სამართალი
მსოფლიო
პოლიტიკა

12

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 23:22-ზე, მთვარე მერწყულშია – იმუშავეთ მშვიდად და საფუძვლიანად. მოაგვარეთ მარტივი ფინანსური საკითხები. გადადეთ მნიშვნელოვანი საქმეები. იყავით ყურადღებიანი იმის მიმართ, რაც ხდება და მოუსმინეთ რას გეუბნებათ ხალხი. იყავით ფხიზლად და მოერიდეთ კონფლიქტს. გამოიჩინეთ მოქნილობა და ორიგინალურობა ადამიანებთან ურთიერთობისას. სამსახურში გამოავლინეთ თქვენი საუკეთესო მხარე. ზედმეტი აქტიურობა შედეგს არ მოიტანს. არ აიღოთ ზედმეტი სამუშაო და რთული პროექტები. ხორცზე უარის თქმა ჯობია. გამოიყენეთ მცენარეული ზეთი. ალკოჰოლური სასმელები უნდა გამოირიცხოს.
სპორტი
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რას ამბობს დავით ხიდაშელი მისთვის რაჭაში 104 ათასი ჰექტარი ტყის იჯარით გადაცემასა და ევტუშენკოვის საქართველოსთან კავშირზე: "ვლადიმერ ევტუშენკოვი 30 წელია ჩემი მეგობარია"
რას ამბობს დავით ხიდაშელი მისთვის რაჭაში 104 ათასი ჰექტარი ტყის იჯარით გადაცემასა და ევტუშენკოვის საქართველოსთან კავშირზე: "ვლადიმერ ევტუშენკოვი 30 წელია ჩემი მეგობარია"

ტე­ლე­კომ­პა­ნია "ფორ­მუ­ლას" მიერ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, რუ­სეთ­ში მცხოვ­რებ­მა ქარ­თველ­მა ბიზ­ნეს­მენ­მა და კარ­ტოგ­რა­ფე­ბის საქ­მის ერთ-ერ­თმა ფი­გუ­რან­ტმა, და­ვით ხი­და­შელ­მა რი­ყის დო­ქე­ბის შემ­დეგ, ახლა უკვე რა­ჭა­ში, 104 ათა­სი ჰექ­ტა­რი ტყე 49-წლი­ა­ნი იჯა­რით მი­ი­ღო. ის რუ­სუ­ლი კორ­პო­რა­ცი­ის " სის­ტე­მის” დამ­ფუძ­ნებ­ლის, სან­ქცი­რე­ბუ­ლი რუსი ოლი­გარ­ქის, ვლა­დი­მერ ევ­ტუ­შენ­კო­ვის პარტნი­ო­რი და მე­გო­ბა­რია.

შე­გახ­სე­ნებთ, 25 აპ­რილს, youtube-ზე გავ­რცე­ლე­ბულ ფა­რულ აუ­დი­ო­ჩა­ნა­წერ­ში, რომ­ლის ავ­თენ­ტუ­რო­ბაც დად­გე­ნი­ლი არ არის, თით­ქოს­და ექ­სპრე­მი­ე­რი ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი და რუსი ოლი­გარ­ქი ვლა­დი­მერ ევ­ტუ­შენ­კო­ვი სა­უბ­რო­ბენ. ეს ის მი­ლი­არ­დე­რია, რო­მე­ლიც მა­ნამ­დე გავ­რცე­ლე­ბულ კი­დევ ერთ ფა­რულ ჩა­ნა­წერ­ში ივა­ნიშ­ვილს და­ბა­დე­ბის დღეს ულო­ცავ­და. აქვე აღ­ვნიშ­ნავთ, რომ არც ამ ჩა­ნა­წე­რის ავ­თენ­ტუ­რო­ბაა დად­გე­ნი­ლი.

გუ­შინ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ჩა­ნა­წე­რე­ბის თა­ნახ­მად კი, ევ­ტუ­შენ­კო­ვის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრ ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილს შეხ­ვდა.

ინ­ტერ­ნეტ­ში ვრცელ­დე­ბა და­ვით ხი­და­შე­ლის მი­მარ­თვა, რო­მელ­საც უც­ვლე­ლად გთა­ვა­ზობთ:

"ბოლო დღე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში მიმ­დი­ნა­რე­ობს დე­ზინ­ფორ­მა­ცი­უ­ლი კამ­პა­ნია ჩემს წი­ნა­აღ­მდეგ, რომ­ლის მი­ზა­ნია ჩემი სა­ხე­ლის დის­კრე­დი­ტა­ცია. ამი­ტომ მსურს და­ვას­რუ­ლო სპე­კუ­ლა­ცი­ე­ბი და გა­ვა­კე­თო გან­მარ­ტე­ბა.

რაც შე­ე­ხე­ბა ინ­ფორ­მა­ცი­ას რა­ჭა­ში სა­ნა­დი­რო მე­ურ­ნე­ო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით, მო­გეხ­სე­ნე­ბათ, რომ მე ვფლობ რამ­დე­ნი­მე სა­ნა­დი­რო მე­ურ­ნე­ო­ბას მთე­ლი მსოფ­ლი­ოს მას­შტა­ბით - აფ­რი­კა­სა და ევ­რო­პა­ში. დიდი სურ­ვი­ლი მქონ­და, რომ სა­ქარ­თვე­ლო­საც ჰქონ­დეს სა­ერ­თა­შო­რი­სო სტან­დარ­ტის შე­სა­ბა­მი­სი სა­ნა­დი­რო მე­ურ­ნე­ო­ბა.

4 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში მივ­მარ­თავ­დი სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბას ამ სა­კი­თხთან და­კავ­ში­რე­ბით, რად­გან სა­ქარ­თვე­ლო­ში არ­სე­ბობს 20-მდე სა­ნა­დი­რო მე­ურ­ნე­ო­ბა და არც ერთი არ არის მი­მარ­თუ­ლი მო­სახ­ლე­ო­ბი­სა და ტუ­რის­ტე­ბის სარ­გებ­ლო­ბის­თვის. გარ­და ამი­სა, სა­ქარ­თვე­ლო­ში ცხო­ველ­თა გარ­კვე­უ­ლი ჯი­შე­ბი გა­ნად­გუ­რე­ბუ­ლია და მქონ­და სურ­ვი­ლი აღ­მედ­გი­ნა. შე­სა­ბა­მი­სი სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის­გან მი­ვი­ღე რე­კო­მენ­და­ცია, რომ რაჭა იყო ის ტე­რი­ტო­რია, სა­დაც ცხო­ველ­თა ჯი­შე­ბის ბუ­ნებ­რი­ვი წე­სით აღ­დგე­ნა მოხ­დე­ბო­და.

ასე­ვე, რამ­დე­ნი­მე წე­ლია ვთა­ნამ­შრომ­ლობ ეს­პა­ნურ კომ­პა­ნი­ას­თან, რო­მე­ლიც ფლობს გა­რე­უ­ლი ღო­რე­ბის ფერ­მებს და სა­ქარ­თვე­ლო­შიც აქვს თა­ვი­სი წარ­მო­მად­გენ­ლო­ბა. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, მაქვს სურ­ვი­ლი გან­ვა­ვი­თა­რო სა­ნა­დი­რო მე­ურ­ნე­ო­ბე­ბი არა მხო­ლოდ რა­ჭა­ში, არა­მედ სა­ქარ­თვე­ლოს სხვა რე­გი­ო­ნებ­ში, რი­თაც ისარ­გებ­ლე­ბენ ად­გი­ლობ­რი­ვი მო­სახ­ლე­ო­ბაც და რამ­დე­ნი­მე მი­ლი­ო­ნი ტუ­რის­ტი, რომ­ლე­ბიც ყო­ველ­წლი­უ­რად ჩა­მო­დი­ან სა­ქარ­თვე­ლო­ში.

