პოლიტიკა
მსოფლიო

29

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეხუთე დღე დაიწყება 09:28-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 15:49-ზე – ყველაფრის მიღწევა შეიძლება, თუ კრეატიული ხართ და მიზნის მიღწევას ცდილობთ. უნდა დაიცვათ თქვენი პრინციპები და აქტიურად გამოხატოთ თქვენი ემოციები და გრძნობები. გადაიხადეთ ვალები. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. განახორციელეთ ნებისმიერი რადიკალური ცვლილება – ავეჯის გადაწყობიდან ბიზნესის კონცეფციის შეცვლამდე. არ არის რეკომენდებული ფინანსური საქმეების წარმართვა. ახალი საქმეების დაწყება. კარგია ტაძრებისა და მონასტრების მონახულება. კარგია სამზარეულოს დასუფთავება, საყოფაცხოვრებო ტექნიკის შეკეთება, დაუთოება.
სამართალი
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მიშა შენი გარემოცვა გატყუებს - არ მგონია, მათ აწყობდეთ ეს წერილი წაგაკითხონ, მაგრამ..." - რა წერილი მისწერა ჩერგეოლეიშვილმა სააკაშვილს?
"მიშა შენი გარემოცვა გატყუებს - არ მგონია, მათ აწყობდეთ ეს წერილი წაგაკითხონ, მაგრამ..." - რა წერილი მისწერა ჩერგეოლეიშვილმა სააკაშვილს?

ჟურ­ნა­ლის­ტი თა­მარ ჩერ­გო­ლე­იშ­ვი­ლი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წე­რილს აქ­ვეყ­ნებს, რომ­ლის ად­რე­სა­ტიც მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლია. რო­გორც ის წერს, ექ­სპრე­ზი­დენტს მისი გა­რე­მოც­ვა ატყუ­ებს და ამ წე­რი­ლით სურს, რე­ა­ლო­ბა და­ა­ნა­ხოს.

"ესაა ჩემი წე­რი­ლი მი­შას­თან. ად­ვო­კა­ტებ­მა ეგებ შე­უ­ტა­ნოთ - ვიცი რომ შე­გაქვთ დი­თირ­ამ­ბე­ბი და ეგებ, ეს წე­რი­ლიც შეგ­ყვეთ.---------

გა­მარ­ჯო­ბა მიშა, ვიცი რომ ცუ­დად ხარ და ვწუხ­ვარ, რომ ასეა. იცი, რომ შენ­და­მი ნდო­ბა მთლი­ა­ნად გამ­ქრა­ლი მაქვს და არ მჯე­რა, რომ კვდე­ბი, რო­გორც არც ის მჯე­რო­და, რომ შიმ­ში­ლობ­დი და რო­გორც ის არ მჯე­რო­და, რომ ჩა­მოხ­ვი­დო­დი (არ მე­გო­ნა, რომ ცი­ხე­ში წა­სას­ვლე­ლად მზად ხარ) - შენ კარ­გად იცი, რომ შენ­და­მი ნდო­ბის სა­ფუძ­ვე­ლი მე არ გა­მაჩ­ნია. მაგ­რამ ისიც ვიცი, რომ შე­იძ­ლე­ბა ვცდე­ბო­დე და 1 პრო­ცენ­ტი საფრ­თხე თუ არ­სე­ბობს, რომ მარ­თლა კვდე­ბი, მინ­და რა­ღა­ცით გიშ­ვე­ლო. ერ­თა­დერ­თი, რაც შენ გიშ­ვე­ლის, არის რე­ა­ლო­ბის­თვის თვა­ლის გას­წო­რე­ბა.

შენ გა­დარ­ჩე­ბი, თუ თვალს გა­უს­წო­რებ იმ რე­ა­ლო­ბას, რომ ცი­ხე­ში შე­იძ­ლე­ბა კი­დევ დიდ­ხანს იყო. შენ გა­დარ­ჩე­ბი, თუ თვალს გა­უს­წო­რებ იმ რე­ა­ლო­ბას, რომ შენი თა­ვი­სუფ­ლე­ბის მო­თხოვ­ნით ხალ­ხი ქუ­ჩა­ში არ დგე­ბა და შენ ვერ იქ­ნე­ბი ამ ქვე­ყა­ნა­ში წი­ნა­აღ­მდე­გო­ბის მოძ­რა­ო­ბის ცენ­ტრა­ლუ­რი ფი­გუ­რა. ასე­ვე თვა­ლი უნდა გა­უს­წო­რო იმ რე­ა­ლო­ბას, რომ ბი­ძი­ნას ორუ­ე­ლი მარ­თლა გა­მო­ად­გა - ის მარ­თლა ჯონ­სის დაბ­რუ­ნე­ბის შიშ­ზეა აგე­ბუ­ლი, სხვა ია­რა­ღი მას არ გა­აჩ­ნია და წი­ნა­აღ­მდე­გო­ბის მოძ­რა­ო­ბის ცენ­ტრა­ლურ სა­ხედ შენი ყოფ­ნა მას აწყობს - ფულს ხარ­ჯავს ამა­ში.

