ბათუმელ მარიამ შუკაკიძეს სოციალურ ქსელში კარგად იცნობენ. გასაკვირიც არ არის, რადგან ის ერთადერთი ქართველია, რომელსაც ყველაზე მეტი მიმდევარი ჰყავს "ინსტაგრამზე". მარიამს 1.8 მილიონზე მეტი გამომწერი ჰყავს. შუკაკიძე დაოჯახებულია, ჰყავს მეზღვაური მეუღლე და სამი პატარა გოგონა.
მარიამ შუკაკიძის ფუფუნებაში ცხოვრება ბევრისთვის კრიტიკის საგანი ხდება. მასზე ხშირად წერენ, რომ უამრავი პლასტიკური ოპერაცია აქვს გაკეთებული, ფოტოებში სპეციალური პროგრამით ფეხებს იგრძელებს და უამრავი სხვა ბრალდება, რომელსაც ხშირად ცნობილ სახეებს უყენებენ...
გამომწერების რაოდენობის მიუხედავად, ის არ გახლავთ ინფლუენსერი და არცერთი კომპანიის პროდუქციას არ არეკლამებს, მიუხედავად იმისა, რომ უამრავი შეთავაზებები აქვს. სოციალურ ქსელში კი მხოლოდ ოჯახურ ან პირად ფოტოებს აქვეყნებს, სადაც ჩანს, რომ ცხოვრება მშვენიერია...
მედიასთან ურთიერთობას ერიდება, თუმცა როგორც ჩანს, მასზე გავრცელებულმა ჭორებმა დაღალა და გადაწყვიტა, ერთი ვრცელი პოსტით გაეცა ყველა კითხვაზე პასუხი...
მარიამ შუკაკიძე:
- არც კი ვიცი საიდან დავიწყო... ძალიან დიდი ხანია, ამ ყველაფერს შორიდან ვუყურებ. ბევრჯერ მიფიქრია გამეცა თუ არა პასუხი იმ ბოროტებისთვის, რასაც ყოველდღე ვხვდები. მიხვდებით, რასაც ვგულისხმობ. უსასრულო განხილვა, ლანძღვა და ბოღმის ნთხევა ჩემს ფოტოებზე.
პირველ რიგში, მე ძალიან ამაყი ვარ ჩემი ოჯახით, ჩემი შვილებით, მეუღლით. ჩემი მშობლებითა და და-ძმით. უბედნიერესი ადამიანი ვარ, რომ ყველაფერი გვაქვს უფლის წყალობით. მშვიდი ცხოვრება და უამრავი კარგი ადამიანი ირგვლივ.
ახლა კი პასუხები, მათ ვინც მთელი ცხოვრება "კომენტარებით" მებრძვის.
თავის მოვლა და გამოსასვლელი კაბებით სეირნობა, სირცხვილი ნამდვილად არ არის. აი, თქვენი საქციელი კი ბოროტებაა. რასაც წერთ და იგლეჯთ გულებს, სრულიად ამაზრზენია ჩემთვის და ყველა ჩამოყალიბებული, თანამედროვე ადამიანისთვის.
განიხილავთ იმას, რაც ნამდვილად არავის საქმე არ არის.
თურმე რადგან ცხვირის ოპერაცია გამიკეთებია ოდესღაც, ჯვარს უნდა მაცვან და პლუს თავიანთი ფანტაზიით მიამატონ ის, რომ ყველანაირი პლასტიკა გაკეთებული მაქვს და ამის მტკიცებაში კარგავენ მთელ ცხოვრებას. ან ეს რა სალაპარაკოა, საერთოდ ვინ ეკითხებათ, რა მდაბიო საქციელია, ხვდებით?
მთელი ჰოლივუდი გადაკეთებულ- გადმოკეთებულია, ასევე მსოფლიოში წამყვანი მოდელებიც. ნუ, ეს ჩემზე უკეთ იცით. არ გამოგრჩებოდათ არცერთი და ამ ყველაფრის ფონზე მე რატომ შემჭამეთ? ერთი პლასტიკური რომელიც, ტრავმის გამო გავიკეთე, გახდა ამდენი წლის სალაპარაკო. კარგით რაა.
ვინც ლამაზია დაბოტოქსებულს ეძახიან. მინდა გითხრათ, რომ "ბოტოქსი" არასოდეს გამიკეთებია, არ მაქვს ნაოჭებისკენ მიდრეკილება გენეტიკურად. მომავალში თუ დამჭირდა, გავიკეთებ.
რის გაკეთებასაც მაბრალებენ, ლოყებს, წარბებს, თვალის ჭრილს, წამწამს, კისერს, ფეხებს და კიდევ სათვალავი ამერია, ყველაფერი ჩემია ბავშვობიდანვე. იმედია, კოსმეტოლოგიურ პროცედურებს, სახის წმენდას - პლასტიკურს არ ეძახიან.
იმაზე არაფერს ვამბობ, ძველ ფოტოებს, რომ გამოჩხრიკავენ და ფოტოშოფით გაუდიდებენ ცხვირს, ყბას, თვალებს უელმებენ ჩემს ფოტოებს, რომ დაამტკიცონ "სიმართლე..."