თუ ვინ­მეს სურ­ვი­ლი ექ­ნე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში სა­ნა­დი­რო მე­ურ­ნე­ო­ბე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის საქ­მე­ში შე­მო­მი­ერ­თდეს, აი­ღოს ვალ­დე­ბუ­ლე­ბა, რომ მო­უვ­ლის ტყეს და აღად­გენს ცხო­ველ­თა ჯი­შებს, სი­ა­მოვ­ნე­ბით შევ­ქმნი ამ­ხა­ნა­გო­ბას და მივ­ცემ შე­საძ­ლებ­ლო­ბას ამ სფე­როს გან­ვი­თა­რე­ბა­ში თა­ვი­სი წვლი­ლი შე­ი­ტა­ნონ. გარ­და ამ პრო­ექ­ტი­სა, სა­ქარ­თვე­ლო­ში ვა­ხორ­ცი­ე­ლებ 47 პრო­ექტს, რო­მე­ლიც მო­ი­ცავს ყვე­ლა სფე­როს და სპე­კუ­ლა­ცი­ე­ბის თა­ვი­დან ასა­ცი­ლებ­ლად, სა­თი­თა­ოდ ყვე­ლა პრო­ექ­ტზე გა­ვავ­რცე­ლებ გან­ცხა­დე­ბებს და მო­სახ­ლე­ო­ბას ინ­ფორ­მა­ცი­ას მი­ვაწ­ვდი. რაც შე­ე­ხე­ბა გუ­შინ გავ­რცე­ლე­ბულ, გა­ურ­კვე­ვე­ლი წარ­მო­მავ­ლო­ბის ორ აუ­დი­ო­ჩა­ნა­წერს, სა­დაც გაჟ­ღერ­და სა­ხე­ლი "და­ვი­თი“, რის შემ­დე­გაც ბევ­რმა ჟურ­ნა­ლის­ტმა მომ­მარ­თა კო­მენ­ტა­რის­თვის. მო­რი­გი სპე­კუ­ლა­ცი­ე­ბი რომ არ მოხ­დეს, გა­დავ­წყვი­ტე მე თვი­თონ გა­ვა­კე­თო გან­მარ­ტე­ბა.

ვლა­დი­მერ ევ­ტუ­შენ­კო­ვი 30 წე­ლია არის ჩემი მე­გო­ბა­რი, მისი ოჯა­ხის წევ­რე­ბი მუ­შა­ობ­დნენ ჩემს კომ­პა­ნი­ებ­ში შვე­ი­ცა­რი­ა­ში. მე სა­ქარ­თვე­ლო­ში წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში არ ვიმ­ყო­ფე­ბო­დი და არ ვსაქ­მი­ა­ნობ­დი.

რამ­დე­ნი­მე წლის წინ მთხო­ვეს ჩავ­რთუ­ლი­ყა­ვი ერთ-ერთ ბიზ­ნეს სა­კი­თხში, რო­მე­ლიც ეხე­ბო­და "რუს­თა­ვის აზო­ტის“ ქარ­ხნის კრე­დიტს, თუმ­ცა აღ­ნიშ­ნულ სა­კი­თხში არ ჩავ­რე­ულ­ვარ. "რუს­თა­ვის აზო­ტის“ ქარ­ხა­ნას ჰქონ­და ევ­ტუ­შენ­კო­ვის კუთ­ვნი­ლი კორ­პო­რა­ცია "სის­ტე­მის­გან“ 100 მლნ დო­ლა­რამ­დე კრე­დი­ტი აღე­ბუ­ლი, რომ­ლის გას­ტუმ­რე­ბაც ვერ ხერ­ხდე­ბო­და.

ამ სა­კი­თხთან და­კავ­ში­რე­ბით ევ­ტუ­შენ­კო­ვი 3-ჯერ იყო ჩა­მო­სუ­ლი სა­ქარ­თვე­ლო­ში. რო­გორც ვიცი, სა­სა­მარ­თლო დავა კვლავ გრძელ­დე­ბა და არ მსურს დე­ტა­ლებ­ზე სა­უ­ბა­რი, ვი­ნა­ი­დან ეს სა­კი­თხი მე არ მე­ხე­ბა. რაც შე­ე­ხე­ბა გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ას ალი უზ­დე­ნოვ­თან და­კავ­ში­რე­ბით და სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩვენს შეხ­ვედ­რებ­თან და­კავ­ში­რე­ბით.

პირ­ველ რიგ­ში, აღ­ვნიშ­ნავ, რომ ალი უზ­დე­ნო­ვი არის ბიზ­ნეს­მე­ნი და არა­ნა­ი­რი კავ­ში­რი არ აქვს პო­ლი­ტი­კას­თან. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, სა­ქარ­თვე­ლო­ში ღვი­ნის კონ­სორ­ცი­უ­მის შექ­მნა და­ვი­წყე და გეგ­მა­ში მაქვს ღვი­ნის ექ­სპორ­ტის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ზრდა. გარ­და ამი­სა, ვა­მუ­შა­ვებ შე­საძ­ლებ­ლო­ბას, რომ რუ­სეთ­ში ღვი­ნის რე­ა­ლი­ზა­ცი­ის შე­დე­გად მი­ღე­ბუ­ლი თან­ხე­ბით მოხ­დეს ხორ­ბლის შე­მო­ტა­ნა რუ­სე­თი­დან, ვი­ნა­ი­დან სა­ქარ­თვე­ლო­ში არის ხორ­ბლის სა­ჭი­რო­ება. ალი უზ­დე­ნოვ­თან ერ­თად სწო­რედ ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით გავ­მარ­თე შეხ­ვედ­რე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­ში ბიზ­ნეს სექ­ტორ­თან, მე­ხორ­ბლე­ებ­თან. ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­თან არა­ნა­ი­რი შეხ­ვედ­რა არ გა­მარ­თუ­ლა. რაც შე­ე­ხე­ბა პრე­მი­ერ­თან შეხ­ვედ­რას, ასე­თი შეხ­ვედ­რა არ შემ­დგა­რა.

