პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

18

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეცხრამეტე დღე, მთვარე მორიელშია საშიში დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ ამ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე.
საზოგადოება
წიგნები
კონფლიქტები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დედაქალაქში პარკირების წესების დარღვევისთვის ჯარიმები იზრდება
დედაქალაქში პარკირების წესების დარღვევისთვის ჯარიმები იზრდება

დე­და­ქა­ლაქ­ში პარ­კი­რე­ბის წე­სე­ბის დარ­ღვე­ვის­თვის ჯა­რი­მე­ბი იზ­რდე­ბა, - ამ სა­კი­თხზე დე­და­ქა­ლა­ქის მერ­მა კახა კა­ლა­ძემ თბი­ლი­სის მე­რი­ის დღე­ვან­დელ სხდო­მა­ზე ისა­უბ­რა.

კა­ლა­ძემ გან­მარ­ტა, რა ოდე­ნო­ბით გა­იზ­რდე­ბა კონ­კრე­ტულ დარ­ღვე­ვებ­ზე ჯა­რი­მე­ბი და აღ­ნიშ­ნა, რომ „არა­ვის სი­ა­მოვ­ნებს ვინ­მეს და­ჯა­რი­მე­ბა, მაგ­რამ წეს­რი­გი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია“.

კა­ლა­ძის თქმით, ჯა­რი­მე­ბის გამ­კაც­რე­ბის თა­ო­ბა­ზე სა­კა­ნონ­მდებ­ლო პა­კე­ტი პარ­ლა­მენ­ტში უკვე დამ­ტკი­ცე­ბუ­ლია.

„ბევ­რი გუ­ლის­ტკი­ვი­ლის წე­რი­ლი შე­მო­დის იმას­თან და­კავ­ში­რე­ბით, რომ ტრო­ტუ­ა­რებ­ზეა ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბი გა­ჩე­რე­ბუ­ლი და ფე­ხით გა­და­ად­გი­ლე­ბაც კი შე­უძ­ლე­ბე­ლია. გვინ­და, ეს ყვე­ლა­ფე­რი და­რე­გუ­ლირ­დეს. ჩვე­ნი სატ­რან­სპორ­ტო პო­ლი­ტი­კა ამ ყვე­ლა­ფერს მო­ი­ცავს, შე­სა­ბა­მი­სად, კა­ნონ­ში ჯა­რი­მე­ბის გაზ­რდის თვალ­საზ­რი­სით გარ­კვე­უ­ლი ცვლი­ლე­ბე­ბი გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა.

ჯა­რი­მე­ბი არა­ვის უხა­რია, მაგ­რამ, რო­გორც ჩანს, ეს აუ­ცი­ლე­ბე­ლია, რათა ქა­ლაქ­ში წეს­რი­გი იყოს. ამ­კრძა­ლა­ვი ნიშ­ნის - „გა­ჩე­რე­ბა და დგო­მა აკ­რძა­ლუ­ლია“, და­უც­ვე­ლო­ბის­თვის ჯა­რი­მა იყო 10 ლარი, ცვლი­ლე­ბე­ბის შე­დე­გად 50 ლარი გახ­დე­ბა. ასე­ვე, ვე­ლო­სი­პე­დის ბი­ლიკ­ზე ან ზოლ­ზე მოძ­რა­ო­ბის, დგო­მის ან გა­ჩე­რე­ბის­თვის ჯა­რი­მა იზ­რდე­ბა - იყო 50 ლარი, გახ­დე­ბა 100 ლარი.

რაც შე­ე­ხე­ბა ტაქ­სის პარ­კი­რე­ბის ად­გილ­ზე პარ­კი­რე­ბას - „ა“ კა­ტე­გო­რი­ის ტაქ­სის მძღო­ლე­ბის­თვის ქა­ლაქ­ში ყვე­ლა ქუ­ჩა­ზე გა­მო­ყო­ფი­ლია შე­სა­ბა­მი­სი სივ­რცე­ე­ბი, რო­მე­ლიც მათ­თვის უფა­სოა. თუმ­ცა გვაქვს შემ­თხვე­ვე­ბი, რო­დე­საც ხდე­ბა ამ ად­გი­ლე­ბის და­კა­ვე­ბა სხვა მძღო­ლე­ბის მხრი­დან. აქაც იზ­რდე­ბა ჯა­რი­მა - იყო 50 ლარი, გახ­დე­ბა 100 ლარი.

სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის გზა­ზე მი­ტო­ვე­ბა - ესეც დიდი პრობ­ლე­მაა. თვე­ო­ბით, წლო­ბით დგას კონ­კრე­ტუ­ლი ავ­ტო­მო­ბი­ლი, რო­მე­ლიც მი­ტო­ვე­ბუ­ლია და ეს დის­კომ­ფორ­ტს წარ­მო­ად­გენს ად­გი­ლობ­რი­ვი მო­სახ­ლე­ო­ბის­თვის, რომ­ლე­ბიც თა­ვი­ანთ ავ­ტო­მო­ბი­ლებს ვერ აჩე­რე­ბენ. ესეც მი­უ­ღე­ბე­ლია. იზ­რდე­ბა ჯა­რი­მა - დღეს 50 ლა­რია, გახ­დე­ბა 100 ლარი.

ამას­თან, თბი­ლის­ში ელექტროძ­რა­ვი­ა­ნი სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის და­მუხ­ტვის ად­გილ­ზე პარ­კი­რე­ბა სხვა ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის­თვის და­ჯა­რიმ­დე­ბა - 50 ლა­რია დღეს, გა­იზ­რდე­ბა 100 ლა­რამ­დე. რო­დე­საც ხდე­ბა ამ სივ­რცე­ებ­ში სხვა ავ­ტო­მო­ბი­ლის და­ყე­ნე­ბა, რო­მე­ლიც ელექტრო­მო­ბი­ლი არაა, ეს დის­კომ­ფორ­ტს წარ­მო­ად­გენს ელექტრო­მო­ბი­ლე­ბის მფლო­ბე­ლე­ბის­თვის. ასე­ვე გვაქვს შემ­თხვე­ვე­ბი, სა­დაც შშმ პი­რე­ბის ად­გი­ლე­ბის და­კა­ვე­ბა ხდე­ბა. აქაც ჯა­რი­მა დღეს 50 ლა­რია, გა­იზ­რდე­ბა 100 ლა­რამ­დე.

მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტი გან­სა­ზღვრავს ასე­ვე ე.წ. ბას­ლა­ი­ნებ­ში ტაქ­სის გა­დას­ვლის ად­გი­ლებ­სა და პი­რო­ბებს. ამ ცვლი­ლე­ბე­ბით „ა“ კა­ტე­გო­რი­ე­ბის ტაქ­სის მძღო­ლებს ექ­ნე­ბათ შე­საძ­ლებ­ლო­ბა გა­და­ვიდ­ნენ ავ­ტო­ბუ­სის ზო­ლებ­ში მგზავ­რის აყ­ვა­ნის და ჩა­მოს­მის­თვის. ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით სა­ზო­გა­დო­ე­ბას მოგ­ვი­ა­ნე­ბით მი­ვაწ­ვდით დე­ტა­ლურ ინ­ფორ­მა­ცი­ას, რო­დი­დან ამოქ­მედ­დე­ბა.

ასე­ვე, ტრო­ტუ­არ­ზე თუ იქ­ნე­ბა მან­ქა­ნა და­პარ­კინ­გე­ბუ­ლი, მა­შინ­ვე და­ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბა ევა­კუ­ა­ცი­ას. ყვე­ლა­ფე­რი უნდა გა­ვა­კე­თოთ, რომ ქვე­ი­თად მო­სი­ა­რუ­ლე­ებს, ეტ­ლით მო­სი­ა­რუ­ლე­ებს თა­ვი­სუფ­ლად გა­და­ად­გი­ლე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა ჰქონ­დეთ ტრო­ტუ­ა­რებ­ზე.

ამას­თან, მსუ­ბუ­ქი მან­ქა­ნე­ბის­თვის გა­მო­ყო­ფილ ად­გილ­ზე გვაქვს შემ­თხვე­ვე­ბი, რო­დე­საც ხდე­ბა დიდი სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის პარ­კი­რე­ბა, რაც კა­ტე­გო­რი­უ­ლად მი­უ­ღე­ბე­ლია“,- გა­ნა­ცხა­და კახა კა­ლა­ძემ.

მკითხველის კომენტარები / 13 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გოჩა
0

ჯერ თქვენს საშვიან და ქსივიან ბიდლოებს მიხედეთ, ყველაფერს რომ არღვევენ და ნაგლობენ!

Lou
0

ვენაცვალე. ძალიან სწორეა. არა სიტი პარკს, კი კალაძეს, ვენაცვალე თბილისის ამომრჩეველს!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ავტოსაგზაო შემთხვევა სამგორში - თვითმხილველების ინფორმაციით, ავტომანქანა ველოსიპედით მოძრავ მოქალაქეს დაეჯახა.
ავტორი:

დედაქალაქში პარკირების წესების დარღვევისთვის ჯარიმები იზრდება

დედაქალაქში პარკირების წესების დარღვევისთვის ჯარიმები იზრდება

დედაქალაქში პარკირების წესების დარღვევისთვის ჯარიმები იზრდება, - ამ საკითხზე დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მერიის დღევანდელ სხდომაზე ისაუბრა.

