მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

20

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 00:44-ზე, მთვარე ტყუპს ესტუმრება 13:21-ზე – შეიძლება იყოს ზედმეტი აურზაური და ენერგიის ფლანგვა ლაპარაკზე. მეტად დაისვენეთ. იყავით შერჩევითი კონტაქტებში. მოუსმინეთ მეგობრების რჩევებს. კოლეგებთან იყავით ნეიტრალური. მოერიდეთ პროვოკაციებსა და ცდუნებებს. გზებზე განსაკუთრებით ფრთხილად იყავით. კარგი დღეა კონტაქტებისა და გაცნობისთვის. ინფორმაციის, იდეების გაცვლა. ხელსაყრელია შეხვედრები და მოლაპარაკებები. აქტიური ორგანოებია: მხრები, მკლავები, თითები, ფილტვები, ენდოკრინული სისტემა. გაწმინდეთ ფანჯრები. გაანიავეთ სახლი. მოერიდეთ მძიმე საკვების მიღებას.
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
კონფლიქტები
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ივანიშვილისა და მისი ნათესავების "დამალული ბიზნესი" რუსეთში - ოფშორები და ბიზნესკავშირები გავლენიან რუს პოლიტიკოსებთან: რა სქემით მოქმედებს ექსპრემიერი? (კვლევა)
ივანიშვილისა და მისი ნათესავების "დამალული ბიზნესი" რუსეთში - ოფშორები და ბიზნესკავშირები გავლენიან რუს პოლიტიკოსებთან: რა სქემით მოქმედებს ექსპრემიერი? (კვლევა)

არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცია "სა­ერ­თა­შო­რი­სო გამ­ჭირ­ვა­ლო­ბა" აქ­ვეყ­ნებს კვლე­ვას მმარ­თვე­ლი პარ­ტი­ის დამ­ფუძ­ნებ­ლის, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი­სა და მისი ნა­თე­სა­ვე­ბის რუ­სუ­ლი ბიზ­ნეს­წი­ლე­ბის შე­სა­ხებ. ორ­გა­ნი­ზა­ცი­ამ სა­კუ­თა­რი მოკ­ვლე­ვის ფარ­გლებ­ში და­ად­გი­ნა, რომ ივა­ნიშ­ვი­ლი ოკუ­პანტ ქვე­ყა­ნა­ში დღემ­დე ეწე­ვა ბიზ­ნეს­საქ­მი­ა­ნო­ბას და ფლობს რუ­სულ აქ­ტი­ვებს.

"სა­ერ­თა­შო­რი­სო გამ­ჭირ­ვა­ლო­ბას" დას­კვნით, ექ­სპრე­მი­ერ­მა ქარ­თუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბა 2011 წელს შეც­დო­მა­ში შე­იყ­ვა­ნა, რო­დე­საც გა­ნა­ცხა­და, რომ გა­ა­ას­ხვი­სებ­და ყვე­ლა რუ­სულ აქ­ტივს, რათა სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში ზედ­მე­ტი კი­თხვე­ბი არ გა­ჩე­ნი­ლი­ყო. ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის მოკ­ვლე­ვით, ივა­ნიშ­ვილ­მა ოფი­ცი­ა­ლუ­რად მარ­თლაც გა­ყი­და წი­ლე­ბი რუ­სულ ბიზ­ნეს­ში, თუმ­ცა მი­მარ­თა ხრიკს და სა­კუ­თა­რი ოფ­შო­რუ­ლი კომ­პა­ნი­ე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით რუ­სუ­ლი ბიზ­ნე­სის კე­თე­ბა მა­ინც გა­ნაგ­რძო.

"წი­ნამ­დე­ბა­რე კვლე­ვით დად­გინ­და, რომ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი იგი 2012-2019 წლებ­ში სა­კუ­თა­რი ოფ­შო­რუ­ლი კომ­პა­ნი­ე­ბის მეშ­ვე­ო­ბით მი­ნი­მუმ 10 რუ­სულ კომ­პა­ნი­ას მა­ინც ფლობ­და, რაც შვი­ლო­ბი­ლი და და­კავ­ში­რე­ბუ­ლი კომ­პა­ნი­ე­ბის კი­დევ უფრო ფარ­თო ქსე­ლის ნა­წი­ლია. დღე­ის მდგო­მა­რე­ო­ბით კი, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილს იგი­ვე სქე­მით სულ მცი­რე 1 კომ­პა­ნია აქვს რუ­სეთ­ში – შპს "აკვა-სფე­ი­სი“ (ООО Аква-Спейс). ამით დგინ­დე­ბა, რომ მან, ფაქ­ტობ­რი­ვად, სა­ზო­გა­დო­ე­ბა შეც­დო­მა­ში შე­იყ­ვა­ნა." - აღ­ნიშ­ნუ­ლია კვლე­ვა­ში.

