მსოფლიო
პოლიტიკა

19

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 01:35-ზე, მთვარე ვერძში გადავა 03:07-ზე – მოერიდეთ აჩქარებას და გაღიზიანებას. არ არის რეკომენდებული მოლაპარაკებების წარმოება. აზრებისა და იდეების სხვებისთვის გაზიარება. დღეს გაწყვეტილი კავშირები არასოდეს აღდგება და ადამიანები ძალიან სწრაფად ივიწყებენ ერთმანეთს. უარი თქვით ხორცზე, ყავასა და ალკოჰოლზე. ჭარბმა კვებამ შესაძლოა კუჭ-ნაწლავის დაავადებები გამოიწვიოს.
სამართალი
კონფლიქტები
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
კიმ ჩენ ინმა ფიცი დადო, რომ ქვეყნის ბირთვულ არსენალს კიდევ უფრო გააძლიერებს - დიქტატორი აღლუმზე ცოლთან ერთად მივიდა (ფოტოები)
კიმ ჩენ ინმა ფიცი დადო, რომ ქვეყნის ბირთვულ არსენალს კიდევ უფრო გააძლიერებს - დიქტატორი აღლუმზე ცოლთან ერთად მივიდა (ფოტოები)

ჩრდი­ლო­ეთ კო­რე­ის ლი­დერ­მა, კიმ ჩენ ინმა, ორ­შა­ბათ სა­ღა­მოს გა­მარ­თულ სამ­ხედ­რო აღ­ლუმ­ზე ფიცი დადო, რომ ქვეყ­ნის ბირ­თვულ არ­სე­ნალს გა­აძ­ლი­ე­რებს.

აღ­ლუ­მი ქვეყ­ნის შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის და­არ­სე­ბის იუ­ბი­ლეს მი­ე­ძღვნა და სხვა­დას­ხვა ია­რაღ­თან ერ­თად, წარ­მოდ­გე­ნი­ლი იყო აკ­რძა­ლუ­ლი კონ­ტი­ნენ­ტთა­შო­რი­სი ბა­ლის­ტი­კუ­რი რა­კე­ტე­ბიც (ICBM). გა­ი­მარ­თა შთამ­ბეჭ­და­ვი სა­ნა­ხა­ო­ბა. აღ­ლუმს ჩრდი­ლო­ეთ კო­რე­ის დიქ­ტა­ტო­რი მე­უღ­ლეს­თან, რი სოლ ჯუს­თან ერ­თად და­ეს­წრო.

მარ­ტში, ჩრდი­ლო­ეთ კო­რე­ამ 2017 წლის შემ­დეგ პირ­ვე­ლად, თა­ვი­სი ყვე­ლა­ზე ცნო­ბი­ლი ბა­ლის­ტი­კუ­რი რა­კე­ტა გა­მოს­ცა­და. ეს სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ზო­გა­დო­ე­ბამ დაგ­მო, აშშ-მა კი არა­ერ­თი სან­ქცია და­უ­წე­სა ქვე­ყა­ნას. სამ­ხრეთ კო­რე­ე­ლი ექ­სპერ­ტე­ბი ეჭ­ვის ქვეშ აყე­ნე­ბენ სა­ტეს­ტო გაშ­ვე­ბის წარ­მა­ტე­ბას.

აღ­ლუმ­ზე წარ­მოდ­გე­ნილ ია­რაღს შო­რის სა­ზღვაო ბა­ლის­ტი­კუ­რი რა­კე­ტე­ბიც იყო ჰი­პერბგე­რით რა­კე­ტებ­თან ერ­თად. აქ იყო ასე­ვე მარ­ტში და­ტეს­ტი­ლი ICBM ია­რა­ღიც - "ჰვა­სონგ-17".

კიმ ჩენ ინი და­სავ­ლე­თის მხრი­დან ბირ­თვუ­ლი ია­რა­ღის გა­მოც­დის დაგ­მო­ბას არ გა­ნიც­დის და ამ­ბობს: "ბირ­თვუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის რაც შე­იძ­ლე­ბა სწრა­ფი ტემ­პით ზრდის­თვის, კვლავ გა­დავ­დგამთ ნა­ბი­ჯებს“.

ჩრდი­ლო­ეთ კო­რე­ის ლი­დერ­მა ისიც გა­ნა­ცხა­და, რომ მათი ბირ­თვუ­ლი ძა­ლე­ბი ყო­ველ­თვის მზად­ყოფ­ნა­ში უნდა იყოს, თუ მათი მო­უ­ლოდ­ნე­ლი გა­მოც­და გა­და­წყდე­ბა.

ჩრდი­ლო­ეთ კო­რე­ის ბირ­თვუ­ლი ია­რა­ღი ომის შე­მა­კა­ვე­ბე­ლი ინ­სტრუ­მენ­ტი უნდა ყო­ფი­ლი­ყო, მაგ­რამ კიმ ჩენ ინის თქმით, სხვა მი­ზე­ზე­ბის გა­მოც შე­იძ­ლე­ბა მათი გა­მო­ყე­ნე­ბის სა­ჭი­რო­ე­ბა დად­გეს. ის წინა გა­მოს­ვლებ­შიც იმუქ­რე­ბო­და: „თუ თავს დაგ­ვეს­ხმი­ან, ჩვენც შე­ვუ­ტევთ“.

წყა­რო: bbc

იხი­ლეთ ასე­ვე:

მო­ამ­ზა­და: ანა სი­ბოშ­ვილ­მა

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ამიგო
0

...პატარა მაო ძე დუნი!

კკ
3

არადა როგორ უყვარს ამისი ბრიყვული სიცილი თავის ხალხს :)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვრცელდება იმ მამაკაცის დაკავების კადრები, რომელმაც სიმამრი მოკლა, სიდედრი კი სცემა
ავტორი:

კიმ ჩენ ინმა ფიცი დადო, რომ ქვეყნის ბირთვულ არსენალს კიდევ უფრო გააძლიერებს - დიქტატორი აღლუმზე ცოლთან ერთად მივიდა (ფოტოები)

კიმ ჩენ ინმა ფიცი დადო, რომ ქვეყნის ბირთვულ არსენალს კიდევ უფრო გააძლიერებს - დიქტატორი აღლუმზე ცოლთან ერთად მივიდა (ფოტოები)

ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა, კიმ ჩენ ინმა, ორშაბათ საღამოს გამართულ სამხედრო აღლუმზე ფიცი დადო, რომ ქვეყნის ბირთვულ არსენალს გააძლიერებს.

აღლუმი ქვეყნის შეიარაღებული ძალების დაარსების იუბილეს მიეძღვნა და სხვადასხვა იარაღთან ერთად, წარმოდგენილი იყო აკრძალული კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტებიც (ICBM). გაიმართა შთამბეჭდავი სანახაობა. აღლუმს ჩრდილოეთ კორეის დიქტატორი მეუღლესთან, რი სოლ ჯუსთან ერთად დაესწრო.

მარტში, ჩრდილოეთ კორეამ 2017 წლის შემდეგ პირველად, თავისი ყველაზე ცნობილი ბალისტიკური რაკეტა გამოსცადა. ეს საერთაშორისო საზოგადოებამ დაგმო, აშშ-მა კი არაერთი სანქცია დაუწესა ქვეყანას. სამხრეთ კორეელი ექსპერტები ეჭვის ქვეშ აყენებენ სატესტო გაშვების წარმატებას.

აღლუმზე წარმოდგენილ იარაღს შორის საზღვაო ბალისტიკური რაკეტებიც იყო ჰიპერბგერით რაკეტებთან ერთად. აქ იყო ასევე მარტში დატესტილი ICBM იარაღიც - "ჰვასონგ-17".

კიმ ჩენ ინი დასავლეთის მხრიდან ბირთვული იარაღის გამოცდის დაგმობას არ განიცდის და ამბობს: "ბირთვული შესაძლებლობების რაც შეიძლება სწრაფი ტემპით ზრდისთვის, კვლავ გადავდგამთ ნაბიჯებს“.

ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა ისიც განაცხადა, რომ მათი ბირთვული ძალები ყოველთვის მზადყოფნაში უნდა იყოს, თუ მათი მოულოდნელი გამოცდა გადაწყდება.

ჩრდილოეთ კორეის ბირთვული იარაღი ომის შემაკავებელი ინსტრუმენტი უნდა ყოფილიყო, მაგრამ კიმ ჩენ ინის თქმით, სხვა მიზეზების გამოც შეიძლება მათი გამოყენების საჭიროება დადგეს. ის წინა გამოსვლებშიც იმუქრებოდა: „თუ თავს დაგვესხმიან, ჩვენც შევუტევთ“.

წყარო: bbc

იხილეთ ასევე:

მოამზადა: ანა სიბოშვილმა