საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

15

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 23:52-ზე, მთვარე ვერძში გადავა 08:31-ზე – გაზარდეთ თქვენი ცოდნის დონე. შეისწავლეთ ახალი. იმუშავეთ მნიშვნელოვან დოკუმენტებთან. ხელი მოაწერე კონტრაქტებს. დაალაგეთ არქივი. დაუთმეთ დღე განათლებას და სწავლას. მოაგვარეთ მარტივი საკითხები და არ მიიღოთ სერიოზული გადაწყვეტილებები. არ არის რეკომენდებული: ახალი და სერიოზული საქმეების დაწყება. ბევრი მუშაობა. ვაჭრობა. სიზარმაცე. იყავით ყურადღებიანი ბარძაყების, ქვედა ხერხემლის მიმართ. არ არის რეკომენდებული მარხვა ან შიმშილი. კარგია ტანსაცმლის გაუთოება და შენახვა; ზამთრისთვის ხილის გაყინვა და კონსერვაცია.
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ორთვიანი გაუჩინარების შემდეგ, პუტინის საყვარელი ქალი გამოჩნდა - ალინა კაბაევა, რომელიც შვეიცარიაში ეგონათ, მოსკოვშია და ფესტივალისთვის ემზადება (ფოტოები)
ორთვიანი გაუჩინარების შემდეგ, პუტინის საყვარელი ქალი გამოჩნდა - ალინა კაბაევა, რომელიც შვეიცარიაში ეგონათ, მოსკოვშია და ფესტივალისთვის ემზადება (ფოტოები)

ალი­ნა კა­ბა­ე­ვა, ვლა­დი­მერ პუ­ტი­ნის საყ­ვა­რე­ლი ქალი, რო­მელ­ზეც მსოფ­ლიო მე­დია უკ­რა­ი­ნა­ში ომის და­წყე­ბის დღი­დან წერ­და და მისი პერ­სო­ნით, ასე­ვე ად­გილ­სამ­ყო­ფე­ლით ინ­ტე­რეს­დე­ბო­და, რუ­სეთ­შია. ყო­ფი­ლი მხატ­ვრუ­ლი ტან­მო­ვარ­ჯი­შე პუ­ტი­ნის ფა­ვო­რი­ტი ქა­ლია. მე­დია წლე­ბია წერს, რომ რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტის­გან კა­ბა­ე­ვას რამ­დე­ნი­მე შვი­ლი ჰყავს და სწო­რედ მის გამო და­შორ­და თა­ვის დრო­ზე ოფი­ცი­ა­ლურ ცოლს.

მას შემ­დეგ, რაც რუ­სე­თი უკ­რა­ი­ნა­ში შე­იჭ­რა, კა­ბა­ე­ვა­ზე გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ ის შვი­ლებ­თან ერ­თად შვე­ი­ცა­რი­ას აფა­რებ­და თავს. ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი და უკ­რა­ი­ნე­ლე­ბი შვე­ი­ცა­რი­ის მთავ­რო­ბას სთხოვ­დნენ, რომ კა­ბა­ე­ვა ქვეყ­ნი­დან გა­ე­ძე­ვე­ბი­ნათ. შვე­ი­ცა­რი­ის ოფი­ცი­ა­ლუ­რი პი­რე­ბი კი ამ­ბობ­დნენ, რომ ალი­ნა კა­ბა­ე­ვა მათ ქვე­ყა­ნა­ში არ იმ­ყო­ფე­ბო­და.

ამ­ჯე­რად კი რუ­სუ­ლი მე­დია წერს, რომ ის რუ­სეთ­ში რიტ­მუ­ლი ტან­ვარ­ჯი­შის ფეს­ტი­ვა­ლის რე­პე­ტი­ცი­ას და­ეს­წრო.

