კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
კონფლიქტები
პოლიტიკა
მოზაიკა
სამართალი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მიხეილ სააკაშვილს, ამანათი მხოლოდ ერთი დღით არ მიუღია" - რა განცხადებას ავრცელებს პენიტენციური სამსახური
"მიხეილ სააკაშვილს, ამანათი მხოლოდ ერთი დღით არ მიუღია" - რა განცხადებას ავრცელებს პენიტენციური სამსახური

სპე­ცი­ა­ლუ­რი პე­ნი­ტენ­ცი­უ­რი სამ­სა­ხუ­რის გან­ცხა­დე­ბით, ყო­ფილ პრე­ზი­დენტს მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილს, ამა­ნა­თი მხო­ლოდ ერთი დღით არ მი­უ­ღია.

ამას­თან, რო­გორც პე­ნი­ტენ­ცი­უ­რი სამ­სა­ხუ­რის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­შია ნათ­ქვა­მი, ბოლო პე­რი­ოდ­ში, გარ­კვე­უ­ლი სა­ინ­ფორ­მა­ციო სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის მიერ ვრცელ­დე­ბა მი­ზან­მი­მარ­თუ­ლი, ცი­ლისმწა­მებ­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცია ბრალ­დე­ბულ/მსჯავ­რდე­ბულ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის შე­საძ­ლო მო­წამ­ვლი­სა ან პრე­პა­რა­ტე­ბით ინ­ტოქ­სი­კა­ცი­ის შე­სა­ხებ, რაც სპე­ცი­ა­ლუ­რი პე­ნი­ტენ­ცი­უ­რი სამ­სა­ხუ­რის თა­ნამ­შრო­მელ­თა დე­მო­რა­ლი­ზე­ბას, მათი პრო­ფე­სი­უ­ლი საქ­მი­ა­ნო­ბის დის­კრე­დი­ტა­ცი­ა­სა და სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში უწყე­ბის იმი­ჯის შე­ლახ­ვას ემ­სა­ხუ­რე­ბა.

"სპე­ცი­ა­ლუ­რი პე­ნი­ტენ­ცი­უ­რი სამ­სა­ხუ­რი პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლია თი­თო­ე­უ­ლი ბრალ­დე­ბუ­ლის/მსჯავ­რდე­ბუ­ლის უსაფრ­თხო­ე­ბა­ზე.

მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილს, ამა­ნა­თი მხო­ლოდ ერთი დღით არ მი­უ­ღია. ბრალ­დე­ბუ­ლი/მსჯავ­რდე­ბუ­ლი მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი, მი­სი­ვე თან­ხმო­ბით, ამა­ნა­თის მი­ღე­ბას შეძ­ლებს, ამა­ნა­თის შეგ­ზავ­ნა­ზე პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი პი­რე­ბის მეშ­ვე­ო­ბით.

ინ­ფორ­მა­ცი­ის­თვის, პე­ნი­ტენ­ცი­ურ სის­ტე­მა­ში ყოფ­ნის პე­რი­ოდ­ში, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილს მრა­ვალ­ჯერ აქვს მი­ღე­ბუ­ლი ამა­ნა­თი. სა­ზო­გა­დო­ე­ბის ინ­ფორ­მი­რე­ბის მიზ­ნით გან­ვმარ­ტავთ, რომ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილს, და­წე­სე­ბუ­ლე­ბის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე არ­სე­ბულ მა­ღა­ზი­ა­ში, შე­უძ­ლია ყვე­ლა იმ საკ­ვე­ბი პრო­დუქ­ტის შე­ძე­ნა, რო­მე­ლიც და­წე­სე­ბუ­ლე­ბის დე­ბუ­ლე­ბით არ იკ­რძა­ლე­ბა, მის კუთ­ვნილ ბა­რათ­ზე და­რი­ცხუ­ლი თან­ხის სა­შუ­ა­ლე­ბით, ასე­ვე მის­თვის, ყო­ველ­დღი­უ­რად გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლია პა­ტიმ­რის­თვის გან­სა­ზღვრუ­ლი სამ­ჯე­რა­დი კვე­ბა", - ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში.

შე­გახ­სე­ნებთ, "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" დე­პუ­ტატ­მა ეკა ხერ­ხე­უ­ლი­ძემ პე­ნი­ტენ­ცი­ურ და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის მო­ნა­ხუ­ლე­ბის შემ­დეგ გა­ნა­ცხა­და, რომ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილს გა­და­უ­კე­ტეს ყვე­ლა გზა, რომ საკ­ვე­ბი მი­ი­ღოს.

