მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

2

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:46-ზე, მთვარე სასწორშია – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. კარგი დღეა მარხვისთვის. საკვები უნდა იყოს მარტივი და მსუბუქი. არ მიირთვათ ხელოვნური პროდუქტები, ნამცხვრები, სოკო და ხორცი. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება. პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება. ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. ეს დღე ყველაზე არახელსაყრელია ქორწინებისა და საქორწილო ღონისძიებებისთვის.
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მე თუ რამე მომივა, იცოდეთ, ზელენსკის შეკვეთილი იქნება" - რუსეთის FSB-ის განცხადებით, სოლოვიოვის მკვლელობის მომზადების ბრალდებით 6 პირი დააკავეს
"მე თუ რამე მომივა, იცოდეთ, ზელენსკის შეკვეთილი იქნება" - რუსეთის FSB-ის განცხადებით, სოლოვიოვის მკვლელობის მომზადების ბრალდებით 6 პირი დააკავეს

რუ­სუ­ლი გა­მო­ცე­მა RTVI.COM- ის ცნო­ბით, რუ­სე­თის FSB-ის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა და­ა­კავს 6 პირი, რომ­ლე­ბიც უკ­რა­ი­ნის უშიშ­რო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის დაკ­ვე­თით კრემ­ლის პრო­პა­გან­დისტ ვლა­დი­მირ სო­ლო­ვი­ო­ვის მკვლე­ლო­ბას ამ­ზა­დებ­დნენ. გა­მო­ცე­მა აღ­ნიშ­ნულ ინ­ფორ­მა­ცის რუ­სე­თის FSB-ის სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის სამ­სა­ხურ­ზე დაყ­რდნო­ბით ავ­რცე­ლებს.

რუ­სუ­ლი უსაფრ­თხო­ე­ბის ფე­დე­რა­ლუ­რი სამ­სა­ხუ­რის (FSB) ინ­ფორ­მა­ცი­ით, სო­ლო­ვი­ო­ვის მკვლე­ლო­ბის მცდე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლებს სო­ლო­ვი­ო­ვის მოკ­ვლა მოს­კოვ­ში მისი მან­ქა­ნის აფეთ­ქე­ბით ჰქონ­დათ გან­ზრა­ხუ­ლი.

უწყე­ბის მტკი­ცე­ბით, თავ­დამ­სხმე­ლე­ბი აკ­რძა­ლუ­ლი ნე­ო­ნა­ცის­ტუ­რი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის ნა­ცი­ო­ნალ-სო­ცი­ა­ლიზ­მი/თეთ­რი ძა­ლის წევ­რე­ბი არი­ან.

”უსაფრ­თხო­ე­ბის ფე­დე­რა­ლურ­მა სამ­სა­ხურ­მა, რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის სა­გა­მო­ძი­ე­ბო კო­მი­ტეტ­თან ერ­თად, და­ა­კა­ვა რუ­სეთ­ში აკ­რძა­ლუ­ლი ნეო-ნა­ცის­ტუ­რი ტე­რო­რის­ტუ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის ნა­ცი­ო­ნალ-სო­ცი­ა­ლიზ­მი / თეთ­რი ძა­ლის წევ­რე­ბის ჯგუ­ფი - მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი. მათ უკ­რა­ი­ნის უშიშ­რო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის და­ვა­ლე­ბით და­გეგ­მეს სა­ზო­გა­დო მოღ­ვა­წის, ცნო­ბი­ლი ჟურ­ნა­ლის­ტის ვლა­დი­მერ სო­ლო­ვი­ო­ვის მკვლე­ლო­ბა“, - ნათ­ქვა­მია FSB-ის გან­ცხა­დე­ბა­ში.