ასე­ვე თვა­ლი უნდა გა­უს­წო­რო იმ რე­ა­ლო­ბას, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში 30 პრო­ცენ­ტის მხარ­და­ჭე­რა არა­ფერს ნიშ­ნავს, თუ კრე­ა­ტი­უ­ლი უმ­ცი­რე­სო­ბა არ გი­ჭერს მხარს. 2003 წელს გა­მო­გი­ვი­და სწო­რედ იმი­ტომ, რომ კრე­ა­ტი­უ­ლი უმ­ცი­რე­სო­ბა შენს მხა­რეს იყო - 2008 წლი­დან ნელ­ნე­ლა, ხოლო ივა­ნიშ­ვი­ლის წარ­მა­ტე­ბის შემ­დეგ მთლი­ა­ნად - ამ ხალ­ხს და მათ­თვის მი­სა­ღებ ში­ნა­არსს შენ ზურ­გი აქ­ციე, ხოლო ის ხალ­ხი, ვინც მხარს გი­ჭერს და მიშა მი­შას გა­ი­ძა­ხის, იდე­ე­ბის­გან და ში­ნა­არ­სის­გან დაც­ლი­ლია, შენს კერპზეა აგე­ბუ­ლი და ისი­ნი ვერ გახ­დე­ბი­ან ცვლი­ლე­ბე­ბის მო­ტო­რი, ზომ­ბე­ბი არი­ან.

ასე­ვე თვა­ლი უნდა გა­უს­წო­რო (და ჩემი აზ­რით ია­მა­ყო) იმ ფაქტს, რომ ვარ­დე­ბის რე­ვო­ლუ­ცი­ამ თა­ვი­სი ფუნ­ქცია მარ­თა­ლია ნა­წი­ლობ­რივ, მაგ­რამ მა­ინც შე­ას­რუ­ლა და სო­ცი­ა­ლუ­რი ჯგუ­ფე­ბის მო­ნა­წი­ლე­ო­ბა სა­ზო­გა­დო­ებ­რივ ცხოვ­რე­ბა­ში გა­ა­ფარ­თო­ვა, გა­ი­ზარ­და თა­ო­ბა, რო­მე­ლიც ქრთა­მის გა­რე­შე მოხ­ვდა უმაღ­ლეს სას­წავ­ლებ­ლებ­ში, ამას ინ­ტერ­ნეტ რე­ვო­ლუ­ცი­აც და­ერ­თო - ეს ხალ­ხი თა­ნა­მედ­რო­ვე, ჩემ­ნა­ი­რი ხალ­ხია - მე ეს ხალ­ხი ვნა­ხე, გა­ვი­ცა­ნი და ვე­ლა­პა­რა­კე­ბი - გა­უ­გე­ბა­რია ამ ხალ­ხის­თვის ჯვარს რა­ტომ უქ­ნევ, უცხო­ე­ლებს რა­ტომ ერჩი, უმ­ცი­რე­სო­ბებს, რომ­ლებ­საც ორ­კე­ბი ურტყა­მენ - მხარს ცალ­სა­ხად რა­ტომ არ უჭერ, ვერ გა­ი­გეს რა სა­პა­სუ­ხო თავ­გან­წირ­ვას სთხოვ, რა სა­ჯი­შე ბი­ჭებ­ზე ელა­პა­რა­კე­ბი, სხვა ენა­ზე სა­უბ­რო­ბენ, ანი­მე­ებ­ზე, ჰარი პო­ტერ­ზე და მარ­ველ­ზე გა­ი­ზარ­დნენ - შენ მათი ენა არ გეს­მის. არ ეს­მით და­ვით აღ­მა­შე­ნე­ბელს რომ ედ­რე­ბი წა­რა­მა­რა, ეს რას ნიშ­ნავს - გა­გიჟ­დი, მა­ნია გრან­დი­ო­ზა გჭირს, თუ რა ხდე­ბა.