ადრე ისედაც ყველა სხვანაირები ვიყავით, ზოგი დაიხვეწა, ზოგიც პირიქით. იყო დრო, 10 წლის წინანდელი ჩემი ფოტოები ტელეფონებში ქონდათ გადმოწერილი და როგორ მიებაძათ ჩემთვის, აღარ იცოდნენ. დღეს კი იმ ფოტოებს გამოაჭენებენ წარწერით "ასეთი იყო". ჯობია გაიხსენონ თვითონ როგორები იყვნენ იმ დროისთვის. აი, მე კი მაშინაც ლამაზი, საინტერესო და მრავალფეროვანი ვიყავი, მათგან განსხვავებით. არ გეწყინოთ, მთავარი ხომ სულიერი სილამაზეა, რაც მე არასოდეს მაკლდა.
მერე კიდევ იტყვიან, უი, არა, არ გვშურს! ამ ადამიანებს ვეტყოდი, კი შენ გშურს ჩემი, თან ძალიან, აბა, უმიზეზოდ ხომ არ გავხდებოდი ლანძღვის მიზეზი? ჩემთვის ბედნიერად ვცხოვრობ, ჩემს ქმართან და შვილებთან ერთად. მაქვს ყველაფერი, რაც მსურს და თავს ვგრძნობ ბედნიერად. არავის ცხოვრებით არ ვინტერესდები.
ერთ-ერთი ჭორი ჩემს შესახებ ყველაზე გამორჩეულია. 2017 წელს Dolce & Gabbana-მ ატვირთა ჩემი ფოტო და მისი ოფიციალურად მიმიწვია ფოტოსესიებზე, რომელიც ბანერებზე იქნებოდა გამოყენებული.
გარკვეული მიზეზების გამო უარი ვთქვი წასვლაზე, იმ დროისთვის გამოჩნდა ჩემი მეუღლე და ვამჯობინე ოჯახი, სამოდელო კარიერას. თუმცა ეს სხვანაირად შეფუთეს და დაწერს, თითქოს ჩავსულვარ მილანში და დამიწუნეს. ეს რომ წავიკითხე, მივხვდი, რომ დაიწყო ყვითელი პრესა ჩემს ცხოვრებაში. ძალიან მეტკინა გული ამ დეზინფორმაციის გამო, მაგრამ ეს რომ არ მომხდარიყო, ალბათ, დღეს ასეთი განხილვადი ვერ ვიქნებოდი.
ყველაფერი აღიზიანებთ, რაც მე მიკავშირდება, მაგალითად ის, რომ ამაყად დავდივარ წელში გამართული და თავდაჯერებული. რატომაც არა?
მე მეამაყება საკუთარი თავი. მომწონს როგორიც ვარ გარეგნულად, ასევე საკმარისი განათლებაც მაქვს და წარმატებაც. ვერ ვხვდები რა სიამოვნებას განიჭებთ, ის რომ ბოროტები და უზრდელები იყოთ. მხოლოდ იმაზე ფიქრობთ, ვინ დაამციროთ, რომ თქვენ დაჩაგრულები არ იყოთ. ზიხართ ალბათ ხალათებში უსაქმურად, მოუვლელად, გამწარებულ დანერვოზებულები და ლანძღვით იფხანთ გულს. ნუ დაიავადმყოფებთ თავს, ბედნიერ ადამიანებზე ამდენი ნერვიულობით. დაკმაყოფილდით იმ ცხოვრებით, რაც თვითონ შეიქმენით.
არასოდეს დავეცემი იმ დონეზე, რომ სხვაზე ცუდი ვილაპარაკო და ვწერო. თუ არ მომწონს ადამიანი, იმას არც არასოდეს განვიხილავ. მე ჩემი სიკეთით და წრფელი გულით, ძალიან ბევრს მივაღწევ, რა თქმა უნდა, უფლის წყალობით და კიდევ უამრავი, თბილი და საყვარელი ადამიანების წყალობით, რომლებიც ყოველთვის, მხარში მიდგანან ისევე, როგორც მე მათ. ძალიან ბევრ ადამიანს ვეხმარებით, მატერიალურად. ამიტომაც ვუყვარვართ მთელ საქართველოს, თუ არ ჩავთვლით "კომენტარებისწერია" და დაბალი დონის ერთუჯრედიანებს, მათი გონება ხომ, მხოლოდ ბოროტებისკენაა მიმართული.
არავის არ ვეჩხირები თვალში, არ ვზივარ ყოველ კვირას გადაცემებში, მიუხედავად იმისა, რომ ბევრჯერ მიმიწვიეს. არ ვცდილობ პოპულარობას. ჩემი სამოყვარულო გვერდი მაქვს, სადაც ჩემი ცხოვრების ძალიან ცოტა ნაწილს ვპოსტავ, რადგან 2 მილიონამდე ადამიანი მიყურებს...
და კიდევ დავამატებ, რასაც მინდა იმას გავაკეთებ!!! თქვენ ნამდვილად არ მოგისმენთ.
დაბოღმილი ადამიანების აზრი არ მაინტერესებს, არც არასოდეს მაინტერესებდა, სხვაგვარად მე დღეს ეს მარიამი არ ვიქნებოდი. არასოდეს ვიტყვი უარს, ვაკეთო ის, რაც ბედნიერს მხდის. ყველას ვუსურვებ სიმშვიდეს, დალაგებულ ცხოვრებას, ჯანმრთელობას და წარმატებას.
მე მჯერა იმის, რომ დედამიწაზე კეთილი ხალხი უფრო მეტია, ვიდრე ბოროტი. ნახვამდის.