მნიშვნელოვანი ინფორმაცია
საზოგადოება

22

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 03:21-ზე, მთვარე ვერძს ესტუმრება 20:21-ზე – ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
მეცნიერება
სამართალი
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვაზისუბანში 30 წლის მამაკაცმა მძინარე მშობლები ჯერ დახოცა, შემდეგ კი საცხოვრებელ სახლს ცეცხლი წაუკიდა - რა ინფორმაციას ავრცელებს შსს?
ვაზისუბანში 30 წლის მამაკაცმა მძინარე მშობლები ჯერ დახოცა, შემდეგ კი საცხოვრებელ სახლს ცეცხლი წაუკიდა - რა ინფორმაციას ავრცელებს შსს?

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ინ­ფორ­მა­ცი­ით, ვა­ზი­სუ­ბან­ში ერთ-ერთ სა­ცხოვ­რე­ბელ კორ­პუს­ში გუ­შინ გა­ჩე­ნილ ხან­ძარს წინ მკვლე­ლო­ბა უძღო­და.

რო­გორც უწყე­ბის გან­ცხა­დე­ბა­შია ნათ­ქვა­მი, 30 წლის პირ­მა მძი­ნა­რე მშობ­ლე­ბი ჯერ მოკ­ლა, შემ­დეგ კი კვა­ლის და­ფარ­ვის მიზ­ნით, სახ­ლს ცე­ცხლი წა­უ­კი­და.

შსს-ს ცნო­ბით, ცოლ-ქმრის ცხედ­რებს, რომ­ლე­ბიც ხან­ძრის შემ­დეგ იპო­ვეს, ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღით მი­ყე­ნე­ბუ­ლი ჭრი­ლო­ბე­ბი აღე­ნიშ­ნე­ბათ.

„ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს თბი­ლი­სის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის სა­გა­მო­ძი­ე­ბო მთა­ვა­რი სამ­მარ­თვე­ლოს და ისა­ნი-სამ­გო­რის მთა­ვა­რი სამ­მარ­თვე­ლოს თა­ნამ­შრომ­ლებ­მა, ცხელ კვალ­ზე ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ოპე­რა­ტი­უ­ლი და სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­დე­გად, 1992 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი გ.ბ. ოჯა­ხის ორი ან მეტი წევ­რის მი­მართ და­მამ­ძი­მე­ბელ გა­რე­მო­ე­ბა­ში ჩა­დე­ნი­ლი გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის ბრალ­დე­ბით და­ა­კა­ვეს.

და­ნა­შა­უ­ლი 16-დან 20 წლამ­დე ან უვა­დო თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

2022 წლის 27 აპ­რილს ისა­ნი-სამ­გო­რის მთა­ვარ სამ­მარ­თვე­ლო­ში შე­ვი­და შე­ტყო­ბი­ნე­ბა, რომ თბი­ლის­ში, ვა­ზი­სუბ­ნის მე-4 მიკ­რო­რა­ი­ონ­ში, ერთ-ერთ სა­ცხოვ­რე­ბელ ბი­ნა­ში ხან­ძა­რი იყო. ად­გილ­ზე მი­სულ სა­მაშ­ვე­ლო სამ­სა­ხუ­რის თა­ნამ­შრომ­ლებს ბი­ნის კარი შიგ­ნი­დან ურ­დუ­ლით ჩა­კე­ტი­ლი დახ­ვდათ. ბი­ნა­ში შეღ­წე­ვის და ხან­ძრის ლიკ­ვი­და­ცი­ის შემ­დეგ, ნა­ნა­ხი იქნა 1964 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ზ.ბ.-ის და მისი მე­უღ­ლის - 1967 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ლ.თ.-ის დამ­წვა­რი ცხედ­რე­ბი, რომ­ლებ­საც თა­ვის არე­ში ცე­ცხლნას­რო­ლი ჭრი­ლო­ბე­ბი აღე­ნიშ­ნე­ბო­დათ.

გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ ბრალ­დე­ბულ­მა სა­ცხოვ­რე­ბელ ბი­ნა­ში მძი­ნა­რე მშობ­ლებს - ზ.ბ.-ს და ლ.თ.-ს ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი­დან გას­რო­ლით თა­ვის არე­ში და­ზი­ა­ნე­ბე­ბი მი­ა­ყე­ნა, რის შე­დე­გა­დაც ორი­ვე მათ­გა­ნი ად­გილ­ზე გარ­და­იც­ვა­ლა.

