მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

20

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 00:44-ზე, მთვარე ტყუპს ესტუმრება 13:21-ზე – შეიძლება იყოს ზედმეტი აურზაური და ენერგიის ფლანგვა ლაპარაკზე. მეტად დაისვენეთ. იყავით შერჩევითი კონტაქტებში. მოუსმინეთ მეგობრების რჩევებს. კოლეგებთან იყავით ნეიტრალური. მოერიდეთ პროვოკაციებსა და ცდუნებებს. გზებზე განსაკუთრებით ფრთხილად იყავით. კარგი დღეა კონტაქტებისა და გაცნობისთვის. ინფორმაციის, იდეების გაცვლა. ხელსაყრელია შეხვედრები და მოლაპარაკებები. აქტიური ორგანოებია: მხრები, მკლავები, თითები, ფილტვები, ენდოკრინული სისტემა. გაწმინდეთ ფანჯრები. გაანიავეთ სახლი. მოერიდეთ მძიმე საკვების მიღებას.
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ჩეჩნეთის "პატარა დიქტატორის" მეგობარი და ოქტაგონის რისხვა - შვედურ-ჩეჩნური ცხოვრებით დიდ ბრძოლებში - ვინ არის ხამზატ ჩიმაევი?
ჩეჩნეთის "პატარა დიქტატორის" მეგობარი და ოქტაგონის რისხვა - შვედურ-ჩეჩნური ცხოვრებით დიდ ბრძოლებში - ვინ არის ხამზატ ჩიმაევი?

2018 წელს, როცა კო­ნორ მა­კგ­რე­გო­რი­სა და ხა­ბიბ ნურ­მა­გო­მე­დო­ვის კონ­ფლიქ­ტი UFC-ის ფარ­გლებს გას­ცდა, მებ­რძო­ლე­ბის გარ­და, მას­ში უკვე მათი მე­გობ­რე­ბი და ახ­ლობ­ლე­ბი ჩა­ერ­თნენ, შე­სა­ბა­მი­სად, სი­ტუ­ა­ცია უკი­დუ­რე­სად და­ი­ძა­ბა. ზოგ­ჯერ სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­საც არ შე­ეძ­ლოთ და­პი­რის­პი­რე­ბუ­ლი მხა­რე­ე­ბის შე­კა­ვე­ბა. მა­გა­ლი­თად, კო­ნორ მა­კგ­რე­გო­რი და მისი სა­მე­გობ­რო 2018 წლის პირ­ველ ნა­ხე­ვარ­ში იმ ავ­ტო­ბუსს და­ეს­ხა თავს, რო­მელ­შიც ხა­ბი­ბი იმ­ყო­ფე­ბო­და. მა­შინ რამ­დე­ნი­მე სხვა მებ­რძო­ლი და­შავ­და, ფი­ზი­კურ ტრავ­მებ­თან ერ­თად, ზოგ­მა ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი ტრავ­მაც მი­ი­ღო. კო­ნო­რი კი და­ა­კა­ვეს.

მოგ­ვი­ა­ნე­ბით, ირ­ლან­დი­ე­ლი ყვე­ლა და­ღეს­ტნელს უარ­ყო­ფით კონ­ტექ­სტში მო­იხ­სე­ნი­ებ­და და არ ერი­დე­ბო­და მათ­ზე ცუ­დის თქმას.

სწო­რედ ამ დროს ერთი ჩე­ჩე­ნი ახალ­გაზ­რდა შვე­დე­თი­დან დუბ­ლინ­ში მარ­ტო გაფ­რინ­და. მისი მი­ზა­ნი იყო კო­ნო­რის სად­მე გა­მო­ჭე­რა და მერე უკვე მხო­ლოდ ღმერ­თმა იცის, რა მოხ­დე­ბო­და. თუმ­ცა ახალ­გაზ­რდა კაცი პო­ტენ­ცი­ურ ტე­რო­რისტს მი­ამ­სგავ­სეს და უკან შვე­დეთ­ში გა­აბ­რუ­ნეს.

"არ ვიცი, რა­ტომ არ შე­მიშ­ვეს. ჯერ აე­რო­პორ­ტში გა­მა­ჩე­რეს. მერე მი­თხრეს, თა­ვი­სუ­ფა­ლი ხარო. გა­მო­ვე­დი აე­რო­პორ­ტი­დან და სპეც­სამ­სა­ხუ­რე­ბი და­მად­გნენ. 9 სა­ა­თი გა­მა­ჩე­რეს პო­ლი­ცი­ის შე­ნო­ბა­ში, სა­დაც ვვარ­ჯი­შობ­დი, აზიდ­ვებს ვა­კე­თებ­დი... მერე მი­თხრეს, უკან შვე­დეთ­ში წა­დიო. მეც წა­მო­ვე­დი".

ახალ­გაზ­რდა ჩე­ჩე­ნი ხამ­ზატ ჩი­მა­ე­ვი იყო, რო­მე­ლიც სულ რა­ღაც 2 წე­ლი­წად­ში UFC-ის აღ­მო­ჩე­ნა და მებ­რძო­ლე­ბის­თვის ნამ­დვი­ლი კოშ­მა­რი გახ­და.

