ავტორი:

"ბრიფინგები რუსთავის ციხიდან გავმართოთ - სულ რომ მფრინავ სპილოებზე გვიწევდეს საუბარი, სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით დავიწყოთ და დავასრულოთ" - უგულავა

"ბრიფინგები რუსთავის ციხიდან გავმართოთ - სულ რომ მფრინავ სპილოებზე გვიწევდეს საუბარი, სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით დავიწყოთ და დავასრულოთ" - უგულავა

თანამოაზრე პოლიტიკოსებო და ტელევიზიით ხშირად მოსაუბრენო, ყოველი სატელევიზიო ჩართვა, პარტიული ბრიფინგი რუსთავის ციხიდან გავმართოთ - ყოველი გამოსვლა, სულ რომ ამინდზე, ტრიგონომეტრიაზე, ან მფრინავ სპილოებზე გვიწევდეს, საუბარი მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით დავიწყოთ და დავასრულოთ, - ამის შესახებ ოპოზიციონერი პოლიტიკოსი გიგი უგულავა სოციალურ ქსელში წერს.

ის პოლიტიკოსებს მოუწოდებს, სატელევიზიო ჩართვები რუსთავის მე-12 პენიტენციური დაწესებულების ფონზე მოხდეს და აცხადებს, რომ ციხის ფონზე საუბრისას გზავნილი „თავისუფლება მიშას“ უფრო მეტყველია.

"მესმის, ლოჯისტიკურად შესაძლოა რთულია, მათ შორის ტელევიზიებისთვისაც. სახლიდან, სტუდიიდან გაცილებით მოსახერხებელია საუბარი. დრო, საწვავი და ნერვები ნაკლებად იხარჯება, მაგრამ, ვფიქრობ, რომ ეს თუნდაც მცირედი ძალისხმევა პუტინისა და ივანიშვილის ტყვეს, მიხეილ სააკაშვილის დასახსნელად ძალიან მნიშვნელოვანია. მნიშვნელოვანია პატიმრის გასამხნევებლად, მნიშვნელოვანია ამ უსამართლო და ისტორიული სირცხვილის ჩამოსარეცხად, მნიშვნელოვანია, რომ ეს თემა მუდმივად დღის წესრიგში იყოს, სანამ მიზანს არ მივაღწევთ.

ერთი მერცხალი გაზაფხულს ვერ მოიყვანს, მაგრამ თუ ამ ძალისხმევას ბევრი დავნერგავთ, მე დარწმუნებული ვარ, რომ ის ამაოდ არ ჩაივლის“, - წერს გიგი უგულავა.