მსოფლიო
პოლიტიკა
კონფლიქტები

6

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 12:10-ზე, მთვარე ლომში იქნება 08:37-დან რთული და დაძაბული დღეა. არ მოატყუოთ გარშემო მყოფები და არც თავად მოტყუვდეთ. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ვაჭრობას, ურთიერთობის გარჩევას. ცუდი დღეა საქმეების გარჩევისთვის. შესაძლოა, სამუდამოდ დაკარგოთ ადამიანი. არასასურველია სამსახურის, საქმიანობის შეცვლა. კარგი დღეა მოგზაურობის, შორეული მგზავრობის დასაწყებად. აქტიურად დაისვენეთ, ივარჯიშეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები, გადაადგილეთ ავეჯი, კარგია მუშაობა მიწასთან. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ორგანიზმის გასაწმენდად, წიდებისგან გათავისუფლება. ალკოჰოლსა და სასმელს დღეს საერთოდ ნუ მიიღებთ. აგრეთვე მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას. კარგად გამოიძინეთ, მიიღეთ მზის აბაზანები და დიდხანს ისეირნეთ.
Faceამბები
საზოგადოება
სამართალი
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მამა დაიბადა ქუთაისში. იქ მყავს ნათესავები" - გმირობის სიმბოლოდ ქცეული "აზოვსტალის" ქართველი გენდირექტორი: რა არის ცნობილი გამოცდილ მენეჯერსა და ბიბლიოფილზე?
"მამა დაიბადა ქუთაისში. იქ მყავს ნათესავები" - გმირობის სიმბოლოდ ქცეული "აზოვსტალის" ქართველი გენდირექტორი: რა არის ცნობილი გამოცდილ მენეჯერსა და ბიბლიოფილზე?

გა­ე­როს გე­ნე­რა­ლურ­მა მდი­ვან­მა რუ­სეთ-უკ­რა­ი­ნის ომში მო­ნა­წი­ლე მხა­რე­ებს "სა­აღ­დგო­მო მშვი­დო­ბის“ დამ­ყა­რე­ბა 21 აპ­რი­ლი­დან მარ­თლმა­დი­დებ­ლურ სა­აღ­დგო­მო კვი­რამ­დე სთხო­ვა. გუ­ტი­ე­რე­შის თქმით, ცე­ცხლის შე­წყვე­ტა უკ­რა­ი­ნის რა­ი­ო­ნე­ბი­დან უფრო მეტი ადა­მი­ა­ნის ევა­კუ­ი­რე­ბას შე­უ­წყობ­და ხელს, ჰუ­მა­ნი­ტა­რულ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებს კი და­შა­ვე­ბულ­თათ­ვის დახ­მა­რე­ბის გა­წე­ვის სა­შუ­ა­ლე­ბას მის­ცემ­და. უკ­რა­ი­ნა აღ­ნიშ­ნულ წი­ნა­და­დე­ბას და­ე­თან­ხმა, თუმ­ცა რუ­სეთ­მა შე­თა­ვა­ზე­ბას უა­რით უპა­სუ­ხა. შე­დე­გად ოკუ­პან­ტი ქვე­ყა­ნა სა­აღ­დგო­მო დღე­ებ­შიც მას­შტა­ბურ შე­ტე­ვებს ახორ­ცი­ე­ლებ­და უკ­რა­ი­ნის აღ­მო­სავ­ლეთ ნა­წილ­ში. კრემ­ლის მტკი­ცე­ბით, მათი კონ­ტრო­ლის ქვეშ მო­ექ­ცა გმი­რი ქა­ლა­ქი მა­რი­უ­პო­ლი, თუმ­ცა დამ­პყრო­ბე­ლი აღი­ა­რებს, რომ მი­უ­ხე­და­ვად გა­ნუ­წყვე­ტე­ლი და­ბომბვი­სა, ვერ შეძ­ლეს ფო­ლა­დის სად­ნო­ბი ქარ­ხნის "აზოვსტა­ლის“ აღე­ბა, რომ­ლის კა­ტა­კომ­ბებ­ში ქა­ლა­ქის მცვე­ლებ­თან ერ­თად, მშვი­დო­ბი­ა­ნი მო­სახ­ლე­ო­ბაც იმ­ყო­ფე­ბა.

