სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

28

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეათე დღე დაიწყება 07:05-ზე მთვარის პირველი დღე დადგება 14:57-ზე, მთვარე ვერძშია შუადღემდე დაასრულეთ ძველი საქმეები. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისაგან. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, სწავლა. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა დასვენებისთვის. ბუნებაში, ქალაქგარეთ სასეირნოდ. საღამოს დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას, მოსალოდნელია ტრავმები. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხელ და ცხარე საკვებს. არ მიიღოთ ალკოჰოლი. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი.
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
დღის ბოლო სიახლეები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჩვენ ამას გავუმკლავდებით" - პოლონეთი და ბულგარეთი რუსული გაზის გარეშე: რას აცხადებენ გაზის მიწოდების შეწყვეტის შემდეგ და როგორ აპირებენ "გაზპრომის" ჩანაცვლებას
"ჩვენ ამას გავუმკლავდებით" - პოლონეთი და ბულგარეთი რუსული გაზის გარეშე: რას აცხადებენ გაზის მიწოდების შეწყვეტის შემდეგ და როგორ აპირებენ "გაზპრომის" ჩანაცვლებას

რუ­სულ­მა "გა­ზპ­რომ­მა“ უარი უთხრა პო­ლო­ნეთ­სა და ბულ­გა­რეთს გა­ზის მი­წო­დე­ბა­ზე. ორი­ვე ქვე­ყა­ნა რუ­სეთს იმ "არა­მე­გობ­რუ­ლი ქვეყ­ნე­ბის" სი­ა­ში ჰყავს, რომ­ლებ­საც გა­ზის სა­ფა­სუ­რის რუბ­ლებ­ში გა­დახ­დას სთხო­ვენ. პო­ლო­ნეთ­მა და ბულ­გა­რეთ­მა კი რუ­სულ ვა­ლუ­ტა­ში თან­ხის გა­დახ­და­ზე უარი გა­ნა­ცხა­დეს.

  • უკვე და­დას­ტუ­რე­ბუ­ლია, რომ დღეს დი­ლი­დან პო­ლო­ნეთს რუ­სუ­ლი გა­ზის მი­წო­დე­ბა შე­უ­წყდა, ასე­ვე დღეს­ვე უნდა შე­ე­წყვი­ტათ მათ ბულ­გა­რე­თის­თვის ენერ­გო­მო­მა­რა­გე­ბა.

ორი­ვე ქვეყ­ნის (პო­ლო­ნე­თი­სა და ბულ­გა­რე­თის) ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი აცხა­დე­ბენ, რომ მათ უკვე მო­ძი­ე­ბუ­ლი აქვთ ენერ­გო­მო­მა­რა­გე­ბის ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი და აბო­ნენ­ტებს გაზი არ შე­უ­წყდე­ბათ. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ აქამ­დე ბულ­გა­რე­თი გა­ზით მო­მა­რა­გე­ბის 90%-ით "გა­ზპ­რომ­ზე" იყო და­მო­კი­დე­ბუ­ლი, ხოლო იგი­ვე რუ­სუ­ლი კომ­პა­ნი­ის­გან პო­ლო­ნე­თი იღებ­და სა­ერ­თო მო­მა­რა­გე­ბის 53%-ს.

პო­ლო­ნე­თის ოფი­ცი­ა­ლუ­რი პი­რე­ბი აცხა­დე­ბენ, რომ პო­ლო­ნე­თი ამ გა­მოწ­ვე­ვას "გა­უმკლავ­დე­ბა." მა­თი­ვე ცნო­ბით, რუ­სეთ­მა და­არ­ღვია ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის პი­რო­ბე­ბი. ქვეყ­ნის ენერ­გე­ტი­კის სა­მი­ნის­ტრო­ში აცხა­დე­ბენ, რომ რუ­სე­თის მიერ შე­თა­ვა­ზე­ბუ­ლი გა­დახ­დის ახა­ლი სის­ტე­მა არ­ღვევს არ­სე­ბულ ხელ­შეკ­რუ­ლე­ბას.