მე ად­რეც გე­უბ­ნე­ბო­დი და ახ­ლაც გი­მე­ო­რებ, რომ თუ პო­ლი­ტი­კუ­რი წარ­მა­ტე­ბა გინ­და, ეს ხალ­ხი უნდა გა­იც­ნო, რომ გა­იც­ნობ მიხ­ვდე­ბი, რომ ამ ხალ­ხის­თვის კერ­პე­ბი გა­უ­გე­ბა­რია და წარ­სულს აკუთ­ვნებს შენს მო­ნო­ლო­გებს, სა­დაც მათ ამად­ლი რომ ქვე­ყა­ნა აა­შე­ნე, მათ­თვის თავი გა­წი­რე, და­ვით აღ­მა­შე­ნე­ბე­ლი ხარ და ისი­ნი არ გი­ფა­სე­ბენ - ვერ ხვდე­ბი­ან რას ითხოვ, იცი­ან რომ ის­ტო­რი­ულ გმი­რებს ის­ტო­რია აფა­სებს და არა თვი­თონ, არც იმ გმი­რებ­ზე წა­უ­კი­თხავთ, რომ­ლე­ბიც სა­პა­სუ­ხო თავ­გან­წირ­ვას ითხო­ვენ ასე­თი და­ჟი­ნე­ბით.

შენ ხომ ამ ხალ­ხთან რე­ა­ლუ­რად კონ­ტაქ­ტი 2004 წლის შემ­დეგ აღარ გქო­ნია? - ჯერ ძა­ლა­უფ­ლე­ბის ბაბლმა მოგ­წყვი­ტა, შემ­დეგ უკვე სა­კუ­თარ­მა ილუ­ზი­ებ­მა და ემიგ­რა­ცი­ამ. ასე­ვე თვა­ლი უნდა გა­უს­წო­რო და­სავ­ლე­თის პო­ზი­ცი­ას. ჩვენ ვცა­დეთ დახ­მა­რე­ბა, რო­გორ და რაც შეგ­ვეძ­ლო, რო­გო­რი მი­უ­ღე­ბე­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი და მო­რა­ლუ­რი არ­ჩე­ვა­ნე­ბიც არ უნდა გა­გე­კე­თე­ბი­ნა, ბუ­ნებ­რი­ვია წარ­სუ­ლი არ­სად წა­სუ­ლა, გული შეგვტკი­ვა რომ ცუ­დად ხარ და ვი­ცით, რომ ცი­ხე­ში ცუ­დად იქ­ნე­ბი - ამის­თვის მზად არ ყო­ფილ­ხარ.

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ თავი ღმერ­თად გა­მო­ა­ცხა­დე, ჩვენ მა­ინც გვაქვს გან­ცდა, რომ you’re still one of us, ამი­ტომ ჩვე­ნი ხე­ლი­დან რაც გა­სა­კე­თე­ბე­ლია, ვცდი­ლობთ - მაგ­რამ ვი­თა­რე­ბა ძა­ლი­ან რთუ­ლია - სამ­წუ­ხა­როდ, შენ უზარ­მა­ზა­რი რე­პუ­ტა­ცი­უ­ლი ზი­ა­ნი გაქვს მი­ღე­ბუ­ლი, ამას­თან შენს მის­წრა­ფე­ბებს ერ­თპი­როვ­ნუ­ლი მმარ­თვე­ლო­ბის­კენ, რე­ვო­ლუ­ცი­ურ/რე­ლი­გი­ურ პო­პუ­ლიზმს, ზო­გა­დად - შენს საქ­ცი­ელს- საფრ­თხედ მი­იჩ­ნე­ვენ, ისი­ნი არ გენ­დო­ბი­ან და თვლი­ან, რომ ქარ­თულ პო­ლი­ტი­კას წამ­ლავ შენი და­უ­ო­კე­ბე­ლი მიდ­რე­კი­ლე­ბით ერ­თპი­როვ­ნუ­ლო­ბის­კენ.

მე ძა­ლი­ან მი­ხა­რია, რომ 2008 წლის ვინ­დი­კა­ცია ხდე­ბა და მეტი იძა­ხის და­სავ­ლეთ­ში, რომ შენ­თვის უნდა და­ე­ჯე­რე­ბი­ნათ - ამას ძა­ლი­ან დიდი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს ჩვე­ნი ეროვ­ნუ­ლი ინ­ტე­რე­სე­ბის­თვის, მაგ­რამ შენი შემ­დგო­მი პო­ლი­ტი­კუ­რი არ­ჩე­ვა­ნე­ბი სა­ქარ­თვე­ლოს ევ­რო­პულ მო­მა­ვალს ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბა და მხარ­და­ჭე­რის მო­პო­ვე­ბას კი­დევ უფრო არ­თუ­ლებს.

