სხედ­ხართ, ტე­ლე­ვი­ზორს უყუ­რებთ, ადე­ქით, მო­დით, დავ­დგეთ ერ­თად და ვუ­თხრათ ამ მთავ­რო­ბას, რომ ჩვენ არ მო­ვი­თხოვთ მის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბას. გა­და­იყ­ვა­ნეთ სამ­კურ­ნა­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში, გა­და­ვარ­ჩი­ნოთ ადა­მი­ა­ნი სიკ­ვდილს და მერე რაც ეკუთ­ვნის ის იყოს“, - გა­ნა­ცხა­და მე­ლი­ამ.

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ჯეკო
0

სხვა ავდმყოფი პატიმრები არ არსებობენ ხო? 

!!!
1

აუ კიდე კაი ანზორ ,ეხლა ვნახე ტელევიზორთან ვზივარ ,ვიცმევ მეზობლებს შევკრებ ,ოჯახს ,ახლობლებს მოვდივართ !!! მანდ იდექი დაგველოდე შენი ჭირიმე

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"
ავტორი:

"როგორ შეიძლება ამ კაცის ბედის ანაბარა მიტოვება, ეს დიდი დანაშაულია - დავდგეთ ერთად" - ანზორ მელია მიხეილ სააკაშვილზე

"როგორ შეიძლება ამ კაცის ბედის ანაბარა მიტოვება, ეს დიდი დანაშაულია - დავდგეთ ერთად" - ანზორ მელია მიხეილ სააკაშვილზე

ექიმ ანზორ მელიას შეფასებით, საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, სამკურნალო დაწესებულებაში უნდა გადაიყვანონ.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, სააკაშვილის "ბედის ანაბარა მიტოვება დიდი დანაშაულია და ამას ჩვენ თავს ვერასდროს ვაპატიებთ".

"მე ბატონი პრეზიდენტი არ მინახავს, მაგრამ, რასაც ტელევიზიით ვუყურებ, როგორ გახდა ცუდად ან რა ფერი ადევს, ძალიან ჭკვიანი და გამოცდილი ექიმიც არ არის საჭირო რომ იყო, ე.ი. რაღაც რთული პროცესები მიდის, მითუმეტეს, ძალიან ვენდობი სახალხო დამცველს. სახალხო დამცველის მიერ შექმნილი კომისია დაკომპლექტებულია უაღრესად პროფესიონალი ექიმებით, რომლებიც შეუძლებელია რამეზე გაიყიდონ.

შეუძლებელია ვინმემ შეაშინოს, შეუძლებელია ვინმემ „მოთაფლოს“, რომ დააწერინოს ის, რაც არ არის, ისინი სუფთა პროფესიონალი ექიმები არიან, მე მათი მჯერა. ნახეთ კაცი ფეხზე ვერ დგას, რა შეშუპებული სახე აქვს, როგორი გაყვითლებულია, როგორ შეიძლება ამ კაცის ასე ბედის ანაბარა მიტოვება, ეს დიდი დანაშაულია და ამას ჩვენ თავს ვერასდროს ვაპატიებთ.

ამიტომ, მივმართავ ქართველებს, მეგობრებს, ექიმებს, ვინც სახლში სხედხართ, ტელევიზორს უყურებთ, ადექით, მოდით, დავდგეთ ერთად და ვუთხრათ ამ მთავრობას, რომ ჩვენ არ მოვითხოვთ მის გათავისუფლებას. გადაიყვანეთ სამკურნალო დაწესებულებაში, გადავარჩინოთ ადამიანი სიკვდილს და მერე რაც ეკუთვნის ის იყოს“, - განაცხადა მელიამ.