გ.ბ.-მ ჩა­დე­ნი­ლი და­ნა­შა­უ­ლის და­ფარ­ვის მიზ­ნით, ყა­ჩა­ღო­ბის ინ­სცე­ნი­რე­ბა მო­ახ­დი­ნა, კერ­ძოდ: კა­რა­დე­ბი­დან გად­მო­ყა­რა ტან­საც­მე­ლი და სხვა­დას­ხვა ნივ­თი, მო­ძებ­ნა მშობ­ლე­ბის კუთ­ვნი­ლი თან­ხა და ოქ­როს სამ­კა­უ­ლე­ბი, შემ­დეგ ბი­ნა­ში გან­ზრახ გა­ა­ჩი­ნა ხან­ძა­რი და შემ­თხვე­ვის ად­გი­ლი­დან მი­ი­მა­ლა.

და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნის ია­რა­ღე­ბი, ბი­ნი­დან წა­ღე­ბუ­ლი თან­ხა და ოქ­როს სამ­კა­უ­ლე­ბი ამო­ღე­ბუ­ლია ნივთმტკი­ცე­ბად.

ოჯა­ხის ორი ან მეტი წევ­რის მი­მართ და­მამ­ძი­მე­ბელ გა­რე­მო­ე­ბა­ში ჩა­დე­ნილ გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის ფაქ­ტზე გა­მო­ძი­ე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სსკ-ის 11 პრი­მა-109-ე მუხ­ლის მე-2 ნა­წი­ლის „ვ“ ქვე­პუნ­ქტით და 109-ე მუხ­ლის მე-3 ნა­წი­ლის „ა“ ქვე­პუნ­ქტით მიმ­დი­ნა­რე­ობს“, - ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში.

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 14 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Гога
0

დაკეტეთ კაზინოები.რა აზრი აქვს ლაქლაქს საქმეა საჭირო

 

 

თინი
4

სანამ განიკითხავთ და ილანძღებით აბა ყურადღებით წაიკითხეთ...ურდული შიგნიდან თავისით როგორ ჩაიკეტა.....

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რას ჰყვება მამა, რომელმაც შვილს უიშვიათესი დიაგნოზი ChatGPT-ის დახმარებით დაუსვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

ვაზისუბანში 30 წლის მამაკაცმა მძინარე მშობლები ჯერ დახოცა, შემდეგ კი საცხოვრებელ სახლს ცეცხლი წაუკიდა - რა ინფორმაციას ავრცელებს შსს?

ვაზისუბანში 30 წლის მამაკაცმა მძინარე მშობლები ჯერ დახოცა, შემდეგ კი საცხოვრებელ სახლს ცეცხლი წაუკიდა - რა ინფორმაციას ავრცელებს შსს?

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ვაზისუბანში ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში გუშინ გაჩენილ ხანძარს წინ მკვლელობა უძღოდა.

როგორც უწყების განცხადებაშია ნათქვამი, 30 წლის პირმა მძინარე მშობლები ჯერ მოკლა, შემდეგ კი კვალის დაფარვის მიზნით, სახლს ცეცხლი წაუკიდა.

შსს-ს ცნობით, ცოლ-ქმრის ცხედრებს, რომლებიც ხანძრის შემდეგ იპოვეს, ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობები აღენიშნებათ.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარი სამმართველოს და ისანი-სამგორის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1992 წელს დაბადებული გ.ბ. ოჯახის ორი ან მეტი წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.

დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

2022 წლის 27 აპრილს ისანი-სამგორის მთავარ სამმართველოში შევიდა შეტყობინება, რომ თბილისში, ვაზისუბნის მე-4 მიკრორაიონში, ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში ხანძარი იყო. ადგილზე მისულ სამაშველო სამსახურის თანამშრომლებს ბინის კარი შიგნიდან ურდულით ჩაკეტილი დახვდათ. ბინაში შეღწევის და ხანძრის ლიკვიდაციის შემდეგ, ნანახი იქნა 1964 წელს დაბადებული ზ.ბ.-ის და მისი მეუღლის - 1967 წელს დაბადებული ლ.თ.-ის დამწვარი ცხედრები, რომლებსაც თავის არეში ცეცხლნასროლი ჭრილობები აღენიშნებოდათ.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა საცხოვრებელ ბინაში მძინარე მშობლებს - ზ.ბ.-ს და ლ.თ.-ს ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით თავის არეში დაზიანებები მიაყენა, რის შედეგადაც ორივე მათგანი ადგილზე გარდაიცვალა.

გ.ბ.-მ ჩადენილი დანაშაულის დაფარვის მიზნით, ყაჩაღობის ინსცენირება მოახდინა, კერძოდ: კარადებიდან გადმოყარა ტანსაცმელი და სხვადასხვა ნივთი, მოძებნა მშობლების კუთვნილი თანხა და ოქროს სამკაულები, შემდეგ ბინაში განზრახ გააჩინა ხანძარი და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

დანაშაულის ჩადენის იარაღები, ბინიდან წაღებული თანხა და ოქროს სამკაულები ამოღებულია ნივთმტკიცებად.

ოჯახის ორი ან მეტი წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 11 პრიმა-109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით და 109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს“, - ნათქვამია განცხადებაში.