ავტორი:

"...მოლდოვა "სტუმრებს" უნდა ელოდოს - ცუდი ამბავი: თუ უკრაინა დაეცემა, რუსეთი ხვალ კიშინიოვს მიადგება" - პოდოლიაკი დნესტრისპირეთის აფეთქებებზე

"...მოლდოვა "სტუმრებს" უნდა ელოდოს - ცუდი ამბავი: თუ უკრაინა დაეცემა, რუსეთი ხვალ კიშინიოვს მიადგება" - პოდოლიაკი დნესტრისპირეთის აფეთქებებზე

"რუსეთს დნესტრისპირეთის დესტაბილიზაცია სურს და მიუთითებს იმაზე, რომ მოლდოვა "სტუმრებს“ უნდა ელოდოს" , - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა განაცხადა.

მისი თქმით, თუ უკრაინა დაეცემა, რუსული ჯარები ხვალ მოლდოვის დედაქალაქს მიადგება.

"რუსეთს დნესტრისპირეთის დესტაბილიზაცია სურს და მიუთითებს იმაზე, რომ მოლდოვა "სტუმრებს" უნდა ელოდოს. ცუდი ამბავი: თუ უკრაინა დაეცემა, რუსული ჯარები ხვალ კიშინიოვის კარიბჭეს მიადგებიან.

კარგი ამბავი: უკრაინა ცალსახად უზრუნველყოფს რეგიონის სტრატეგიულ უსაფრთხოებას, მაგრამ ჩვენ უნდა ვიმუშაოთ, როგორც გუნდმა", - განაცხადა პოდოლიაკმა.

ცნობისთვის, ბოლო ორი დღეა, დნესტრისპირეთის სეპარატისტული რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლება ავრცელებს ცნობებს სხვადასხვა ობიექტზე "დაუდგენელი პირების" თავდასხმების და აფეთქებების შესახებ.

დნესტრისპირეთის ე.წ. უშიშროების საბჭომ კი, ამავდროულად, თვითგამოცხადებულ სახელმწიფოში ტერორისტული საფრთხის წითელი დონის დაწესების გადაწყვეტილება მიიღო. არსებული ცნობით, უშიშროების საბჭოს სხდომა დე ფაქტო პრეზიდენტმა, ვადიმ კრასნოსელსკიმ ჩაატარა, მთავარი საკითხი იყო - "ტერორისტული თავდასხმები რესპუბლიკის ინფრასტრუქტურულ ობიექტებსა და სახელმწიფო დაწესებულებებზე.