უკვე მე­რამ­დე­ნე კვი­რაა ოკუ­პან­ტე­ბის თავ­დას­ხმის მთა­ვა­რი სა­მიზ­ნე სწო­რედ "აზოვსტა­ლია", სა­დაც მა­რი­უ­პო­ლის დამ­ცვე­ლე­ბი არი­ან გა­მაგ­რე­ბუ­ლი. შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ მარ­თლაც ფო­ლა­დად ქცე­უ­ლი მებ­რძო­ლე­ბი არა მხო­ლოდ უკ­რა­ი­ნის, არა­მედ მსოფ­ლი­ოს ახალ ის­ტო­რი­ას თა­ვი­სი გმი­რო­ბით წე­რენ. მა­რი­უ­პო­ლის დამ­ცვე­ლე­ბი - უკვე ლე­გენ­დად ქცე­უ­ლი "აზო­ვის“ პოლ­კი­სა და უკ­რა­ი­ნე­ლი სა­ზღვაო ქვე­ი­თე­ბის 36-ე ბრი­გა­დის შე­თხე­ლე­ბუ­ლი და­ნა­ყო­ფე­ბი, "აზოვსტა­ლის“ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ამაგ­რე­ბენ თავ­დაც­ვის ბოლო ზღუ­დე­ებს...

"აზოვსტა­ლის“ მე­ტა­ლურ­გი­უ­ლი კომ­ბი­ნა­ტი ერთ-ერთი უდი­დე­სი იყო ევ­რო­პა­ში. იგი ჯერ კი­დევ 1933 წელს ამოქ­მედ­და და ათა­სო­ბით ტონა თუ­ჯის ჩა­მოს­ხმას­თან ერ­თად, სა­ტან­კო ჯავ­შნის ფი­ლებ­საც ამ­ზა­დებ­და.

1941 წლის ოქ­ტომ­ბრი­დან 1943 წლის სექ­ტემ­ბრამ­დე "აზოვსტა­ლი“ გერ­მა­ნე­ლე­ბის მიერ იყო ოკუ­პი­რე­ბუ­ლი.

დღეს უკვე, ფაქ­ტობ­რი­ვად, გა­ნად­გუ­რე­ბუ­ლი "აზოვსტა­ლის“ მე­ტა­ლურ­გი­უ­ლი კომ­ბი­ნა­ტის, რო­მე­ლიც ცნო­ბილ უკ­რა­ი­ნელ ოლი­გარ­ქს - რი­ნატ ახ­მე­ტოვს ეკუთ­ვნის, გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რი ენ­ვერ ცქი­ტიშ­ვი­ლია.

  • ვინ არის ქარ­თვე­ლი, რომ­ლის დამ­სა­ხუ­რე­ბაც არის, რომ "აზოვსტა­ლის" ბუნ­კერ­მა არა­ერ­თი მა­რი­უპ­ლე­ლის გა­დარ­ჩე­ნა შეძ­ლო?

ენ­ვერ ომა­რის ძე ცქი­ტიშ­ვი­ლი და­ი­ბა­და 1961 წლის 15 ნო­ემ­ბერს, ლუ­განსკის მხა­რე­ში. ვი­კი­პე­დი­ა­ში ის მოხ­სე­ნი­ე­ბუ­ლია, რო­გორც პო­ლი­ტი­კო­სი და მე­ნე­ჯე­რი, ის იყო უკ­რა­ი­ნის სა­ხალ­ხო დე­პუ­ტა­ტი 2002- 2006 წლებ­ში. 2011 წლი­დან კი "აზოვსტა­ლის“ გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რია.

"ტე­ლე­კომ­პა­ნია "ფორ­მუ­ლის­თვის" მი­ცე­მულ ინ­ტერ­ვი­უ­ში ორი­ო­დე დღის წინ მან გა­ნა­ცხა­და:

"წარ­მო­შო­ბით ქარ­თვე­ლი ვარ, მამა და­ი­ბა­და ქუ­თა­ის­ში. იქ მყავს ნა­თე­სა­ვე­ბი. ბავ­შვო­ბა­ში ვის­ვე­ნებ­დი ხოლ­მე ქუ­თა­ი­სის ახ­ლოს, ერთ ულა­მა­ზეს ად­გი­ლას, სა­დაც ახლა ცხოვ­რო­ბენ ბიძა, ბი­ძის ცოლი, ბი­ძაშ­ვი­ლე­ბი და მათი შვი­ლე­ბი..."

"რუ­სუ­ლი პრო­პა­გან­და სა­ბო­ლო­ოდ გა­გიჟ­და! და­ი­წყეს არა ყალ­ბი ინ­ფორ­მა­ცი­ის, არა­მედ ნამ­დვი­ლი ნაგ­ვის გავ­რცე­ლე­ბა, რომ თით­ქოს "აზოვსტალ­ში“ ბი­ო­ქი­მი­უ­რი ია­რა­ღი, ნა­ტოს მეც­ნი­ერ­თა მო­ნა­წი­ლე­ო­ბით, ბი­ო­ქი­მი­ურ ლა­ბო­რა­ტო­რი­ებ­ში მზად­დე­ბა. ეს არის სრუ­ლი სი­სუ­ლე­ლე. ყო­ვე­ლი მომ­დევ­ნო სი­ყალ­ბე ფსკე­რია, რაც ყო­ველ ჯერ­ზე კი­დევ უფრო უა­რე­სი ხდე­ბა...“ - ეს არის ფრაგ­მენ­ტი მისი "ფე­ის­ბუქ­ზე“ გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი პოს­ტი­დან, რი­თაც რუ­სუ­ლი პრო­პა­გან­დის მიერ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი დე­ზინ­ფორ­მა­ცია გა­აპ­რო­ტეს­ტა.

რამ­დე­ნი­მე დღის წინ მან ინ­ტერ­ვიუ მის­ცა "მა­რი­უ­პო­ლის ტე­ლე­ვი­ზი­ას“, რო­მელ­შიც ისა­უბ­რა, რო­გორც შექ­მნილ ვი­თა­რე­ბა­ზე, ისე ქარ­ხნის მო­მა­ვალ­ზე,

"მა­რი­უ­პო­ლი ბოლო 8 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში იყო ფრონ­ტის­პი­რა ქა­ლა­ქი, მაგ­რამ ვე­რა­ვინ წარ­მო­ად­გენ­და, რომ რუ­სუ­ლი არ­მია შე­ეც­დე­ბო­და მი­წის პი­რი­დან მის წაშ­ლას. ომის პირ­ვე­ლი­ვე დღი­დან ქარ­ხნის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბა ექ­სტრე­მა­ლურ პი­რო­ბებ­ში იღებ­და ქარ­ხნის გა­ჩე­რე­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას, რათა ეკო­ლო­გი­უ­რი საფრ­თხე აგ­ვე­ცი­ლე­ბი­ნა თა­ვი­დან და ჩვენ ეს შევ­ძე­ლით. წარ­მო­ე­ბის დიდი ნა­წი­ლი ომის და­წყე­ბი­დან 3 დღე­ში შე­ჩერ­და, სრუ­ლად კი ქარ­ხა­ნა უკვე 5 დღე­ში გა­ვა­ჩე­რეთ“, - გა­ნა­ცხა­და მან.

"შე­საძ­ლე­ბე­ლია თუ არა, რომ ქარ­ხა­ნა აღ­დგეს და მუ­შა­ო­ბა გა­ნაგ­რძოს მას მერე, რაც უკ­რა­ი­ნა გა­ი­მარ­ჯვებს?" - ჟურ­ნა­ლის­ტის ამ შე­კი­თხვას ცქი­ტიშ­ვილ­მა ასე უპა­სუ­ხა:

"დიახ, შე­საძ­ლე­ბე­ლია. ჩვენ ტექ­ნი­კუ­რად ისე მა­ღალ დო­ნე­ზე შევ­ძე­ლით ქარ­ხნის გა­ჩე­რე­ბა, რომ მისი აღ­დგე­ნა შე­საძ­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბა. ამ უმ­ძი­მეს დღე­ებ­ში ადა­მი­ა­ნე­ბი მო­დი­ოდ­ნენ სრო­ლე­ბის, და­ბომბვის ქვეშ და მუ­შა­ობ­დნენ, აგ­რე­სი­ის პირ­ვე­ლი­ვე დღე­ებ­ში ჩვენ ვხვდე­ბო­დით, რომ ეს ასე უცებ არ მორ­ჩე­ბო­და და რომ ომის შე­დე­გე­ბი წარ­მო­ე­ბის­თვის უმ­ძი­მე­სი იქ­ნე­ბო­და. ჩვე­ნი თა­ნამ­შრომ­ლე­ბი გმი­რე­ბი არი­ან... რი­გი­თი თა­ნამ­შრომ­ლე­ბი, სა­წარ­მო­თა უფ­რო­სე­ბი, კომ­ბი­ნა­ტის კუთ­ვნი­ლი სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბის მან­ქა­ნე­ბით ქა­ლაქ­ში დაჭ­რი­ლებს აგ­რო­ვებ­დნენ და ქარ­ხნის თავ­შე­სა­ფარ­ში მიჰ­ყავ­დათ. მე მყავს თა­ნამ­შრომ­ლე­ბი, რომ­ლებ­მაც ოჯა­ხე­ბი გა­იყ­ვა­ნეს ქა­ლა­ქი­დან და უკან მობ­რუნ­დნენ, რომ მო­ხა­ლი­სე­ე­ბად ემუ­შა­ვათ და ქა­ლა­ქის მო­სახ­ლე­ო­ბას დახ­მა­რე­ბოდ­ნენ. მინ­და, ვუ­თხრა ჩემს თა­ნამ­შრომ­ლებს, მე­გობ­რე­ბო, მე ვა­მა­ყობ, რომ თქვენს გვერ­დით ვმუ­შა­ობ­დი, ვიდ­რე ცო­ცხა­ლი ვიქ­ნე­ბი, ამა­ზე ვი­ლა­პა­რა­კებ ყვე­ლას­თან... გა­ჩუ­მე­ბა არ შე­მიძ­ლია მათ გმი­რო­ბა­ზე, არას­დროს ვი­ფიქ­რებ­დი, რომ ეს ახალ­გაზ­რდა, ინ­ტე­ლი­გენ­ტი ადა­მი­ა­ნე­ბი ამ­დენს შეძ­ლებ­დნენ, ჩემ­მა ერ­თმა თა­ნამ­შრო­მელ­მა კო­მერ­ცი­უ­ლი გან­ყო­ფი­ლე­ბი­დან, მე­ტად ზრდილ­მა და კე­თილ­შო­ბილ­მა ახალ­გაზ­რდამ 34-ზე მეტი ადა­მი­ა­ნი გა­მოყ­ვა­ნა მა­რი­უ­პო­ლი­დან, მარ­ტომ, სა­კუ­თა­რი მან­ქა­ნით", - ამ­ბობს ცქი­ტიშ­ვი­ლი ინ­ტერ­ვი­უ­ში.

"აზოვსტა­ლის“ გენ­დი­რექ­ტორ­მა ასე­ვე აღ­ნიშ­ნა, რომ მა­რი­უ­პოლს იცა­ვენ ნამ­დვი­ლი გმი­რე­ბი, რომ­ლე­ბიც მტრის ძა­ლე­ბის უპი­რა­ტე­სო­ბის მი­უ­ხე­და­ვად, არ თმო­ბენ ქა­ლაქს.

" არ­მი­ი­სა და ხალ­ხის ასე­თი ერ­თი­ა­ნო­ბა, მო­ხა­ლი­სე­თა ასე­თი მოძ­რა­ო­ბა, რაც მა­რი­უ­პოლ­მა და მთელ­მა უკ­რა­ი­ნამ აჩ­ვე­ნეს, ვერ­ცერ­თი ქვეყ­ნის ის­ტო­რი­ა­ში ვერ მო­ი­ძებ­ნე­ბა...“

მისი თქმით, ოკუ­პან­ტე­ბი მა­რი­უ­პოლ­ში იყე­ნე­ბენ ყო­ველ­გვარ ია­რაღს და დღე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ბომ­ბავ­დნენ სა­ცხოვ­რე­ბელ სახ­ლებს.

