რუსი მოციგურავეები სომხეთის ღია ჩემპიონატში მიიღებენ მონაწილეიბას. როგორც gazeta.ru წერს, აღნიშნული ინფორმაცია დაადასტურა სპორტულმა აგენტმა და პროდიუსერმა არი ზაქარიანმა.
მოსალოდნელია, რომ ტურნირში მონაწილეობას მიიღებენ ის სპორტსმენები, რომლებსაც პეკინის 2022 წლის ოლიმპიადაზე არ უასპარეზიათ.
აღსანიშნავია, რომ რუსეთის ჯარის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა სპორტულ ფედერაციებს მიმართა და ურჩია მათ, რომ არ დაუშვან რუსი და ბელარუსი საპორტსმენები რაიმე შეჯიბრში.
ასევე, პირველ მარტს ციგურაობის საერთაშორისო კავშირმა რუს და ბელარუს მოციგურავეებს სხვადასხვა შეჯიბრებაში მონაწილეობის უფლება შეუჩერა. ამ სანქციის გამო რუსებმა გამოტოვეს მსოფლიოს ჩემპიონატი ფიგურულ სრიალში, რომელიც საფრანგეთში გაიმართა და ასევე ახალგაზრდული მსოფლიო ჩემპიონატი, რომელსაც ესტონეთმა უმასპინძლა.