სპორტი
სამართალი
პოლიტიკა

29

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეხუთე დღე დაიწყება 09:28-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 15:49-ზე – ყველაფრის მიღწევა შეიძლება, თუ კრეატიული ხართ და მიზნის მიღწევას ცდილობთ. უნდა დაიცვათ თქვენი პრინციპები და აქტიურად გამოხატოთ თქვენი ემოციები და გრძნობები. გადაიხადეთ ვალები. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. განახორციელეთ ნებისმიერი რადიკალური ცვლილება – ავეჯის გადაწყობიდან ბიზნესის კონცეფციის შეცვლამდე. არ არის რეკომენდებული ფინანსური საქმეების წარმართვა. ახალი საქმეების დაწყება. კარგია ტაძრებისა და მონასტრების მონახულება. კარგია სამზარეულოს დასუფთავება, საყოფაცხოვრებო ტექნიკის შეკეთება, დაუთოება.
კონფლიქტები
მსოფლიო
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ უკრაინაში რუსეთის მიერ ჩადენილი დანაშაულის გამოძიების საკითხს მხარი დაუჭირა და საერთაშორისო ტრიბუნალის შექმნის ინიციატივით გამოვიდა
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ უკრაინაში რუსეთის მიერ ჩადენილი დანაშაულის გამოძიების საკითხს მხარი დაუჭირა და საერთაშორისო ტრიბუნალის შექმნის ინიციატივით გამოვიდა

ევ­რო­პის საბ­ჭოს სა­პარ­ლა­მენ­ტო ასამ­ბლე­ამ უკ­რა­ი­ნა­ში რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის მიერ ჩა­დე­ნი­ლი და­ნა­შა­უ­ლის გა­მო­ძი­ე­ბის ნე­ბის­მი­ერ მცდე­ლო­ბას მხა­რი და­უ­ჭი­რა და სა­ერ­თა­შო­რი­სო ტრი­ბუ­ნა­ლის შექ­მნის ინი­ცი­ა­ტი­ვით გა­მო­ვი­და.

ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას ევ­რო­პის საბ­ჭოს სა­პარ­ლა­მენ­ტო ასამ­ბლე­ის პრეს­სამ­სა­ხუ­რი ავ­რცე­ლებს.

ასამ­ბლე­ა­ში უმაღ­ლე­სი რა­დას დე­ლე­გა­ცი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლის, მა­რია მე­ზენ­ცე­ვას გან­მარ­ტე­ბით, ორ­გა­ნი­ზა­ცი­ამ მი­ი­ღო რე­ზო­ლუ­ცი­ის დო­კუ­მენ­ტი, რომ­ლი­თაც ევ­რო­პის საბ­ჭოს წევ­რებს მო­უ­წო­დებს, და­უ­ყოვ­ნებ­ლივ შექ­მნან სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­ერ­თა­შო­რი­სო სის­ხლის სა­მარ­თლის ტრი­ბუ­ნა­ლი რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის პო­ლი­ტი­კუ­რი და სამ­ხედ­რო ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბის მიერ ჩა­დე­ნი­ლი და­ნა­შა­უ­ლის გა­მო­ძი­ე­ბი­სა და სის­ხლის სა­მარ­თლებ­რი­ვი დევ­ნის და­სა­წყე­ბად.

რე­ზო­ლუ­ცია ასე­ვე შე­ი­ცავს ევ­რო­პის საბ­ჭოს მი­ნის­ტრთა კო­მი­ტე­ტის რე­კო­მენ­და­ცი­ას, და­ი­ნიშ­ნოს სპე­ცი­ა­ლუ­რი წარ­მო­მად­გე­ნე­ლი უკ­რა­ი­ნის წი­ნა­აღ­მდეგ რუ­სე­თის აგ­რე­სი­ის შე­დე­გებ­ზე.

პარ­ლა­მენ­ტა­რებ­მა ასე­ვე აღ­ნიშ­ნეს, რომ რუ­სე­თის აგ­რე­სი­ამ გა­მო­იწ­ვია მე­ო­რე მსოფ­ლიო ომის შემ­დეგ ევ­რო­პა­ში ყვე­ლა­ზე მძი­მე ჰუ­მა­ნი­ტა­რუ­ლი კრი­ზი­სი, და­უ­პი­რის­პირ­და გლო­ბა­ლურ მმარ­თვე­ლო­ბას და გა­მო­იწ­ვია ფა­სე­ბის მკვეთ­რი ზრდა ენერ­გო­მა­ტა­რებ­ლებ­სა და სა­სურ­სა­თო უსაფრ­თხო­ე­ბის მოშ­ლა.