მე მქონ­და კო­მუ­ნი­კა­ცია პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრთან, ვთხო­ვე შეხ­ვედ­რა, თუმ­ცა პრე­მი­ერ­მა გა­დაგ­ვა­მი­სა­მარ­თა ბიზ­ნეს სექ­ტორ­თან. აქვე გან­ვმარ­ტავ, რომ ბიზ­ნეს სექ­ტორ­თან შეხ­ვედ­რე­ბი რა­ი­მე კონ­კრე­ტუ­ლი შე­თან­ხმე­ბით და შე­დე­გით არ დას­რუ­ლე­ბუ­ლა.

კი­დევ ერთხელ ვა­ცხა­დებ, მე ვარ ბიზ­ნეს­მე­ნი, სა­ქარ­თვე­ლო­ში ვა­ხორ­ცი­ე­ლებ 47-ზე მეტ პრო­ექტს და კვლავ ვა­პი­რებ გა­ვაგ­რძე­ლო ჩემი საქ­მი­ა­ნო­ბა და და­ვეხ­მა­რო სა­ქარ­თვე­ლოს სხვა­დას­ხვა დარ­გის გან­ვი­თა­რე­ბას. იმის მი­უ­ხე­და­ვად, რამ­დენ ბინ­ძურ დე­ზინ­ფორ­მა­ცი­ას გა­ავ­რცე­ლე­ბენ და რამ­დენ ბინ­ძურ კამ­პა­ნი­ას აა­გო­რე­ბენ ჩემს წი­ნა­აღ­მდეგ, არ ვა­პი­რებ რა­ი­მე პო­ლი­ტი­კუ­რი შე­ფა­სე­ბის გა­კე­თე­ბას, ჩემი საქ­მი­ა­ნო­ბა ყო­ველ­თვის იყო მი­მარ­თუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს კე­თილ­დღე­ო­ბის­კენ და ქარ­თვე­ლი ხალ­ხი ამას ხე­დავს და ყო­ველ­თვის და­ი­ნა­ხავს".

იხი­ლეთ ასე­ვე:

მკითხველის კომენტარები / 55 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გია
0

რამე შეცდომა თუ არაა მაშინ იცოდეთ, რომ მთელი რაჭის ფართობი შეადგენს 282 ათას ჰექტარს და თუ აქედან 104 ათასი ჰექტარი ვინმეს 49 წლიანი იჯარით გადაეცა მაშინ მართლაც ყოჩაღ თქვენ

რომა
2

კიდე ბერავთ ეს ლენჩი ვაი ქართველები და ბიძგვინას აპრავებთ.... ომის გარეშე გადასცა რაჭა რუსეთს..... ეს რაც ვიცით და რაც არ ვიცით? ალბათ კახეთიც გაყიდული აქვს ჯიგარს ქართლიც სამეგრელოც და მოვა დრო აგვაფარევენ საბუთს თვალებზე აი ვიყიდე რას მედავებითო.... ეს არის თქვები ბატონი ბიძინა ივანიშვილი ამიტომ ხარჯავდა მილიონებს ალბათ ეფესბეს ფულებს რომ მერე ერთიანად ნაწილ ნაწილ გადაეცათ რუსებისთვის.... განათლებაც მაგიტოა ნოლზე დაყვანილი რომ განათლებული ხალხი არ აწყობთ ჩვენ უნდა ვიყოთ ბაიყუშები რასაც ჩაგვძახებენ ის ვაკეთოთ... ვირით გადაგვკუზონ ცვებს მიწაზე რუსევმა და ისე უნდა გვამუშაონ აბა რაა. არ დაბლოკოთ ძალიან გთხოვთ თორემ საერთოდ აღარასდროს დავპოსტავ აქ 

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ვიდეოკადრებს ავრცელებს პროკურატურა პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულ 19 წლის საბა ჯიქიასთან დაკავშირებით?
ავტორი:

რას ამბობს დავით ხიდაშელი მისთვის რაჭაში 104 ათასი ჰექტარი ტყის იჯარით გადაცემასა და ევტუშენკოვის საქართველოსთან კავშირზე: "ვლადიმერ ევტუშენკოვი 30 წელია ჩემი მეგობარია"

რას ამბობს დავით ხიდაშელი მისთვის რაჭაში 104 ათასი ჰექტარი ტყის იჯარით გადაცემასა და ევტუშენკოვის საქართველოსთან კავშირზე: "ვლადიმერ ევტუშენკოვი 30 წელია ჩემი მეგობარია"

ტელეკომპანია "ფორმულას" მიერ გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთში მცხოვრებმა ქართველმა ბიზნესმენმა და კარტოგრაფების საქმის ერთ-ერთმა ფიგურანტმა, დავით ხიდაშელმა რიყის დოქების შემდეგ, ახლა უკვე რაჭაში, 104 ათასი ჰექტარი ტყე 49-წლიანი იჯარით მიიღო. ის რუსული კორპორაციის " სისტემის” დამფუძნებლის, სანქცირებული რუსი ოლიგარქის, ვლადიმერ ევტუშენკოვის პარტნიორი და მეგობარია.

შეგახსენებთ, 25 აპრილს, youtube-ზე გავრცელებულ ფარულ აუდიოჩანაწერში, რომლის ავთენტურობაც დადგენილი არ არის, თითქოსდა ექსპრემიერი ბიძინა ივანიშვილი და რუსი ოლიგარქი ვლადიმერ ევტუშენკოვი საუბრობენ. ეს ის მილიარდერია, რომელიც მანამდე გავრცელებულ კიდევ ერთ ფარულ ჩანაწერში ივანიშვილს დაბადების დღეს ულოცავდა. აქვე აღვნიშნავთ, რომ არც ამ ჩანაწერის ავთენტურობაა დადგენილი.

გუშინ გავრცელებული ჩანაწერების თანახმად კი, ევტუშენკოვის წარმომადგენელი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს შეხვდა.

ინტერნეტში ვრცელდება დავით ხიდაშელის მიმართვა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

"ბოლო დღეების განმავლობაში მიმდინარეობს დეზინფორმაციული კამპანია ჩემს წინააღმდეგ, რომლის მიზანია ჩემი სახელის დისკრედიტაცია. ამიტომ მსურს დავასრულო სპეკულაციები და გავაკეთო განმარტება.

რაც შეეხება ინფორმაციას რაჭაში სანადირო მეურნეობასთან დაკავშირებით, მოგეხსენებათ, რომ მე ვფლობ რამდენიმე სანადირო მეურნეობას მთელი მსოფლიოს მასშტაბით - აფრიკასა და ევროპაში. დიდი სურვილი მქონდა, რომ საქართველოსაც ჰქონდეს საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისი სანადირო მეურნეობა.

4 წლის განმავლობაში მივმართავდი საქართველოს მთავრობას ამ საკითხთან დაკავშირებით, რადგან საქართველოში არსებობს 20-მდე სანადირო მეურნეობა და არც ერთი არ არის მიმართული მოსახლეობისა და ტურისტების სარგებლობისთვის. გარდა ამისა, საქართველოში ცხოველთა გარკვეული ჯიშები განადგურებულია და მქონდა სურვილი აღმედგინა. შესაბამისი სპეციალისტებისგან მივიღე რეკომენდაცია, რომ რაჭა იყო ის ტერიტორია, სადაც ცხოველთა ჯიშების ბუნებრივი წესით აღდგენა მოხდებოდა.

ასევე, რამდენიმე წელია ვთანამშრომლობ ესპანურ კომპანიასთან, რომელიც ფლობს გარეული ღორების ფერმებს და საქართველოშიც აქვს თავისი წარმომადგენლობა. აქედან გამომდინარე, მაქვს სურვილი განვავითარო სანადირო მეურნეობები არა მხოლოდ რაჭაში, არამედ საქართველოს სხვა რეგიონებში, რითაც ისარგებლებენ ადგილობრივი მოსახლეობაც და რამდენიმე მილიონი ტურისტი, რომლებიც ყოველწლიურად ჩამოდიან საქართველოში.