პო­ლო­ნე­თის სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლემ, მარ­კინ პრჟი­და­ჩამ გა­ნა­ცხა­და, რომ მისი ქვე­ყა­ნა ემ­ზა­დე­ბო­და ამის­თვის, მათ იცოდ­ნენ, რომ შე­საძ­ლო იყო რუ­სეთს შე­ე­ჩე­რე­ბი­ნა გა­ზის ექ­სპორ­ტი.

  • "სრუ­ლი­ად დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, რომ ჩვენ ამას გა­ვუმკლავ­დე­ბით“, - უთხრა მან BBC-ის.

მი­სი­ვე გან­მარ­ტე­ბით, ყო­ვე­ლი­ვემ კი­დევ ერთხელ და­ა­დას­ტუ­რა და ნა­თე­ლი გა­ხა­და, რომ მოს­კო­ვი არ არის სან­დო პარტნი­ო­რი რა­ი­მე საქ­მე­ში და მო­უ­წო­და ევ­რო­პის ქვეყ­ნებს და მათ შო­რის გერ­მა­ნი­ას, მხა­რი და­უ­ჭი­რონ რუ­სუ­ლი ენერ­გი­ის იმ­პორ­ტის აკ­რძალ­ვას.

პო­ლო­ნუ­რი გაზ­მო­მა­რა­გე­ბის კომ­პა­ნი­ის PGNiG-ის გან­ცხა­დე­ბით, პო­ლო­ნე­თის მი­წის­ქვე­შა გა­ზის სა­წყო­ბი სავ­სეა 80%-ით და ზა­ფხუ­ლის მო­ახ­ლო­ე­ბას­თან ერ­თად მო­თხოვ­ნა შემ­ცირ­და. პო­ლო­ნეთს ასე­ვე აქვს მი­წო­დე­ბის ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლი წყა­რო­ე­ბი, მათ შო­რის ტერ­მი­ნა­ლი Swinoujscie-ში.

ასე­ვე, პირ­ველ მა­ისს იხ­სნე­ბა ახა­ლი გაზ­სა­დე­ნი ლი­ე­ტუ­ვას­თან, რო­მე­ლიც პო­ლო­ნეთს ლი­ე­ტუ­ვის LNG ტერ­მი­ნა­ლი­დან გა­ზის მი­ღე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბას მის­ცემს.

გარ­და ამი­სა, ოქ­ტომ­ბერ­ში იხ­სნე­ბა ახა­ლი მილ­სა­დე­ნი, რომ­ლი­თაც ქვე­ყა­ნა გაზს მი­ი­ღებს ნორ­ვე­გი­ი­დან. მას "ბალ­ტი­ის მილ­სა­დენს" უწო­დე­ბენ და ის სა­ვა­რა­უ­დოდ, სრუ­ლი დატ­ვირ­თვით მუ­შა­ო­ბას წლის ბო­ლოს და­ი­წყებს. პო­ლო­ნეთ­ში ამ­ბო­ბენ, რომ შე­დე­გად რუ­სუ­ლი გა­ზის "სრუ­ლი ალ­ტერ­ნა­ტი­ვა" შე­იქ­მნე­ბა.

მკითხველის კომენტარები / 11 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
სსს
12

გაძლებით გაძლებთ რა თქმა უნდა გაზსაც მიიღებთ ამერიკიდან მაგრამ საკითხავია რა დაგიჯდებათ და შეძლებს მოსახლეობა კი გაზრდილი ტარიფების გადახდას ან გაძვირებული ენერგორესურსებით წარმოებული თქვენი პროდუქტი იქნება კონკურენტუნარიანი? თუ მიზანი ისაა რომ ოღონდ რუსეთი დამარცხდეს და თუნდაც ქვა-ქვაზე არ დარჩენილა მაშინ სხვა საკითხია. ჩემი აზრით რა შედეგითაც არ უნდა დამთავრდეს ეს ომი მას მხოლოდ ერთი გამარჯვებული ეყოლება ამერიკა რომელიც მთლიანად დაიპყრობს ევროპის ბაზარს.

Marvel
17

ვნახოთ ვნახოოთ :)

ისადა გალიციის რეგიონი თუ გიბოძეს,მაინც გაძლებაზე იქნებით? 

