საზოგადოება
პოლიტიკა
Faceამბები

15

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 23:45-ზე, მთვარე თევზებშია – კარგია: ფინანსური საკითხების მოგვარება. კონტაქტი უფროსებთან და საზოგადო მოღვაწეებთან. იმუშავეთ როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად, ერთობლივად გადაჭერით საინტერესო საკითხები. იყავით ყურადღებიანი კრეატიული იდეების მიმართ. ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება, მივლინებაში წასვლა. ჩაერთეთ შემოქმედებით საქმიანობაში მოაწყვეთ შემოქმედებითი საღამო, კონცერტი, გამოფენა. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოუფრთხილდით ღვიძლს. კარგია სისხლის გაწმენდა. რეკომენდებულია აბაზანები, ნებისმიერი გამწმენდი პროცედურა. ივარჯიშეთ, იყავით სუფთა ჰაერზე.
მსოფლიო
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ფეხით მოსიარულეთათვის განკუთვნილ ტროტუარზე პარკირებული ავტომობილი დაუყოვნებლივ ევაკუაციას დაექვემდებარება
ფეხით მოსიარულეთათვის განკუთვნილ ტროტუარზე პარკირებული ავტომობილი დაუყოვნებლივ ევაკუაციას დაექვემდებარება

ფე­ხით მო­სი­ა­რუ­ლე­თათ­ვის გან­კუთ­ვნილ ტრო­ტუ­არ­ზე პარ­კი­რე­ბუ­ლი ავ­ტო­მო­ბი­ლი და­უ­ყოვ­ნებ­ლივ ევა­კუ­ა­ცი­ას და­ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბა. ეს ერთ-ერთი სი­ახ­ლეა პრო­ექ­ტის ფარ­გლებ­ში, რო­მე­ლიც პარ­კი­რე­ბის წე­სის დარ­ღვე­ვა­ზე ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის გამ­კაც­რე­ბას ით­ვა­ლი­წი­ნებს. სა­კა­ნონ­მდებ­ლო ინი­ცი­ა­ტი­ვა “ქარ­თულ­მა ოც­ნე­ბამ“ მო­ამ­ზა­და და პარ­ლა­მენტს გან­სა­ხილ­ვე­ლად უახ­ლო­ეს დღე­ებ­ში წა­რედ­გი­ნე­ბა.

პრო­ექ­ტის თა­ნახ­მად, მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტს ენი­ჭე­ბა უფ­ლე­ბა, სა­ავ­ტო­ბუ­სე ზოლ­ზე ტაქ­სის გა­დას­ვლის ად­გი­ლე­ბი და პი­რო­ბე­ბი გან­სა­ზღვროს.

უქ­მდე­ბა მან­ქა­ნის სა­ქა­რე მი­ნა­ზე ჯა­რი­მის ოქ­მის და­ტო­ვე­ბის წესი - სა­მარ­თალ­დამ­რღვევს ოქმი სტან­დარ­ტუ­ლი წე­სით გა­ეგ­ზავ­ნე­ბა და ამავდრო­უ­ლად სმს შე­ტყო­ბი­ნე­ბა მი­უ­ვა.

ამას­თან, 50 ლა­რის ნაც­ვლად, 100 ლა­რის ოდე­ნო­ბით და­ჯა­რი­მე­ბას გა­მო­იწ­ვევს ისე­თი დარ­ღვე­ვა, რო­გო­რი­ცაა: ავ­ტო­მო­ბი­ლის-ვე­ლო­სი­პე­დის ბი­ლიკ­ზე მოძ­რა­ო­ბა, დგო­მა ან გა­ჩე­რე­ბა; ტაქ­სის პარ­კი­რე­ბის ად­გილ­ზე გა­ჩე­რე­ბა; სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბის გზა­ზე მი­ტო­ვე­ბა; ელექტროძ­რა­ვი­ა­ნი სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბის და­მუხ­ტვის ად­გილ­ზე პარ­კი­რე­ბა და შშმ პი­რე­ბის­თვის გან­კუთ­ვნილ გა­ჩე­რე­ბის ად­გილ­ზე პარ­კი­რე­ბა. ასე­ვე, 100 ლა­რის ოდე­ნო­ბით და­ჯა­რი­მე­ბას გა­მო­იწ­ვევს მსუ­ბუ­ქი მან­ქა­ნი­სათ­ვის გა­მო­ყო­ფილ პარ­კინგზე ტრა­ი­ლე­რის, ავ­ტო­ბუ­სის და სხვა შე­უ­სა­ბა­მო ტი­პის სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბის პარ­კი­რე­ბა.