გან­ცხა­დე­ბა­ში აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ ჩხრე­კი­სას შემ­დე­გი ნივთმტკი­ცე­ბე­ბი ამო­ი­ღეს: სნა­ი­პე­რუ­ლი შაშ­ხა­ნა, მო­ლო­ტო­ვის კოქ­ტე­ი­ლის რვა ცე­ცხლგამ­ჩე­ნი მო­წყო­ბი­ლო­ბა, 6 მა­კა­რო­ვის პის­ტო­ლე­ტი, სა­ნა­დი­რო თოფი, RGD-5 ხელ­ყუმ­ბა­რა, სხვა­დას­ხვა კა­ლიბ­რის ათას­ზე მეტი ვაზ­ნა, ნარ­კო­ტი­კი, ყალ­ბი უკ­რა­ი­ნუ­ლი პას­პორ­ტე­ბი და და­კა­ვე­ბულ­თა ჯგუ­ფის წევ­რე­ბის ფო­ტო­ე­ბი.

FSB-ს ირ­წმუ­ნე­ბა, რომ და­კა­ვე­ბუ­ლე­ბი სო­ლო­ვი­ო­ვის მკვლე­ლო­ბის მომ­ზა­დე­ბას აღი­ა­რე­ბენ.

დღეს, სო­ლო­ვი­ო­ვის სი­ცო­ცხლის ხელ­ყო­ფის მცდე­ლო­ბის მომ­ზა­დე­ბის შე­სა­ხებ ცნო­ბებს, რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტი ვლა­დი­მერ პუ­ტი­ნი გა­მო­ეხ­მა­უ­რა. .

"დღეს დი­ლით უშიშ­რო­ე­ბის ფე­დე­რა­ლურ­მა სამ­სა­ხურ­მა აღ­კვე­თა ტე­რო­რის­ტუ­ლი ჯგუ­ფის საქ­მი­ა­ნო­ბა. მათ და­გეგ­მი­ლი ჰქონ­დათ ერთ-ერთი ცნო­ბი­ლი რუსი ტე­ლეჟურ­ნა­ლის­ტის მკვლე­ლო­ბა“, - გა­ნა­ცხა­და პუ­ტინ­მა პრო­კუ­რა­ტუ­რის გა­ფარ­თო­ე­ბულ სხდო­მა­ზე სი­ტყვით გა­მოს­ვლი­სას.

რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტმა დას­ძი­ნა, რომ და­სავ­ლე­თის ქვეყ­ნე­ბი რუ­სეთ­თან სა­ინ­ფორ­მა­ციო ომში "მარ­ცხდე­ბი­ან“, რის გა­მოც "ტე­რორ­ზე გა­და­ვიდ­ნენ“.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ 23 აპ­რილს, სო­ლო­ვი­ო­ვის სა­ავ­ტო­რო გა­და­ცე­მა­ში Soloviev LIVE სო­ლო­ვი­ოვ­მა თქვა, რომ უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენ­ტმა ვო­ლო­დი­მირ ზე­ლენ­სკიმ ახლო წრე­ში მის თა­ო­ბა­ზე და­ი­წუ­წუ­ნა და მე­გობ­რებს სთხო­ვა, სო­ლო­ვი­ოვს სა­თა­ნა­დოდ გას­წო­რე­ბოდ­ნენ.

"მე თუ რამე მო­მი­ვა, იცო­დეთ, ზე­ლენ­სკის შეკ­ვე­თი­ლი იქ­ნე­ბა" - თქვა კრემ­ლის პრო­პა­გან­დის­ტმა სო­ლო­ვი­ოვ­მა.

111
0

ნელნელა დაეწყო კოშმარული სიზმრები, მაგის ადგილას ავდგებოდი და სადმე ტაიგაში გადავსახდებოდი. სხვათაშორის ეს რუსეთის თავგადადებულმა მომხრეებმაც გაითვალიწინონ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
თურქეთში ტყის ხანძარს ებრძვიან - ჰათაის პროვინციაში ხანძარი დასახლებულ პუნქტებს მიუახლოვდა, აღნიშნულის გამო კი მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა
ავტორი:

"მე თუ რამე მომივა, იცოდეთ, ზელენსკის შეკვეთილი იქნება" - რუსეთის FSB-ის განცხადებით, სოლოვიოვის მკვლელობის მომზადების ბრალდებით 6 პირი დააკავეს

"მე თუ რამე მომივა, იცოდეთ, ზელენსკის შეკვეთილი იქნება" - რუსეთის FSB-ის განცხადებით, სოლოვიოვის მკვლელობის მომზადების ბრალდებით 6 პირი დააკავეს

რუსული გამოცემა RTVI.COM- ის ცნობით, რუსეთის FSB-ის თანამშრომლებმა დააკავს 6 პირი, რომლებიც უკრაინის უშიშროების სამსახურის დაკვეთით კრემლის პროპაგანდისტ ვლადიმირ სოლოვიოვის მკვლელობას ამზადებდნენ. გამოცემა აღნიშნულ ინფორმაცის რუსეთის FSB-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.

რუსული უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის (FSB) ინფორმაციით, სოლოვიოვის მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულებს სოლოვიოვის მოკვლა მოსკოვში მისი მანქანის აფეთქებით ჰქონდათ განზრახული.

უწყების მტკიცებით, თავდამსხმელები აკრძალული ნეონაცისტური ორგანიზაციის ნაციონალ-სოციალიზმი/თეთრი ძალის წევრები არიან.

”უსაფრთხოების ფედერალურმა სამსახურმა, რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტთან ერთად, დააკავა რუსეთში აკრძალული ნეო-ნაცისტური ტერორისტული ორგანიზაციის ნაციონალ-სოციალიზმი / თეთრი ძალის წევრების ჯგუფი - მოქალაქეები. მათ უკრაინის უშიშროების სამსახურის დავალებით დაგეგმეს საზოგადო მოღვაწის, ცნობილი ჟურნალისტის ვლადიმერ სოლოვიოვის მკვლელობა“, - ნათქვამია FSB-ის განცხადებაში.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ ჩხრეკისას შემდეგი ნივთმტკიცებები ამოიღეს: სნაიპერული შაშხანა, მოლოტოვის კოქტეილის რვა ცეცხლგამჩენი მოწყობილობა, 6 მაკაროვის პისტოლეტი, სანადირო თოფი, RGD-5 ხელყუმბარა, სხვადასხვა კალიბრის ათასზე მეტი ვაზნა, ნარკოტიკი, ყალბი უკრაინული პასპორტები და დაკავებულთა ჯგუფის წევრების ფოტოები.

FSB-ს ირწმუნება, რომ დაკავებულები სოლოვიოვის მკვლელობის მომზადებას აღიარებენ.

დღეს, სოლოვიოვის სიცოცხლის ხელყოფის მცდელობის მომზადების შესახებ ცნობებს, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გამოეხმაურა. .

"დღეს დილით უშიშროების ფედერალურმა სამსახურმა აღკვეთა ტერორისტული ჯგუფის საქმიანობა. მათ დაგეგმილი ჰქონდათ ერთ-ერთი ცნობილი რუსი ტელეჟურნალისტის მკვლელობა“, - განაცხადა პუტინმა პროკურატურის გაფართოებულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას.

რუსეთის პრეზიდენტმა დასძინა, რომ დასავლეთის ქვეყნები რუსეთთან საინფორმაციო ომში "მარცხდებიან“, რის გამოც "ტერორზე გადავიდნენ“.

აღსანიშნავია, რომ 23 აპრილს, სოლოვიოვის საავტორო გადაცემაში Soloviev LIVE სოლოვიოვმა თქვა, რომ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ახლო წრეში მის თაობაზე დაიწუწუნა და მეგობრებს სთხოვა, სოლოვიოვს სათანადოდ გასწორებოდნენ.

"მე თუ რამე მომივა, იცოდეთ, ზელენსკის შეკვეთილი იქნება" - თქვა კრემლის პროპაგანდისტმა სოლოვიოვმა.