Having said all that - პო­ლი­ტი­კის ამ­ბა­ვი შენც იცი, რომ კაცი ბჭობ­და, ღმერ­თი იცი­ნო­და. ჩვენ არ ვი­ცით რა მოხ­დე­ბა, რაც ამ ჩემს აღ­წე­რილ რე­ა­ლო­ბას თავ­და­ყი­რა და­ა­ყე­ნებს. რო­დე­საც თა­ვი­სუ­ფა­ლი იყა­ვი, ამა­ზეც გქონ­და გათ­ვლა - რომ სა­ნამ ისე არ დაჯ­დე­ბა კა­მა­თე­ლი, რომ შენ ერ­თპი­როვ­ნუ­ლად მოხ­ვი­დე, თა­მაშს არევ. ეს ჩემი აზ­რით უსინ­დი­სო, არა­პატ­რი­ო­ტუ­ლი და მო­ღა­ლა­ტე­ობ­რი­ვი მიდ­გო­მაა, მაგ­რამ ახ­სნა­დი. გა­სა­გე­ბია, რომ ამით ივა­ნიშ­ვილს უხან­გრძლი­ვებ­დი პო­ლი­ტი­კურ სი­ცო­ცხლეს, მაგ­რამ თა­ვი­სუფ­ლე­ბა­ზე ელო­დე­ბო­დი შენ­თვის სა­სურ­ვე­ლი კარ­ტის მოს­ვლას!

ახლა ცი­ხე­ში ყოფ­ნა­საც იხან­გრძლი­ვებ - ამი­ტომ ახლა არა­პატ­რი­ო­ტულ­თან ერ­თად, არა­რა­ცი­ო­ნა­ლუ­რი­ცაა ასე­თი სურ­ვი­ლე­ბი. ჩემი რჩე­ვაა ეს გემბლი შე­წყვი­ტო - შე­იძ­ლე­ბა სას­წა­უ­ლი მოხ­დეს და ივა­ნიშ­ვილ­მა მის­თვის სა­სარ­გებ­ლოდ ჩათ­ვა­ლოს შენი სხვა ქვე­ყა­ნა­ში გა­დაყ­ვა­ნა, მაგ­რამ სას­წა­ულ­ზე გათ­ვლა მხო­ლოდ ფრუსტრა­ცი­ის წყა­როა და უა­რეს ორ­მო­ში ჩა­გაგ­დებს. ნე­ბის­მი­ე­რი თხოვ­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის რე­ჟი­მის მი­მართ, მხო­ლოდ ივა­ნიშ­ვი­ლის რე­ჟიმს აძ­ლი­ე­რებს. უფრო მეტი, ნე­ბის­მი­ე­რი მცდე­ლო­ბა, რომ შენი სა­კი­თხი საპ­რო­ტეს­ტო მოძ­რა­ო­ბის ცენ­ტრა­ლურ თე­მად იქ­ცეს, საპ­რო­ტეს­ტო მოძ­რა­ო­ბას ძირს უთხრის და ფრაგ­მენ­ტა­ცი­ას იწ­ვევს. ამ წე­რილს მე სა­ჯა­როდ დავ­დებ - არ ვიცი შე­მო­გი­ტა­ნენ თუ არა. არ მგო­ნია შენ გა­რე­მოც­ვას აწყობ­დეს ეს წე­რი­ლი წა­გა­კი­თხოს, მაგ­რამ თუ რო­მე­ლი­მეს გული შეტ­კი­ვა შენ კარ­გად ყოფ­ნა­ზე, შენი რე­ა­ლო­ბას­თან დაბ­რუ­ნე­ბა უნდა სცა­დონ.

შენი გა­რე­მოც­ვა სამ­წუ­ხა­როდ, გა­ტყუ­ებს. აქაც შენი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა დი­დია - ვინც სი­მარ­თლეს გე­უბ­ნე­ბო­და, ის მო­ღა­ლა­ტედ შე­რა­ცხე, და­ნარ­ჩე­ნე­ბი ამ გა­მოც­დი­ლე­ბით ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბენ და შენი კე­თილ­გან­წყო­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბის სურ­ვი­ლით, მეტს გა­ტყუ­ე­ბენ - ეს უა­რეს ჭა­ობ­ში გაფ­ლობს და კი­დევ უფრო გა­შო­რებს რე­ა­ლო­ბას, რაც ჩემი აზ­რით დამ­ღუპ­ვე­ლია.

