საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

16

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 23:52-ზე, მთვარე ვერძში გადავა 08:31-ზე – გაზარდეთ თქვენი ცოდნის დონე. შეისწავლეთ ახალი. იმუშავეთ მნიშვნელოვან დოკუმენტებთან. ხელი მოაწერე კონტრაქტებს. დაალაგეთ არქივი. დაუთმეთ დღე განათლებას და სწავლას. მოაგვარეთ მარტივი საკითხები და არ მიიღოთ სერიოზული გადაწყვეტილებები. არ არის რეკომენდებული: ახალი და სერიოზული საქმეების დაწყება. ბევრი მუშაობა. ვაჭრობა. სიზარმაცე. იყავით ყურადღებიანი ბარძაყების, ქვედა ხერხემლის მიმართ. არ არის რეკომენდებული მარხვა ან შიმშილი. კარგია ტანსაცმლის გაუთოება და შენახვა; ზამთრისთვის ხილის გაყინვა და კონსერვაცია.
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ვიცი თქვენი წუხილი რუსეთის ოპერაციასთან დაკავშირებით, მაგრამ" - რა უთხრა პუტინმა გაეროს გენმდივანს? განცხადებები და შეხვედრის დეტალები
"ვიცი თქვენი წუხილი რუსეთის ოპერაციასთან დაკავშირებით, მაგრამ" - რა უთხრა პუტინმა გაეროს გენმდივანს? განცხადებები და შეხვედრის დეტალები

ვიცი თქვე­ნი წუ­ხი­ლი რუ­სე­თის ოპე­რა­ცი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბით, მაგ­რამ ყვე­ლა პრობ­ლე­მა უკ­რა­ი­ნა­ში წარ­მო­იშ­ვა 2014 წელს იქ მომ­ხდა­რი გა­დატ­რი­ა­ლე­ბის შემ­დეგ. "რია ნო­ვოს­ტის" ინ­ფორ­მა­ცი­ით, ამის შე­სა­ხებ რუ­სე­თის ლი­დერ­მა ვლა­დი­მერ პუ­ტინ­მა გა­ე­როს გე­ნე­რა­ლურ მდი­ვან­თან შეხ­ვედ­რი­სას გა­ნა­ცხა­და.

ამა­ვე შეხ­ვედ­რა­ზე პუ­ტინ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ თურ­ქეთ­ში გა­მარ­თუ­ლი მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის შე­დე­გად, შე­საძ­ლე­ბე­ლი გახ­და უკ­რა­ი­ნის სა­კი­თხზე სე­რი­ო­ზუ­ლი გარ­ღვე­ვა, "რად­გან უკ­რა­ი­ნის სა­ერ­თა­შო­რი­სო უსაფრ­თხო­ე­ბის მო­თხოვ­ნე­ბი უკ­რა­ი­ნელ კო­ლე­გებს არ და­უ­კავ­ში­რე­ბი­ათ ისეთ ცნე­ბას­თან, რო­გო­რიც არის უკ­რა­ი­ნის სა­ზღვრე­ბის სა­ერ­თა­შო­რი­სო აღი­ა­რე­ბუ­ლი სა­ზღვრე­ბი. ფრჩხი­ლებს გა­რეთ გა­ი­ტა­ნეს ყი­რი­მი, სე­ვას­ტო­პო­ლი და რუ­სე­თის მიერ ახ­ლა­და­ღი­ა­რე­ბუ­ლი დონ­ბა­სის რეს­პუბ­ლი­კე­ბი გარ­კვე­უ­ლი დათ­ქმე­ბით“, - გა­ნა­ცხა­და პუ­ტინ­მა.

მისი თქმით, ამ შე­თან­ხმე­ბე­ბის მიღ­წე­ვი­სა და რუ­სე­თის მიერ საკ­მა­ოდ ცხა­დად დე­მონ­სტრი­რე­ბუ­ლი მიზ­ნე­ბის შემ­დეგ, „შე­ვე­ჯა­ხეთ პრო­ვო­კა­ცი­ას და­სახ­ლე­ბულ პუნ­ქტ ბუ­ჩა­ში, რო­მელ­თა­ნაც რუ­სე­თის არ­მი­ას არ გა­აჩ­ნია არა­ვი­თა­რი შე­ხე­ბა".

"ჩვენ ვი­ცით ეს ვინ ჩა­ი­დი­ნა. ვი­ცით, ვინ ამ­ზა­დებ­და ამ პრო­ვო­კა­ცი­ას, რა სა­შუ­ა­ლე­ბე­ბით და რა ადა­მი­ა­ნე­ბი მუ­შა­ობ­დნენ ამა­ზე“, - გა­ნა­ცხა­და პუ­ტინ­მა.

გუ­ტე­რეშ­მა პუ­ტინ­თან შეხ­ვედ­რის შემ­დეგ აღ­ნიშ­ნა, რომ გა­ე­რო მხარს უჭერს დი­ა­ლოგს რუ­სეთ­სა და უკ­რა­ი­ნას შო­რის.

"ჩვენ არ ვართ მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის ნა­წი­ლი, მაგ­რამ მხარს ვუ­ჭერთ დი­ა­ლოგს ორ ქვე­ყა­ნას შო­რის და მხარს ვუ­ჭერთ თურ­ქე­თის კე­თილ ნე­ბას ამ მიდ­გო­მის გან­სა­ვი­თა­რებ­ლად.

