სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო
სამხედრო
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
წიგნები სოფელ აძვის მოსწავლეებისთვის - თეგეტა კამპანია ,,წიგნები მშვიდობისათვის“ მხარდამჭერია
წიგნები სოფელ აძვის მოსწავლეებისთვის - თეგეტა კამპანია ,,წიგნები მშვიდობისათვის“ მხარდამჭერია

სო­ფელ აძ­ვის სა­ჯა­რო სკო­ლის ბიბ­ლი­ო­თე­კას 100 წიგ­ნი შე­ე­მა­ტა. თე­გე­ტა ჰოლ­დინ­გის მხარ­და­ჭე­რით თა­რო­ე­ბი სა­ბავ­შვო ლი­ტე­რა­ტუ­რი­თა და ენ­ციკ­ლო­პე­დი­უ­რი გა­მო­ცე­მე­ბით შე­ივ­სო. სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბას სულ 135 აღ­საზ­რდე­ლი ჰყავს. მოს­წავ­ლე­ე­ბი გზავ­ნილს თა­ვად დახ­ვდნენ. სა­ო­კუ­პა­ციო ხა­ზის მო­სა­ზღვრედ მდე­ბა­რე და­სახ­ლე­ბა­ში მშვი­დო­ბი­სა და მზრუნ­ვე­ლო­ბის ფასი ყვე­ლა­ზე კარ­გად იცი­ან.

აქ­ტი­ვო­ბა „ბიბ­ლუ­სის“ კამ­პა­ნი­ის ფარ­გლებ­ში „წიგ­ნი მშვი­დო­ბი­სათ­ვის“ გან­ხორ­ცი­ელ­და. თე­გე­ტა ჰოლ­დინ­გი კამ­პა­ნი­ის ერთ-ერთი მხარ­დამ­ჭე­რია.

თე­გე­ტა ჰოლ­დინ­გის სტრა­ტე­გი­უ­ლი კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლი, ნა­თი­კა ბერ­ძუ­ლი: "თე­გე­ტას­თვის გა­ნათ­ლე­ბის ხელ­შე­წყო­ბა ერთ-ერთი პრი­ო­რი­ტე­ტუ­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბაა. „წიგ­ნე­ბი მშვი­დო­ბი­სათ­ვის“ ის პრო­ექ­ტია, რომ­ლის კონ­ცეფ­ცი­აც ჩვე­ნი კომ­პა­ნი­ის ღი­რე­ბუ­ლე­ბებს ემ­თხვე­ვა. გვინ­დო­და, ჩვე­ნი წვლი­ლი შეგ­ვე­ტა­ნა აძ­ვის სკო­ლის ბიბ­ლი­ო­თე­კის გამ­დიდ­რე­ბა­ში. ვფიქ­რობთ, ახა­ლი წიგ­ნე­ბით და­ვეხ­მა­რე­ბით მოს­წავ­ლე­ებს, რათა მათი ყო­ველ­დღი­უ­რო­ბა უფრო სა­ინ­ტე­რე­სო და მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი გახ­დეს“.

კამ­პა­ნი­ის „წიგ­ნი მშვი­დო­ბის­თვის“ ფარ­გლებ­ში, „ბიბ­ლუს­მა“ თე­გე­ტა ჰოლ­დინგთან და სხვა პარტნი­ო­რებ­თან ერ­თად, გო­რის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში, სა­ო­კუ­პა­ციო ხაზ­თან მდე­ბა­რე ხუთი სოფ­ლის სა­ჯა­რო სკო­ლის­თვის ბიბ­ლი­ო­თე­კე­ბი მო­ა­წყო. წიგ­ნე­ბი სოფ­ლე­ბის კირ­ბა­ლის, აძ­ვის, ქვე­შის, დი­ცი­სა და ნი­ქო­ზის სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბებს გა­და­ე­ცა.

„ბიბ­ლუ­სის“ მარ­კე­ტინ­გის ხელ­მძღვა­ნე­ლი, დეკო კურ­კუ­მუ­ლი: "ბიბ­ლუ­სის­თვის სა­ო­კუ­პა­ციო ხაზ­თან მდე­ბა­რე სოფ­ლებ­ში გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ეს პირ­ვე­ლი აქ­ტი­ვო­ბა არ არის. ვცდი­ლობთ, და­ვეხ­მა­როთ სკო­ლებს, მო­ვა­წყოთ ბიბ­ლი­ო­თე­კე­ბი და ბავ­შვე­ბი ახა­ლი წიგ­ნე­ბით გა­ვა­ხა­როთ. წელს ომის თე­მა­ტი­კას გვერდს ვერ ავუვ­ლი­დით, ამი­ტო­მაც გა­დავ­წყვი­ტეთ, წიგ­ნის ჩუ­ქე­ბის სა­ერ­თა­შო­რი­სო დღეს­თან და­კავ­ში­რე­ბით, დაგ­ვე­გეგ­მა კამ­პა­ნია "წიგ­ნი მშვი­დო­ბი­სათ­ვის“ - ომი­სა და აგ­რე­სი­ის­თვის წიგ­ნი­ე­რე­ბა და გა­ნათ­ლე­ბა დაგ­ვე­პი­რის­პი­რე­ბი­ნა“.

ამ დრო­ი­სათ­ვის სა­ო­კუ­პა­ციო ხა­ზის მო­სა­ზღვრედ, სულ, 8 სო­ფელ­ში გა­ნახ­ლდა და მო­ე­წყო სკო­ლის ბიბ­ლი­ო­თე­კე­ბი. სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბებს, ჯამ­ში, 1000-ზე მეტი წიგ­ნი გა­და­ე­ცა.

NS

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მოხდება იმ შემთხვევაში თუ პირი ჯარიმას არ გადაიხდის და რა ვადებს უკავშირდება მისი აღსრულება?
ავტორი:

წიგნები სოფელ აძვის მოსწავლეებისთვის - თეგეტა კამპანია ,,წიგნები მშვიდობისათვის“ მხარდამჭერია

წიგნები სოფელ აძვის მოსწავლეებისთვის - თეგეტა კამპანია ,,წიგნები მშვიდობისათვის“ მხარდამჭერია

სოფელ აძვის საჯარო სკოლის ბიბლიოთეკას 100 წიგნი შეემატა. თეგეტა ჰოლდინგის მხარდაჭერით თაროები საბავშვო ლიტერატურითა და ენციკლოპედიური გამოცემებით შეივსო. საგანმანათლებლო დაწესებულებას სულ 135 აღსაზრდელი ჰყავს. მოსწავლეები გზავნილს თავად დახვდნენ. საოკუპაციო ხაზის მოსაზღვრედ მდებარე დასახლებაში მშვიდობისა და მზრუნველობის ფასი ყველაზე კარგად იციან.

აქტივობა „ბიბლუსის“ კამპანიის ფარგლებში „წიგნი მშვიდობისათვის“ განხორციელდა. თეგეტა ჰოლდინგი კამპანიის ერთ-ერთი მხარდამჭერია.

თეგეტა ჰოლდინგის სტრატეგიული კომუნიკაციების ხელმძღვანელი, ნათიკა ბერძული: ,,თეგეტასთვის განათლების ხელშეწყობა ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. „წიგნები მშვიდობისათვის“ ის პროექტია, რომლის კონცეფციაც ჩვენი კომპანიის ღირებულებებს ემთხვევა. გვინდოდა, ჩვენი წვლილი შეგვეტანა აძვის სკოლის ბიბლიოთეკის გამდიდრებაში. ვფიქრობთ, ახალი წიგნებით დავეხმარებით მოსწავლეებს, რათა მათი ყოველდღიურობა უფრო საინტერესო და მრავალფეროვანი გახდეს“.

კამპანიის „წიგნი მშვიდობისთვის“ ფარგლებში, „ბიბლუსმა“ თეგეტა ჰოლდინგთან და სხვა პარტნიორებთან ერთად, გორის მუნიციპალიტეტში, საოკუპაციო ხაზთან მდებარე ხუთი სოფლის საჯარო სკოლისთვის ბიბლიოთეკები მოაწყო. წიგნები სოფლების კირბალის, აძვის, ქვეშის, დიცისა და ნიქოზის საგანმანათლებლო დაწესებულებებს გადაეცა.

„ბიბლუსის“ მარკეტინგის ხელმძღვანელი, დეკო კურკუმული: ,,ბიბლუსისთვის საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლებში განხორციელებული ეს პირველი აქტივობა არ არის. ვცდილობთ, დავეხმაროთ სკოლებს, მოვაწყოთ ბიბლიოთეკები და ბავშვები ახალი წიგნებით გავახაროთ. წელს ომის თემატიკას გვერდს ვერ ავუვლიდით, ამიტომაც გადავწყვიტეთ, წიგნის ჩუქების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, დაგვეგეგმა კამპანია ,,წიგნი მშვიდობისათვის“ - ომისა და აგრესიისთვის წიგნიერება და განათლება დაგვეპირისპირებინა“.

ამ დროისათვის საოკუპაციო ხაზის მოსაზღვრედ, სულ, 8 სოფელში განახლდა და მოეწყო სკოლის ბიბლიოთეკები. საგანმანათლებლო დაწესებულებებს, ჯამში, 1000-ზე მეტი წიგნი გადაეცა.

NS