ავტორი:

"თუ სარკეში თავი არ მოგწონთ, სარკის ბრალი არ არის", "ცოტა ხანში თავი შეიძლება წმინდანადაც გამოაცხადო" - ნოდარ მელაძე და ნიკა მელია ერთმანეთს დაუპირისპირდნენ

"თუ სარკეში თავი არ მოგწონთ, სარკის ბრალი არ არის", "ცოტა ხანში თავი შეიძლება წმინდანადაც გამოაცხადო" - ნოდარ მელაძე და ნიკა მელია ერთმანეთს დაუპირისპირდნენ

"ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი, ნიკა მელია და ჟურნალისტი, ტელეწამყვანი ნოდარ მელაძე სოციალურ ქსელში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. ნოდარ მელაძემ მელია "ტვ პირველი გაკიცხვის" გამო გააკრიტიკა, რასაც პოლიტიკოსის პასუხიც მოჰყვა.

"ყველაფერი არ უნდა ვიკადროთ” - ამბობს ნიკა მელია ფბ ლაივში და ტვ პირველს კიცხავს. კი, ასე ნიკა, ყველაფერი არ უნდა იკადროთ! საინტერესოა, ვინ გიამბოთ ჟურნალისტიკის როლზე? მედია აშუქებს ამბავს.

მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის ამბის გაშუქება მედიის მოვალეობაა, ჟურნალისტების მოტყუება ცუდია. მედია როდის, ვის და რა კითხვას დაუსვამს, ეს ჟურნალისტის გადასაწყვეტია. მედია როდის და რა თემას გააშუქებს, ამასაც ჟურნალისტები წყვეტენ. მედიის კონტროლის განზრახვას ცენზურა ქვია. ცენზურა - ცუდია, თავისუფალი მედია - კარგი.

მედია სარკეა, ასახავს რეალობას და აჩვენებს პოლიტიკოსების რეალურ სახეს, თუ სარკეში თავი არ მოგწონთ, სარკის ბრალი არ არის. ის გაჩვენებთ ისეთებს, როგორებიც ხართ.

ასეა ტელევიზიაც აირეკლავს რეალობას, რომელიც ჩვენს გარშემო ხდება. ჯამი ჭურჭელია, თეთრი თეთრი, შავი შავი. კითხვა პასუხს მოითხოვს, უპასუხო კითხვა გაქცევას ნიშნავს. თავისუფალი მედია თავისუფალია ყველასგან, კრიტიკული მედია კრიტიკულია ყველას მიმართ. ვალდებულებები ამძიმეს, თავისუფლება ათავისუფლებს", - წერს ნოდარ მელაძე.

ტელეწამყვანს ნიკა მელიამ შემდეგი კომენტარით უპასუხა:

ნიკა მელია: ცოტა ხანში თავი შეიძლება წმინდანადაც გამოაცხადო, ნუ მედია წმინდანად მაინც იმედია, იქამდე არ მიხვალ…

ნოდარ მელაძე: რა უხერხულია! მიდი გააგრძელეთ აბა კიდე რას იტყვით? “აჯენდაში” შემდეგი რა მოდის?

ნიკა მელია: ნოდარ, ბნელ ოთახში შეიძლება დიდხანს ეძებო შავი კატა, დაგათენდეს და აღმოაჩინო, რომ ოთახი ცარიელია. აანთე ფანარი.

დისკუსიაში ინგა გრიგოლიაც ჩაერთო და დაპირისპირებას ასეთი კომენტარით გამოეხმაურა: "არ მჯერა, რასაც ვკითხულობ და რა სამწუხაროა, ძალიან, ძალიან სამწუხარო!"