თუმ­ცა, ჩვე­ნი მთა­ვა­რი ამო­ცა­ნა ის არის, რაც უკავ­შირ­დე­ბა ჰუ­მა­ნი­ტა­რულ ვი­თა­რე­ბას უკ­რა­ი­ნა­ში. ეს გა­და­წყვეტს, გა­ა­უმ­ჯო­ბე­სებს მას. ჩვენ ღრმად ვართ შეშ­ფო­თე­ბუ­ლი იმის გამო, რაც ახლა ხდე­ბა და მიგ­ვაჩ­ნია, რომ მოხ­და შეჭ­რა უკ­რა­ი­ნის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, ჩა­მო­ვე­დი მოს­კოვ­ში პრაგ­მა­ტუ­ლი მიდ­გო­მით. ღრმად ვართ შეშ­ფო­თე­ბუ­ლი უკ­რა­ი­ნა­ში ჰუ­მა­ნი­ტა­რუ­ლი ვი­თა­რე­ბის გამო“, - გა­ნა­ცხა­და გუ­ტე­რეშ­მა.

მკითხველის კომენტარები / 6 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
***
0

მგონი ორეულებს ახვედრებს ამათ და რომ არ იცნონ იმიტომ ჯდება ასე დაშორებით

D
2

ეს გუტეირეში თავის უაზრო ორგანიზაციით, როგორც მკვდარზე ვენოკი ისეა. აზრი რა აქვს სად ჩავიდა ან ვის რა უთხრა? რუსეთი რამეთ აგდებს რამე საერთაშორისო ორგანიზაციას ან იქ დადებულ შეთანხმებას?

ავტორი:

"ვიცი თქვენი წუხილი რუსეთის ოპერაციასთან დაკავშირებით, მაგრამ" - რა უთხრა პუტინმა გაეროს გენმდივანს? განცხადებები და შეხვედრის დეტალები

"ვიცი თქვენი წუხილი რუსეთის ოპერაციასთან დაკავშირებით, მაგრამ" - რა უთხრა პუტინმა გაეროს გენმდივანს? განცხადებები და შეხვედრის დეტალები

ვიცი თქვენი წუხილი რუსეთის ოპერაციასთან დაკავშირებით, მაგრამ ყველა პრობლემა უკრაინაში წარმოიშვა 2014 წელს იქ მომხდარი გადატრიალების შემდეგ. "რია ნოვოსტის" ინფორმაციით, ამის შესახებ რუსეთის ლიდერმა ვლადიმერ პუტინმა გაეროს გენერალურ მდივანთან შეხვედრისას განაცხადა.

ამავე შეხვედრაზე პუტინმა განაცხადა, რომ თურქეთში გამართული მოლაპარაკებების შედეგად, შესაძლებელი გახდა უკრაინის საკითხზე სერიოზული გარღვევა, "რადგან უკრაინის საერთაშორისო უსაფრთხოების მოთხოვნები უკრაინელ კოლეგებს არ დაუკავშირებიათ ისეთ ცნებასთან, როგორიც არის უკრაინის საზღვრების საერთაშორისო აღიარებული საზღვრები. ფრჩხილებს გარეთ გაიტანეს ყირიმი, სევასტოპოლი და რუსეთის მიერ ახლადაღიარებული დონბასის რესპუბლიკები გარკვეული დათქმებით“, - განაცხადა პუტინმა.

მისი თქმით, ამ შეთანხმებების მიღწევისა და რუსეთის მიერ საკმაოდ ცხადად დემონსტრირებული მიზნების შემდეგ, „შევეჯახეთ პროვოკაციას დასახლებულ პუნქტ ბუჩაში, რომელთანაც რუსეთის არმიას არ გააჩნია არავითარი შეხება".

"ჩვენ ვიცით ეს ვინ ჩაიდინა. ვიცით, ვინ ამზადებდა ამ პროვოკაციას, რა საშუალებებით და რა ადამიანები მუშაობდნენ ამაზე“, - განაცხადა პუტინმა.

გუტერეშმა პუტინთან შეხვედრის შემდეგ აღნიშნა, რომ გაერო მხარს უჭერს დიალოგს რუსეთსა და უკრაინას შორის.

"ჩვენ არ ვართ მოლაპარაკებების ნაწილი, მაგრამ მხარს ვუჭერთ დიალოგს ორ ქვეყანას შორის და მხარს ვუჭერთ თურქეთის კეთილ ნებას ამ მიდგომის განსავითარებლად.

თუმცა, ჩვენი მთავარი ამოცანა ის არის, რაც უკავშირდება ჰუმანიტარულ ვითარებას უკრაინაში. ეს გადაწყვეტს, გააუმჯობესებს მას. ჩვენ ღრმად ვართ შეშფოთებული იმის გამო, რაც ახლა ხდება და მიგვაჩნია, რომ მოხდა შეჭრა უკრაინის ტერიტორიაზე. მიუხედავად ამისა, ჩამოვედი მოსკოვში პრაგმატული მიდგომით. ღრმად ვართ შეშფოთებული უკრაინაში ჰუმანიტარული ვითარების გამო“, - განაცხადა გუტერეშმა.