2020 წელს, ორ­გა­ნი­ზა­ცი­ამ მას კონ­ტრაქ­ტი და­უ­დო და პირ­ვე­ლი ბრძო­ლა ივ­ლის­ში ჩა­უ­ნიშ­ნა. ჩი­მა­ევ­მა მო­წი­ნა­აღ­მდე­გე 2 რა­უნდში სას­ტი­კად გა­ა­ნად­გუ­რა. სულ რა­ღაც 10 დღე­ში ახა­ლი შოუ იყო და­გეგ­მი­ლი. იმ­ჟა­მად პან­დე­მი­ის პიკი იყო და ერ­თა­დერ­თი წერ­ტი­ლი, სა­დაც UFC ატა­რებ­და თა­ვის შო­უ­ებს, აბუ-დაბი იყო. ერთ-ერთი მებ­რძო­ლის, რის მა­კკის, მო­წი­ნა­აღ­მდე­გე გა­მო­ი­თი­შა და მაკი უქ­მად დარ­ჩა. სა­ჭი­რო იყო მის­თვის სხვა, ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლი ოპო­ნენ­ტის არ­ჩე­ვა. ორ­გა­ნი­ზა­ცი­ამ ჩი­მა­ე­ვის გუნდს მი­მარ­თა და ჰკი­თხა, და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი ხომ არ იყ­ვნენ ბრძო­ლა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა 10 დღე­ში მი­ე­ღოთ, თა­ნაც ერთი წო­ნი­თი კა­ტე­გო­რი­ით ქვე­მოთ - ნა­ხევ­რად სა­შუ­ა­ლო წო­ნით კა­ტე­გო­რი­ა­ში. ხამ­ზა­ტი და­თან­ხმდა. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ წო­ნის კლე­ბა ამ სპორ­ტის ყვე­ლა­ზე რთუ­ლი, არა­კომ­ფორ­ტუ­ლი და მტკივ­ნე­უ­ლი პრო­ცე­სია. მი­თუ­მე­ტეს, თუ ბრძო­ლა 1 დღის წინ გქონ­და და სა­ჭი­რო ხდე­ბა 10 დღე­ში უკვე ნაკ­ლე­ბი წო­ნით წარ­სდგე. ასე­ვე გე­ტყვით იმა­საც, რომ ნორ­მა­ლურ პი­რო­ბებ­ში მებ­რძოლს სა­შუ­ალდ 2-3 თვე უნდა, რომ ახა­ლი შეხ­ვედ­რის­თვის მზად იყოს. თუმ­ცა ჩი­მა­ევ­მა წო­ნაც ჩა­ა­ბა­რა, ბრძო­ლაც გა­მარ­თა და გა­ი­მარ­ჯვა კი­დეც. თა­ნა­მედ­რო­ვე UFC-ის ის­ტო­რი­ა­ში, ეს იყო პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვა, რო­დე­საც სპორ­ტსმენ­მა 10 დღის გან­მავ­ლო­ბა­ში 2-ჯერ იბ­რძო­ლა.

შემ­დე­გი შეხ­ვედ­რა 3 თვე­ში შედ­გა და ჩე­ჩენ­მა ოპო­ნენ­ტი 17 წამ­ში და­ა­ნო­კა­უ­ტა. 3 ბრძო­ლის გან­მავ­ლო­ბა­ში ხამ­ზატს ჯამ­ში მხო­ლოდ 2 დარ­ტყმა მოხ­ვდა, სა­პა­სუ­ხოდ კი 200-მდე დარ­ტყმა მი­ა­ყე­ნა ოპო­ნენ­ტებს. ესეც შთამ­ბეჭ­და­ვი შე­დე­გია, რაც აქამ­დე არას­დროს და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლა.

პო­პუ­ლა­რო­ბამ არ და­ა­ყოვ­ნა, ასე­თი ქა­რიზ­მა­ტუ­ლი და ეფექ­ტუ­რი მებ­რძო­ლე­ბი UFC-ში უყ­ვართ. თუმ­ცა ჩი­მა­ევ­მა არამ­ხო­ლოდ UFC-ის, არა­მედ ჩეჩ­ნე­თის "პა­ტა­რა დიქ­ტა­ტო­რის", რამ­ზან კა­დი­რო­ვის ყუ­რა­დღე­ბაც მი­ი­პყრო. კა­დი­როვ­მა გროზ­ნო­ში მი­იწ­ვია, სა­მე­ფო სუფ­რა გა­უ­შა­ლა, აცეკ­ვა, თვი­თო­ნაც იცეკ­ვა და მოკ­ლედ, ახა­ლი მე­გო­ბა­რი შე­ი­ძი­ნა.

სხვა­თა შო­რის, ზო­გი­ერ­თი ვერ­სი­ის მი­ხედ­ვით, ჩი­მა­ე­ვი თა­ვის დრო­ზე ჩეჩ­ნე­თი­დან სწო­რედ კა­დი­რო­ვის რე­ჟიმს გა­ექ­ცა, თუმ­ცა თა­ვად მებ­რძოლ­მა ეს ინ­ფორ­მა­ცია უარ­ყო.