"ძირს ქუს­ლე­ბი - ალი­ნა კა­ბა­ე­ვა რიტ­მუ­ლი ტან­ვარ­ჯი­შის ფეს­ტი­ვა­ლის რე­პე­ტი­ცი­ა­ზე 100 ათას რუბ­ლად ღი­რე­ბულ სპორ­ტუ­ლი ფეხ­საც­მლით მი­ვი­და", - ასე­თი სა­თა­უ­რე­ბით აქ­ვეყ­ნე­ბენ რუ­სუ­ლი ონ­ლა­ინ გა­მო­ცე­მე­ბი მის შე­სა­ხებ ახალ ამ­ბებს.

ომის და­წყე­ბი­დან ორი თვის შემ­დეგ. ეს ტან­მო­ვარ­ჯი­შის პირ­ვე­ლი გა­მო­ჩე­ნაა კა­მე­რე­ბის წინ. უკ­რა­ი­ნა­ში სას­ტი­კი ომის წარ­მო­ე­ბის პა­რა­ლე­ლუ­რად, რუ­სე­თი დროს არ კარ­გავს და უარს არ ამ­ბობს სხვა­დას­ხვა ში­ნა­არ­სის ფეს­ტი­ვა­ლე­ბი­სა, თუ მუ­სი­კა­ლუ­რი და­ჯილ­დო­ვე­ბე­ბის გა­მარ­თვა­ზე. ამ­ჯე­რად გა­ზა­ფხუ­ლის ტრა­დი­ცი­უ­ლი რიტ­მუ­ლი ტან­ვარ­ჯი­შის ფეს­ტი­ვა­ლის დროც მო­ვი­და. სწო­რედ ამ ფეს­ტი­ვა­ლის რე­პე­ტი­ცი­ას და­ეს­წრო კა­ბა­ე­ვა.

რე­პე­ტი­ცი­ის ამ­სახ­ვე­ლი ფო­ტო­ე­ბი, სა­დაც კა­ბა­ე­ვაც პო­ზი­რებს, მხატ­ვრუ­ლი ტან­ვარ­ჯი­შის მწვრთნელ­მა, ეკა­ტე­რი­ნა სი­რო­ტი­ნამ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გა­მო­აქ­ვეყ­ნა.

პუ­ტი­ნის ფა­ვო­რიტ­მა რო­გორც ჩანს, რე­პე­ტი­ცია ჩა­ი­ბა­რა და დარ­წმუნ­და, რომ ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად იქ­ნე­ბო­და. ალი­ნა კა­ბა­ე­ვა რე­პე­ტი­ცი­ა­ზე ტრა­დი­ცი­უ­ლი ქუს­ლი­ა­ნი ფეხ­საც­მლის გა­რე­შე მი­ვი­და. ქალს მოკ­ლე ნაქ­სო­ვი ჟა­კე­ტი, თეთ­რი პე­რან­გი და ნაც­რის­ფე­რი ჯინ­სი ეცვა. მის ჩაც­მუ­ლო­ბა­ში სა­ინ­ტე­რე­სო დე­ტა­ლი იყო Brunello Cucinelli-ს სპორ­ტუ­ლი ფეხ­საც­მე­ლი ეცვა, რომ­ლის ღი­რე­ბუ­ლე­ბაც 93,950 რუბ­ლია (3203 ლარი). Brunello Cucinelli ცნო­ბი­ლი იტა­ლი­უ­რი ბრენ­დია, რო­მე­ლიც ქმნის რო­გორც მა­მა­კა­ცის, ასე­ვე ქა­ლის ხა­ზის სა­მოსს.