ზო­ნა­ლუ­რი პარ­კი­რე­ბის ად­გი­ლებ­ში ამ­კრძა­ლა­ვი ნიშ­ნის მო­თხოვ­ნის და­უც­ვე­ლო­ბა­სა და პარ­კი­რე­ბის წე­სის დარ­ღვე­ვა­ზე ჯა­რი­მა 10-დან 50 ლა­რამ­დე იზ­რდე­ბა.

მკითხველის კომენტარები / 13 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
კალა
0

ნეტავ ვის ატყუებთ საბურთალოს ქუჩა გადატენილია ტროტუარზე დაპარკინგებული მანქანებით და ყველას მაგრად კიდია და ყურადღებასაც არავინ აქცევს . 

კრისტი
4

ძალიან კარგი ეგ აუცილებელია.ტროტუარზე ვეღარ გაგვივლია ყველგან მანქანებია.არ არიდ გათვლილი ეს ქალაქი ამდენ მანქანაზე.ვერც იქნება.და კიდე კორპუსის წინ ვინც 1 სართულზე ვცხოვრობთ დატანჯულები ვართ ზედ ფანჯარასთან აყენებენ მანქანებს.მაგასაც მიხედეთ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
აშშ უკრაინისთვის გაგზავნის Patriot -ის სარაკეტო კომპლექსებს, რომელთა ღირებულებსაც ევროკავშირი აანაზღაურებს - რა გეგმა აქვს აშშ-ის პრეზიდენტს?
ავტორი:

ფეხით მოსიარულეთათვის განკუთვნილ ტროტუარზე პარკირებული ავტომობილი დაუყოვნებლივ ევაკუაციას დაექვემდებარება

ფეხით მოსიარულეთათვის განკუთვნილ ტროტუარზე პარკირებული ავტომობილი დაუყოვნებლივ ევაკუაციას დაექვემდებარება

ფეხით მოსიარულეთათვის განკუთვნილ ტროტუარზე პარკირებული ავტომობილი დაუყოვნებლივ ევაკუაციას დაექვემდებარება. ეს ერთ-ერთი სიახლეა პროექტის ფარგლებში, რომელიც პარკირების წესის დარღვევაზე ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის გამკაცრებას ითვალიწინებს. საკანონმდებლო ინიციატივა “ქართულმა ოცნებამ“ მოამზადა და პარლამენტს განსახილველად უახლოეს დღეებში წარედგინება.

პროექტის თანახმად, მუნიციპალიტეტს ენიჭება უფლება, საავტობუსე ზოლზე ტაქსის გადასვლის ადგილები და პირობები განსაზღვროს.

უქმდება მანქანის საქარე მინაზე ჯარიმის ოქმის დატოვების წესი - სამართალდამრღვევს ოქმი სტანდარტული წესით გაეგზავნება და ამავდროულად სმს შეტყობინება მიუვა.

ამასთან, 50 ლარის ნაცვლად, 100 ლარის ოდენობით დაჯარიმებას გამოიწვევს ისეთი დარღვევა, როგორიცაა: ავტომობილის-ველოსიპედის ბილიკზე მოძრაობა, დგომა ან გაჩერება; ტაქსის პარკირების ადგილზე გაჩერება; სატრანსპორტო საშუალების გზაზე მიტოვება; ელექტროძრავიანი სატრანსპორტო საშუალების დამუხტვის ადგილზე პარკირება და შშმ პირებისთვის განკუთვნილ გაჩერების ადგილზე პარკირება. ასევე, 100 ლარის ოდენობით დაჯარიმებას გამოიწვევს მსუბუქი მანქანისათვის გამოყოფილ პარკინგზე ტრაილერის, ავტობუსის და სხვა შეუსაბამო ტიპის სატრანსპორტო საშუალების პარკირება.

ზონალური პარკირების ადგილებში ამკრძალავი ნიშნის მოთხოვნის დაუცველობასა და პარკირების წესის დარღვევაზე ჯარიმა 10-დან 50 ლარამდე იზრდება.