შენი 2008 წლის შემ­დგო­მი პო­ლი­ტი­კუ­რი არ­ჩე­ვა­ნე­ბის დიდი ნა­წი­ლი და 2012 წლის შემ­დეგ, შენი არ­ჩე­ვა­ნე­ბი თა­ვი­დან ბო­ლომ­დე მი­უ­ღე­ბე­ლია ჩემ­თვის (ამა­ზე ბევ­რი გვი­ჩხუ­ბია და შენ კარ­გად იცი ყვე­ლა­ფე­რი - ბენ­დუ­ქი­ძის ჩა­წე­ვი­დან და ბაგ­რა­ტი „ავა­შე­ნე­დან“ მო­ყო­ლე­ბუ­ლი) და მე ყვე­ლა­ფერს გა­ვა­კე­თებ, რომ შენ ძა­ლა­უფ­ლე­ბა ხელ­ში ვერ ჩა­იგ­დო - მაგ­რამ, მე შენ­გან გან­სხვა­ვე­ბით, პა­ტივს ვცემ შენს მემ­კვიდ­რე­ო­ბას და ნამ­დვი­ლად არ მინ­და ამ მემ­კვიდ­რე­ო­ბის შე­მოქ­მედს ასე­თი ტრა­გი­კუ­ლი აღ­სას­რუ­ლი და­უდ­გეს. ამი­ტომ ვწერ ამ ეპის­ტო­ლე­საც და და­ჟი­ნე­ბით გირ­ჩევ - კარ­გად რომ გახ­დე, ამის­თვის, ჯერ შენ­თვის მი­უ­ღე­ბელ რე­ა­ლო­ბას თვა­ლი უნდა გა­უს­წო­რო და მხო­ლოდ ამის შემ­დეგ მო­ი­ფიქ­რო, შეგ­წევს თუ არა ძალა ეს რე­ა­ლო­ბა შეც­ვა­ლო.

სხვა­ნა­ი­რად კარ­გად ვერ გახ­დე­ბი და მე ეს ძა­ლი­ან, ძა­ლი­ან მა­წუ­ხებს, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ შენს არ­ჩე­ვა­ნად ვთვლი ამ­გვა­რად საქ­მის წაყ­ვა­ნას. მე ღრმად მწამს, რომ ეს რე­ჟი­მი შენ ამ­დენს ვერ გა­გი­ბე­დავ­და, შენ რომ წარ­სუ­ლი­დან სწო­რი დას­კვნე­ბი გა­მო­გე­ტა­ნა და რე­ა­ლო­ბის უარ­ყო­ფით, თა­ვის ღმერ­თად გა­მო­ცხა­დე­ბა არ გე­ცა­და, მაგ­რამ სამ­წუ­ხა­როდ ჩვენ ამა­ში ვერ და­გარ­წმუ­ნეთ. ახლა ვართ იქ, სა­დაც ვართ - ეგებ ახლა და­გარ­წმუ­ნო, რომ გა­სა­ღე­ბი რე­ა­ლო­ბის­თვის თვა­ლის გას­წო­რე­ბა­შია. მოკ­ლედ, არ ვიცი ამ წე­რილს აზრი აქვს თუ არა, მაგ­რამ ვთლი, რომ ღირს, კი­დევ ერთხელ ვცა­დო შენი რე­ა­ლო­ბას­თან დაბ­რუ­ნე­ბა - ეგებ ახლა რამე გა­მო­ვი­დეს" - წერს ჩერ­გო­ლე­იშ­ვი­ლი.

მკითხველის კომენტარები / 40 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ადამიანი
1

ერთ დროს ბიძიმა და მიშაც ჟღრუტუნობდნემ.... იცვლება შეხედულებები, აზრები... 

არ იცვლის აზრს და პოზიციას მხოლოდ მკვდარი ან თვითდაჯერებული დეგენერატი!!!

მე დღემდე ვერ ვიგებ მიშას წინასაარჩევნოდ ჩამოსვლას და დაკავებას. შესანიშნავი საჩუქარი გაუკეთა ბიძინას ბიძინობაზე! თუ არჩევნებით შეიძლებოდა ხელისუფლების შეცვლა, მიშამ თავისი უცნაური ჩამოსვლით და დაკავებით სრულიად შეცვალა მდგომარეობა!!! 