კვლე­ვის მი­ხედ­ვით, ივა­ნიშ­ვი­ლი რუ­სეთ­ში ბიზ­ნესს სამი გზით აწარ­მო­ებს:

  • ოფ­შო­რუ­ლი კომ­პა­ნი­ე­ბი
  • ნა­თე­სა­ვე­ბი
  • წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი

ოფ­შო­რუ­ლი კომ­პა­ნი­ე­ბი – კვლე­ვის თა­ნახ­მად, რუ­სეთ­ში ბიზ­ნესს ივა­ნიშ­ვი­ლი ოფ­შო­რუ­ლი კომ­პა­ნი­ე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბით ფლობს. ანა­ლო­გი­ურ სქე­მას ის სა­ქარ­თვე­ლო­შიც იყე­ნებს, სა­დაც რამ­დე­ნი­მე ათე­ულ კომ­პა­ნი­ას ისე ფლობს, რომ მისი სა­ხე­ლი პირ­და­პირ არ­სად ჩანს.

"ამ ეტაპ­ზე ჩვენ შევ­ძე­ლით 3 ოფ­შო­რუ­ლი კომ­პა­ნი­ის გა­მოვ­ლე­ნა (Vanity Overseas Limited, Wellminstone S.A. და Wenigen Management Limited), რო­მელ­თა გა­მო­ყე­ნე­ბი­თაც ივა­ნიშ­ვი­ლი წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ინარ­ჩუ­ნებ­და ბიზ­ნესს რუ­სეთ­ში. თუმ­ცა, ეს სრუ­ლი სუ­რა­თის მხო­ლოდ მცი­რე ნა­წი­ლია, რად­გან ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის მიერ გას­ხვი­სე­ბუ­ლი რუ­სუ­ლი კომ­პა­ნი­ე­ბის ამ­ჟა­მინ­დელ მე­წი­ლე­ებს შო­რის კი­დევ 20-ზე მეტი ოფ­შო­რუ­ლი კომ­პა­ნია ფი­გუ­რი­რებს, რომ­ლებ­მაც ივა­ნიშ­ვი­ლის წი­ლე­ბი მას შემ­დეგ გა­და­ი­ბა­რეს, რაც მან რუ­სუ­ლი ბაზ­რი­დან გას­ვლის შე­სა­ხებ გა­ნა­ცხა­და. ამ ეტაპ­ზე მიმ­დი­ნა­რე­ობს ამ კომ­პა­ნი­ე­ბის კვლე­ვა." - ვკი­თხუ­ლობთ დო­კუ­მენ­ტში.

ნა­თე­სა­ვე­ბი – კვლე­ვა­ში ნათ­ქვა­მია, რომ მე­ო­რე გზა, რომ­ლი­თაც ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილს შე­იძ­ლე­ბა ჰქონ­დეს ბიზ­ნე­სინ­ტე­რე­სე­ბი რუ­სეთ­ში, მისი ნა­თე­სა­ვე­ბის სა­მე­წარ­მეო საქ­მი­ა­ნო­ბაა.

"ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი მის ნა­თე­სა­ვებს ხში­რად ან­დობს მისი ინ­ტე­რე­სე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლო­ბა­სა და კომ­პა­ნი­ე­ბის მარ­თვას. მა­გა­ლი­თად, ცნო­ბი­ლია, რომ უჩა მა­მა­ცაშ­ვი­ლი, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის ნდო­ბით აღ­ჭურ­ვი­ლი პი­რია. იგი იყო რო­გორც სა­ხელ­მწი­ფო სა­ინ­ვეს­ტი­ციო ფონდ სს "სა­პარტნი­ო­რო ფონ­დის“ დი­რექ­ტო­რის მო­ად­გი­ლე, ისე ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის და­ფუძ­ნე­ბუ­ლი კერ­ძო ფონ­დის – "სა­ქარ­თვე­ლოს თა­ნა­ინ­ვეს­ტი­რე­ბის ფონ­დის“ მმარ­თვე­ლი კომ­პა­ნი­ის მე­წი­ლე.

ასე­ვე სა­ინ­ტე­რე­სოა რომ, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის სა­ქარ­თვე­ლო­ში მოქ­მე­დი ოფ­შო­რუ­ლი კომ­პა­ნი­ე­ბის ოფი­ცი­ა­ლუ­რი წარ­მო­მად­გე­ნე­ლი მისი დის­შვი­ლი, კახა კო­ბი­აშ­ვი­ლია. შე­სა­ბა­მი­სად, ივა­ნიშ­ვი­ლის ნა­თე­სა­ვე­ბის სა­მე­წარ­მეო საქ­მი­ა­ნო­ბა რუ­სეთ­ში ასე­ვე უნდა გან­ვი­ხი­ლოთ მის ბიზ­ნე­სინ­ტე­რე­სად. ამას­თან, ძნე­ლად წარ­მო­სად­გე­ნია, რომ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის გავ­ლე­ნე­ბის გა­რე­შე მო­ა­ხერ­ხეს მის­მა ნა­თე­სა­ვებ­მა წარ­მა­ტე­ბუ­ლი ბიზ­ნეს ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა რუ­სე­თის გავ­ლე­ნი­ან პო­ლი­ტი­კო­სებ­თან, რომ­ლებ­მაც ამავდრო­უ­ლად ე.წ. "კრი­შის“ ფუნ­ქცი­აც შე­იძ­ლე­ბა შე­ას­რუ­ლონ." - ნათ­ქვა­მია კვლე­ვა­ში.

წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი – კვლე­ვა ას­კვნის, რომ ივა­ნიშ­ვი­ლი სა­კუ­თარ ბიზ­ნეს­სა და აქ­ტი­ვებს ნდო­ბით აღ­ჭურ­ვი­ლი პი­რე­ბის მეშ­ვე­ო­ბი­თაც მარ­თავს.

"მა­გა­ლი­თად, შვე­ი­ცა­რი­ულ ბანკ Credit Suisse-თან ბერ­მუ­დის უზე­ნა­ეს სა­სა­მარ­თლო­ში არ­სე­ბუ­ლი საქ­მის მა­სა­ლებ­ში სხვა­დას­ხვა დროს ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის ოფი­ცი­ა­ლურ წარ­მო­მად­გენ­ლე­ბად ნახ­სე­ნე­ბი არი­ან შემ­დე­გი ადა­მი­ა­ნე­ბი:

  • ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლი (მოქ­მე­დი პრე­მი­ერ­მი­ნის­ტრი)
  • ირაკ­ლი ქარ­სე­ლა­ძე (რე­გი­ო­ნუ­ლი გან­ვი­თა­რე­ბი­სა და ინფრას­ტრუქ­ტუ­რის მოქ­მე­დი მი­ნის­ტრი)
  • გი­ორ­გი ბა­ჩი­აშ­ვი­ლი (სა­ქარ­თვე­ლოს თა­ნა­ინ­ვეს­ტი­რე­ბის ფონ­დის მრჩე­ველ­თა საბ­ჭოს თავ­მჯდო­მა­რე)
  • ზვი­ად ხუ­ხუ­ნაშ­ვი­ლი ("ქარ­თუ ბან­კის” ფა­სი­ა­ნი ქა­ღალ­დე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის ყო­ფი­ლი ხელ­მძღვა­ნე­ლი). ის ფაქ­ტი, რომ წარ­სულ­ში ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის პი­რა­დი ქო­ნე­ბის განმკარ­გა­ვი ადა­მი­ა­ნე­ბი დღემ­დე სა­ქარ­თვე­ლოს აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის უმაღ­ლეს თა­ნამ­დე­ბო­ბებს იკა­ვე­ბენ, მხო­ლოდ ამ­ძაფ­რებს იმ ეჭვს, რომ მთავ­რო­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბი შე­საძ­ლოა მათი ყო­ფი­ლი დამ­საქ­მებ­ლის ინ­ტე­რე­სებ­ზე იყოს მორ­გე­ბუ­ლი.

ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის ნა­თე­სა­ვე­ბის ბიზ­ნე­სინ­ტე­რე­სე­ბი და კავ­ში­რე­ბი რუს მა­ღალ­ჩი­ნოს­ნებ­თან

კვლე­ვის მი­ხედ­ვით, რუ­სეთ­ში ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის ნა­თე­სა­ვე­ბი აქ­ტი­ურ სა­მე­წარ­მეო საქ­მი­ა­ნო­ბას ეწე­ვი­ან.

"უჩა მა­მა­ცაშ­ვი­ლის სა­ერ­თო ბიზ­ნე­სი სან­ქტ-პე­ტერ­ბურ­გის ყო­ფილ გუ­ბერ­ნა­ტორ­თან (2011-2018 წწ.) და სან­ქცი­ე­ბის ქვეშ მყოფ გე­ორ­გი პოლ­ტავ­ჩენ­კოს­თან – ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის დე­ი­დაშ­ვილ უჩა მა­მა­ცაშ­ვილს რუს მა­ღალ­ჩი­ნო­სან და ამ­ჟა­მად სან­ქცი­ე­ბის ქვეშ მყოფ გე­ორ­გი პოლ­ტავ­ჩენ­კოს­თან სა­ერ­თო ბიზ­ნე­სი აქვს, რო­მე­ლიც მათ შვი­ლებ­ზეა გა­ფორ­მე­ბუ­ლი. 2021 წლის 27 ნო­ემ­ბერს ტე­ლე­კომ­პა­ნია "ტვ პირ­ვე­ლის“ ეთერ­ში გა­ვი­და სა­გა­მო­ძი­ე­ბო სი­უ­ჟე­ტი, რომ­ლის თა­ნახ­მა­დაც, უჩა მა­მა­ცაშ­ვი­ლის 20 წლის ვაჟი ტატე მა­მა­ცაშ­ვი­ლი ფლობს რუ­სუ­ლი კომ­პა­ნია "გეო ორ­გა­ნიკ­სის“ 25%-ს (2021 წლის თე­ბერ­ვლი­დან), ამა­ვე კომ­პა­ნი­ის 10% კი ეკუთ­ვნის გე­ორ­გი პოლ­ტავ­ჩენ­კოს ვაჟს ალექ­სეი პოლ­ტავ­ჩენ­კოს (2021 წლის აგ­ვის­ტო­დან). აღ­ნიშ­ნუ­ლი რუ­სე­თის სა­მე­წარ­მეო რე­ესტრის დო­კუ­მენ­ტე­ბით დას­ტურ­დე­ბა.

