ავტორი:

5 გარდაცვლილი, 18 დაშავებული და დანგრეული შენობები - რუსულმა სამხედრო ძალებმა ოდესა დაბომბეს

5 გარდაცვლილი, 18 დაშავებული და დანგრეული შენობები - რუსულმა სამხედრო ძალებმა ოდესა დაბომბეს

უკრაინის საპორტო ქალაქ ოდესაზე საჰაერო თავდასხმა განხორციელდა, - ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივ ხელისუფლებაზე დაყრდნობით დასავლური მედია ავრცელებს.

"ოდესაზე სარაკეტო დარტყმა განხორციელდა. ინფრასტრუქტურა დაზიანებულია“, - ნათქვამია ადგილობრივი ხელისუფლების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის, ანდრეი ერმაკის ცნობით, თავდასხმის შედეგად.5 ადამიანი დაიღუპა და 18 დაშავდა.

მანამდე, უკრაინის საჰაერო სარდლობამ განაცხადა, რომ ორი რაკეტა ოდესაში მდებარე სამხედრო ობიექტსა და ორ საცხოვრებელ კორპუსს დაეცა. საჰაერო თავდაცვამ კიდევ ორი რუსული რაკეტა გაანადგურა, რომელიც ქალაქის დაბომბვას ისახავდა მიზნად.

უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველის ანტონ გერაშჩენკოს ინფორმაციით კი, რუსულმა ძალებმა ოდესაში სულ მცირე ექვსი ფრთოსანი რაკეტა გაუშვეს.

"ქალაქის მცხოვრებლებმა აფეთქებების ხმა ქალაქის სხვადასხვა რაიონში გაიგეს. ეს იყო სარაკეტო დარტყმები“, - დასძინა მან.

გერაშჩენკომ აღნიშნა, რომ რუსული საჰაერო თავდასხმისას საცხოვრებელი კორპუსები დაზიანდა. ერთი ადამიანი, ერთ-ერთი შენობის ეზოში, საკუთარ მანქანაში დაიწვა.

ოდესის საკრებულოს დეპუტატმა პეტრო ობუხოვმა სარაკეტო დარტყმებს "პუტინის სააღდგომო საჩუქრები" უწოდა. აღნიშნულის შესახებ მან „ტელეგრამის“ საკუთარ არხზე დაწერა.

ცნობისთვის, ოდესა, რომელიც უკრაინის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში მდებარეობს, შეჭრის დაწყების დღიდან რუსული ძალების ერთ-ერთი მთავარი სამიზნეა.