მარი
4

ძალიან კარგი წერილია. თამარა ზოგადად ცოტა შესლილია, მაგრამ წერილის პათოსს და შინაარს სრულიად ვეთანხმები

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ირანის შეტევის შედეგად ისრაელის 6 კვლევითი ლაბორატორია განადგურდა და 9 დაზიანდა
ავტორი:

"მიშა შენი გარემოცვა გატყუებს - არ მგონია, მათ აწყობდეთ ეს წერილი წაგაკითხონ, მაგრამ..." - რა წერილი მისწერა ჩერგეოლეიშვილმა სააკაშვილს?

"მიშა შენი გარემოცვა გატყუებს - არ მგონია, მათ აწყობდეთ ეს წერილი წაგაკითხონ, მაგრამ..." - რა წერილი მისწერა ჩერგეოლეიშვილმა სააკაშვილს?

ჟურნალისტი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერილს აქვეყნებს, რომლის ადრესატიც მიხეილ სააკაშვილია. როგორც ის წერს, ექსპრეზიდენტს მისი გარემოცვა ატყუებს და ამ წერილით სურს, რეალობა დაანახოს.

"ესაა ჩემი წერილი მიშასთან. ადვოკატებმა ეგებ შეუტანოთ - ვიცი რომ შეგაქვთ დითირამბები და ეგებ, ეს წერილიც შეგყვეთ.---------

გამარჯობა მიშა, ვიცი რომ ცუდად ხარ და ვწუხვარ, რომ ასეა. იცი, რომ შენდამი ნდობა მთლიანად გამქრალი მაქვს და არ მჯერა, რომ კვდები, როგორც არც ის მჯეროდა, რომ შიმშილობდი და როგორც ის არ მჯეროდა, რომ ჩამოხვიდოდი (არ მეგონა, რომ ციხეში წასასვლელად მზად ხარ) - შენ კარგად იცი, რომ შენდამი ნდობის საფუძველი მე არ გამაჩნია. მაგრამ ისიც ვიცი, რომ შეიძლება ვცდებოდე და 1 პროცენტი საფრთხე თუ არსებობს, რომ მართლა კვდები, მინდა რაღაცით გიშველო. ერთადერთი, რაც შენ გიშველის, არის რეალობისთვის თვალის გასწორება.

შენ გადარჩები, თუ თვალს გაუსწორებ იმ რეალობას, რომ ციხეში შეიძლება კიდევ დიდხანს იყო. შენ გადარჩები, თუ თვალს გაუსწორებ იმ რეალობას, რომ შენი თავისუფლების მოთხოვნით ხალხი ქუჩაში არ დგება და შენ ვერ იქნები ამ ქვეყანაში წინააღმდეგობის მოძრაობის ცენტრალური ფიგურა. ასევე თვალი უნდა გაუსწორო იმ რეალობას, რომ ბიძინას ორუელი მართლა გამოადგა - ის მართლა ჯონსის დაბრუნების შიშზეა აგებული, სხვა იარაღი მას არ გააჩნია და წინააღმდეგობის მოძრაობის ცენტრალურ სახედ შენი ყოფნა მას აწყობს - ფულს ხარჯავს ამაში.

ასევე თვალი უნდა გაუსწორო იმ რეალობას, რომ საქართველოში 30 პროცენტის მხარდაჭერა არაფერს ნიშნავს, თუ კრეატიული უმცირესობა არ გიჭერს მხარს. 2003 წელს გამოგივიდა სწორედ იმიტომ, რომ კრეატიული უმცირესობა შენს მხარეს იყო - 2008 წლიდან ნელნელა, ხოლო ივანიშვილის წარმატების შემდეგ მთლიანად - ამ ხალხს და მათთვის მისაღებ შინაარსს შენ ზურგი აქციე, ხოლო ის ხალხი, ვინც მხარს გიჭერს და მიშა მიშას გაიძახის, იდეებისგან და შინაარსისგან დაცლილია, შენს კერპზეა აგებული და ისინი ვერ გახდებიან ცვლილებების მოტორი, ზომბები არიან.