"2014 წლი­დან კომ­ბი­ნა­ტი ემ­ზა­დე­ბო­და რუ­სე­თის სა­ვა­რა­უ­დო შე­ტე­ვის­თვის, ამი­ტომ ქარ­ხნის ტე­რი­ტო­რია ადა­მი­ან­თა გა­და­სარ­ჩე­ნად მო­ვამ­ზა­დეთ - გა­ვიყ­ვა­ნეთ თავ­შე­საფ­რებ­ში ვენ­ტი­ლა­ცია, ასე­ვე გვი­რა­ბებ­ში ელექტრო­გაყ­ვა­ნი­ლო­ბა, რომ შე­საძ­ლე­ბე­ლი ყო­ფი­ლი­ყო ელექტრო­ე­ნერ­გი­ით სარ­გებ­ლო­ბა, უბ­რა­ლოდ, ტე­ლე­ფო­ნის და­ტე­ნა. შე­ვი­ტა­ნეთ წყა­ლი, საკ­ვე­ბის მა­რა­გი... როცა ომი და­ი­წყო, ჩვენ ყვე­ლას გა­ვუ­ღეთ კარი, არ ჰქონ­და მნიშ­ვნე­ლო­ბა, ჩვე­ნი თა­ნამ­შრო­მე­ლი იყო, თუ - არა. თავ­შე­სა­ფარ­მა გა­და­არ­ჩი­ნა ათა­სო­ბით ადა­მი­ა­ნი, რუ­სე­ბი ად­გი­ლებს, სა­დაც ადა­მი­ა­ნე­ბი თავს აფა­რე­ბენ, ეს­ვრი­ან რა­კე­ტებს, მათ­ზე მი­აქვთ ავი­ა­დარ­ტყმე­ბი, მაგ­რამ ფაქ­ტია თავ­შე­სა­ფარ­მა ამას გა­უძ­ლო... მე რო­გორც მარ­თლმა­დი­დე­ბელ ადა­მი­ანს, მრცხვე­ნია იმი­სი გაც­ნო­ბი­ე­რე­ბა, რომ ესე­ნი ჩვე­ნი მოძ­მე ერი იყო ერთ დროს. რო­გორ მოხ­და, რომ სა­კუ­თარ­მა ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ მათი ასე გარ­ყვნა მო­ა­ხერ­ხა?" - ამ­ბობს ის.

მისი გან­წყო­ბაც, რო­გორც ყვე­ლა უკ­რა­ი­ნე­ლის, საბ­რძო­ლო და იმე­დი­ა­ნია. "ჩვენ დავ­ბრუნ­დე­ბით და მტრის ჯი­ნა­ზე მალე იმა­ზე უკე­თეს ქარ­ხა­ნას ავა­შე­ნებთ, ვიდ­რე იყო", - ამ­ბობს ენ­ვერ ცქი­ტიშ­ვი­ლი. წყა­რო

  • პი­რა­დი ცხოვ­რე­ბა

ინ­ტერ­ნეტ­ში გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი მა­სა­ლე­ბის მი­ხედ­ვით, მას მე­უღ­ლე და ერთი ქა­ლიშ­ვი­ლი ჰყავს, რო­მე­ლიც 2013 წელს გა­თხო­ვი­ლა. ბავ­შვო­ბის წლებ­ში გა­ტა­ცე­ბუ­ლი ყო­ფი­ლა ფეხ­ბურ­თით და ფეხ­ბურ­თე­ლო­ბა­საც აპი­რებ­და. უკვე მოზ­რდი­ლო­ბა­ში კი მის უდი­დეს გა­ტა­ცე­ბად წიგ­ნე­ბი და მათი შეგ­რო­ვე­ბა იქცა. ის ბიბ­ლი­ო­ფი­ლია, რომ­ლის ბიბ­ლი­ო­თე­კაც 2014 წლამ­დე უკ­რა­ი­ნის სამ სა­უ­კე­თე­სო კერ­ძო კო­ლექ­ცი­ა­ში შე­დი­ო­და. ის არა­ერთ უიშ­ვი­ა­თეს გა­მო­ცე­მას აერ­თი­ა­ნებს, რო­მელ­თაც თა­ვი­სი ის­ტო­რია აქვთ. თა­ვად ენ­ვერ ცქი­ტიშ­ვი­ლი კი უკ­რა­ი­ნის უახ­ლო­ე­სი დი­ა­დი ის­ტო­რი­ის ნა­წი­ლად უკვე იქცა.