ხომ გყავთ უკვე მობილიზებული ჯარი :)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი
ავტორი:

"ჩვენ ამას გავუმკლავდებით" - პოლონეთი და ბულგარეთი რუსული გაზის გარეშე: რას აცხადებენ გაზის მიწოდების შეწყვეტის შემდეგ და როგორ აპირებენ "გაზპრომის" ჩანაცვლებას

"ჩვენ ამას გავუმკლავდებით" - პოლონეთი და ბულგარეთი რუსული გაზის გარეშე: რას აცხადებენ გაზის მიწოდების შეწყვეტის შემდეგ და როგორ აპირებენ "გაზპრომის" ჩანაცვლებას

რუსულმა "გაზპრომმა“ უარი უთხრა პოლონეთსა და ბულგარეთს გაზის მიწოდებაზე. ორივე ქვეყანა რუსეთს იმ "არამეგობრული ქვეყნების" სიაში ჰყავს, რომლებსაც გაზის საფასურის რუბლებში გადახდას სთხოვენ. პოლონეთმა და ბულგარეთმა კი რუსულ ვალუტაში თანხის გადახდაზე უარი განაცხადეს.

  • უკვე დადასტურებულია, რომ დღეს დილიდან პოლონეთს რუსული გაზის მიწოდება შეუწყდა, ასევე დღესვე უნდა შეეწყვიტათ მათ ბულგარეთისთვის ენერგომომარაგება.

ორივე ქვეყნის (პოლონეთისა და ბულგარეთის) ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მათ უკვე მოძიებული აქვთ ენერგომომარაგების ალტერნატიული საშუალებები და აბონენტებს გაზი არ შეუწყდებათ. აღსანიშნავია, რომ აქამდე ბულგარეთი გაზით მომარაგების 90%-ით "გაზპრომზე" იყო დამოკიდებული, ხოლო იგივე რუსული კომპანიისგან პოლონეთი იღებდა საერთო მომარაგების 53%-ს.

პოლონეთის ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ პოლონეთი ამ გამოწვევას "გაუმკლავდება." მათივე ცნობით, რუსეთმა დაარღვია ხელშეკრულების პირობები. ქვეყნის ენერგეტიკის სამინისტროში აცხადებენ, რომ რუსეთის მიერ შეთავაზებული გადახდის ახალი სისტემა არღვევს არსებულ ხელშეკრულებას.

პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, მარკინ პრჟიდაჩამ განაცხადა, რომ მისი ქვეყანა ემზადებოდა ამისთვის, მათ იცოდნენ, რომ შესაძლო იყო რუსეთს შეეჩერებინა გაზის ექსპორტი.

  • "სრულიად დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ამას გავუმკლავდებით“, - უთხრა მან BBC-ის.

მისივე განმარტებით, ყოველივემ კიდევ ერთხელ დაადასტურა და ნათელი გახადა, რომ მოსკოვი არ არის სანდო პარტნიორი რაიმე საქმეში და მოუწოდა ევროპის ქვეყნებს და მათ შორის გერმანიას, მხარი დაუჭირონ რუსული ენერგიის იმპორტის აკრძალვას.

პოლონური გაზმომარაგების კომპანიის PGNiG-ის განცხადებით, პოლონეთის მიწისქვეშა გაზის საწყობი სავსეა 80%-ით და ზაფხულის მოახლოებასთან ერთად მოთხოვნა შემცირდა. პოლონეთს ასევე აქვს მიწოდების ალტერნატიული წყაროები, მათ შორის ტერმინალი Swinoujscie-ში.

ასევე, პირველ მაისს იხსნება ახალი გაზსადენი ლიეტუვასთან, რომელიც პოლონეთს ლიეტუვის LNG ტერმინალიდან გაზის მიღების შესაძლებლობას მისცემს.

გარდა ამისა, ოქტომბერში იხსნება ახალი მილსადენი, რომლითაც ქვეყანა გაზს მიიღებს ნორვეგიიდან. მას "ბალტიის მილსადენს" უწოდებენ და ის სავარაუდოდ, სრული დატვირთვით მუშაობას წლის ბოლოს დაიწყებს. პოლონეთში ამბობენ, რომ შედეგად რუსული გაზის "სრული ალტერნატივა" შეიქმნება.