ასევე თვალი უნდა გაუსწორო (და ჩემი აზრით იამაყო) იმ ფაქტს, რომ ვარდების რევოლუციამ თავისი ფუნქცია მართალია ნაწილობრივ, მაგრამ მაინც შეასრულა და სოციალური ჯგუფების მონაწილეობა საზოგადოებრივ ცხოვრებაში გააფართოვა, გაიზარდა თაობა, რომელიც ქრთამის გარეშე მოხვდა უმაღლეს სასწავლებლებში, ამას ინტერნეტ რევოლუციაც დაერთო - ეს ხალხი თანამედროვე, ჩემნაირი ხალხია - მე ეს ხალხი ვნახე, გავიცანი და ველაპარაკები - გაუგებარია ამ ხალხისთვის ჯვარს რატომ უქნევ, უცხოელებს რატომ ერჩი, უმცირესობებს, რომლებსაც ორკები ურტყამენ - მხარს ცალსახად რატომ არ უჭერ, ვერ გაიგეს რა საპასუხო თავგანწირვას სთხოვ, რა საჯიშე ბიჭებზე ელაპარაკები, სხვა ენაზე საუბრობენ, ანიმეებზე, ჰარი პოტერზე და მარველზე გაიზარდნენ - შენ მათი ენა არ გესმის. არ ესმით დავით აღმაშენებელს რომ ედრები წარამარა, ეს რას ნიშნავს - გაგიჟდი, მანია გრანდიოზა გჭირს, თუ რა ხდება.

მე ადრეც გეუბნებოდი და ახლაც გიმეორებ, რომ თუ პოლიტიკური წარმატება გინდა, ეს ხალხი უნდა გაიცნო, რომ გაიცნობ მიხვდები, რომ ამ ხალხისთვის კერპები გაუგებარია და წარსულს აკუთვნებს შენს მონოლოგებს, სადაც მათ ამადლი რომ ქვეყანა ააშენე, მათთვის თავი გაწირე, დავით აღმაშენებელი ხარ და ისინი არ გიფასებენ - ვერ ხვდებიან რას ითხოვ, იციან რომ ისტორიულ გმირებს ისტორია აფასებს და არა თვითონ, არც იმ გმირებზე წაუკითხავთ, რომლებიც საპასუხო თავგანწირვას ითხოვენ ასეთი დაჟინებით.

შენ ხომ ამ ხალხთან რეალურად კონტაქტი 2004 წლის შემდეგ აღარ გქონია? - ჯერ ძალაუფლების ბაბლმა მოგწყვიტა, შემდეგ უკვე საკუთარმა ილუზიებმა და ემიგრაციამ. ასევე თვალი უნდა გაუსწორო დასავლეთის პოზიციას. ჩვენ ვცადეთ დახმარება, როგორ და რაც შეგვეძლო, როგორი მიუღებელი პოლიტიკური და მორალური არჩევანებიც არ უნდა გაგეკეთებინა, ბუნებრივია წარსული არსად წასულა, გული შეგვტკივა რომ ცუდად ხარ და ვიცით, რომ ციხეში ცუდად იქნები - ამისთვის მზად არ ყოფილხარ.

მიუხედავად იმისა, რომ თავი ღმერთად გამოაცხადე, ჩვენ მაინც გვაქვს განცდა, რომ you’re still one of us, ამიტომ ჩვენი ხელიდან რაც გასაკეთებელია, ვცდილობთ - მაგრამ ვითარება ძალიან რთულია - სამწუხაროდ, შენ უზარმაზარი რეპუტაციული ზიანი გაქვს მიღებული, ამასთან შენს მისწრაფებებს ერთპიროვნული მმართველობისკენ, რევოლუციურ/რელიგიურ პოპულიზმს, ზოგადად - შენს საქციელს- საფრთხედ მიიჩნევენ, ისინი არ გენდობიან და თვლიან, რომ ქართულ პოლიტიკას წამლავ შენი დაუოკებელი მიდრეკილებით ერთპიროვნულობისკენ.

მე ძალიან მიხარია, რომ 2008 წლის ვინდიკაცია ხდება და მეტი იძახის დასავლეთში, რომ შენთვის უნდა დაეჯერებინათ - ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენი ეროვნული ინტერესებისთვის, მაგრამ შენი შემდგომი პოლიტიკური არჩევანები საქართველოს ევროპულ მომავალს ეწინააღმდეგება და მხარდაჭერის მოპოვებას კიდევ უფრო ართულებს.

Having said all that - პოლიტიკის ამბავი შენც იცი, რომ კაცი ბჭობდა, ღმერთი იცინოდა. ჩვენ არ ვიცით რა მოხდება, რაც ამ ჩემს აღწერილ რეალობას თავდაყირა დააყენებს. როდესაც თავისუფალი იყავი, ამაზეც გქონდა გათვლა - რომ სანამ ისე არ დაჯდება კამათელი, რომ შენ ერთპიროვნულად მოხვიდე, თამაშს არევ. ეს ჩემი აზრით უსინდისო, არაპატრიოტული და მოღალატეობრივი მიდგომაა, მაგრამ ახსნადი. გასაგებია, რომ ამით ივანიშვილს უხანგრძლივებდი პოლიტიკურ სიცოცხლეს, მაგრამ თავისუფლებაზე ელოდებოდი შენთვის სასურველი კარტის მოსვლას!