იხი­ლეთ ასე­ვე:

ავტორი:

"მამა დაიბადა ქუთაისში. იქ მყავს ნათესავები" - გმირობის სიმბოლოდ ქცეული "აზოვსტალის" ქართველი გენდირექტორი: რა არის ცნობილი გამოცდილ მენეჯერსა და ბიბლიოფილზე?

"მამა დაიბადა ქუთაისში. იქ მყავს ნათესავები" - გმირობის სიმბოლოდ ქცეული "აზოვსტალის" ქართველი გენდირექტორი: რა არის ცნობილი გამოცდილ მენეჯერსა და ბიბლიოფილზე?

გაეროს გენერალურმა მდივანმა რუსეთ-უკრაინის ომში მონაწილე მხარეებს "სააღდგომო მშვიდობის“ დამყარება 21 აპრილიდან მართლმადიდებლურ სააღდგომო კვირამდე სთხოვა. გუტიერეშის თქმით, ცეცხლის შეწყვეტა უკრაინის რაიონებიდან უფრო მეტი ადამიანის ევაკუირებას შეუწყობდა ხელს, ჰუმანიტარულ ორგანიზაციებს კი დაშავებულთათვის დახმარების გაწევის საშუალებას მისცემდა. უკრაინა აღნიშნულ წინადადებას დაეთანხმა, თუმცა რუსეთმა შეთავაზებას უარით უპასუხა. შედეგად ოკუპანტი ქვეყანა სააღდგომო დღეებშიც მასშტაბურ შეტევებს ახორციელებდა უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში. კრემლის მტკიცებით, მათი კონტროლის ქვეშ მოექცა გმირი ქალაქი მარიუპოლი, თუმცა დამპყრობელი აღიარებს, რომ მიუხედავად განუწყვეტელი დაბომბვისა, ვერ შეძლეს ფოლადის სადნობი ქარხნის "აზოვსტალის“ აღება, რომლის კატაკომბებში ქალაქის მცველებთან ერთად, მშვიდობიანი მოსახლეობაც იმყოფება.

უკვე მერამდენე კვირაა ოკუპანტების თავდასხმის მთავარი სამიზნე სწორედ "აზოვსტალია", სადაც მარიუპოლის დამცველები არიან გამაგრებული. შეიძლება ითქვას, რომ მართლაც ფოლადად ქცეული მებრძოლები არა მხოლოდ უკრაინის, არამედ მსოფლიოს ახალ ისტორიას თავისი გმირობით წერენ. მარიუპოლის დამცველები - უკვე ლეგენდად ქცეული "აზოვის“ პოლკისა და უკრაინელი საზღვაო ქვეითების 36-ე ბრიგადის შეთხელებული დანაყოფები, "აზოვსტალის“ ტერიტორიაზე ამაგრებენ თავდაცვის ბოლო ზღუდეებს...

"აზოვსტალის“ მეტალურგიული კომბინატი ერთ-ერთი უდიდესი იყო ევროპაში. იგი ჯერ კიდევ 1933 წელს ამოქმედდა და ათასობით ტონა თუჯის ჩამოსხმასთან ერთად, სატანკო ჯავშნის ფილებსაც ამზადებდა.

1941 წლის ოქტომბრიდან 1943 წლის სექტემბრამდე "აზოვსტალი“ გერმანელების მიერ იყო ოკუპირებული.

დღეს უკვე, ფაქტობრივად, განადგურებული "აზოვსტალის“ მეტალურგიული კომბინატის, რომელიც ცნობილ უკრაინელ ოლიგარქს - რინატ ახმეტოვს ეკუთვნის, გენერალური დირექტორი ენვერ ცქიტიშვილია.

  • ვინ არის ქართველი, რომლის დამსახურებაც არის, რომ "აზოვსტალის" ბუნკერმა არაერთი მარიუპლელის გადარჩენა შეძლო?