ბრენ­დი გან­სა­კუთ­რე­ბით უყ­ვართ ჰო­ლი­ვუ­დის ვარ­სკვლა­ვებს. ამ ფირ­მის სა­მო­სი ხში­რად აც­ვი­ათ ბლე­იკ ლა­ივ­ლის, დემი მურ­სა და მარკ ცუ­კერ­ბერგს. 38 წლის ალი­ნა უპი­რა­ტე­სო­ბას ანი­ჭებს ისეთ ბრენ­დებს, რომ­ლე­ბიც ქმნი­ან ელე­გან­ტურ კოს­ტი­უ­მებს. ტან­მო­ვარ­ჯი­შის გარ­დე­რობ­შია Valentino-ს, Alessandra Rich-ის და Oscar de la Renta-ს კა­ბე­ბი. ასე­ვე Proenza Schouler-ის კოს­ტი­უ­მე­ბი. მას ასე­ვე უყ­ვარს კლა­სი­კუ­რი აქ­სე­სუ­ა­რე­ბი. მა­გა­ლი­თად, ვინ­ტა­ჟუ­რი ჩან­თე­ბი "შა­ნე­ლის" მო­დის სახ­ლის­გან.

რო­გორც ჩანს, პუ­ტი­ნის ფა­ვო­რი­ტი უარს მა­ინც ვერ ამ­ბობს უცხო­ურ ბრენ­დებ­ზე მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მის სამ­შობ­ლო­ში ცნო­ბილ­მა ქა­ლებ­მა ერ­თგვა­რი ფლეშ­მო­ბი მო­ა­წყეს და Chanel-ის ჩან­თე­ბი დაჭ­რეს, სა­ხე­ზე კი ჭარ­ხა­ლი წა­ის­ვეს, მათი თქმით, იმ­დე­ნად კარ­გი კანი ჰქონ­დათ, სულ არ სჭირ­დე­ბო­დათ ძვი­რა­დღი­რე­ბუ­ლი უცხო­უ­რი მკვე­ბა­ვი სა­ცხე­ბი.

რუ­სულ მე­დი­ა­ში წე­რენ, რომ ალი­ნა კა­ბა­ე­ვა სა­ხე­ზე შეც­ვლი­ლია, რად­გა­ნაც, სა­ვა­რა­უ­დოდ, მან უცხო­ეთ­ში ყოფ­ნის დროს დიდი რა­ო­დე­ნო­ბით "ხა­რის­ხი­ა­ნი ბო­ტოქ­სი" გა­ი­კე­თა.

მკითხველის კომენტარები / 8 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ი.ნ.
4

რას უშვება ეს ხალხი თავს–კარგი გოგო იყო, ნიჭიერი სპორტსმენი. ახლა ვინ არის? თვითონ თუ სცნობს თავის თავს? 

ტტ
8

ყველა პუტინს რატო ემსგავსება?

ავტორი:

ორთვიანი გაუჩინარების შემდეგ, პუტინის საყვარელი ქალი გამოჩნდა - ალინა კაბაევა, რომელიც შვეიცარიაში ეგონათ, მოსკოვშია და ფესტივალისთვის ემზადება (ფოტოები)

ორთვიანი გაუჩინარების შემდეგ, პუტინის საყვარელი ქალი გამოჩნდა - ალინა კაბაევა, რომელიც შვეიცარიაში ეგონათ, მოსკოვშია და ფესტივალისთვის ემზადება (ფოტოები)

ალინა კაბაევა, ვლადიმერ პუტინის საყვარელი ქალი, რომელზეც მსოფლიო მედია უკრაინაში ომის დაწყების დღიდან წერდა და მისი პერსონით, ასევე ადგილსამყოფელით ინტერესდებოდა, რუსეთშია. ყოფილი მხატვრული ტანმოვარჯიშე პუტინის ფავორიტი ქალია. მედია წლებია წერს, რომ რუსეთის პრეზიდენტისგან კაბაევას რამდენიმე შვილი ჰყავს და სწორედ მის გამო დაშორდა თავის დროზე ოფიციალურ ცოლს.

მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა, კაბაევაზე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ის შვილებთან ერთად შვეიცარიას აფარებდა თავს. ადგილობრივები და უკრაინელები შვეიცარიის მთავრობას სთხოვდნენ, რომ კაბაევა ქვეყნიდან გაეძევებინათ. შვეიცარიის ოფიციალური პირები კი ამბობდნენ, რომ ალინა კაბაევა მათ ქვეყანაში არ იმყოფებოდა.