და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, გე­ორ­გი პოლ­ტავ­ჩენ­კო სან­ქტ-პე­ტერ­ბურ­გის ყო­ფი­ლი გუ­ბერ­ნა­ტო­რი (2011-2018), "კა­გე­ბეს“ (სსრკ-ის "სუკ“-ის) გე­ნე­რა­ლი და ვლა­დი­მერ პუ­ტინ­თან და­ახ­ლო­ე­ბუ­ლი პი­რია. 2018 წლი­დან პუ­ტინ­მა პოლ­ტავ­ჩენ­კო უმ­სხვი­ლე­სი სა­ხელ­მწი­ფო კომ­პა­ნი­ის – სს "გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი გემთმშე­ნე­ბე­ლი კორ­პო­რა­ცი­ის“ დი­რექ­ტორ­თა საბ­ჭოს თავ­მჯდო­მა­რედ და­ნიშ­ნა. აღ­ნიშ­ნუ­ლი კავ­ში­რე­ბი იმი­ტო­მა­ცაა პრობ­ლე­მუ­რი, რომ გე­ორ­გი პოლ­ტავ­ჩენ­კო 2022 წლის 7 აპ­რი­ლი­დან ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის სან­ქცი­ე­ბის ქვეშ არის, ხოლო "გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი გემთმშე­ნე­ბე­ლი კორ­პო­რა­ცია“ სან­ქცი­რე­ბუ­ლია აშშ-ის, ევ­რო­კავ­ში­რის, შვე­ი­ცა­რი­ის, კა­ნა­დის, გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი სა­მე­ფო­სა და უკ­რა­ი­ნის მიერ.

"გეო ორ­გა­ნიკ­სი“ – კომ­პა­ნია ბი­ო­ლო­გი­უ­რად აქ­ტი­ურ და­ნა­მა­ტებ­სა და კოს­მე­ტი­კურ სა­შუ­ა­ლე­ბებს აწარ­მო­ებს და დიდ ბრი­ტა­ნეთ­ში, სა­ქარ­თვე­ლო­სა და რუ­სეთ­შია წარ­მოდ­გე­ნი­ლი. კომ­პა­ნია თავ­და­პირ­ვე­ლად რუ­სეთ­ში შე­იქ­მნა (22.06.2017), შემ­დეგ სა­ქარ­თვე­ლო­ში (24.07.2017) და ბო­ლოს – დიდ ბრი­ტა­ნეთ­ში (19.12.2018). კომ­პა­ნი­ის შე­მო­სა­ვა­ლი რუ­სეთ­ში 2018-2020 წლებ­ში მნიშ­ვნე­ლოვ­ნად გა­ი­ზარ­და: 2018 წელს 55.3 მლნ რუბ­ლი იყო, 2019 წელს – 200 მლნ, ხოლო 2020 წელს – 478.2 მლნ რუბ­ლი.

უჩა მა­მა­ცაშ­ვი­ლის და ალექ­სან­დრე ივა­ნიშ­ვი­ლის სა­ერ­თო ბიზ­ნე­სი რუ­სე­თის სა­ხელ­მწი­ფო დუ­მის ყო­ფილ დე­პუ­ტატ (2016-2021 წწ.) ანნა კუ­ვი­ჩკოს­თან და ვოლ­გოგ­რა­დის ყო­ფილ მა­ღალ­ჩი­ნო­სან რო­ლანდ ხე­რი­ა­ნოვ­თან – "ტვ პირ­ვე­ლი­სა“ და "ფორ­მუ­ლას“ ჟურ­ნა­ლის­ტებ­მა ასე­ვე აღ­მო­ა­ჩი­ნეს ივა­ნიშ­ვი­ლის ნა­თე­სა­ვე­ბის ბიზ­ნეს­კავ­ში­რე­ბი რო­ლანდ ხე­რი­ა­ნოვ­თან. ხე­რი­ა­ნო­ვი სხვა­დას­ხვა დროს იყო ვოლ­გოგ­რა­დის მე­რის მო­ვა­ლე­ო­ბის შემ­სრუ­ლე­ბე­ლი, ვოლ­გოგ­რა­დის რე­გი­ო­ნუ­ლი დუ­მის დე­პუ­ტა­ტი და ვოლ­გოგ­რა­დის რე­გი­ო­ნის მთავ­რო­ბის პირ­ვე­ლი ვიცე-პრე­მი­ე­რი. ამას­თან, და­ვად­გი­ნეთ, რომ მისი მე­უღ­ლე ანნა კუ­ვი­ჩკო 2016-2021 წლებ­ში რუ­სე­თის სა­ხელ­მწი­ფო დუ­მის დე­პუ­ტა­ტი იყო მმარ­თვე­ლი პარ­ტი­ი­დან. რო­ლანდ ხე­რი­ა­ნო­ვი კომ­პა­ნია "გეო ორ­გა­ნიკს­ში“ სწო­რედ მისი მე­უღ­ლის დე­პუ­ტა­ტო­ბის ბოლო 2 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში იყო მე­წი­ლე. 2017 წლის ბო­ლოს კუ­ვი­ჩკოს სა­ხე­ლი უფრო ფარ­თოდ გავ­რცელ­და, რო­დე­საც მან მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ი­ღო ვი­დე­ო­ში "ბი­ძია ვოვა, ჩვენ შენ­თან ვართ“ და სიმ­ღე­რა ვლა­დი­მერ პუ­ტინს მი­უ­ძღვნა. ანნა კუ­ვი­ჩკო 2019 წლი­დან, რო­გორც დუ­მის წევ­რი, უკ­რა­ი­ნის მიერ იყო სან­ქცი­რე­ბუ­ლი.

