ავტორი:

"რუსი ჯარისკაცები უკრაინელი ტყვეების დედებს გამოსასყიდს სთხოვენ" - პოდოლიაკი

"რუსი ჯარისკაცები უკრაინელი ტყვეების დედებს გამოსასყიდს სთხოვენ" - პოდოლიაკი

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩევლის, მიხაილო პოდოლიაკის განცხადებით, რუსი ჯარისკაცები უკრაინელი ტყვეების დედებს გამოსასყიდს სთხოვენ.

პოდოლიაკმა გაავრცელა ვიდეო, რომელიც, მისი ინფორმაციით, რუსმა ჯარისკაცებმა უკრაინელი პატიმრის დედას გაუგზავნეს. ოკუპანტები 5 000 ევრო ითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი დედას შვილის სიკვდილით დასჯით ემუქრებიან.

"რუსეთი ტერორისტულ სახელმწიფოდ უნდა აღიარონ" - წერს პოდოლიაკი "ტვიტერში".