ასე­ვე სა­ინ­ტე­რე­სოა, რომ 2018 წლამ­დე, ვიდ­რე კო­ნორ­ზე "სა­ნა­დი­როდ“ წა­ვი­და, შე­რე­ულ ორ­თაბ­რძო­ლებ­ში ას­პა­რე­ზო­ბა სწო­რედ მა­კგ­რე­გორ­მა შთა­ა­გო­ნა. მა­ნამ კი შვე­დე­თის ეროვ­ნულ ჩემ­პი­ო­ნატ­ზე ჭი­და­ობ­და და ფაქ­ტობ­რი­ვად, უმარ­ტი­ვე­სად სრუ­ლი დო­მი­ნი­რე­ბით იგებ­და ოქ­როს მე­დალს.

"2013 წელს მა­კგ­რე­გო­რი­სა და ალ­დოს ბრძო­ლას ვუ­ყუ­რებ­დი, სა­დაც კო­ნორ­მა ალდო 13 წამ­ში და­ა­ნო­კა­უ­ტა. მა­შინ ვი­ფიქ­რე, მე ამ ბიჭ­ზე დიდი და ფი­ზი­კუ­რად ძლი­ე­რი ვარ, მას­ზე მყა­რი ფსი­ქო­ლო­გია მაქვს, არ ვტყდე­ბი... თუ ეს ირ­ლან­დი­ე­ლი იმარ­ჯვებს და ჩემ­პი­ო­ნი ხდე­ბა, მე რა­ტომ ვერ გავ­ხდე­ბი? თუ კი ის ასეთ ფულს შო­უ­ლობს, მე რა­ტომ ვერ ვი­შო­ვი? და წა­ვე­დი ამ სპორ­ტში", - იხ­სე­ნებს ჩი­მა­ე­ვი.

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ თავ­და­პირ­ვე­ლად ხამ­ზა­ტი ძლი­ერ მო­წი­ნა­აღ­მდე­გე­ებს არ ხვდე­ბო­და, მის გარ­შე­მო ისე­თი მუხ­ტი იყო, რომ ტი­ტუ­ლის მო­გე­ბას უმოკ­ლეს პე­რი­ოდ­ში უწი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლებ­დნენ. მის ბრძო­ლებს თუ ნა­ხავ­დით, გა­ოც­დე­ბო­დით, რო­გორ შე­იძ­ლე­ბა ერთ წო­ნით კა­ტე­გო­რი­ის მებ­რძლებს შო­რის ასე­თი ფი­ზი­კუ­რი სხვა­ო­ბა იყოს ძა­ლა­ში. ჩიმა ოპო­ნენ­ტებს აფ­რი­ა­ლებ­და, ახეთ­ქებ­და, ხელ­ში აი­ტა­ცებ­და და ასეთ პო­ზი­ცი­ა­ში გა­ლი­ი­დან ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის პრე­ზი­დენტს ელა­პა­რა­კე­ბო­და ხოლ­მე. მო­წი­ნა­აღ­მდე­გე­ე­ბი შოკ­ში იყ­ვნენ, არა­ვინ იცო­და ასე­თი მან­ქა­ნის­თვის რა უნდა და­ე­პი­რის­პი­რე­ბი­ნა. თუმ­ცა...

გა­სულ წელს შვედ ჩე­ჩენს ბრძო­ლა ლეონ ედ­ვარდსთან ჩა­ე­ნიშ­ნა. ის ჯერ გა­და­ი­დო, შემ­დეგ კი სა­ერ­თოდ გა­უქ­მდა. ჩი­მა­ე­ვი მი­ი­კარ­გა, შემ­დეგ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში და­წე­რა:

"ყვე­ლას მად­ლო­ბას გიხ­დით ასე­თი მხარ­და­ჭე­რის­თვის. ვფიქ­რობ, უკვე დას­რულ­და. ვიცი, რომ ქა­მა­რი ვერ ავი­ღე, მაგ­რამ ეს ჩემი ცხოვ­რე­ბის მთა­ვა­რი გა­მარ­ჯვე­ბა არც არას­დროს ყო­ფი­ლა. შე­საძ­ლოა, გწყინთ ეს გან­ცხა­დე­ბა, მაგ­რამ ჩემი გული და სხე­უ­ლი მკარ­ნა­ხობს, რომ ეს და­სას­რუ­ლია..."

მოგ­ვი­ა­ნე­ბით გა­ირ­კვა, რომ ჩე­ჩენ სპორ­ტსმენს კო­ვი­დი ჰქონ­და და მისი დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ, საქ­მე გარ­თულ­და.