რე­ზო­ლუ­ცია მო­უ­წო­დებს ყვე­ლას, გა­ნაგ­რძონ ზე­წო­ლა რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ა­ზე, საბ­რძო­ლო მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­წყვე­ტი­სა და უკ­რა­ი­ნის სუ­ვე­რე­ნუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ი­დან ჯა­რე­ბის გაყ­ვა­ნის მიზ­ნით, რათა და­ცუ­ლი იყოს სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­მარ­თლის ნორ­მე­ბი.

დო­კუ­მენ­ტი ქვეყ­ნებს ასე­ვე მო­უ­წო­დებს რუ­სე­თის­გან ენერ­გო­და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის მო­პო­ვე­ბა­ზე მუ­შა­ო­ბის­კენ. რე­ზო­ლუ­ცი­ას 147 დამ­სწრე­დან 144-მა მხა­რი და­უ­ჭი­რა.

დავით 67
0

ის სამი ქვეყანა რომელია, რომლებმაც მხარი არ დაუჭირეს?

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გამარჯვება პირველივე წუთებზე - ილია თოფურიამ ოლივიერა ნოკაუტში ჩააგდო და ჩემპიონი გახდა
ავტორი:

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ უკრაინაში რუსეთის მიერ ჩადენილი დანაშაულის გამოძიების საკითხს მხარი დაუჭირა და საერთაშორისო ტრიბუნალის შექმნის ინიციატივით გამოვიდა

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ უკრაინაში რუსეთის მიერ ჩადენილი დანაშაულის გამოძიების საკითხს მხარი დაუჭირა და საერთაშორისო ტრიბუნალის შექმნის ინიციატივით გამოვიდა

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ უკრაინაში რუსეთის ფედერაციის მიერ ჩადენილი დანაშაულის გამოძიების ნებისმიერ მცდელობას მხარი დაუჭირა და საერთაშორისო ტრიბუნალის შექმნის ინიციატივით გამოვიდა.

ამის შესახებ ინფორმაციას ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრესსამსახური ავრცელებს.

ასამბლეაში უმაღლესი რადას დელეგაციის ხელმძღვანელის, მარია მეზენცევას განმარტებით, ორგანიზაციამ მიიღო რეზოლუციის დოკუმენტი, რომლითაც ევროპის საბჭოს წევრებს მოუწოდებს, დაუყოვნებლივ შექმნან სპეციალური საერთაშორისო სისხლის სამართლის ტრიბუნალი რუსეთის ფედერაციის პოლიტიკური და სამხედრო ხელმძღვანელობის მიერ ჩადენილი დანაშაულის გამოძიებისა და სისხლის სამართლებრივი დევნის დასაწყებად.

რეზოლუცია ასევე შეიცავს ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის რეკომენდაციას, დაინიშნოს სპეციალური წარმომადგენელი უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის შედეგებზე.

პარლამენტარებმა ასევე აღნიშნეს, რომ რუსეთის აგრესიამ გამოიწვია მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ევროპაში ყველაზე მძიმე ჰუმანიტარული კრიზისი, დაუპირისპირდა გლობალურ მმართველობას და გამოიწვია ფასების მკვეთრი ზრდა ენერგომატარებლებსა და სასურსათო უსაფრთხოების მოშლა.

რეზოლუცია მოუწოდებს ყველას, განაგრძონ ზეწოლა რუსეთის ფედერაციაზე, საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტისა და უკრაინის სუვერენული ტერიტორიიდან ჯარების გაყვანის მიზნით, რათა დაცული იყოს საერთაშორისო სამართლის ნორმები.

დოკუმენტი ქვეყნებს ასევე მოუწოდებს რუსეთისგან ენერგოდამოუკიდებლობის მოპოვებაზე მუშაობისკენ. რეზოლუციას 147 დამსწრედან 144-მა მხარი დაუჭირა.