მისი თქმით, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილს მხო­ლოდ 3 სა­ხის საკ­ვე­ბის მი­ღე­ბა შე­ეძ­ლო, რო­მე­ლიც ამა­ნა­თის სა­ხით ცი­ხე­ში შეჰ­ქონ­დათ, თუმ­ცა ად­მი­ნის­ტრა­ცი­ამ ეს აკ­რძა­ლა, რად­გან უსაფრ­თხო­ე­ბის თვალ­საზ­რი­სით ასე მი­იჩ­ნი­ეს სა­ჭი­როდ.

მკითხველის კომენტარები / 11 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
,,NOSFERATU,,
0

მე, ასეთი არაადამიანური ,,წამების მომსწრე და გამგონი,, არ ვარ! მთელი ერთი დღე არ შეუგზავნეს ,,ამანათი,, წარმოუდგენელი, გაუგონარი ამბავია. P.S. ხუმრობა იქით იყოს და რასაც ეს ურჯულო, მწვალებელი პატიმრებს ,,უკეთებდა,, იმის 1/100 დარბრუნდეს.

პოლიტიკის გარეშე
2

მიშას ძალზე მოუხდა ჭაღარა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისრაელმა ირანზე მასშტაბური დარტყმები განახორციელა: განადგურებულია ბირთვულ იარაღი, დაიღუპნენ სამხედრო მეთაურები
ავტორი:

"მიხეილ სააკაშვილს, ამანათი მხოლოდ ერთი დღით არ მიუღია" - რა განცხადებას ავრცელებს პენიტენციური სამსახური

"მიხეილ სააკაშვილს, ამანათი მხოლოდ ერთი დღით არ მიუღია" - რა განცხადებას ავრცელებს პენიტენციური სამსახური

სპეციალური პენიტენციური სამსახურის განცხადებით, ყოფილ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს, ამანათი მხოლოდ ერთი დღით არ მიუღია.

ამასთან, როგორც პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ბოლო პერიოდში, გარკვეული საინფორმაციო საშუალებების მიერ ვრცელდება მიზანმიმართული, ცილისმწამებლური ინფორმაცია ბრალდებულ/მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილის შესაძლო მოწამვლისა ან პრეპარატებით ინტოქსიკაციის შესახებ, რაც სპეციალური პენიტენციური სამსახურის თანამშრომელთა დემორალიზებას, მათი პროფესიული საქმიანობის დისკრედიტაციასა და საზოგადოებაში უწყების იმიჯის შელახვას ემსახურება.

"სპეციალური პენიტენციური სამსახური პასუხისმგებელია თითოეული ბრალდებულის/მსჯავრდებულის უსაფრთხოებაზე.

მიხეილ სააკაშვილს, ამანათი მხოლოდ ერთი დღით არ მიუღია. ბრალდებული/მსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილი, მისივე თანხმობით, ამანათის მიღებას შეძლებს, ამანათის შეგზავნაზე პასუხისმგებელი პირების მეშვეობით.

ინფორმაციისთვის, პენიტენციურ სისტემაში ყოფნის პერიოდში, მიხეილ სააკაშვილს მრავალჯერ აქვს მიღებული ამანათი. საზოგადოების ინფორმირების მიზნით განვმარტავთ, რომ მიხეილ სააკაშვილს, დაწესებულების ტერიტორიაზე არსებულ მაღაზიაში, შეუძლია ყველა იმ საკვები პროდუქტის შეძენა, რომელიც დაწესებულების დებულებით არ იკრძალება, მის კუთვნილ ბარათზე დარიცხული თანხის საშუალებით, ასევე მისთვის, ყოველდღიურად გათვალისწინებულია პატიმრისთვის განსაზღვრული სამჯერადი კვება", - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატმა ეკა ხერხეულიძემ პენიტენციურ დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილს გადაუკეტეს ყველა გზა, რომ საკვები მიიღოს.

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილს მხოლოდ 3 სახის საკვების მიღება შეეძლო, რომელიც ამანათის სახით ციხეში შეჰქონდათ, თუმცა ადმინისტრაციამ ეს აკრძალა, რადგან უსაფრთხოების თვალსაზრისით ასე მიიჩნიეს საჭიროდ.