ამჯერად კი რუსული მედია წერს, რომ ის რუსეთში რიტმული ტანვარჯიშის ფესტივალის რეპეტიციას დაესწრო.

"ძირს ქუსლები - ალინა კაბაევა რიტმული ტანვარჯიშის ფესტივალის რეპეტიციაზე 100 ათას რუბლად ღირებულ სპორტული ფეხსაცმლით მივიდა", - ასეთი სათაურებით აქვეყნებენ რუსული ონლაინ გამოცემები მის შესახებ ახალ ამბებს.

ომის დაწყებიდან ორი თვის შემდეგ. ეს ტანმოვარჯიშის პირველი გამოჩენაა კამერების წინ. უკრაინაში სასტიკი ომის წარმოების პარალელურად, რუსეთი დროს არ კარგავს და უარს არ ამბობს სხვადასხვა შინაარსის ფესტივალებისა, თუ მუსიკალური დაჯილდოვებების გამართვაზე. ამჯერად გაზაფხულის ტრადიციული რიტმული ტანვარჯიშის ფესტივალის დროც მოვიდა. სწორედ ამ ფესტივალის რეპეტიციას დაესწრო კაბაევა.

რეპეტიციის ამსახველი ფოტოები, სადაც კაბაევაც პოზირებს, მხატვრული ტანვარჯიშის მწვრთნელმა, ეკატერინა სიროტინამ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.

პუტინის ფავორიტმა როგორც ჩანს, რეპეტიცია ჩაიბარა და დარწმუნდა, რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა. ალინა კაბაევა რეპეტიციაზე ტრადიციული ქუსლიანი ფეხსაცმლის გარეშე მივიდა. ქალს მოკლე ნაქსოვი ჟაკეტი, თეთრი პერანგი და ნაცრისფერი ჯინსი ეცვა. მის ჩაცმულობაში საინტერესო დეტალი იყო Brunello Cucinelli-ს სპორტული ფეხსაცმელი ეცვა, რომლის ღირებულებაც 93,950 რუბლია (3203 ლარი). Brunello Cucinelli ცნობილი იტალიური ბრენდია, რომელიც ქმნის როგორც მამაკაცის, ასევე ქალის ხაზის სამოსს.

ბრენდი განსაკუთრებით უყვართ ჰოლივუდის ვარსკვლავებს. ამ ფირმის სამოსი ხშირად აცვიათ ბლეიკ ლაივლის, დემი მურსა და მარკ ცუკერბერგს. 38 წლის ალინა უპირატესობას ანიჭებს ისეთ ბრენდებს, რომლებიც ქმნიან ელეგანტურ კოსტიუმებს. ტანმოვარჯიშის გარდერობშია Valentino-ს, Alessandra Rich-ის და Oscar de la Renta-ს კაბები. ასევე Proenza Schouler-ის კოსტიუმები. მას ასევე უყვარს კლასიკური აქსესუარები. მაგალითად, ვინტაჟური ჩანთები "შანელის" მოდის სახლისგან.

როგორც ჩანს, პუტინის ფავორიტი უარს მაინც ვერ ამბობს უცხოურ ბრენდებზე მიუხედავად იმისა, რომ მის სამშობლოში ცნობილმა ქალებმა ერთგვარი ფლეშმობი მოაწყეს და Chanel-ის ჩანთები დაჭრეს, სახეზე კი ჭარხალი წაისვეს, მათი თქმით, იმდენად კარგი კანი ჰქონდათ, სულ არ სჭირდებოდათ ძვირადღირებული უცხოური მკვებავი საცხები.

რუსულ მედიაში წერენ, რომ ალინა კაბაევა სახეზე შეცვლილია, რადგანაც, სავარაუდოდ, მან უცხოეთში ყოფნის დროს დიდი რაოდენობით "ხარისხიანი ბოტოქსი" გაიკეთა.