უკრაინის უშიშროების სამსახური აცხადებს, რომ რუსი პროპაგანდისტის ვლადიმერ სოლოვიოვის მკვლელობას არ გეგმავს.
უკრაინის უშიშროების სამსახურის (SBU) განცხადების თანახმად, ის მუშაობს საკუთარი ქვეყნის უსაფრთხოების გასაძლიერებლად და არც დრო აქვს და არც სურვილი "დივერსიებისთვის“, როგორიცაა რუსული პროპაგანდისტების მკვლელობა.
უკრაინის უშიშროების სამსახურის ინფორმაციით, ინტერესით შეისწავლა რუსეთის FSB-ს ეს უკანასკნელი "ფიქტიური მოხსენება", რომ მათ "გმირულად დააკავეს ნეონაცისტები", რომლებიც, სავარაუდოდ, "საზოგადოებრივი მოღვაწე" ვლადიმერ სოლოვიოვის მკვლელობას SBU-ს მოთხოვნით გეგმავდნენ.
"SBU-ს ამ მხრივ მხოლოდ სამი რამ აქვს სათქმელი:
ცნობისთვის, დღეს რუსეთის უსაფრთხოების ფედერალურმა სამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ FSB-ის თანამშრომლებმა დააკავს 6 პირი, რომლებიც უკრაინის უშიშროების სამსახურის დაკვეთით კრემლის პროპაგანდისტ ვლადიმირ სოლოვიოვის მკვლელობას ამზადებდნენ.
FSB ინფორმაციით, სოლოვიოვის მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულებს სოლოვიოვის მოკვლა მოსკოვში მისი მანქანის აფეთქებით ჰქონდათ განზრახული.
უწყების მტკიცებით, თავდამსხმელები აკრძალული ნეონაცისტური ორგანიზაციის ნაციონალ-სოციალიზმი/თეთრი ძალის წევრები არიან და მათ დანაშაული აღიარეს.