Space X-ისა და Tesla-ს დამფუძნებელი, ილონ მასკი ამბობს, რომ ის კოკა-კოლას იყიდის და მასში კოკაინის შემცველობას დააბრუნებს. ამის შესახებ მასკმა "ტვიტერში“ დაწერა.
"შემდეგს კოკა-კოლას ვიყიდი, რათა მასში კოკაინი დავაბრუნო“, - წერს ილონ მასკი სოციალურ ქსელში.
<blockquote class="twitter-tweet"><p lang="en" dir="ltr">Next I’m buying Coca-Cola to put the cocaine back in</p>— Elon Musk (@elonmusk) <a href="https://twitter.com/elonmusk/status/1519480761749016577?ref_src=twsrc%5Etfw">April 28, 2022</a></blockquote> <script async src="https://platform.twitter.com/widgets.js" charset="utf-8"></script>
აღსანიშნავია, რომ ვიდრე კოკა-კოლას შესახებ დაწერა, მანამდე ილონ მასკმა ასეთი "ტვიტი" გამოაქვეყნა - "მოდით, "ტვიტერი" მხიარულ ადგილად ვაქციოთ".
აშშ-ის ნარკომანიის ეროვნული ინსტიტუტის თანახმად, 1885 წელს კოკაინი ლეგალური იყო. ეს ის პერიოდია, როდესაც ამერიკელმა ფარმაცევტმა, ჯონ ჰემბერტონმა კოკა-კოლა გამოიგონა. იმჟამად მის შემადგენლობაში კოკაინის ექსტრაქტიც შედიოდა.
ჰემბერტონი კოკა-კოლას ტვინის "მატონიზირებელ სასმელს" უწოდებდა. მოგვიანებით, სასმელის შემადგენლობიდან კოკაინი ამოიღეს.
ცნობისთვის, ილონ მასკმა Twitter-ის ყიდვის შესახებ განაცხადა. ბიზნესმენი $44 მილიარდად Twitter-ის 100%-იანი წილის მფლობელი გახდება.
ნახეთ ასევე: