Faceამბები
პოლიტიკა
მსოფლიო

22

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 01:23-ზე, მთვარე კირჩხიბში გადავა 16:28-ზე – რეკომენდებულია მედიტაცია, საიდუმლო ცოდნის მიღება. რთული სიტუაციიდან გამოსავლის პოვნა. იყავით ყურადღებიანი ყველა ფინანსურ საკითხზე. გადაიხადეთ ვალები. შუადღის შემდეგ გააფორმეთ კონტრაქტები და დაიწყეთ ახალი საქმე. მოაგვარეთ პრობლემები პარტნიორებთან, კოლეგებთან და უფროსებთან. გამოიჩინეთ ტოლერანტობა, გაგება, დიპლომატია. დრო დაუთმეთ სწავლას. გაზრდილია ემოციურობა, კარგია დიპლომატიის დემონსტრირება. გამოიძინეთ. აქტიური ორგანოებია გულმკერდი, ფილტვები, კუჭი, ღვიძლი, ნაღვლის ბუშტი, ნერვული სისტემა. დალიეთ სითხეები მცირე რაოდენობით. არ დალიოთ ალკოჰოლი.
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მტერი აგრძელებს ქალაქ ხარკოვზე საჰაერო და საარტილერიო თავდასხმებს..." - რა ინფორმაციას ავრცელებს უკრაინის გენშტაბი
"მტერი აგრძელებს ქალაქ ხარკოვზე საჰაერო და საარტილერიო თავდასხმებს..." - რა ინფორმაციას ავრცელებს უკრაინის გენშტაბი

მტე­რი ზრდის შე­ტე­ვი­თი ოპე­რა­ცი­ის ტემპს. თით­ქმის ყვე­ლა მი­მარ­თუ­ლე­ბით რუსი ოკუ­პან­ტე­ბი ინ­ტენ­სი­ურ ცე­ცხლს ახორ­ცი­ე­ლე­ბენ. ყვე­ლა­ზე დიდი აქ­ტი­ვო­ბა შე­იმ­ჩნე­ვა სლო­ბოჟანსკის და დო­ნეც­კის მი­მარ­თუ­ლე­ბით, - ამის შე­სა­ხებ უკ­რა­ი­ნის შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის გე­ნე­რა­ლუ­რი შტა­ბის ყო­ველ­დღი­ურ ან­გა­რიშ­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი.

მა­თი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, სლო­ბოჟანსკის მი­მარ­თუ­ლე­ბით რუ­სუ­ლი ძა­ლე­ბი აგ­რძე­ლე­ბენ ქა­ლაქ ხარ­კოვ­ზე სა­ჰა­ე­რო და სა­არ­ტი­ლე­რიო თავ­დას­ხმებს.

"რუსი ოკუ­პან­ტე­ბის ძი­რი­თა­დი ძა­ლის­ხმე­ვა მი­მარ­თუ­ლია იზი­უ­მის მი­მარ­თუ­ლე­ბით. მტე­რი ცდი­ლობს შე­ტე­ვის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას სუ­ლი­ჰივ­კას - ნოვა დმიტ­რივ­კა­სა და ან­დრი­ივ­კა - ვე­ლი­კა კო­მი­შუ­ვა­ხას მი­მარ­თუ­ლე­ბით", - აღ­ნიშ­ნუ­ლია ან­გა­რიშ­ში.

მა­თი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, მო­წი­ნა­ვე ჯგუ­ფის გაძ­ლი­ე­რე­ბის მიზ­ნით, მო­წი­ნა­აღ­მდე­გემ ქა­ლაქ იზი­უ­მის­კენ და­მა­ტე­ბი­თი სა­ჰა­ე­რო სა­დე­სან­ტო ნა­წი­ლე­ბი და 500-მდე ერ­თე­უ­ლი ტექ­ნი­კა გა­ნა­ლა­გა.

"დო­ნეც­კის მი­მარ­თუ­ლე­ბით მტრის ჯგუ­ფი აგ­რძე­ლებს აქ­ტი­ურ მოქ­მე­დე­ბას. ძი­რი­თა­დი ძა­ლის­ხმე­ვა მი­მარ­თუ­ლია უკ­რა­ი­ნის თავ­დაც­ვის ძა­ლე­ბის ალ­ყა­ში მოქ­ცე­ვა­ზე. ამ მიზ­ნის მი­საღ­წე­ვად, ლი­მა­ნის მი­მარ­თუ­ლე­ბით, მტერ­მა გა­ა­უმ­ჯო­ბე­სა ტაქ­ტი­კუ­რი პო­ზი­ცია და შე­ე­ცა­და შე­ტე­ვის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას სო­ფელ ლი­მან­ზე,“- აღ­ნიშ­ნუ­ლია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

მა­თი­ვე ცნო­ბით, სე­ვე­რო­დო­ნეც­კის მი­მარ­თუ­ლე­ბით რუ­სუ­ლი ძა­ლე­ბი ორი­ხო­ვეს და­სახ­ლე­ბას უტე­ვენ. ავ­დი­ივ­კას მი­მარ­თუ­ლე­ბით, მა­რინ­კა­სა და ოჩე­რე­ტი­ნის და­სა­კა­ვებ­ლად კი ინ­ტენ­სი­ურ ცე­ცხლს ხსნი­ან.

"კუ­რა­ხი­ვის მი­მარ­თუ­ლე­ბით, არ­ტი­ლე­რი­ის მხარ­და­ჭე­რით, რუსი ოკუ­პან­ტე­ბი ახორ­ცი­ე­ლე­ბენ შე­ტე­ვას სტა­რო­მა­ი­ორსკე - ვე­ლი­კა ნო­ვო­სილ­კა­სა და ლი­უ­ბი­მივ­კა - ზე­ლენ პო­ლეს მი­მარ­თუ­ლე­ბით. ტავ­რი­ას მი­მარ­თუ­ლე­ბით მტრის ქვე­და­ნა­ყო­ფე­ბი აგ­რძე­ლე­ბენ მა­ნევ­რებს, რათა შეც­დო­მა­ში შე­იყ­ვა­ნონ და არ და­უშ­ვან უკ­რა­ი­ნუ­ლი ჯა­რე­ბის სხვა ტე­რი­ტო­რი­ებ­ზე გა­დაყ­ვა­ნა,“ - აღ­ნიშ­ნუ­ლია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

გენშტა­ბის ცნო­ბით, რუსი ოკუ­პან­ტე­ბი აგ­რძე­ლე­ბენ მე­ლი­ტო­პო­ლის აე­როდ­რო­მის გა­მო­ყე­ნე­ბას "Su 25“ ტი­პის მო­ი­ე­რი­შე თვითმფრი­ნა­ვე­ბის, "Ka-52“ ტი­პის შვე­ულმფრე­ნე­ბი­სა და "Mi -8" სატ­რან­სპორ­ტო და საბ­რძო­ლო თვითმფრი­ნა­ვე­ბის ბა­ზი­რე­ბი­სა და ფრე­ნის­თვის.

ამას­თან, მა­თი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, გა­სუ­ლი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში უკ­რა­ი­ნელ­მა სამ­ხედ­რო­ებ­მა 8 სა­ჰა­ე­რო სა­მიზ­ნე გა­ა­ნად­გუ­რეს: ერთი თვითმფრი­ნა­ვი, ერთი ფრთო­სა­ნი რა­კე­ტა და ოპე­რა­ტი­ულ-ტაქ­ტი­კუ­რი დო­ნის 6 დრო­ნი.

"რუსი ოკუ­პან­ტე­ბი აგ­რძე­ლე­ბენ და­ნა­კარ­გე­ბის გან­ცდას ხმე­ლეთ­ზეც. მხო­ლოდ დო­ნეც­კი­სა და ლუ­განსკის ოლ­ქებ­ში, ბოლო 24 სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში, უკ­რა­ი­ნულ­მა ძა­ლებ­მა მტრის ექ­ვსი შე­ტე­ვა მო­ი­გე­რია, გა­ნად­გურ­და 5 ტან­კი, ერთი სა­არ­ტი­ლე­რიო სის­ტე­მა, 22 ჯავ­შან­მან­ქა­ნა და ერთი სა­ზე­ნი­ტო და­ნად­გა­რი“, - აღ­ნიშ­ნუ­ლია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

ავტორი:

"მტერი აგრძელებს ქალაქ ხარკოვზე საჰაერო და საარტილერიო თავდასხმებს..." - რა ინფორმაციას ავრცელებს უკრაინის გენშტაბი

"მტერი აგრძელებს ქალაქ ხარკოვზე საჰაერო და საარტილერიო თავდასხმებს..." - რა ინფორმაციას ავრცელებს უკრაინის გენშტაბი

მტერი ზრდის შეტევითი ოპერაციის ტემპს. თითქმის ყველა მიმართულებით რუსი ოკუპანტები ინტენსიურ ცეცხლს ახორციელებენ. ყველაზე დიდი აქტივობა შეიმჩნევა სლობოჟანსკის და დონეცკის მიმართულებით, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ყოველდღიურ ანგარიშშია აღნიშნული.

მათივე ინფორმაციით, სლობოჟანსკის მიმართულებით რუსული ძალები აგრძელებენ ქალაქ ხარკოვზე საჰაერო და საარტილერიო თავდასხმებს.

"რუსი ოკუპანტების ძირითადი ძალისხმევა მიმართულია იზიუმის მიმართულებით. მტერი ცდილობს შეტევის განხორციელებას სულიჰივკას - ნოვა დმიტრივკასა და ანდრიივკა - ველიკა კომიშუვახას მიმართულებით", - აღნიშნულია ანგარიშში.

მათივე ინფორმაციით, მოწინავე ჯგუფის გაძლიერების მიზნით, მოწინააღმდეგემ ქალაქ იზიუმისკენ დამატებითი საჰაერო სადესანტო ნაწილები და 500-მდე ერთეული ტექნიკა განალაგა.

"დონეცკის მიმართულებით მტრის ჯგუფი აგრძელებს აქტიურ მოქმედებას. ძირითადი ძალისხმევა მიმართულია უკრაინის თავდაცვის ძალების ალყაში მოქცევაზე. ამ მიზნის მისაღწევად, ლიმანის მიმართულებით, მტერმა გააუმჯობესა ტაქტიკური პოზიცია და შეეცადა შეტევის განხორციელებას სოფელ ლიმანზე,“- აღნიშნულია ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, სევეროდონეცკის მიმართულებით რუსული ძალები ორიხოვეს დასახლებას უტევენ. ავდიივკას მიმართულებით, მარინკასა და ოჩერეტინის დასაკავებლად კი ინტენსიურ ცეცხლს ხსნიან.

"კურახივის მიმართულებით, არტილერიის მხარდაჭერით, რუსი ოკუპანტები ახორციელებენ შეტევას სტარომაიორსკე - ველიკა ნოვოსილკასა და ლიუბიმივკა - ზელენ პოლეს მიმართულებით. ტავრიას მიმართულებით მტრის ქვედანაყოფები აგრძელებენ მანევრებს, რათა შეცდომაში შეიყვანონ და არ დაუშვან უკრაინული ჯარების სხვა ტერიტორიებზე გადაყვანა,“ - აღნიშნულია ინფორმაციაში.

გენშტაბის ცნობით, რუსი ოკუპანტები აგრძელებენ მელიტოპოლის აეროდრომის გამოყენებას "Su 25“ ტიპის მოიერიშე თვითმფრინავების, "Ka-52“ ტიპის შვეულმფრენებისა და "Mi -8" სატრანსპორტო და საბრძოლო თვითმფრინავების ბაზირებისა და ფრენისთვის.

ამასთან, მათივე ინფორმაციით, გასული დღის განმავლობაში უკრაინელმა სამხედროებმა 8 საჰაერო სამიზნე გაანადგურეს: ერთი თვითმფრინავი, ერთი ფრთოსანი რაკეტა და ოპერატიულ-ტაქტიკური დონის 6 დრონი.

"რუსი ოკუპანტები აგრძელებენ დანაკარგების განცდას ხმელეთზეც. მხოლოდ დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებში, ბოლო 24 საათის განმავლობაში, უკრაინულმა ძალებმა მტრის ექვსი შეტევა მოიგერია, განადგურდა 5 ტანკი, ერთი საარტილერიო სისტემა, 22 ჯავშანმანქანა და ერთი საზენიტო დანადგარი“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.