"მას კო­ვი­დი ჰქონ­და, რაც ისე­დაც არ გა­დაჰ­ქონ­და მარ­ტი­ვად, მაგ­რამ მკურ­ნა­ლო­ბის ნაც­ვლად, დარ­ბაზ­ში და­დი­ო­და, სარ­ბენ ბი­ლიკ­ზე მაქ­სი­მა­ლუ­რი სიჩ­ქა­რით ვარ­ჯი­შობ­და, მერე კი ჭი­და­ო­ბას იწყებ­და. ნორ­მა­ლუ­რი მკურ­ნა­ლო­ბის ნაც­ვლად ვარ­ჯიშ­მა მისი მდგო­მა­რე­ო­ბა ას­ჯერ გა­არ­თუ­ლა", ამ­ბობ­და ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის პრე­ზი­დენ­ტი დე­ი­ნა უა­ი­თი.

კო­ვი­დის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ, რო­გორც მისი გუნ­დე­ლე­ბი ყვე­ბოდ­ნენ, ის თა­ვის თავს არ ჰგავ­და. უნ­დო­და ვარ­ჯი­ში, მაგ­რამ ფერი არ ედო, მალე იღ­ლე­ბო­და, ბევ­რს ახ­ვე­ლებ­და. UFC-მა ელი­ტა­რუ­ლი ექი­მე­ბი მი­ავ­ლი­ნა, მაგ­რამ შე­დე­გი არ იყო. ყვე­ლაფ­რის პრობ­ლე­მა კი ის გახ­და, რომ ვერ გა­ა­გე­ბი­ნეს, რა­ღაც პე­რი­ო­დით არ ევარ­ჯი­შა. შე­პყრო­ბი­ლი­ვით იქ­ცე­ო­და და ამას ბოლო არ უჩან­და...

სწო­რედ აქ, "აკა­დე­მი­კოს­მა დიქ­ტა­ტორ­მა" რამ­ზან კა­დი­როვ­მა, იფიქ­რა, რომ დროა უკვე სა­მე­დი­ცი­ნო თე­რა­პი­ა­შიც ვცა­დო ბე­დიო... მან ჩი­მა­ე­ვი ჩეჩ­ნეთ­ში ჩა­მო­იყ­ვა­ნა და სა­უ­კე­თე­სო დას­ვე­ნე­ბით უზ­რუნ­ველ­ყო. მე­ტიც, დას­ვე­ნე­ბის გარ­და მან­ქა­ნაც აჩუ­ქა (მოგ­ვი­ა­ნე­ბით ჩი­მა­ე­ვი ამ მან­ქა­ნით ავა­რი­ა­ში მოყ­ვა, თუმ­ცა არ და­ზი­ა­ნე­ბუ­ლა...).

"თბი­ლი შეხ­ვედ­რა გვქონ­და, მის პა­ტივ­სა­ცე­მად ჩეჩ­ნუ­რი ესტრა­დის ვარ­სკვლა­ვე­ბი მო­ვიწ­ვი­ეთ, ცეკ­ვის ან­სამ­ბლე­ბი. ყვე­ლა­ფე­რი მა­ღალ დო­ნე­ზე იყო. ხამ­ზა­ტი იშ­ვი­ა­თი თავ­მდაბ­ლო­ბით და წეს­რი­გით გა­მო­ირ­ჩე­ვა და ამა­ში თა­ვად დავ­რწმუნ­დი. მას უყ­ვარს ჩვე­ნი ერი და რეს­პუბ­ლი­კა. პა­ტივს სცემს წი­ნაპ­რე­ბის ტრა­დი­ცი­ებს და ადა­თებს", - ყვე­ბო­და რამ­ზა­ნი.

ჩეჩ­ნეთ­ში დას­ვე­ნე­ბამ ნამ­დვი­ლად ხელი შე­უ­წყო ხამ­ზა­ტის დაბ­რუ­ნე­ბას. მოგ­ვი­ა­ნე­ბით მას ქი­რურ­გი­უ­ლი ჩა­რე­ვე­ბიც დას­ჭირ­და და ფორ­მა და­იბ­რუ­ნა.

2021 წელს კი მო­ნატ­რე­ბუ­ლი დაბ­რუ­ნე­ბა შედ­გა. ის ჩი­ნელ ლი ცსინ­ლი­ანს და­უ­პი­რის­პირ­და. ტრა­დი­ცი­უ­ლად, ჭი­და­ო­ბით, ფეხი აუღო, ჰა­ერ­ში აი­ტა­ცა, გა­ლი­ას­თან ახ­ლოს მი­იყ­ვა­ნა, მო­წი­ნა­აღ­მდე­გე ჰა­ერ­ში ჰყავ­და შე­ბო­ჭი­ლი, თან UFC-ის პრე­ზი­დენტს ელა­პა­რა­კე­ბო­და, შემ­დეგ ლი ოქ­ტა­გონ­ზე და­ა­ნარ­ცხა, ზურ­გი აუღო და მო­გუ­და. ამ ბრძო­ლის შემ­დეგ, ხამ­ზატ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ ნე­ბის­მი­ე­რის­თვის მზად არის და ყვე­ლას გა­ა­ნად­გუ­რებ­და.

რამ­დე­ნი­მე კვი­რის წინ, ჩი­მა­ე­ვი ბრა­ზი­ლი­ელ გილ­ბერტ „დუ­რი­ნიო“ ბერნს შეხ­ვდა. უკვე პირ­ველ რა­უნდში იმ­დე­ნი დარ­ტყმა გა­უშ­ვა ჩე­ჩენ­მა, რამ­დე­ნიც ჯამ­ში ბოლო 4 შეხ­ვედ­რა­ში არ ჰქონ­და გაშ­ვე­ბუ­ლი. "დუ­რი­ნი­ომ“ ჩი­მას კა­რი­ე­რა­ში პირ­ვე­ლი ღირ­სე­უ­ლი ბრძო­ლა მის­ცა. 3 რა­უნ­დის გან­მავ­ლო­ბა­ში მებ­რძო­ლებ­მა ნამ­დვი­ლი და­უნ­დო­ბე­ლი ჩეხ­ვა მო­ა­წყვეს. ორი­ვე ახ­ლოს იყო წა­გე­ბას­თან, თუმ­ცა აშ­კა­რად ჩან­და, რომ ჩე­ჩენს მებ­რძო­ლის სუ­ლის­კვე­თე­ბა არ აკ­ლდა. სა­ბო­ლო­ოდ მსა­ჯებ­მა გა­მარ­ჯვე­ბა ხამ­ზატს მის­ცეს. ბრძო­ლის შემ­დეგ ტრა­დი­ცი­ულ ინ­ტერ­ვი­უ­ში კი გა­ნა­ცხა­და:

"მთე­ლი ცხოვ­რე­ბა ამას ვე­ლო­დი, ვინ­მეს ვე­ცე­მე, და­ვე­სის­ხლი­ა­ნე­ბი­ნე, მე მიყ­ვარს ეს ყვე­ლა­ფე­რი, მად­ლო­ბა გილ­ბერტ, შენ ნამ­დვი­ლი მებ­რძო­ლი ხარ. მა­პა­ტიე ყვე­ლაფ­რის­თვის, მე გა­მო­ვე­დი, რომ ჩემი საქ­მე გა­მე­კე­თე­ბი­ნა.".

ახლა ჩი­მა­ე­ვი ყვე­ლა­ზე ახ­ლოს არის ტი­ტულ­თან. მას მხო­ლოდ ერთი პო­ზი­ცი­ა­ღა აშო­რებს. მე­ო­რე ად­გილ­ზეა ჩი­მა­ე­ვი, პირ­ველ­ზე კოლ­ბი კო­ვინგტო­ნი, ხოლო ჩემ­პი­ო­ნი კა­მა­რუ უს­მა­ნია.

გუ­რამ ქუ­თა­თე­ლა­ძეს­თან ერ­თად

აუ­ცი­ლებ­ლად უნდა აღ­ვნიშ­ნოთ, რომ ხამ­ზა­ტი კი­დევ ერთი პერ­სპექ­ტი­უ­ლი ქარ­თვე­ლი მებ­რძო­ლის, გუ­რამ ქუ­თა­თე­ლა­ძეს უახ­ლო­ე­სი მე­გო­ბა­რია. ისი­ნი შვე­დეთ­ში, პრაქ­ტი­კუ­ლად, ერ­თად ცხოვ­რო­ბენ, ერ­თად ის­ვე­ნე­ბენ, ერ­თმა­ნე­თის ბრძო­ლებ­ზე და­დი­ან და ერ­თმა­ნეთს ეხ­მა­რე­ბი­ან. კო­ვი­დის შემ­დეგ, როცა ჩიმა დაბ­რუნ­და, "ინ­სტაგ­რამ­ზე" გუ­რამ­თან ვარ­ჯი­შის ფოტო დადო და ქარ­თუ­ლად და­წე­რა: "გა­მარ­ჯო­ბა, ძმაო“. ის, რომ გუ­რამ­სა და ხამ­ზატს მჭიდ­რო მე­გობ­რუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა აქვთ, ორი­ვეს "ინ­სტაგ­რამ­ზეც" კარ­გად ჩანს.

გან­სა­კუთ­რე­ბით ემო­ცი­უ­რი ჩი­მა­ე­ვი-ბერნ­სის ბრძო­ლის დროს ქუ­თა­თე­ლა­ძის ემო­ცი­ე­ბი აღ­მოჩ­ნდა, რაც ვირუ­სუ­ლად გავ­რცელ­და.

ავ­ტო­რი: ანრი კურ­ტა­ნი­ძე

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
და მერე..
8

მგარი მებრძოლი და მაგარი კაცია ის ვინც საკუთარი სამშობლოს დამოუკიდებლობისთვის იბრძვის..

ხაბიბი, ჩიმაევი.. და ა.შ. ვერასოდეს ვერ გახდებიან ღირსეული სპორცმენები სანამ მანამ თავის სამშობლოს ოკუპირებული ქვეყნის დროშის ქვეშ გამოდიან ასპარეზზე. სპ.ს. თავი ჩაწიეთ ისე იარეთ..

