სამართალი
პოლიტიკა
მეცნიერება

17

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 23:58-ზე, მთვარე ვერძშია – რეკომენდებულია: მონანიება, მიტევება, მარხვა. სახლის განწმენდა და დალოცვა. კარგია ყველაფერი ზედმეტის მოშორება. არ არის რეკომენდებული: მოლაპარაკებების წარმოება. აზრებისა და იდეების სხვებისთვის გაზიარება. გაუფრთხილდით ხერხემალს. უარი თქვით ხორცზე, ყავასა და ალკოჰოლზე. ჭარბმა კვებამ შესაძლოა კუჭ-ნაწლავის დაავადებები გამოიწვიოს. ამ დღეს გაწყვეტილი კავშირები არასოდეს აღდგება და ადამიანები ძალიან სწრაფად ივიწყებენ ერთმანეთს.
მსოფლიო
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
სამხედრო
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პუტინის მეხოტბის გაყინული მილიონები და გაუქმებული კონცერტები - რა დაკარგა გრეგორი ლეპსმა კრემლის მხარდაჭერის გამო? "სამხედრო რომ ვიყო, ფრონტის ხაზზე ვიქნებოდი"
პუტინის მეხოტბის გაყინული მილიონები და გაუქმებული კონცერტები - რა დაკარგა გრეგორი ლეპსმა კრემლის მხარდაჭერის გამო? "სამხედრო რომ ვიყო, ფრონტის ხაზზე ვიქნებოდი"

პუ­ტი­ნის რე­ჟი­მის მხარ­დამ­ჭე­რი ქარ­თუ­ლი წარ­მო­შო­ბის მომ­ღე­რა­ლი გრე­გო­რი ლეპ­სი მარ­თა­ლია არ იმ­ჩნევს, მაგ­რამ ცუდ დღე­შია. ცოტა ხნის წინ მომ­ღე­რალს ამე­რი­კი­სა და დიდი ბრი­ტა­ნე­თის ბან­კებ­ში ან­გა­რი­შე­ბი გა­უ­ყი­ნეს, რის შე­დე­გა­დაც ჯამ­ში 20 მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რი და­კარ­გა.

გუ­შინ ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლა­ნა­ზღა­უ­რე­ბა­დი მომ­ღე­რა­ლი რუ­სეთ­ში, ის­რა­ელ­ში პერ­სო­ნა ნონ-გრა­ტად გა­მო­ცხად­და. ლეპ­სის კონ­ცერ­ტე­ბი, რო­მე­ლიც წმინ­და მი­წა­ზე მა­ის­ში უნდა გა­მარ­თუ­ლი­ყო გა­უქ­მდა და ბი­ლე­თე­ბის გა­ყიდ­ვა შე­წყდა. ლეპ­სის ოფი­ცი­ა­ლურ ვებგ­ვერ­დზე "აღ­თქმულ მი­წა­ზე" და­გეგ­მი­ლი კონ­ცერ­ტე­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია გაქ­რა.

კრემ­ლის მე­ხოტ­ბე ლეპ­სი მარ­ტში ლუ­ჟ­ნი­კის სტა­დი­ონ­ზე პუ­ტი­ნის მიერ გა­მარ­თულ კონ­ცერ­ტზე გა­მო­ვი­და. ყი­რი­მის ოკუ­პა­ცი­ის პა­ტივ­სა­ცე­მად გა­მარ­თულ კონ­ცერ­ტზე ლეპ­სის გარ­და მღე­როდ­ნენ რუსი ვარ­სკვლა­ვე­ბი - პო­ლი­ნა გა­გა­რი­ნა, ტი­მა­ტი, ლუბე და სხვე­ბი, რომ­ლე­ბიც ღიად უჭე­რენ მხარს პუ­ტი­ნის რე­ჟიმს.

გრე­გო­რი ლეპ­სის კონ­ცერ­ტე­ბის გა­უქ­მე­ბის იდეა, სა­ვა­რა­უ­დოდ, ის­რა­ე­ლის სა­ზო­გა­დო­ებ­რივ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­სა და აქ­ტი­ვის­ტებს ეკუთ­ვნით, რო­გორც ეს კო­მი­კო­სის ნურ­ლან სა­ბუ­რო­ვის შემ­თხვე­ვა­ში მოხ­და, რო­მელ­საც უკ­რა­ი­ნის ომზე ხმა არ ამო­უ­ღია. მან ასე­ვე შე­უ­რა­ცხყო­ფა მი­ა­ყე­ნა თა­ვი­სი უად­გი­ლო ხუმ­რო­ბით უკ­რა­ი­ნელ ქალს, რო­დე­საც სან-ფრან­ცის­კო­ში კონ­ცერ­ტზე გა­მო­ვი­და. მა­შინ სა­ბუ­რო­ვის გა­მოს­ვლე­ბი გა­უქ­მდა ჩი­კა­გო­სა და თელ-ავივ­ში.

13 აპ­რილს გრი­გო­რი ლეპს­მა გა­მარ­ჯვე­ბის მუ­ზე­უმ­ში საქ­ველ­მოქ­მე­დო კონ­ცერ­ტი გა­მარ­თა სამ­ხედ­რო მო­სამ­სა­ხუ­რე­ე­ბის­თვის, მათი ახ­ლობ­ლე­ბის­თვის, მო­ხა­ლი­სე­ე­ბის­თვის და სამ­ხედ­რო ექი­მე­ბის­თვის.

"მე ვა­კე­თებ მაქ­სი­მუმს, რაც კარ­გად შე­მიძ­ლია. ამ­ბო­ბენ, რომ კარ­გად ვმღე­რი. სამ­ხედ­რო რომ ვიყო, ფრონ­ტის ხაზ­ზე ვიქ­ნე­ბო­დი. ქი­რურ­გი რომ ვიყო, ოპე­რა­ცი­ას გა­ვა­კე­თებ­დი. ვი­ნა­ი­დან მუ­სი­კო­სი ვარ, ვმღე­რი ხალ­ხის­თვის, სამ­ხედ­რო­ე­ბის­თვის..." - გა­ნა­ცხა­და მა­შინ მომ­ღე­რალ­მა.

ლეპ­სი იმ­დე­ნად მონ­დო­მე­ბუ­ლი მხარ­დამ­ჭე­რია კრემ­ლის, რომ მან თა­ვად ვლა­დი­მერ ჟი­რი­ნოვ­სკიც კი გა­ა­ცი­ლა უკა­ნას­კნელ გზა­ზე. დუ­მის დე­პუ­ტატს მომ­ღე­რა­ლი წი­თე­ლი ვარ­დე­ბით ეს­ტუმ­რა.

თა­ვი­სუფ­ლად შეგ­ვიძ­ლია ვთქვათ, რომ თინა კან­დე­ლაკ­თან ერ­თად ლეპ­სი ერთ-ერ­თია, რო­მელ­შიც ქარ­თვე­ლებს არ გაგ­ვი­მარ­თლა. ცოტა ხნის წინ რუ­სულ­მა მე­დი­ამ და­წე­რა, რომ ლეპსს არ ეში­ნია მის მი­მართ და­წე­სე­ბუ­ლი სან­ქცი­ე­ბის და ქვეყ­ნის­თვის რთულ დროს სა­ზღვარ­გა­რეთ არ გაქ­ცე­უ­ლა. უფრო მე­ტიც, მან როს­ტოვ­ში სამ­ხედ­რო ჰოს­პი­ტალ­ში უკ­რა­ი­ნა­ში დაჭ­რი­ლი ჯა­რის­კა­ცე­ბიც კი მო­ი­ნა­ხუ­ლა.

გრე­გო­რი ლეპ­სი რუ­სეთ­ში მა­ღა­ლა­ნა­ზღა­უ­რე­ბა­დი მომ­ღე­რა­ლია, მისი სა­ღა­მოს ღი­რე­ბუ­ლე­ბა 120 ათას ევ­რომ­დეა.

მომ­ღე­რა­ლი შავ სი­ა­ში ჯერ კი­დევ 2013 წელს მოხ­ვდა, რო­დე­საც აშშ-ს ფი­ნანსთა სა­მი­ნის­ტრომ სა­ხე­ლი ლეპ­სი ეგ­რეთ წო­დე­ბუ­ლი "პოსტსაბ­ჭო­თა მა­ფი­ის“ სი­ა­ში შე­იყ­ვა­ნა. შემ­დეგ კი სი­ა­ში შე­მა­ვა­ლი პი­რე­ბის აქ­ტი­ვე­ბი შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებ­ში დაბ­ლო­კეს და ამე­რი­კე­ლებს აეკ­რძა­ლათ მათ­თან საქ­მი­ა­ნი კონ­ტაქ­ტე­ბი.

ლეპსს ასე­ვე არ უშ­ვებ­დნენ დიდ ბრი­ტა­ნეთ­ში. მომ­ღე­რალ­მა სა­ელ­ჩოს ვი­ზა­ზე რამ­დენ­ჯერ­მე მი­მარ­თა, მაგ­რამ ყო­ველ­თვის უარი ეთ­ქვა. მომ­ღე­რა­ლი აღ­შფო­თე­ბუ­ლი იყო იმით, რომ მისი დო­კუ­მენ­ტე­ბი ოთხი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში გა­ნი­ხი­ლე­ბო­და და სა­ბო­ლო­ოდ ახ­სნა-გან­მარ­ტე­ბის გა­რე­შე უა­რით გა­მო­უშ­ვეს. ის­რა­ე­ლის გარ­და ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ ლეპ­სი პერ­სო­ნა ნონ-გრა­ტად გა­მო­ცხად­და ლიტ­ვა­ში.

გრე­გო­რი ლეპსს პრობ­ლე­მე­ბი ჰქონ­და ნარ­კო­ტი­კებ­თან და სას­მელ­თან და­კავ­ში­რე­ბით. მას ექი­მებ­მა აუკ­რძა­ლეს თუნ­დაც ერთი დო­ზის მი­ღე­ბა და სას­მე­ლი. რუ­სეთ­ში წარ­მა­ტე­ბუ­ლი მომ­ღე­რა­ლი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად უყ­ვარს ვლა­დი­მერ პუ­ტინს და ე.წ. ქურ­დულ სამ­ყა­როს.

მკითხველის კომენტარები / 25 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ტაბუ
0

ძალიან ენატრები, თურმე, ჟირინოვსკის. არ აწყენინო, დროზე მოინახულე.

ტატოო
6

ეს სულ წასულა ხელიდან. ასე იცის გაუთავებელმა ლოთობამ

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვრცელდება სპეცოპერაციის კადრები და ფარული ჩანაწერები, რომლებშიც "ქურდულ სამყაროსთან" კავშირში მყოფი ფიგურირებენ
ავტორი:

პუტინის მეხოტბის გაყინული მილიონები და გაუქმებული კონცერტები - რა დაკარგა გრეგორი ლეპსმა კრემლის მხარდაჭერის გამო? "სამხედრო რომ ვიყო, ფრონტის ხაზზე ვიქნებოდი"

პუტინის მეხოტბის გაყინული მილიონები და გაუქმებული კონცერტები - რა დაკარგა გრეგორი ლეპსმა კრემლის მხარდაჭერის გამო? "სამხედრო რომ ვიყო, ფრონტის ხაზზე ვიქნებოდი"

პუტინის რეჟიმის მხარდამჭერი ქართული წარმოშობის მომღერალი გრეგორი ლეპსი მართალია არ იმჩნევს, მაგრამ ცუდ დღეშია. ცოტა ხნის წინ მომღერალს ამერიკისა და დიდი ბრიტანეთის ბანკებში ანგარიშები გაუყინეს, რის შედეგადაც ჯამში 20 მილიონი დოლარი დაკარგა.

გუშინ ცნობილი გახდა, რომ ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი მომღერალი რუსეთში, ისრაელში პერსონა ნონ-გრატად გამოცხადდა. ლეპსის კონცერტები, რომელიც წმინდა მიწაზე მაისში უნდა გამართულიყო გაუქმდა და ბილეთების გაყიდვა შეწყდა. ლეპსის ოფიციალურ ვებგვერდზე "აღთქმულ მიწაზე" დაგეგმილი კონცერტების შესახებ ინფორმაცია გაქრა.

კრემლის მეხოტბე ლეპსი მარტში ლუჟნიკის სტადიონზე პუტინის მიერ გამართულ კონცერტზე გამოვიდა. ყირიმის ოკუპაციის პატივსაცემად გამართულ კონცერტზე ლეპსის გარდა მღეროდნენ რუსი ვარსკვლავები - პოლინა გაგარინა, ტიმატი, ლუბე და სხვები, რომლებიც ღიად უჭერენ მხარს პუტინის რეჟიმს.

გრეგორი ლეპსის კონცერტების გაუქმების იდეა, სავარაუდოდ, ისრაელის საზოგადოებრივ ორგანიზაციებსა და აქტივისტებს ეკუთვნით, როგორც ეს კომიკოსის ნურლან საბუროვის შემთხვევაში მოხდა, რომელსაც უკრაინის ომზე ხმა არ ამოუღია. მან ასევე შეურაცხყოფა მიაყენა თავისი უადგილო ხუმრობით უკრაინელ ქალს, როდესაც სან-ფრანცისკოში კონცერტზე გამოვიდა. მაშინ საბუროვის გამოსვლები გაუქმდა ჩიკაგოსა და თელ-ავივში.

13 აპრილს გრიგორი ლეპსმა გამარჯვების მუზეუმში საქველმოქმედო კონცერტი გამართა სამხედრო მოსამსახურეებისთვის, მათი ახლობლებისთვის, მოხალისეებისთვის და სამხედრო ექიმებისთვის.

"მე ვაკეთებ მაქსიმუმს, რაც კარგად შემიძლია. ამბობენ, რომ კარგად ვმღერი. სამხედრო რომ ვიყო, ფრონტის ხაზზე ვიქნებოდი. ქირურგი რომ ვიყო, ოპერაციას გავაკეთებდი. ვინაიდან მუსიკოსი ვარ, ვმღერი ხალხისთვის, სამხედროებისთვის..." - განაცხადა მაშინ მომღერალმა.

ლეპსი იმდენად მონდომებული მხარდამჭერია კრემლის, რომ მან თავად ვლადიმერ ჟირინოვსკიც კი გააცილა უკანასკნელ გზაზე. დუმის დეპუტატს მომღერალი წითელი ვარდებით ესტუმრა.

თავისუფლად შეგვიძლია ვთქვათ, რომ თინა კანდელაკთან ერთად ლეპსი ერთ-ერთია, რომელშიც ქართველებს არ გაგვიმართლა. ცოტა ხნის წინ რუსულმა მედიამ დაწერა, რომ ლეპსს არ ეშინია მის მიმართ დაწესებული სანქციების და ქვეყნისთვის რთულ დროს საზღვარგარეთ არ გაქცეულა. უფრო მეტიც, მან როსტოვში სამხედრო ჰოსპიტალში უკრაინაში დაჭრილი ჯარისკაცებიც კი მოინახულა.

გრეგორი ლეპსი რუსეთში მაღალანაზღაურებადი მომღერალია, მისი საღამოს ღირებულება 120 ათას ევრომდეა.

მომღერალი შავ სიაში ჯერ კიდევ 2013 წელს მოხვდა, როდესაც აშშ-ს ფინანსთა სამინისტრომ სახელი ლეპსი ეგრეთ წოდებული "პოსტსაბჭოთა მაფიის“ სიაში შეიყვანა. შემდეგ კი სიაში შემავალი პირების აქტივები შეერთებულ შტატებში დაბლოკეს და ამერიკელებს აეკრძალათ მათთან საქმიანი კონტაქტები.

ლეპსს ასევე არ უშვებდნენ დიდ ბრიტანეთში. მომღერალმა საელჩოს ვიზაზე რამდენჯერმე მიმართა, მაგრამ ყოველთვის უარი ეთქვა. მომღერალი აღშფოთებული იყო იმით, რომ მისი დოკუმენტები ოთხი თვის განმავლობაში განიხილებოდა და საბოლოოდ ახსნა-განმარტების გარეშე უარით გამოუშვეს. ისრაელის გარდა ცნობილი გახდა, რომ ლეპსი პერსონა ნონ-გრატად გამოცხადდა ლიტვაში.

გრეგორი ლეპსს პრობლემები ჰქონდა ნარკოტიკებთან და სასმელთან დაკავშირებით. მას ექიმებმა აუკრძალეს თუნდაც ერთი დოზის მიღება და სასმელი. რუსეთში წარმატებული მომღერალი განსაკუთრებულად უყვარს ვლადიმერ პუტინს და ე.წ. ქურდულ სამყაროს.