თუ ვინმეს სურვილი ექნება საქართველოში სანადირო მეურნეობების განვითარების საქმეში შემომიერთდეს, აიღოს ვალდებულება, რომ მოუვლის ტყეს და აღადგენს ცხოველთა ჯიშებს, სიამოვნებით შევქმნი ამხანაგობას და მივცემ შესაძლებლობას ამ სფეროს განვითარებაში თავისი წვლილი შეიტანონ. გარდა ამ პროექტისა, საქართველოში ვახორციელებ 47 პროექტს, რომელიც მოიცავს ყველა სფეროს და სპეკულაციების თავიდან ასაცილებლად, სათითაოდ ყველა პროექტზე გავავრცელებ განცხადებებს და მოსახლეობას ინფორმაციას მივაწვდი. რაც შეეხება გუშინ გავრცელებულ, გაურკვეველი წარმომავლობის ორ აუდიოჩანაწერს, სადაც გაჟღერდა სახელი "დავითი“, რის შემდეგაც ბევრმა ჟურნალისტმა მომმართა კომენტარისთვის. მორიგი სპეკულაციები რომ არ მოხდეს, გადავწყვიტე მე თვითონ გავაკეთო განმარტება.

ვლადიმერ ევტუშენკოვი 30 წელია არის ჩემი მეგობარი, მისი ოჯახის წევრები მუშაობდნენ ჩემს კომპანიებში შვეიცარიაში. მე საქართველოში წლების განმავლობაში არ ვიმყოფებოდი და არ ვსაქმიანობდი.

რამდენიმე წლის წინ მთხოვეს ჩავრთულიყავი ერთ-ერთ ბიზნეს საკითხში, რომელიც ეხებოდა "რუსთავის აზოტის“ ქარხნის კრედიტს, თუმცა აღნიშნულ საკითხში არ ჩავრეულვარ. "რუსთავის აზოტის“ ქარხანას ჰქონდა ევტუშენკოვის კუთვნილი კორპორაცია "სისტემისგან“ 100 მლნ დოლარამდე კრედიტი აღებული, რომლის გასტუმრებაც ვერ ხერხდებოდა.

ამ საკითხთან დაკავშირებით ევტუშენკოვი 3-ჯერ იყო ჩამოსული საქართველოში. როგორც ვიცი, სასამართლო დავა კვლავ გრძელდება და არ მსურს დეტალებზე საუბარი, ვინაიდან ეს საკითხი მე არ მეხება. რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას ალი უზდენოვთან დაკავშირებით და საქართველოში ჩვენს შეხვედრებთან დაკავშირებით.

პირველ რიგში, აღვნიშნავ, რომ ალი უზდენოვი არის ბიზნესმენი და არანაირი კავშირი არ აქვს პოლიტიკასთან. მოგეხსენებათ, საქართველოში ღვინის კონსორციუმის შექმნა დავიწყე და გეგმაში მაქვს ღვინის ექსპორტის მნიშვნელოვანი ზრდა. გარდა ამისა, ვამუშავებ შესაძლებლობას, რომ რუსეთში ღვინის რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხებით მოხდეს ხორბლის შემოტანა რუსეთიდან, ვინაიდან საქართველოში არის ხორბლის საჭიროება. ალი უზდენოვთან ერთად სწორედ ამასთან დაკავშირებით გავმართე შეხვედრები საქართველოში ბიზნეს სექტორთან, მეხორბლეებთან. ბიძინა ივანიშვილთან არანაირი შეხვედრა არ გამართულა. რაც შეეხება პრემიერთან შეხვედრას, ასეთი შეხვედრა არ შემდგარა.

მე მქონდა კომუნიკაცია პრემიერ-მინისტრთან, ვთხოვე შეხვედრა, თუმცა პრემიერმა გადაგვამისამართა ბიზნეს სექტორთან. აქვე განვმარტავ, რომ ბიზნეს სექტორთან შეხვედრები რაიმე კონკრეტული შეთანხმებით და შედეგით არ დასრულებულა.

კიდევ ერთხელ ვაცხადებ, მე ვარ ბიზნესმენი, საქართველოში ვახორციელებ 47-ზე მეტ პროექტს და კვლავ ვაპირებ გავაგრძელო ჩემი საქმიანობა და დავეხმარო საქართველოს სხვადასხვა დარგის განვითარებას. იმის მიუხედავად, რამდენ ბინძურ დეზინფორმაციას გაავრცელებენ და რამდენ ბინძურ კამპანიას ააგორებენ ჩემს წინააღმდეგ, არ ვაპირებ რაიმე პოლიტიკური შეფასების გაკეთებას, ჩემი საქმიანობა ყოველთვის იყო მიმართული საქართველოს კეთილდღეობისკენ და ქართველი ხალხი ამას ხედავს და ყოველთვის დაინახავს".

იხილეთ ასევე: