პოლიტიკა
მსოფლიო

8

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:15-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – კარგია ნებისმიერი ბიზნესის დასაწყებად. ამ დღეს დაწყებული საქმეები თავისით გამოვა. შესაძლებელია დაწინაურება, ხელფასის მატება, ჯილდოები და დამსახურებული აღიარება. დაიწყეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კარგია კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. სასარგებლოა კუჭისა და ნაწლავების გაწმენდა. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას. ყურადღებით მოუსმინეთ ყველაფერს, რასაც გეუბნებათ საყვარელი ადამიანი.
სამხედრო
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ბინის გაყიდვით დაფარული იპოთეკური სესხი, პიარის სპეციალისტი მეუღლე და ქველმოქმედებაში დახარჯული თანხა - თალაკვაძის აპოლიტიკური ცხოვრება და ქონებრივი დეკლარაცია
ბინის გაყიდვით დაფარული იპოთეკური სესხი, პიარის სპეციალისტი მეუღლე და ქველმოქმედებაში დახარჯული თანხა - თალაკვაძის აპოლიტიკური ცხოვრება და ქონებრივი დეკლარაცია

ქარ­თვე­ლი პო­ლი­ტი­კო­სი და ყო­ფი­ლი პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რე არ­ჩილ თა­ლაკ­ვა­ძე ოზურ­გეთ­ში და­ი­ბა­და. დე­პუ­ტა­ტის პო­ლი­ტი­კუ­რი კა­რი­ე­რის ათ­ვლა ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" მოს­ვლის შემ­დეგ იწყე­ბა. თა­ლაკ­ვა­ძეს ჰყავს მე­უღ­ლე ქე­თე­ვან ბუ­ბუ­ტე­იშ­ვი­ლი და ორი ქა­ლიშ­ვი­ლი, ელე და ანა ბე­ატ­რის თა­ლაკ­ვა­ძე­ე­ბი.

პო­ლი­ტი­კოს­მა დეკ­ლა­რა­ცია გა­სუ­ლი წლის სექ­ტემ­ბერ­ში შე­ავ­სო. ქე­თე­ვან ბუ­ბუ­ტე­იშ­ვი­ლი ფლობს მსუ­ბუქ ავ­ტო­მან­ქა­ნას BMW X5-ს, რო­მე­ლიც გაც­ვლით აქვს შე­ძე­ნი­ლი, ამ შემ­თხვე­ვა­ში მყიდ­ველს 11400 დო­ლა­რი და­მა­ტე­ბით გა­და­უ­ხა­და.

რო­გორც აღ­მოჩ­ნდა, თა­ლაკ­ვა­ძე მო­ტო­მოყ­ვა­რუ­ლია. 2016 წელს მო­ტო­სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბა Harley-Davidson 8000 დო­ლა­რად შე­ი­ძი­ნა. არ­ჩილ თა­ლაკ­ვა­ძის მფლო­ბე­ლო­ბა­შია 1971 წელს გა­მო­სუ­ლი მსუ­ბუ­ქი ავ­ტო­მან­ქა­ნა Volkswagen, რო­მე­ლიც 2021 წელს 4300 დო­ლა­რად შე­ი­ძი­ნა.

დეკ­ლა­რა­ცი­ის შევ­სე­ბის დროს, არ­ჩილ თა­ლაკ­ვა­ძეს თი­ბი­სი ბან­კი სა­ხელ­ფა­სო ან­გა­რიშ­ზე ჰქონ­და 5812,9 ლარი, ქე­თე­ვან ბუ­ბუ­ტე­იშ­ვილს თი­ბი­სი ბან­კის სა­ხელ­ფა­სო ან­გა­რიშ­ზე - 988,07 ლარი.

ქე­თე­ვან ბუ­ბუ­ტე­იშ­ვი­ლი წლე­ბია, რაც პი­ა­რი­სა და კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბის სფე­რო­ში მუ­შა­ობს. ამ­ჟა­მად სა­ქარ­თვე­ლოს ფი­ნანსთა სა­მი­ნის­ტრო პიარ-კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბის სპე­ცი­ა­ლის­ტია, სა­დაც ერთი წლის მან­ძილ­ზე ხელ­ფა­სის სა­ხით 37 432 ლარი მი­ი­ღო.

არ­ჩილ თა­ლაკ­ვა­ძის დეკ­ლა­რა­ცი­ის შევ­სე­ბი­სას კა­ლენ­და­რულ წელ­ში ის პე­რი­ო­დიც მოხ­ვდა, რო­დე­საც სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რე გახ­ლდათ. სა­ხელ­ფა­სო სარ­გომ 66 448,83 ლარი შე­ად­გი­ნა.

არ­ჩილ თა­ლაკ­ვა­ძემ ბი­ნის შეს­ყიდ­ვის მიზ­ნით, 2012 წელს იპო­თე­კუ­რი სეს­ხის სა­ხით 72 000 დო­ლა­რი აიღო, რომ­ლის და­ფარ­ვის ბოლო წლად 2027 წელი გახ­ლდათ მი­თი­თე­ბუ­ლი, თუმ­ცა დეკ­ლა­რა­ცი­ის შევ­სე­ბის მო­მენ­ტში სეს­ხი სრუ­ლად არის და­ფა­რუ­ლი, სა­კუთ­რე­ბა­ში არ­სე­ბუ­ლი ბი­ნის გა­ყიდ­ვის შე­დე­გად მი­ღე­ბუ­ლი შე­მო­სავ­ლი­დან.

არ­ჩილ თა­ლაკ­ვა­ძემ ქველ­მოქ­მე­დე­ბა-დო­ნა­ცი­ა­ში 6000 ლარი და­ხარ­ჯა... თა­ლაკ­ვა­ძე სხვა პო­ლი­ტი­კო­სე­ბის­გან გან­სხვა­ვე­ბით სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ხში­რად აქ­ვეყ­ნებს მე­უღ­ლეს­თან და შვი­ლებ­თან ერ­თად გა­და­ღე­ბულ ფო­ტო­ებს. ახ­ლა­ხან მე­უღ­ლეს თა­ნა­ცხოვ­რე­ბის 15 წლის­თა­ვი მი­უ­ლო­ცა.

პო­ლი­ტი­კო­სის სო­ცი­ა­ლურ ქსელს თუ გა­დავ­ხე­დავთ, ინ­სტაგ­რა­მის ბი­ოგ­რა­ფი­ა­ში მი­თი­თე­ბუ­ლი აქვს - მამა, ქმა­რი, პო­ლი­ტი­კო­სი... და­კა­ვე­ბუ­ლია სპორ­ტით, უყ­ვარს ცხო­ვე­ლე­ბი, მოგ­ზა­უ­რო­ბა ოჯახ­თან ერ­თად და მისი არა­ო­ფი­ცი­ა­ლუ­რი დრეს­კო­დია ჯინ­სე­ბი...

მკითხველის კომენტარები / 15 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
საფიჩ ხია
0

ეგი ისე იყურება კომოს ტბაზე სულ არ იქნება ნამყოფი

რეზო
3

ამხელა ხელფასები რომ ჩამოირიგეს განათლების სისტემასაც მოუმატონ იქნებ...

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი თორნიკე რიჟვაძის საქმეზე?
ავტორი:

ბინის გაყიდვით დაფარული იპოთეკური სესხი, პიარის სპეციალისტი მეუღლე და ქველმოქმედებაში დახარჯული თანხა - თალაკვაძის აპოლიტიკური ცხოვრება და ქონებრივი დეკლარაცია

ბინის გაყიდვით დაფარული იპოთეკური სესხი, პიარის სპეციალისტი მეუღლე და ქველმოქმედებაში დახარჯული თანხა - თალაკვაძის აპოლიტიკური ცხოვრება და ქონებრივი დეკლარაცია

ქართველი პოლიტიკოსი და ყოფილი პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე ოზურგეთში დაიბადა. დეპუტატის პოლიტიკური კარიერის ათვლა ხელისუფლებაში "ქართული ოცნების" მოსვლის შემდეგ იწყება. თალაკვაძეს ჰყავს მეუღლე ქეთევან ბუბუტეიშვილი და ორი ქალიშვილი, ელე და ანა ბეატრის თალაკვაძეები.

პოლიტიკოსმა დეკლარაცია გასული წლის სექტემბერში შეავსო. ქეთევან ბუბუტეიშვილი ფლობს მსუბუქ ავტომანქანას BMW X5-ს, რომელიც გაცვლით აქვს შეძენილი, ამ შემთხვევაში მყიდველს 11400 დოლარი დამატებით გადაუხადა.

როგორც აღმოჩნდა, თალაკვაძე მოტომოყვარულია. 2016 წელს მოტოსატრანსპორტო საშუალება Harley-Davidson 8000 დოლარად შეიძინა. არჩილ თალაკვაძის მფლობელობაშია 1971 წელს გამოსული მსუბუქი ავტომანქანა Volkswagen, რომელიც 2021 წელს 4300 დოლარად შეიძინა.

დეკლარაციის შევსების დროს, არჩილ თალაკვაძეს თიბისი ბანკი სახელფასო ანგარიშზე ჰქონდა 5812,9 ლარი, ქეთევან ბუბუტეიშვილს თიბისი ბანკის სახელფასო ანგარიშზე - 988,07 ლარი.

ქეთევან ბუბუტეიშვილი წლებია, რაც პიარისა და კომუნიკაციების სფეროში მუშაობს. ამჟამად საქართველოს ფინანსთა სამინისტრო პიარ-კომუნიკაციების სპეციალისტია, სადაც ერთი წლის მანძილზე ხელფასის სახით 37 432 ლარი მიიღო.

არჩილ თალაკვაძის დეკლარაციის შევსებისას კალენდარულ წელში ის პერიოდიც მოხვდა, როდესაც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე გახლდათ. სახელფასო სარგომ 66 448,83 ლარი შეადგინა.

არჩილ თალაკვაძემ ბინის შესყიდვის მიზნით, 2012 წელს იპოთეკური სესხის სახით 72 000 დოლარი აიღო, რომლის დაფარვის ბოლო წლად 2027 წელი გახლდათ მითითებული, თუმცა დეკლარაციის შევსების მომენტში სესხი სრულად არის დაფარული, საკუთრებაში არსებული ბინის გაყიდვის შედეგად მიღებული შემოსავლიდან.

არჩილ თალაკვაძემ ქველმოქმედება-დონაციაში 6000 ლარი დახარჯა... თალაკვაძე სხვა პოლიტიკოსებისგან განსხვავებით სოციალურ ქსელში ხშირად აქვეყნებს მეუღლესთან და შვილებთან ერთად გადაღებულ ფოტოებს. ახლახან მეუღლეს თანაცხოვრების 15 წლისთავი მიულოცა.

პოლიტიკოსის სოციალურ ქსელს თუ გადავხედავთ, ინსტაგრამის ბიოგრაფიაში მითითებული აქვს - მამა, ქმარი, პოლიტიკოსი... დაკავებულია სპორტით, უყვარს ცხოველები, მოგზაურობა ოჯახთან ერთად და მისი არაოფიციალური დრესკოდია ჯინსები...