რო­ლანდ ხე­რი­ა­ნოვ­თან კავ­ში­რი აქვთ რო­გორც უჩა მა­მა­ცაშ­ვილს (მის შვილს ტატე მა­მა­ცაშ­ვილს 2020-2021 წლებ­ში სა­ერ­თო წი­ლე­ბი ჰქონ­დათ ორ რუ­სულ კომ­პა­ნი­ა­ში შპს "გეო ორ­გა­ნიკ­სი“ და ამ კომ­პა­ნი­ის შვი­ლო­ბილ შპს "გეო მედ­ში“), ისე ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის ძმას, ალექ­სან­დრე ივა­ნიშ­ვილს (რო­ლანდ ხე­რი­ა­ნო­ვის დედა, ოლგა ხე­რი­ა­ნო­ვა 2019-2021 წლებ­ში იყო ბრი­ტა­ნეთ­ში არ­სე­ბუ­ლი "გეო ორ­გა­ნიკ­სის“ 24.5%-იანი წი­ლის მფლო­ბე­ლი, ამ კომ­პა­ნი­ის 30.5%-ს 2022 წლამ­დე ალექ­სან­დრე ივა­ნიშ­ვი­ლი ფლობ­და, ახლა კი მის მე­უღ­ლეს ქე­თე­ვან ხა­რა­ი­ძეს ეკუთ­ვნის). " - ვკი­თხუ­ლობთ კვლე­ვა­ში.

დას­კვნა

ზე­მოთ აღ­ნიშ­ნუ­ლი კვლე­ვა "სა­ერ­თა­შო­რი­სო გამ­ჭირ­ვა­ლო­ბას" საკ­მა­ოდ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი და სა­გუ­ლის­ხმო დას­კვნის გა­კე­თე­ბის სა­ფუძ­ველს აძ­ლევს. ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის შე­ფა­სე­ბით, პო­ლი­ტი­კი­დან ფორ­მა­ლუ­რად წას­ვლის მი­უ­ხე­და­ვად, ივა­ნიშ­ვი­ლი ინარ­ჩუ­ნებს გავ­ლე­ნას სა­ქარ­თვე­ლოს მმარ­თველ პარ­ტი­ა­სა და მთელ რიგ ინ­სტი­ტუ­ცი­ებ­ზე, სა­დაც დღემ­დე მის კომ­პა­ნი­ებ­ში ან პი­რა­დად მას­თან ნა­მუ­შე­ვა­რი ადა­მი­ა­ნე­ბი იკა­ვე­ბენ უმაღ­ლეს თა­ნამ­დე­ბო­ბებს.

"დე­მოკ­რა­ტი­ულ ინ­სტი­ტუ­ცი­ებ­ზე ამ­გვა­რი გავ­ლე­ნა სა­ხელ­მწი­ფოს მი­ტა­ცე­ბად კვა­ლი­ფი­ცირ­დე­ბა. მსგავს შე­ფა­სე­ბას იძ­ლე­ვა Freedom House-იც სა­ქარ­თვე­ლო­ში დე­მოკ­რა­ტი­ის მდგო­მა­რე­ო­ბის შე­ფა­სე­ბი­სას: "ოლი­გარ­ქი­ულ გავ­ლე­ნას გა­ნიც­დის ქვეყ­ნის პო­ლი­ტი­კუ­რი საქ­მი­ა­ნო­ბა, პო­ლი­ტი­კის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბი და მე­დია გა­რე­მო, ხოლო პო­ლი­ტი­ზა­ცია ძირს უთხრის კა­ნო­ნის უზე­ნა­ე­სო­ბას“.

სა­ხელ­მწი­ფოს მი­ტა­ცე­ბის აშ­კა­რად გა­მო­ხა­ტუ­ლი ნიშ­ნე­ბის ფონ­ზე, რო­დე­საც ქვეყ­ნის არა­ფორ­მა­ლურ მმარ­თველს სე­რი­ო­ზუ­ლი ბიზ­ნე­სინ­ტე­რე­სე­ბი გა­აჩ­ნია მტრულ სა­ხელ­მწი­ფო­ში, გარ­კვე­უ­ლი საფრ­თხე შე­იძ­ლე­ბა შე­ექ­მნას ქვეყ­ნის უსაფრ­თხო­ე­ბა­სა და მის სა­გა­რეო კურსს." - აცხა­დებს ორ­გა­ნი­ზა­ცია.

მკითხველის კომენტარები / 80 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ვაჟა
4

თქვენ რომ სახელმწიფოსთვის ზრუნავდეთ და დაკვეთებით არ მუშაობდეთ, ისიც მიშასი მიშას, ნაყოფიას და სხვა გამდიდრებულ ნაციონალების სიებსაც დადებდით ანასთან ერთად ასე კი აზრი არ აქვს ამ სისულელეს ბიძინა თუ შოულობს სხვა ქვეყანაში და საქართველოს ახმარს ესენი კი საქართველოს ძარცვავენ და სხვა ქვეყანაში მიაქვთ ხალხის ქონება, ხედავთ ამაში განსხვავებას თუ მთლად გონებადაქვეითებულები ხართ, 

კახა
4

ღმერთმა უმრავლოთ ბიზნესები ბიძინასაც და ყველა ქართველს!

ვერ ვგებულობ ჩვენ რას ვკარგავთ თუ არ ვიგებთ

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ლევან ხაბეიშვილს პირდაპირ ეთერში თავს დაესხნენ - დაპირისპირების ამსახველი კადრები
ავტორი:

ივანიშვილისა და მისი ნათესავების "დამალული ბიზნესი" რუსეთში - ოფშორები და ბიზნესკავშირები გავლენიან რუს პოლიტიკოსებთან: რა სქემით მოქმედებს ექსპრემიერი? (კვლევა)

ივანიშვილისა და მისი ნათესავების "დამალული ბიზნესი" რუსეთში - ოფშორები და ბიზნესკავშირები გავლენიან რუს პოლიტიკოსებთან: რა სქემით მოქმედებს ექსპრემიერი? (კვლევა)

არასამთავრობო ორგანიზაცია "საერთაშორისო გამჭირვალობა" აქვეყნებს კვლევას მმართველი პარტიის დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილისა და მისი ნათესავების რუსული ბიზნესწილების შესახებ. ორგანიზაციამ საკუთარი მოკვლევის ფარგლებში დაადგინა, რომ ივანიშვილი ოკუპანტ ქვეყანაში დღემდე ეწევა ბიზნესსაქმიანობას და ფლობს რუსულ აქტივებს.

"საერთაშორისო გამჭირვალობას" დასკვნით, ექსპრემიერმა ქართული საზოგადოება 2011 წელს შეცდომაში შეიყვანა, როდესაც განაცხადა, რომ გააასხვისებდა ყველა რუსულ აქტივს, რათა საზოგადოებაში ზედმეტი კითხვები არ გაჩენილიყო. ორგანიზაციის მოკვლევით, ივანიშვილმა ოფიციალურად მართლაც გაყიდა წილები რუსულ ბიზნესში, თუმცა მიმართა ხრიკს და საკუთარი ოფშორული კომპანიების გამოყენებით რუსული ბიზნესის კეთება მაინც განაგრძო.

"წინამდებარე კვლევით დადგინდა, რომ ბიძინა ივანიშვილი იგი 2012-2019 წლებში საკუთარი ოფშორული კომპანიების მეშვეობით მინიმუმ 10 რუსულ კომპანიას მაინც ფლობდა, რაც შვილობილი და დაკავშირებული კომპანიების კიდევ უფრო ფართო ქსელის ნაწილია. დღეის მდგომარეობით კი, ბიძინა ივანიშვილს იგივე სქემით სულ მცირე 1 კომპანია აქვს რუსეთში – შპს "აკვა-სფეისი“ (ООО Аква-Спейс). ამით დგინდება, რომ მან, ფაქტობრივად, საზოგადოება შეცდომაში შეიყვანა." - აღნიშნულია კვლევაში.

კვლევის მიხედვით, ივანიშვილი რუსეთში ბიზნესს სამი გზით აწარმოებს:

  • ოფშორული კომპანიები
  • ნათესავები
  • წარმომადგენლები

ოფშორული კომპანიები – კვლევის თანახმად, რუსეთში ბიზნესს ივანიშვილი ოფშორული კომპანიების საშუალებით ფლობს. ანალოგიურ სქემას ის საქართველოშიც იყენებს, სადაც რამდენიმე ათეულ კომპანიას ისე ფლობს, რომ მისი სახელი პირდაპირ არსად ჩანს.

"ამ ეტაპზე ჩვენ შევძელით 3 ოფშორული კომპანიის გამოვლენა (Vanity Overseas Limited, Wellminstone S.A. და Wenigen Management Limited), რომელთა გამოყენებითაც ივანიშვილი წლების განმავლობაში ინარჩუნებდა ბიზნესს რუსეთში. თუმცა, ეს სრული სურათის მხოლოდ მცირე ნაწილია, რადგან ბიძინა ივანიშვილის მიერ გასხვისებული რუსული კომპანიების ამჟამინდელ მეწილეებს შორის კიდევ 20-ზე მეტი ოფშორული კომპანია ფიგურირებს, რომლებმაც ივანიშვილის წილები მას შემდეგ გადაიბარეს, რაც მან რუსული ბაზრიდან გასვლის შესახებ განაცხადა. ამ ეტაპზე მიმდინარეობს ამ კომპანიების კვლევა." - ვკითხულობთ დოკუმენტში.

ნათესავები – კვლევაში ნათქვამია, რომ მეორე გზა, რომლითაც ბიძინა ივანიშვილს შეიძლება ჰქონდეს ბიზნესინტერესები რუსეთში, მისი ნათესავების სამეწარმეო საქმიანობაა.

"ბიძინა ივანიშვილი მის ნათესავებს ხშირად ანდობს მისი ინტერესების წარმომადგენლობასა და კომპანიების მართვას. მაგალითად, ცნობილია, რომ უჩა მამაცაშვილი, ბიძინა ივანიშვილის ნდობით აღჭურვილი პირია. იგი იყო როგორც სახელმწიფო საინვესტიციო ფონდ სს "საპარტნიორო ფონდის“ დირექტორის მოადგილე, ისე ბიძინა ივანიშვილის დაფუძნებული კერძო ფონდის – "საქართველოს თანაინვესტირების ფონდის“ მმართველი კომპანიის მეწილე.

ასევე საინტერესოა რომ, ბიძინა ივანიშვილის საქართველოში მოქმედი ოფშორული კომპანიების ოფიციალური წარმომადგენელი მისი დისშვილი, კახა კობიაშვილია. შესაბამისად, ივანიშვილის ნათესავების სამეწარმეო საქმიანობა რუსეთში ასევე უნდა განვიხილოთ მის ბიზნესინტერესად. ამასთან, ძნელად წარმოსადგენია, რომ ბიძინა ივანიშვილის გავლენების გარეშე მოახერხეს მისმა ნათესავებმა წარმატებული ბიზნეს ურთიერთობების ჩამოყალიბება რუსეთის გავლენიან პოლიტიკოსებთან, რომლებმაც ამავდროულად ე.წ. "კრიშის“ ფუნქციაც შეიძლება შეასრულონ." - ნათქვამია კვლევაში.

წარმომადგენლები – კვლევა ასკვნის, რომ ივანიშვილი საკუთარ ბიზნესსა და აქტივებს ნდობით აღჭურვილი პირების მეშვეობითაც მართავს.

"მაგალითად, შვეიცარიულ ბანკ Credit Suisse-თან ბერმუდის უზენაეს სასამართლოში არსებული საქმის მასალებში სხვადასხვა დროს ბიძინა ივანიშვილის ოფიციალურ წარმომადგენლებად ნახსენები არიან შემდეგი ადამიანები:

  • ირაკლი ღარიბაშვილი (მოქმედი პრემიერმინისტრი)
  • ირაკლი ქარსელაძე (რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მოქმედი მინისტრი)
  • გიორგი ბაჩიაშვილი (საქართველოს თანაინვესტირების ფონდის მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარე)
  • ზვიად ხუხუნაშვილი ("ქართუ ბანკის” ფასიანი ქაღალდების დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელი). ის ფაქტი, რომ წარსულში ბიძინა ივანიშვილის პირადი ქონების განმკარგავი ადამიანები დღემდე საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების უმაღლეს თანამდებობებს იკავებენ, მხოლოდ ამძაფრებს იმ ეჭვს, რომ მთავრობის გადაწყვეტილებები შესაძლოა მათი ყოფილი დამსაქმებლის ინტერესებზე იყოს მორგებული.

ბიძინა ივანიშვილის ნათესავების ბიზნესინტერესები და კავშირები რუს მაღალჩინოსნებთან

კვლევის მიხედვით, რუსეთში ბიძინა ივანიშვილის ნათესავები აქტიურ სამეწარმეო საქმიანობას ეწევიან.

"უჩა მამაცაშვილის საერთო ბიზნესი სანქტ-პეტერბურგის ყოფილ გუბერნატორთან (2011-2018 წწ.) და სანქციების ქვეშ მყოფ გეორგი პოლტავჩენკოსთან – ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილ უჩა მამაცაშვილს რუს მაღალჩინოსან და ამჟამად სანქციების ქვეშ მყოფ გეორგი პოლტავჩენკოსთან საერთო ბიზნესი აქვს, რომელიც მათ შვილებზეა გაფორმებული. 2021 წლის 27 ნოემბერს ტელეკომპანია "ტვ პირველის“ ეთერში გავიდა საგამოძიებო სიუჟეტი, რომლის თანახმადაც, უჩა მამაცაშვილის 20 წლის ვაჟი ტატე მამაცაშვილი ფლობს რუსული კომპანია "გეო ორგანიკსის“ 25%-ს (2021 წლის თებერვლიდან), ამავე კომპანიის 10% კი ეკუთვნის გეორგი პოლტავჩენკოს ვაჟს ალექსეი პოლტავჩენკოს (2021 წლის აგვისტოდან). აღნიშნული რუსეთის სამეწარმეო რეესტრის დოკუმენტებით დასტურდება.

დადასტურებული ინფორმაციით, გეორგი პოლტავჩენკო სანქტ-პეტერბურგის ყოფილი გუბერნატორი (2011-2018), "კაგებეს“ (სსრკ-ის "სუკ“-ის) გენერალი და ვლადიმერ პუტინთან დაახლოებული პირია. 2018 წლიდან პუტინმა პოლტავჩენკო უმსხვილესი სახელმწიფო კომპანიის – სს "გაერთიანებული გემთმშენებელი კორპორაციის“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარედ დანიშნა. აღნიშნული კავშირები იმიტომაცაა პრობლემური, რომ გეორგი პოლტავჩენკო 2022 წლის 7 აპრილიდან ამერიკის შეერთებული შტატების სანქციების ქვეშ არის, ხოლო "გაერთიანებული გემთმშენებელი კორპორაცია“ სანქცირებულია აშშ-ის, ევროკავშირის, შვეიცარიის, კანადის, გაერთიანებული სამეფოსა და უკრაინის მიერ.

"გეო ორგანიკსი“ – კომპანია ბიოლოგიურად აქტიურ დანამატებსა და კოსმეტიკურ საშუალებებს აწარმოებს და დიდ ბრიტანეთში, საქართველოსა და რუსეთშია წარმოდგენილი. კომპანია თავდაპირველად რუსეთში შეიქმნა (22.06.2017), შემდეგ საქართველოში (24.07.2017) და ბოლოს – დიდ ბრიტანეთში (19.12.2018). კომპანიის შემოსავალი რუსეთში 2018-2020 წლებში მნიშვნელოვნად გაიზარდა: 2018 წელს 55.3 მლნ რუბლი იყო, 2019 წელს – 200 მლნ, ხოლო 2020 წელს – 478.2 მლნ რუბლი.

უჩა მამაცაშვილის და ალექსანდრე ივანიშვილის საერთო ბიზნესი რუსეთის სახელმწიფო დუმის ყოფილ დეპუტატ (2016-2021 წწ.) ანნა კუვიჩკოსთან და ვოლგოგრადის ყოფილ მაღალჩინოსან როლანდ ხერიანოვთან – "ტვ პირველისა“ და "ფორმულას“ ჟურნალისტებმა ასევე აღმოაჩინეს ივანიშვილის ნათესავების ბიზნესკავშირები როლანდ ხერიანოვთან. ხერიანოვი სხვადასხვა დროს იყო ვოლგოგრადის მერის მოვალეობის შემსრულებელი, ვოლგოგრადის რეგიონული დუმის დეპუტატი და ვოლგოგრადის რეგიონის მთავრობის პირველი ვიცე-პრემიერი. ამასთან, დავადგინეთ, რომ მისი მეუღლე ანნა კუვიჩკო 2016-2021 წლებში რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატი იყო მმართველი პარტიიდან. როლანდ ხერიანოვი კომპანია "გეო ორგანიკსში“ სწორედ მისი მეუღლის დეპუტატობის ბოლო 2 წლის განმავლობაში იყო მეწილე. 2017 წლის ბოლოს კუვიჩკოს სახელი უფრო ფართოდ გავრცელდა, როდესაც მან მონაწილეობა მიიღო ვიდეოში "ბიძია ვოვა, ჩვენ შენთან ვართ“ და სიმღერა ვლადიმერ პუტინს მიუძღვნა. ანნა კუვიჩკო 2019 წლიდან, როგორც დუმის წევრი, უკრაინის მიერ იყო სანქცირებული.

როლანდ ხერიანოვთან კავშირი აქვთ როგორც უჩა მამაცაშვილს (მის შვილს ტატე მამაცაშვილს 2020-2021 წლებში საერთო წილები ჰქონდათ ორ რუსულ კომპანიაში შპს "გეო ორგანიკსი“ და ამ კომპანიის შვილობილ შპს "გეო მედში“), ისე ბიძინა ივანიშვილის ძმას, ალექსანდრე ივანიშვილს (როლანდ ხერიანოვის დედა, ოლგა ხერიანოვა 2019-2021 წლებში იყო ბრიტანეთში არსებული "გეო ორგანიკსის“ 24.5%-იანი წილის მფლობელი, ამ კომპანიის 30.5%-ს 2022 წლამდე ალექსანდრე ივანიშვილი ფლობდა, ახლა კი მის მეუღლეს ქეთევან ხარაიძეს ეკუთვნის). " - ვკითხულობთ კვლევაში.

დასკვნა

ზემოთ აღნიშნული კვლევა "საერთაშორისო გამჭირვალობას" საკმაოდ მნიშვნელოვანი და საგულისხმო დასკვნის გაკეთების საფუძველს აძლევს. ორგანიზაციის შეფასებით, პოლიტიკიდან ფორმალურად წასვლის მიუხედავად, ივანიშვილი ინარჩუნებს გავლენას საქართველოს მმართველ პარტიასა და მთელ რიგ ინსტიტუციებზე, სადაც დღემდე მის კომპანიებში ან პირადად მასთან ნამუშევარი ადამიანები იკავებენ უმაღლეს თანამდებობებს.

"დემოკრატიულ ინსტიტუციებზე ამგვარი გავლენა სახელმწიფოს მიტაცებად კვალიფიცირდება. მსგავს შეფასებას იძლევა Freedom House-იც საქართველოში დემოკრატიის მდგომარეობის შეფასებისას: "ოლიგარქიულ გავლენას განიცდის ქვეყნის პოლიტიკური საქმიანობა, პოლიტიკის გადაწყვეტილებები და მედია გარემო, ხოლო პოლიტიზაცია ძირს უთხრის კანონის უზენაესობას“.

სახელმწიფოს მიტაცების აშკარად გამოხატული ნიშნების ფონზე, როდესაც ქვეყნის არაფორმალურ მმართველს სერიოზული ბიზნესინტერესები გააჩნია მტრულ სახელმწიფოში, გარკვეული საფრთხე შეიძლება შეექმნას ქვეყნის უსაფრთხოებასა და მის საგარეო კურსს." - აცხადებს ორგანიზაცია.