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ლევან ხაბეიშვილს პირდაპირ ეთერში თავს დაესხნენ - დაპირისპირების ამსახველი კადრები
ავტორი:

ჩეჩნეთის "პატარა დიქტატორის" მეგობარი და ოქტაგონის რისხვა - შვედურ-ჩეჩნური ცხოვრებით დიდ ბრძოლებში - ვინ არის ხამზატ ჩიმაევი?

ჩეჩნეთის "პატარა დიქტატორის" მეგობარი და ოქტაგონის რისხვა - შვედურ-ჩეჩნური ცხოვრებით დიდ ბრძოლებში - ვინ არის ხამზატ ჩიმაევი?

2018 წელს, როცა კონორ მაკგრეგორისა და ხაბიბ ნურმაგომედოვის კონფლიქტი UFC-ის ფარგლებს გასცდა, მებრძოლების გარდა, მასში უკვე მათი მეგობრები და ახლობლები ჩაერთნენ, შესაბამისად, სიტუაცია უკიდურესად დაიძაბა. ზოგჯერ სამართალდამცავებსაც არ შეეძლოთ დაპირისპირებული მხარეების შეკავება. მაგალითად, კონორ მაკგრეგორი და მისი სამეგობრო 2018 წლის პირველ ნახევარში იმ ავტობუსს დაესხა თავს, რომელშიც ხაბიბი იმყოფებოდა. მაშინ რამდენიმე სხვა მებრძოლი დაშავდა, ფიზიკურ ტრავმებთან ერთად, ზოგმა ფსიქოლოგიური ტრავმაც მიიღო. კონორი კი დააკავეს.

მოგვიანებით, ირლანდიელი ყველა დაღესტნელს უარყოფით კონტექსტში მოიხსენიებდა და არ ერიდებოდა მათზე ცუდის თქმას.

სწორედ ამ დროს ერთი ჩეჩენი ახალგაზრდა შვედეთიდან დუბლინში მარტო გაფრინდა. მისი მიზანი იყო კონორის სადმე გამოჭერა და მერე უკვე მხოლოდ ღმერთმა იცის, რა მოხდებოდა. თუმცა ახალგაზრდა კაცი პოტენციურ ტერორისტს მიამსგავსეს და უკან შვედეთში გააბრუნეს.

"არ ვიცი, რატომ არ შემიშვეს. ჯერ აეროპორტში გამაჩერეს. მერე მითხრეს, თავისუფალი ხარო. გამოვედი აეროპორტიდან და სპეცსამსახურები დამადგნენ. 9 საათი გამაჩერეს პოლიციის შენობაში, სადაც ვვარჯიშობდი, აზიდვებს ვაკეთებდი... მერე მითხრეს, უკან შვედეთში წადიო. მეც წამოვედი".

ახალგაზრდა ჩეჩენი ხამზატ ჩიმაევი იყო, რომელიც სულ რაღაც 2 წელიწადში UFC-ის აღმოჩენა და მებრძოლებისთვის ნამდვილი კოშმარი გახდა.

2020 წელს, ორგანიზაციამ მას კონტრაქტი დაუდო და პირველი ბრძოლა ივლისში ჩაუნიშნა. ჩიმაევმა მოწინააღმდეგე 2 რაუნდში სასტიკად გაანადგურა. სულ რაღაც 10 დღეში ახალი შოუ იყო დაგეგმილი. იმჟამად პანდემიის პიკი იყო და ერთადერთი წერტილი, სადაც UFC ატარებდა თავის შოუებს, აბუ-დაბი იყო. ერთ-ერთი მებრძოლის, რის მაკკის, მოწინააღმდეგე გამოითიშა და მაკი უქმად დარჩა. საჭირო იყო მისთვის სხვა, ალტერნატიული ოპონენტის არჩევა. ორგანიზაციამ ჩიმაევის გუნდს მიმართა და ჰკითხა, დაინტერესებული ხომ არ იყვნენ ბრძოლაში მონაწილეობა 10 დღეში მიეღოთ, თანაც ერთი წონითი კატეგორიით ქვემოთ - ნახევრად საშუალო წონით კატეგორიაში. ხამზატი დათანხმდა. აღსანიშნავია, რომ წონის კლება ამ სპორტის ყველაზე რთული, არაკომფორტული და მტკივნეული პროცესია. მითუმეტეს, თუ ბრძოლა 1 დღის წინ გქონდა და საჭირო ხდება 10 დღეში უკვე ნაკლები წონით წარსდგე. ასევე გეტყვით იმასაც, რომ ნორმალურ პირობებში მებრძოლს საშუალდ 2-3 თვე უნდა, რომ ახალი შეხვედრისთვის მზად იყოს. თუმცა ჩიმაევმა წონაც ჩააბარა, ბრძოლაც გამართა და გაიმარჯვა კიდეც. თანამედროვე UFC-ის ისტორიაში, ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც სპორტსმენმა 10 დღის განმავლობაში 2-ჯერ იბრძოლა.

შემდეგი შეხვედრა 3 თვეში შედგა და ჩეჩენმა ოპონენტი 17 წამში დაანოკაუტა. 3 ბრძოლის განმავლობაში ხამზატს ჯამში მხოლოდ 2 დარტყმა მოხვდა, საპასუხოდ კი 200-მდე დარტყმა მიაყენა ოპონენტებს. ესეც შთამბეჭდავი შედეგია, რაც აქამდე არასდროს დაფიქსირებულა.

პოპულარობამ არ დააყოვნა, ასეთი ქარიზმატული და ეფექტური მებრძოლები UFC-ში უყვართ. თუმცა ჩიმაევმა არამხოლოდ UFC-ის, არამედ ჩეჩნეთის "პატარა დიქტატორის", რამზან კადიროვის ყურადღებაც მიიპყრო. კადიროვმა გროზნოში მიიწვია, სამეფო სუფრა გაუშალა, აცეკვა, თვითონაც იცეკვა და მოკლედ, ახალი მეგობარი შეიძინა.

სხვათა შორის, ზოგიერთი ვერსიის მიხედვით, ჩიმაევი თავის დროზე ჩეჩნეთიდან სწორედ კადიროვის რეჟიმს გაექცა, თუმცა თავად მებრძოლმა ეს ინფორმაცია უარყო.

ასევე საინტერესოა, რომ 2018 წლამდე, ვიდრე კონორზე "სანადიროდ“ წავიდა, შერეულ ორთაბრძოლებში ასპარეზობა სწორედ მაკგრეგორმა შთააგონა. მანამ კი შვედეთის ეროვნულ ჩემპიონატზე ჭიდაობდა და ფაქტობრივად, უმარტივესად სრული დომინირებით იგებდა ოქროს მედალს.

"2013 წელს მაკგრეგორისა და ალდოს ბრძოლას ვუყურებდი, სადაც კონორმა ალდო 13 წამში დაანოკაუტა. მაშინ ვიფიქრე, მე ამ ბიჭზე დიდი და ფიზიკურად ძლიერი ვარ, მასზე მყარი ფსიქოლოგია მაქვს, არ ვტყდები... თუ ეს ირლანდიელი იმარჯვებს და ჩემპიონი ხდება, მე რატომ ვერ გავხდები? თუ კი ის ასეთ ფულს შოულობს, მე რატომ ვერ ვიშოვი? და წავედი ამ სპორტში", - იხსენებს ჩიმაევი.

მიუხედავად იმისა, რომ თავდაპირველად ხამზატი ძლიერ მოწინააღმდეგეებს არ ხვდებოდა, მის გარშემო ისეთი მუხტი იყო, რომ ტიტულის მოგებას უმოკლეს პერიოდში უწინასწარმეტყველებდნენ. მის ბრძოლებს თუ ნახავდით, გაოცდებოდით, როგორ შეიძლება ერთ წონით კატეგორიის მებრძლებს შორის ასეთი ფიზიკური სხვაობა იყოს ძალაში. ჩიმა ოპონენტებს აფრიალებდა, ახეთქებდა, ხელში აიტაცებდა და ასეთ პოზიციაში გალიიდან ორგანიზაციის პრეზიდენტს ელაპარაკებოდა ხოლმე. მოწინააღმდეგეები შოკში იყვნენ, არავინ იცოდა ასეთი მანქანისთვის რა უნდა დაეპირისპირებინა. თუმცა...

გასულ წელს შვედ ჩეჩენს ბრძოლა ლეონ ედვარდსთან ჩაენიშნა. ის ჯერ გადაიდო, შემდეგ კი საერთოდ გაუქმდა. ჩიმაევი მიიკარგა, შემდეგ სოციალურ ქსელში დაწერა:

"ყველას მადლობას გიხდით ასეთი მხარდაჭერისთვის. ვფიქრობ, უკვე დასრულდა. ვიცი, რომ ქამარი ვერ ავიღე, მაგრამ ეს ჩემი ცხოვრების მთავარი გამარჯვება არც არასდროს ყოფილა. შესაძლოა, გწყინთ ეს განცხადება, მაგრამ ჩემი გული და სხეული მკარნახობს, რომ ეს დასასრულია..."

მოგვიანებით გაირკვა, რომ ჩეჩენ სპორტსმენს კოვიდი ჰქონდა და მისი დასრულების შემდეგ, საქმე გართულდა.

"მას კოვიდი ჰქონდა, რაც ისედაც არ გადაჰქონდა მარტივად, მაგრამ მკურნალობის ნაცვლად, დარბაზში დადიოდა, სარბენ ბილიკზე მაქსიმალური სიჩქარით ვარჯიშობდა, მერე კი ჭიდაობას იწყებდა. ნორმალური მკურნალობის ნაცვლად ვარჯიშმა მისი მდგომარეობა ასჯერ გაართულა", ამბობდა ორგანიზაციის პრეზიდენტი დეინა უაითი.

კოვიდის დასრულების შემდეგ, როგორც მისი გუნდელები ყვებოდნენ, ის თავის თავს არ ჰგავდა. უნდოდა ვარჯიში, მაგრამ ფერი არ ედო, მალე იღლებოდა, ბევრს ახველებდა. UFC-მა ელიტარული ექიმები მიავლინა, მაგრამ შედეგი არ იყო. ყველაფრის პრობლემა კი ის გახდა, რომ ვერ გააგებინეს, რაღაც პერიოდით არ ევარჯიშა. შეპყრობილივით იქცეოდა და ამას ბოლო არ უჩანდა...

სწორედ აქ, "აკადემიკოსმა დიქტატორმა" რამზან კადიროვმა, იფიქრა, რომ დროა უკვე სამედიცინო თერაპიაშიც ვცადო ბედიო... მან ჩიმაევი ჩეჩნეთში ჩამოიყვანა და საუკეთესო დასვენებით უზრუნველყო. მეტიც, დასვენების გარდა მანქანაც აჩუქა (მოგვიანებით ჩიმაევი ამ მანქანით ავარიაში მოყვა, თუმცა არ დაზიანებულა...).

"თბილი შეხვედრა გვქონდა, მის პატივსაცემად ჩეჩნური ესტრადის ვარსკვლავები მოვიწვიეთ, ცეკვის ანსამბლები. ყველაფერი მაღალ დონეზე იყო. ხამზატი იშვიათი თავმდაბლობით და წესრიგით გამოირჩევა და ამაში თავად დავრწმუნდი. მას უყვარს ჩვენი ერი და რესპუბლიკა. პატივს სცემს წინაპრების ტრადიციებს და ადათებს", - ყვებოდა რამზანი.

ჩეჩნეთში დასვენებამ ნამდვილად ხელი შეუწყო ხამზატის დაბრუნებას. მოგვიანებით მას ქირურგიული ჩარევებიც დასჭირდა და ფორმა დაიბრუნა.

2021 წელს კი მონატრებული დაბრუნება შედგა. ის ჩინელ ლი ცსინლიანს დაუპირისპირდა. ტრადიციულად, ჭიდაობით, ფეხი აუღო, ჰაერში აიტაცა, გალიასთან ახლოს მიიყვანა, მოწინააღმდეგე ჰაერში ჰყავდა შებოჭილი, თან UFC-ის პრეზიდენტს ელაპარაკებოდა, შემდეგ ლი ოქტაგონზე დაანარცხა, ზურგი აუღო და მოგუდა. ამ ბრძოლის შემდეგ, ხამზატმა განაცხადა, რომ ნებისმიერისთვის მზად არის და ყველას გაანადგურებდა.

რამდენიმე კვირის წინ, ჩიმაევი ბრაზილიელ გილბერტ „დურინიო“ ბერნს შეხვდა. უკვე პირველ რაუნდში იმდენი დარტყმა გაუშვა ჩეჩენმა, რამდენიც ჯამში ბოლო 4 შეხვედრაში არ ჰქონდა გაშვებული. "დურინიომ“ ჩიმას კარიერაში პირველი ღირსეული ბრძოლა მისცა. 3 რაუნდის განმავლობაში მებრძოლებმა ნამდვილი დაუნდობელი ჩეხვა მოაწყვეს. ორივე ახლოს იყო წაგებასთან, თუმცა აშკარად ჩანდა, რომ ჩეჩენს მებრძოლის სულისკვეთება არ აკლდა. საბოლოოდ მსაჯებმა გამარჯვება ხამზატს მისცეს. ბრძოლის შემდეგ ტრადიციულ ინტერვიუში კი განაცხადა:

"მთელი ცხოვრება ამას ველოდი, ვინმეს ვეცემე, დავესისხლიანებინე, მე მიყვარს ეს ყველაფერი, მადლობა გილბერტ, შენ ნამდვილი მებრძოლი ხარ. მაპატიე ყველაფრისთვის, მე გამოვედი, რომ ჩემი საქმე გამეკეთებინა.".

ახლა ჩიმაევი ყველაზე ახლოს არის ტიტულთან. მას მხოლოდ ერთი პოზიციაღა აშორებს. მეორე ადგილზეა ჩიმაევი, პირველზე კოლბი კოვინგტონი, ხოლო ჩემპიონი კამარუ უსმანია.

გურამ ქუთათელაძესთან ერთად

აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ, რომ ხამზატი კიდევ ერთი პერსპექტიული ქართველი მებრძოლის, გურამ ქუთათელაძეს უახლოესი მეგობარია. ისინი შვედეთში, პრაქტიკულად, ერთად ცხოვრობენ, ერთად ისვენებენ, ერთმანეთის ბრძოლებზე დადიან და ერთმანეთს ეხმარებიან. კოვიდის შემდეგ, როცა ჩიმა დაბრუნდა, "ინსტაგრამზე" გურამთან ვარჯიშის ფოტო დადო და ქართულად დაწერა: "გამარჯობა, ძმაო“. ის, რომ გურამსა და ხამზატს მჭიდრო მეგობრული ურთიერთობა აქვთ, ორივეს "ინსტაგრამზეც" კარგად ჩანს.

განსაკუთრებით ემოციური ჩიმაევი-ბერნსის ბრძოლის დროს ქუთათელაძის ემოციები აღმოჩნდა, რაც ვირუსულად გავრცელდა.

ავტორი: ანრი კურტანიძე