ახლა ციხეში ყოფნასაც იხანგრძლივებ - ამიტომ ახლა არაპატრიოტულთან ერთად, არარაციონალურიცაა ასეთი სურვილები. ჩემი რჩევაა ეს გემბლი შეწყვიტო - შეიძლება სასწაული მოხდეს და ივანიშვილმა მისთვის სასარგებლოდ ჩათვალოს შენი სხვა ქვეყანაში გადაყვანა, მაგრამ სასწაულზე გათვლა მხოლოდ ფრუსტრაციის წყაროა და უარეს ორმოში ჩაგაგდებს. ნებისმიერი თხოვნა ივანიშვილის რეჟიმის მიმართ, მხოლოდ ივანიშვილის რეჟიმს აძლიერებს. უფრო მეტი, ნებისმიერი მცდელობა, რომ შენი საკითხი საპროტესტო მოძრაობის ცენტრალურ თემად იქცეს, საპროტესტო მოძრაობას ძირს უთხრის და ფრაგმენტაციას იწვევს. ამ წერილს მე საჯაროდ დავდებ - არ ვიცი შემოგიტანენ თუ არა. არ მგონია შენ გარემოცვას აწყობდეს ეს წერილი წაგაკითხოს, მაგრამ თუ რომელიმეს გული შეტკივა შენ კარგად ყოფნაზე, შენი რეალობასთან დაბრუნება უნდა სცადონ.

შენი გარემოცვა სამწუხაროდ, გატყუებს. აქაც შენი პასუხისმგებლობა დიდია - ვინც სიმართლეს გეუბნებოდა, ის მოღალატედ შერაცხე, დანარჩენები ამ გამოცდილებით ხელმძღვანელობენ და შენი კეთილგანწყობის შენარჩუნების სურვილით, მეტს გატყუებენ - ეს უარეს ჭაობში გაფლობს და კიდევ უფრო გაშორებს რეალობას, რაც ჩემი აზრით დამღუპველია.

შენი 2008 წლის შემდგომი პოლიტიკური არჩევანების დიდი ნაწილი და 2012 წლის შემდეგ, შენი არჩევანები თავიდან ბოლომდე მიუღებელია ჩემთვის (ამაზე ბევრი გვიჩხუბია და შენ კარგად იცი ყველაფერი - ბენდუქიძის ჩაწევიდან და ბაგრატი „ავაშენედან“ მოყოლებული) და მე ყველაფერს გავაკეთებ, რომ შენ ძალაუფლება ხელში ვერ ჩაიგდო - მაგრამ, მე შენგან განსხვავებით, პატივს ვცემ შენს მემკვიდრეობას და ნამდვილად არ მინდა ამ მემკვიდრეობის შემოქმედს ასეთი ტრაგიკული აღსასრული დაუდგეს. ამიტომ ვწერ ამ ეპისტოლესაც და დაჟინებით გირჩევ - კარგად რომ გახდე, ამისთვის, ჯერ შენთვის მიუღებელ რეალობას თვალი უნდა გაუსწორო და მხოლოდ ამის შემდეგ მოიფიქრო, შეგწევს თუ არა ძალა ეს რეალობა შეცვალო.

სხვანაირად კარგად ვერ გახდები და მე ეს ძალიან, ძალიან მაწუხებს, მიუხედავად იმისა, რომ შენს არჩევანად ვთვლი ამგვარად საქმის წაყვანას. მე ღრმად მწამს, რომ ეს რეჟიმი შენ ამდენს ვერ გაგიბედავდა, შენ რომ წარსულიდან სწორი დასკვნები გამოგეტანა და რეალობის უარყოფით, თავის ღმერთად გამოცხადება არ გეცადა, მაგრამ სამწუხაროდ ჩვენ ამაში ვერ დაგარწმუნეთ. ახლა ვართ იქ, სადაც ვართ - ეგებ ახლა დაგარწმუნო, რომ გასაღები რეალობისთვის თვალის გასწორებაშია. მოკლედ, არ ვიცი ამ წერილს აზრი აქვს თუ არა, მაგრამ ვთლი, რომ ღირს, კიდევ ერთხელ ვცადო შენი რეალობასთან დაბრუნება - ეგებ ახლა რამე გამოვიდეს" - წერს ჩერგოლეიშვილი.