კალაძემ განმარტა, რა ოდენობით გაიზრდება კონკრეტულ დარღვევებზე ჯარიმები და აღნიშნა, რომ „არავის სიამოვნებს ვინმეს დაჯარიმება, მაგრამ წესრიგი მნიშვნელოვანია“.

კალაძის თქმით, ჯარიმების გამკაცრების თაობაზე საკანონმდებლო პაკეტი პარლამენტში უკვე დამტკიცებულია.

„ბევრი გულისტკივილის წერილი შემოდის იმასთან დაკავშირებით, რომ ტროტუარებზეა ავტომობილები გაჩერებული და ფეხით გადაადგილებაც კი შეუძლებელია. გვინდა, ეს ყველაფერი დარეგულირდეს. ჩვენი სატრანსპორტო პოლიტიკა ამ ყველაფერს მოიცავს, შესაბამისად, კანონში ჯარიმების გაზრდის თვალსაზრისით გარკვეული ცვლილებები განხორციელდება.

ჯარიმები არავის უხარია, მაგრამ, როგორც ჩანს, ეს აუცილებელია, რათა ქალაქში წესრიგი იყოს. ამკრძალავი ნიშნის - „გაჩერება და დგომა აკრძალულია“, დაუცველობისთვის ჯარიმა იყო 10 ლარი, ცვლილებების შედეგად 50 ლარი გახდება. ასევე, ველოსიპედის ბილიკზე ან ზოლზე მოძრაობის, დგომის ან გაჩერებისთვის ჯარიმა იზრდება - იყო 50 ლარი, გახდება 100 ლარი.

რაც შეეხება ტაქსის პარკირების ადგილზე პარკირებას - „ა“ კატეგორიის ტაქსის მძღოლებისთვის ქალაქში ყველა ქუჩაზე გამოყოფილია შესაბამისი სივრცეები, რომელიც მათთვის უფასოა. თუმცა გვაქვს შემთხვევები, როდესაც ხდება ამ ადგილების დაკავება სხვა მძღოლების მხრიდან. აქაც იზრდება ჯარიმა - იყო 50 ლარი, გახდება 100 ლარი.

სატრანსპორტო საშუალებების გზაზე მიტოვება - ესეც დიდი პრობლემაა. თვეობით, წლობით დგას კონკრეტული ავტომობილი, რომელიც მიტოვებულია და ეს დისკომფორტს წარმოადგენს ადგილობრივი მოსახლეობისთვის, რომლებიც თავიანთ ავტომობილებს ვერ აჩერებენ. ესეც მიუღებელია. იზრდება ჯარიმა - დღეს 50 ლარია, გახდება 100 ლარი.

ამასთან, თბილისში ელექტროძრავიანი სატრანსპორტო საშუალებების დამუხტვის ადგილზე პარკირება სხვა ავტომობილებისთვის დაჯარიმდება - 50 ლარია დღეს, გაიზრდება 100 ლარამდე. როდესაც ხდება ამ სივრცეებში სხვა ავტომობილის დაყენება, რომელიც ელექტრომობილი არაა, ეს დისკომფორტს წარმოადგენს ელექტრომობილების მფლობელებისთვის. ასევე გვაქვს შემთხვევები, სადაც შშმ პირების ადგილების დაკავება ხდება. აქაც ჯარიმა დღეს 50 ლარია, გაიზრდება 100 ლარამდე.

მუნიციპალიტეტი განსაზღვრავს ასევე ე.წ. ბასლაინებში ტაქსის გადასვლის ადგილებსა და პირობებს. ამ ცვლილებებით „ა“ კატეგორიების ტაქსის მძღოლებს ექნებათ შესაძლებლობა გადავიდნენ ავტობუსის ზოლებში მგზავრის აყვანის და ჩამოსმისთვის. ამასთან დაკავშირებით საზოგადოებას მოგვიანებით მივაწვდით დეტალურ ინფორმაციას, როდიდან ამოქმედდება.

ასევე, ტროტუარზე თუ იქნება მანქანა დაპარკინგებული, მაშინვე დაექვემდებარება ევაკუაციას. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ქვეითად მოსიარულეებს, ეტლით მოსიარულეებს თავისუფლად გადაადგილების შესაძლებლობა ჰქონდეთ ტროტუარებზე.

ამასთან, მსუბუქი მანქანებისთვის გამოყოფილ ადგილზე გვაქვს შემთხვევები, როდესაც ხდება დიდი სატრანსპორტო საშუალებების პარკირება, რაც კატეგორიულად მიუღებელია“,- განაცხადა კახა კალაძემ.