მსოფლიო
პოლიტიკა
კულტურა/შოუბიზნესი

24

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 02:47-ზე, მთვარე ტყუპშია – შეგიძლიათ დაიწყოთ ნებისმიერი საქმე. განსაკუთრებით მიწისა და უძრავი ქონების შესაძენად. აკეთეთ ბიზნესი და იმუშავეთ. დაიწყეთ ახალი საქმეები. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. გააფორმეთ მნიშვნელოვანი დოკუმენტები, ხელშეკრულებები და კონტრაქტები. შეინარჩუნეთ სიმშვიდე და კეთილგანწყობა ყველა საკითხში. საიდუმლოდ შეინახეთ თქვენი წარმატებები და მიღწევები. უხვად მიირთვით მწვანილი, ხილი და ბოსტნეული. უმჯობესია რაციონიდან გამორიცხოთ მარცვლეული და ცხოველური საკვები.
სპორტი
სამართალი
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
საზოგადოება
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"უდიდეს გულისტკივილს იწვევს ომი ჩვენს მეზობლად, რომელსაც რუსეთი აწარმოებს უკრაინაში" -  რას წერს პატრიარქი სააღდგომო ეპისტოლეში
"უდიდეს გულისტკივილს იწვევს ომი ჩვენს მეზობლად, რომელსაც რუსეთი აწარმოებს უკრაინაში" -  რას წერს პატრიარქი სააღდგომო ეპისტოლეში

"უდი­დეს გუ­ლის­ტკი­ვილს იწ­ვევს დღეს მსოფ­ლი­ო­ში მიმ­დი­ნა­რე ომე­ბი, გან­სა­კუთ­რე­ბით ჩვენს მე­ზობ­ლად - არ უნდა დაგ­ვა­ვი­წყდეს, რომ ურ­თუ­ლე­სი ვი­თა­რე­ბი­დან უფალს მრა­ვალ­ჯერ და­უხ­სნია კა­ცობ­რი­ო­ბა; მთა­ვა­რია, უმ­ძი­მეს მდგო­მა­რე­ო­ბა­შიც არ დავ­კარ­გოთ ადა­მი­ა­ნუ­რი ღირ­სე­ბე­ბი, არ დავ­კარ­გოთ რწმე­ნა და სა­სო­ე­ბა შე­მოქ­მე­დი­სა“,- ამის შე­სა­ხებ სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქის, მცხე­თა-თბი­ლი­სის მთა­ვა­რე­პის­კო­პო­სის და ბიჭ­ვინ­თი­სა და ცხუმ-აფხა­ზე­თის მიტ­რო­პო­ლი­ტის, ილია II-ის სა­აღ­დგო­მო ეპის­ტო­ლე­შია ნათ­ქვა­მი.

რო­გორც ეპის­ტო­ლე­შია ნათ­ქვა­მი, დიდი უბე­დუ­რე­ბის მომ­ტა­ნია ქვეყ­ნებს შო­რის ომი, რად­გან იგი ათა­სო­ბით ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლეს იწი­რავს, ფეხ­ქვეშ თე­ლავს ყო­ველ­გვარ კა­ნონს, ზნე­ო­ბას, ღი­რე­ბუ­ლე­ბას, მო­აქვს ნგრე­ვა და მა­ტე­რი­ა­ლურ-კულ­ტუ­რუ­ლი ზი­ა­ნი, თე­სავს სი­სას­ტი­კე­სა და სა­ყო­ველ­თაო სი­ძულ­ვილს, რაც, რა თქმა უნდა, სუ­ლი­ე­რა­დაც მე­ტად მძი­მე ვი­თა­რე­ბას ქმნის.

"ასეთ გა­რე­მო­ში მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია და აუ­ცი­ლე­ბე­ლი თა­ნალ­მო­ბი­სა და სი­კე­თის გა­მო­ჩე­ნა ომის მსხვერ­პლთა მი­მართ (დაჭ­რი­ლე­ბის, ტყვე­ე­ბის, მში­ერ-მწყურ­ვალ­თა, ბავ­შვე­ბის, ქა­ლე­ბის, მო­ხუ­ცე­ბის, სნე­ულ­თა და სხვა­თად­მი), რათა და­იძ­ლი­ოს ბო­რო­ტე­ბა.

უდი­დეს გუ­ლის­ტკი­ვილს იწ­ვევს დღეს მსოფ­ლი­ო­ში მიმ­დი­ნა­რე ომე­ბი, გან­სა­კუთ­რე­ბით ჩვენს მე­ზობ­ლად, რო­მელ­საც რუ­სე­თი აწარ­მო­ებს უკ­რა­ი­ნა­ში, სა­დაც ად­გი­ლი აქვს შემ­ზა­რავ ფაქ­ტებ­სა და უმ­ძი­მეს სი­სას­ტი­კეს. ამი­ტო­მაც, ყვე­ლას გვმარ­თებს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ლოც­ვა და ძა­ლის­ხმე­ვა მშვი­დო­ბი­სათ­ვის. ამ­ჟა­მად არ­სე­ბუ­ლი მდგო­მა­რე­ო­ბა კი ისე­თია, რო­დე­საც აღა­რა­ვინ იცის, ხვა­ლინ­დე­ლი დღე რას მო­ი­ტანს და მოვ­ლე­ნე­ბი რო­გორ გან­ვი­თარ­დე­ბა; პრო­ცე­სე­ბი შე­იძ­ლე­ბა მალე დას­რულ­დეს, ან ხან­გრძლივ და­პი­რის­პი­რე­ბა­ში გა­და­ი­ზარ­დოს, ან შე­იძ­ლე­ბა, ყვე­ლა­ნი გლო­ბა­ლუ­რი კა­ტას­ტრო­ფის წი­ნა­შე აღ­მოვ­ჩნდეთ, რაც, ბუ­ნებ­რი­ვია, სა­ყო­ველ­თაო შიშს ბა­დებს.

მაგ­რამ არ უნდა დაგ­ვა­ვი­წყდეს, რომ ურ­თუ­ლე­სი ვი­თა­რე­ბი­დან უფალს მრა­ვალ­ჯერ და­უხ­სნია კა­ცობ­რი­ო­ბა; მთა­ვა­რია, უმ­ძი­მეს მდგო­მა­რე­ო­ბა­შიც არ დავ­კარ­გოთ ადა­მი­ა­ნუ­რი ღირ­სე­ბე­ბი, არ დავ­კარ­გოთ რწმე­ნა და სა­სო­ე­ბა შე­მოქ­მე­დი­სა“,- აღ­ნიშ­ნუ­ლია ეპის­ტო­ლე­ში.

ალექს
1

წვანილოვსკი დაუკრიფავშია თავგასული ნიახურივით !

ავტორი:

"უდიდეს გულისტკივილს იწვევს ომი ჩვენს მეზობლად, რომელსაც რუსეთი აწარმოებს უკრაინაში" -  რას წერს პატრიარქი სააღდგომო ეპისტოლეში

"უდიდეს გულისტკივილს იწვევს ომი ჩვენს მეზობლად, რომელსაც რუსეთი აწარმოებს უკრაინაში" -  რას წერს პატრიარქი სააღდგომო ეპისტოლეში

"უდიდეს გულისტკივილს იწვევს დღეს მსოფლიოში მიმდინარე ომები, განსაკუთრებით ჩვენს მეზობლად - არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ურთულესი ვითარებიდან უფალს მრავალჯერ დაუხსნია კაცობრიობა; მთავარია, უმძიმეს მდგომარეობაშიც არ დავკარგოთ ადამიანური ღირსებები, არ დავკარგოთ რწმენა და სასოება შემოქმედისა“,- ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია II-ის სააღდგომო ეპისტოლეშია ნათქვამი.

როგორც ეპისტოლეშია ნათქვამი, დიდი უბედურების მომტანია ქვეყნებს შორის ომი, რადგან იგი ათასობით ადამიანის სიცოცხლეს იწირავს, ფეხქვეშ თელავს ყოველგვარ კანონს, ზნეობას, ღირებულებას, მოაქვს ნგრევა და მატერიალურ-კულტურული ზიანი, თესავს სისასტიკესა და საყოველთაო სიძულვილს, რაც, რა თქმა უნდა, სულიერადაც მეტად მძიმე ვითარებას ქმნის.

"ასეთ გარემოში მნიშვნელოვანია და აუცილებელი თანალმობისა და სიკეთის გამოჩენა ომის მსხვერპლთა მიმართ (დაჭრილების, ტყვეების, მშიერ-მწყურვალთა, ბავშვების, ქალების, მოხუცების, სნეულთა და სხვათადმი), რათა დაიძლიოს ბოროტება.

უდიდეს გულისტკივილს იწვევს დღეს მსოფლიოში მიმდინარე ომები, განსაკუთრებით ჩვენს მეზობლად, რომელსაც რუსეთი აწარმოებს უკრაინაში, სადაც ადგილი აქვს შემზარავ ფაქტებსა და უმძიმეს სისასტიკეს. ამიტომაც, ყველას გვმართებს განსაკუთრებული ლოცვა და ძალისხმევა მშვიდობისათვის. ამჟამად არსებული მდგომარეობა კი ისეთია, როდესაც აღარავინ იცის, ხვალინდელი დღე რას მოიტანს და მოვლენები როგორ განვითარდება; პროცესები შეიძლება მალე დასრულდეს, ან ხანგრძლივ დაპირისპირებაში გადაიზარდოს, ან შეიძლება, ყველანი გლობალური კატასტროფის წინაშე აღმოვჩნდეთ, რაც, ბუნებრივია, საყოველთაო შიშს ბადებს.

მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ურთულესი ვითარებიდან უფალს მრავალჯერ დაუხსნია კაცობრიობა; მთავარია, უმძიმეს მდგომარეობაშიც არ დავკარგოთ ადამიანური ღირსებები, არ დავკარგოთ რწმენა და სასოება შემოქმედისა“,- აღნიშნულია ეპისტოლეში.