ენვერ ომარის ძე ცქიტიშვილი დაიბადა 1961 წლის 15 ნოემბერს, ლუგანსკის მხარეში. ვიკიპედიაში ის მოხსენიებულია, როგორც პოლიტიკოსი და მენეჯერი, ის იყო უკრაინის სახალხო დეპუტატი 2002- 2006 წლებში. 2011 წლიდან კი "აზოვსტალის“ გენერალური დირექტორია.

"ტელეკომპანია "ფორმულისთვის" მიცემულ ინტერვიუში ორიოდე დღის წინ მან განაცხადა:

"წარმოშობით ქართველი ვარ, მამა დაიბადა ქუთაისში. იქ მყავს ნათესავები. ბავშვობაში ვისვენებდი ხოლმე ქუთაისის ახლოს, ერთ ულამაზეს ადგილას, სადაც ახლა ცხოვრობენ ბიძა, ბიძის ცოლი, ბიძაშვილები და მათი შვილები..."

"რუსული პროპაგანდა საბოლოოდ გაგიჟდა! დაიწყეს არა ყალბი ინფორმაციის, არამედ ნამდვილი ნაგვის გავრცელება, რომ თითქოს "აზოვსტალში“ ბიოქიმიური იარაღი, ნატოს მეცნიერთა მონაწილეობით, ბიოქიმიურ ლაბორატორიებში მზადდება. ეს არის სრული სისულელე. ყოველი მომდევნო სიყალბე ფსკერია, რაც ყოველ ჯერზე კიდევ უფრო უარესი ხდება...“ - ეს არის ფრაგმენტი მისი "ფეისბუქზე“ გამოქვეყნებული პოსტიდან, რითაც რუსული პროპაგანდის მიერ გავრცელებული დეზინფორმაცია გააპროტესტა.

რამდენიმე დღის წინ მან ინტერვიუ მისცა "მარიუპოლის ტელევიზიას“, რომელშიც ისაუბრა, როგორც შექმნილ ვითარებაზე, ისე ქარხნის მომავალზე,

"მარიუპოლი ბოლო 8 წლის განმავლობაში იყო ფრონტისპირა ქალაქი, მაგრამ ვერავინ წარმოადგენდა, რომ რუსული არმია შეეცდებოდა მიწის პირიდან მის წაშლას. ომის პირველივე დღიდან ქარხნის ხელმძღვანელობა ექსტრემალურ პირობებში იღებდა ქარხნის გაჩერების გადაწყვეტილებას, რათა ეკოლოგიური საფრთხე აგვეცილებინა თავიდან და ჩვენ ეს შევძელით. წარმოების დიდი ნაწილი ომის დაწყებიდან 3 დღეში შეჩერდა, სრულად კი ქარხანა უკვე 5 დღეში გავაჩერეთ“, - განაცხადა მან.

"შესაძლებელია თუ არა, რომ ქარხანა აღდგეს და მუშაობა განაგრძოს მას მერე, რაც უკრაინა გაიმარჯვებს?" - ჟურნალისტის ამ შეკითხვას ცქიტიშვილმა ასე უპასუხა:

"დიახ, შესაძლებელია. ჩვენ ტექნიკურად ისე მაღალ დონეზე შევძელით ქარხნის გაჩერება, რომ მისი აღდგენა შესაძლებელი იქნება. ამ უმძიმეს დღეებში ადამიანები მოდიოდნენ სროლების, დაბომბვის ქვეშ და მუშაობდნენ, აგრესიის პირველივე დღეებში ჩვენ ვხვდებოდით, რომ ეს ასე უცებ არ მორჩებოდა და რომ ომის შედეგები წარმოებისთვის უმძიმესი იქნებოდა. ჩვენი თანამშრომლები გმირები არიან... რიგითი თანამშრომლები, საწარმოთა უფროსები, კომბინატის კუთვნილი სასწრაფო დახმარების მანქანებით ქალაქში დაჭრილებს აგროვებდნენ და ქარხნის თავშესაფარში მიჰყავდათ. მე მყავს თანამშრომლები, რომლებმაც ოჯახები გაიყვანეს ქალაქიდან და უკან მობრუნდნენ, რომ მოხალისეებად ემუშავათ და ქალაქის მოსახლეობას დახმარებოდნენ. მინდა, ვუთხრა ჩემს თანამშრომლებს, მეგობრებო, მე ვამაყობ, რომ თქვენს გვერდით ვმუშაობდი, ვიდრე ცოცხალი ვიქნები, ამაზე ვილაპარაკებ ყველასთან... გაჩუმება არ შემიძლია მათ გმირობაზე, არასდროს ვიფიქრებდი, რომ ეს ახალგაზრდა, ინტელიგენტი ადამიანები ამდენს შეძლებდნენ, ჩემმა ერთმა თანამშრომელმა კომერციული განყოფილებიდან, მეტად ზრდილმა და კეთილშობილმა ახალგაზრდამ 34-ზე მეტი ადამიანი გამოყვანა მარიუპოლიდან, მარტომ, საკუთარი მანქანით", - ამბობს ცქიტიშვილი ინტერვიუში.

"აზოვსტალის“ გენდირექტორმა ასევე აღნიშნა, რომ მარიუპოლს იცავენ ნამდვილი გმირები, რომლებიც მტრის ძალების უპირატესობის მიუხედავად, არ თმობენ ქალაქს.

" არმიისა და ხალხის ასეთი ერთიანობა, მოხალისეთა ასეთი მოძრაობა, რაც მარიუპოლმა და მთელმა უკრაინამ აჩვენეს, ვერცერთი ქვეყნის ისტორიაში ვერ მოიძებნება...“

მისი თქმით, ოკუპანტები მარიუპოლში იყენებენ ყოველგვარ იარაღს და დღეების განმავლობაში ბომბავდნენ საცხოვრებელ სახლებს.

"2014 წლიდან კომბინატი ემზადებოდა რუსეთის სავარაუდო შეტევისთვის, ამიტომ ქარხნის ტერიტორია ადამიანთა გადასარჩენად მოვამზადეთ - გავიყვანეთ თავშესაფრებში ვენტილაცია, ასევე გვირაბებში ელექტროგაყვანილობა, რომ შესაძლებელი ყოფილიყო ელექტროენერგიით სარგებლობა, უბრალოდ, ტელეფონის დატენა. შევიტანეთ წყალი, საკვების მარაგი... როცა ომი დაიწყო, ჩვენ ყველას გავუღეთ კარი, არ ჰქონდა მნიშვნელობა, ჩვენი თანამშრომელი იყო, თუ - არა. თავშესაფარმა გადაარჩინა ათასობით ადამიანი, რუსები ადგილებს, სადაც ადამიანები თავს აფარებენ, ესვრიან რაკეტებს, მათზე მიაქვთ ავიადარტყმები, მაგრამ ფაქტია თავშესაფარმა ამას გაუძლო... მე როგორც მართლმადიდებელ ადამიანს, მრცხვენია იმისი გაცნობიერება, რომ ესენი ჩვენი მოძმე ერი იყო ერთ დროს. როგორ მოხდა, რომ საკუთარმა ხელისუფლებამ მათი ასე გარყვნა მოახერხა?" - ამბობს ის.

მისი განწყობაც, როგორც ყველა უკრაინელის, საბრძოლო და იმედიანია. "ჩვენ დავბრუნდებით და მტრის ჯინაზე მალე იმაზე უკეთეს ქარხანას ავაშენებთ, ვიდრე იყო", - ამბობს ენვერ ცქიტიშვილი. წყარო

  • პირადი ცხოვრება

ინტერნეტში გამოქვეყნებული მასალების მიხედვით, მას მეუღლე და ერთი ქალიშვილი ჰყავს, რომელიც 2013 წელს გათხოვილა. ბავშვობის წლებში გატაცებული ყოფილა ფეხბურთით და ფეხბურთელობასაც აპირებდა. უკვე მოზრდილობაში კი მის უდიდეს გატაცებად წიგნები და მათი შეგროვება იქცა. ის ბიბლიოფილია, რომლის ბიბლიოთეკაც 2014 წლამდე უკრაინის სამ საუკეთესო კერძო კოლექციაში შედიოდა. ის არაერთ უიშვიათეს გამოცემას აერთიანებს, რომელთაც თავისი ისტორია აქვთ. თავად ენვერ ცქიტიშვილი კი უკრაინის უახლოესი დიადი ისტორიის ნაწილად უკვე იქცა.

იხილეთ ასევე: