საზოგადოება
პოლიტიკა

8

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:15-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – კარგია ნებისმიერი ბიზნესის დასაწყებად. ამ დღეს დაწყებული საქმეები თავისით გამოვა. შესაძლებელია დაწინაურება, ხელფასის მატება, ჯილდოები და დამსახურებული აღიარება. დაიწყეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კარგია კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. სასარგებლოა კუჭისა და ნაწლავების გაწმენდა. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას. ყურადღებით მოუსმინეთ ყველაფერს, რასაც გეუბნებათ საყვარელი ადამიანი.
მსოფლიო
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ბალტიისპირეთში ტურისტულ კომპანიებთან შეხვედრები მიმდინარეობს
ბალტიისპირეთში ტურისტულ კომპანიებთან შეხვედრები მიმდინარეობს

ბალ­ტი­ის­პი­რე­თი­დან სა­ქარ­თვე­ლო­ში ტუ­რის­ტე­ბის მო­ზიდ­ვის მიზ­ნით აჭა­რის ტუ­რიზ­მის დე­პარ­ტა­მენ­ტი­სა და ტუ­რიზ­მის ეროვ­ნუ­ლი ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის სა­კონ­ვენ­ციო ბი­უ­როს წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა საქ­მი­ა­ნი შეხ­ვედ­რე­ბი და პრე­ზენ­ტა­ცი­ე­ბი და­ი­წყეს. ვილ­ნი­უს­ში ლი­ე­ტუ­ველ ტუ­რო­პე­რა­ტო­რებ­თან გა­მარ­თულ შეხ­ვედ­რა­ზე, უწყე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა სტუმ­რებს აჭა­რის ტუ­რის­ტუ­ლი პრო­დუქ­ტე­ბი­სა და სერ­ვი­სე­ბის, ასე­ვე სა­ქარ­თვე­ლოს Mice ტუ­რიზ­მის ტუ­რის­ტუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის შე­სა­ხებ მი­ა­წო­დეს ინ­ფორ­მა­ცია და მიმ­დი­ნა­რე წელს, ბალ­ტი­ის­პი­რე­თის სა­მი­ვე ქვეყ­ნი­დან ბა­თუ­მის მი­მარ­თუ­ლე­ბით და­გეგ­მილ პირ­და­პირ ფრე­ნებ­ზე ისა­უბ­რეს.

ღო­ნის­ძი­ე­ბას სა­ქარ­თვე­ლო­დან სპე­ცი­ა­ლუ­რად შეხ­ვედ­რის­თვის ჩა­სუ­ლი ქარ­თუ­ლი ტუ­რის­ტუ­ლი კომ­პა­ნი­ე­ბი­სა და მსხვი­ლი სას­ტუმ­რო ქსე­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბიც ეს­წრე­ბოდ­ნენ, რომ­ლებ­მაც ლი­ე­ტუ­ველ კო­ლე­გებ­თან ურ­თი­ერ­თა­ნამ­შრომ­ლო­ბი­სა და ერ­თობ­ლი­ვი ტუ­რის­ტუ­ლი პა­კე­ტე­ბის შე­მუ­შა­ვე­ბის სა­კი­თხე­ბი გა­ნი­ხი­ლეს.

ლი­ე­ტუ­ვას დე­და­ქა­ლაქ­ში გა­მარ­თულ ღო­ნის­ძი­ე­ბა­ში სა­ქარ­თვე­ლოს ელჩი ლი­ე­ტუ­ვა­ში სა­ლო­მე შა­ფა­ქი­ძე და "ეარ ბალ­ტი­კის" წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი მო­ნა­წი­ლე­ობ­დნენ, რომ­ლებ­მაც ორი­ვე ქვეყ­ნის ტუ­რის­ტუ­ლი სექ­ტო­რის წარ­მო­მად­გენ­ლებს და­გეგ­მილ ფრე­ნებ­ზე, სა­ქარ­თვე­ლოს ტუ­რის­ტულ პრო­დუქ­ტებ­სა და ქვეყ­ნებს შო­რის თა­ნამ­შრომ­ლო­ბა­ზე ესა­უბ­რეს. სა­ქარ­თვე­ლოს დე­ლე­გა­ცია ქვე­ყა­ნა­ში ტუ­რის­ტე­ბის მო­ზიდ­ვი­სა და სა­ქარ­თვე­ლოს პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ის მიზ­ნით ბალ­ტი­ის­პი­რე­თის ტუ­რის­ტუ­ლი სექ­ტო­რის წარ­მო­მად­გენ­ლებ­თან შეხ­ვედ­რებს აგ­რძე­ლებს. შემ­დე­გი ვი­ზი­ტე­ბი ეს­ტო­ნეთ­სა და ლატ­ვი­ა­შია და­გეგ­მი­ლი.

NS

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი თორნიკე რიჟვაძის საქმეზე?
ავტორი:

ბალტიისპირეთში ტურისტულ კომპანიებთან შეხვედრები მიმდინარეობს

ბალტიისპირეთში ტურისტულ კომპანიებთან შეხვედრები მიმდინარეობს

ბალტიისპირეთიდან საქართველოში ტურისტების მოზიდვის მიზნით აჭარის ტურიზმის დეპარტამენტისა და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის საკონვენციო ბიუროს წარმომადგენლებმა საქმიანი შეხვედრები და პრეზენტაციები დაიწყეს. ვილნიუსში ლიეტუველ ტუროპერატორებთან გამართულ შეხვედრაზე, უწყების წარმომადგენლებმა სტუმრებს აჭარის ტურისტული პროდუქტებისა და სერვისების, ასევე საქართველოს Mice ტურიზმის ტურისტული შესაძლებლობების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია და მიმდინარე წელს, ბალტიისპირეთის სამივე ქვეყნიდან ბათუმის მიმართულებით დაგეგმილ პირდაპირ ფრენებზე ისაუბრეს.

ღონისძიებას საქართველოდან სპეციალურად შეხვედრისთვის ჩასული ქართული ტურისტული კომპანიებისა და მსხვილი სასტუმრო ქსელების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ, რომლებმაც ლიეტუველ კოლეგებთან ურთიერთანამშრომლობისა და ერთობლივი ტურისტული პაკეტების შემუშავების საკითხები განიხილეს.

ლიეტუვას დედაქალაქში გამართულ ღონისძიებაში საქართველოს ელჩი ლიეტუვაში სალომე შაფაქიძე და "ეარ ბალტიკის" წარმომადგენლები მონაწილეობდნენ, რომლებმაც ორივე ქვეყნის ტურისტული სექტორის წარმომადგენლებს დაგეგმილ ფრენებზე, საქართველოს ტურისტულ პროდუქტებსა და ქვეყნებს შორის თანამშრომლობაზე ესაუბრეს. საქართველოს დელეგაცია ქვეყანაში ტურისტების მოზიდვისა და საქართველოს პოპულარიზაციის მიზნით ბალტიისპირეთის ტურისტული სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრებს აგრძელებს. შემდეგი ვიზიტები ესტონეთსა და ლატვიაშია დაგეგმილი.

NS