მსოფლიო
სამხედრო
საზოგადოება
სამართალი
სპორტი
მეცნიერება
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"უტიფრობავ, "ოცნების“ სახელი უნდა გერქვას!" - ნათია მეზვრიშვილი "ქართული ოცნების“ პარტიის 10 წლის იუბილესთან დაკავშირებით პოლიტსაბჭოს განცხადებას ეხმაურება
"უტიფრობავ, "ოცნების“ სახელი უნდა გერქვას!" - ნათია მეზვრიშვილი "ქართული ოცნების“ პარტიის 10 წლის იუბილესთან დაკავშირებით პოლიტსაბჭოს განცხადებას ეხმაურება

პარ­ტია "სა­ქარ­თვე­ლოს­თვის“ ერთ-ერთი ლი­დე­რი ნა­თია მეზვრიშ­ვი­ლი "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ პარ­ტი­ის 10 წლის იუ­ბი­ლეს­თან და­კავ­ში­რე­ბით პო­ლიტ­საბ­ჭოს მიერ გავ­რცე­ლე­ბულ გან­ცხა­დე­ბას ეხ­მა­უ­რე­ბა.

მეზვრიშ­ვი­ლის შე­ფა­სე­ბით, ამ­დე­ნი ტყუ­ი­ლის ფონ­ზე, "ქარ­თულ ოც­ნე­ბას“ არა­ნა­ი­რი მო­რა­ლუ­რი უფ­ლე­ბა არ აქვს ილია ჭავ­ჭა­ვა­ძეს, დი­მიტ­რი ყი­ფი­ანს, ვაჟა-ფშა­ვე­ლას, ნიკო ნი­კო­ლა­ძეს და სხვა დიდ ქარ­თველ სა­ზო­გა­დო მოღ­ვა­წე­ებს გა­უ­ტო­ლოს თავი.

"ვნა­ხე ოც­ნე­ბის გან­ცხა­დე­ბა - პრო­პა­გან­დის და სიც­რუ­ით რე­ა­ლო­ბის გა­და­წე­რის კლა­სი­კუ­რი მა­გა­ლი­თი. უტიფ­რო­ბავ, "ოც­ნე­ბის“ სა­ხე­ლი უნდა გერ­ქვას!

ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა მარ­თლაც სა­ა­მა­ყოდ გექ­ნე­ბო­დათ საქ­მე გან­ცხა­დე­ბა­ში მოყ­ვა­ნი­ლი თი­თო­ე­უ­ლი ღი­რე­ბუ­ლე­ბის­თვის რომ არ გე­ღა­ლა­ტათ; მე­სა­მე ვა­დით ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში დარ­ჩე­ნის და ძა­ლა­უფ­ლე­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბის იდე­ით შე­პყრო­ბი­ლებს, ფეხ­ქვეშ რომ არ გა­გე­თე­ლათ გან­ცხა­დე­ბა­ში ჩა­მოთ­ვლი­ლი ყვე­ლა ღი­რე­ბუ­ლე­ბა, ზუს­ტად ისე, რო­გორც თქვენ­მა წი­ნა­მორ­ბე­დებ­მა ძა­ლა­უფ­ლე­ბის შე­სა­ნარ­ჩუ­ნებ­ლად გა­თე­ლეს.

მხო­ლოდ რამ­დე­ნი­მე ტყუ­ილს შე­ვე­ხე­ბი თქვე­ნი პრო­პა­გან­დის­ტუ­ლი წე­რი­ლი­დან:

"ავ­ტო­რი­ტა­რუ­ლი რე­ჟი­მის მიერ ფეხ­ქვეშ იყო გა­თე­ლი­ლი დე­მოკ­რა­ტია და ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბი“ - რა­ტომ არ ეუბ­ნე­ბით სა­ზო­გა­დო­ე­ბას, რომ ის, რა­საც თქვენ აკე­თებთ - ინ­სტი­ტუ­ტე­ბის და­სუს­ტე­ბა, მათი ფუნ­ქცი­ე­ბის პარ­ტი­ის­თვის შე­თავ­სე­ბა, თი­თო­ე­უ­ლი მათ­გა­ნის პარ­ტი­ის­თვის დაქ­ვემ­დე­ბა­რე­ბა, პარ­ტი­ის ხელ­ში გა­ნუ­სა­ზღვრე­ლი ძა­ლა­უფ­ლე­ბის კონ­ცენ­ტრა­ცია და ძა­ლა­უფ­ლე­ბის მოჩ­ვე­ნე­ბი­თი და­ნა­წი­ლე­ბა, და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი ინ­სტი­ტუ­ტე­ბის დაჩ­ქა­რე­ბუ­ლი წე­სით გა­უქ­მე­ბა, პო­ლი­ტი­კუ­რი ოპო­ნენ­ტე­ბის დევ­ნა, არ­ჩევ­ნე­ბის სის­ტე­მუ­რი დარ­ღვე­ვე­ბით ჩა­ტა­რე­ბა, შემ­დგომ არ­ჩევ­ნე­ბის შე­დე­გე­ბის გა­და­წე­რის მცდე­ლო­ბა, დე­ცენ­ტრა­ლი­ზა­ცი­ის რო­ლის დაკ­ნი­ნე­ბა, საკ­რე­ბუ­ლო­ებ­ში ადა­მი­ა­ნე­ბის მოს­ყიდ­ვა-გა­და­ბი­რე­ბა, პრე­ზი­დენ­ტის ინ­სტი­ტუტ­ზე იე­რი­ში და ა.შ. ავ­ტო­რი­ტა­რიზ­მია? რა­ტომ არ ეუბ­ნე­ბით ადა­მი­ა­ნებს, რომ ავ­ტო­რი­ტა­რიზ­მი გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ფორ­მე­ბით ვლინ­დე­ბა და თქვენ ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე სა­შიშ ფორ­მად ჩა­მო­ყა­ლიბ­დით? პრობ­ლე­მა არ არის, თქვენ მო­ი­ტყუ­ე­ბით, ჩვენ სი­მარ­თლეს ვი­ტყვით.

"ადა­მი­ა­ნე­ბის ღირ­სე­ბი­სა და სი­ცო­ცხლის ხელ­ყო­ფა, წა­მე­ბა და არა­ა­და­მი­ა­ნუ­რი მო­პყრო­ბა ყო­ველ­დღი­ურ პრაქ­ტი­კად იყო ქცე­უ­ლი“ - რა­ტომ არ ეუბ­ნე­ბით სა­ზო­გა­დო­ე­ბას, რომ ამ უმ­ძი­მე­სი პრაქ­ტი­კის აღ­მო­სა­ფხვრე­ლად გა­ხა­რი­ას პრე­მი­ე­რო­ბი­სას შექ­მნი­ლი და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი ინ­სტი­ტუ­ტი გა­ა­უქ­მეთ და პრო­კუ­რა­ტუ­რის ფი­ლი­ა­ლად გა­და­აქ­ცი­ეთ?

"და­ნერ­გი­ლი იყო სის­ხლის სა­მარ­თლის არა­ა­და­მი­ა­ნუ­რი პო­ლი­ტი­კა“ - რა­ტომ არ ეუბ­ნე­ბით ადა­მი­ა­ნებს, რომ იმ­დე­ნად არა­თან­მიმ­დევ­რუ­ლი სის­ხლის სა­მარ­თლის პო­ლი­ტი­კა გაქვთ, რომ სა­და­ვე­ე­ბი სა­ერ­თოდ გა­გექ­ცათ და ნუ­ლო­ვა­ნი ტო­ლე­რან­ტო­ბის პო­ლი­ტი­კი­დან, და­უს­ჯე­ლო­ბის პო­ლი­ტი­ლამ­დე მიხ­ვე­დით?

"სა­სა­მარ­თლო, პრო­კუ­რა­ტუ­რა, შსს და სხვა სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვი სტრუქ­ტუ­რე­ბი ემ­სა­ხუ­რე­ბო­და არა სა­მარ­თალს, არა­მედ ავ­ტოკ­რა­ტი­ას და მისი მთა­ვა­რი რეპ­რე­სი­უ­ლი ინ­სტრუ­მენ­ტის ფუნ­ქცი­ას ას­რუ­ლებ­და. სა­სა­მარ­თლო, პრო­კუ­რა­ტუ­რა და შსს აღარ გა­მო­ი­ყე­ნე­ბა რეპ­რე­სი­ულ მე­ქა­ნიზ­მად, რაც არა­ერ­თი ავ­ტო­რი­ტე­ტუ­ლი სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის კვლე­ვე­ბი­თა და სტა­ტის­ტი­კუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბით თვალ­ნათ­ლივ დას­ტურ­დე­ბა“ - ეს ნა­წი­ლი უტიფ­რო­ბის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი გა­მოვ­ლი­ნე­ბაა. გინ­დათ გა­გახ­სე­ნოთ რა­ტომ? წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნოდ თი­თო­ე­ულ მათ­განს პო­ლი­ტი­კურ ოპო­ნენ­ტებ­ზე სის­ტე­მუ­რი ზე­წო­ლის­თვის იყე­ნებ­დით; ადა­მი­ა­ნებს და­ნა­შა­უ­ლე­ბი აბ­რა­ლეთ და ეს უწყე­ბე­ბი არც კი რე­ა­გი­რებ­დენ, მათ ნაც­ვლად სა­ზო­გა­დო­ე­ბას პარ­ტი­ის ტრი­ბუ­ნი­დან პა­სუ­ხობ­დით; დღემ­დე არც ერთ მათ­განს ზე­წო­ლა­ზე, მუ­ქა­რა­ზე, უკა­ნო­ნო და­ჭე­რებ­ზე რე­ა­გი­რე­ბა არ მო­უხ­დე­ნია! ხომ კარ­გად იცით, რომ თი­თო­ე­უ­ლი მათ­გა­ნი თქვენს მიერ ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლი ავ­ტო­რი­ტა­რუ­ლი მარ­თვის ინ­სტრუ­მენ­ტე­ბია? სა­სა­მარ­თლო სის­ტე­მას ძა­ლა­უფ­ლე­ბის შე­სა­ნარ­ჩუ­ნებ­ლად რომ გა­უ­რიგ­დით, მთელ სის­ტე­მას არა­ფორ­მა­ლუ­რი ჯგუ­ფე­ბი რომ მარ­თა­ვენ, რე­ფორ­მის 4 ტალ­ღა რომ წყალ­ში გა­და­ყა­რეთ მე­რამ­დე­ნედ უნდა შე­გახ­სე­ნონ სა­ერ­თა­შო­რი­სო პარტნი­ო­რებ­მა და მათ­მა ან­გა­რი­შებ­მა? თუ ამას ეძა­ხით თქვენ სა­მარ­თლის მსა­ხუ­რე­ბას? არაფ­რით აღარ გან­სხვავ­დე­ბით იმ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის­გან, რომ­ლის მა­გა­ლი­თე­ბიც ასე­თი სი­ა­მა­ყით მოგ­ყავთ.

"ხალ­ხს წარ­თმე­უ­ლი ჰქონ­და არ­ჩე­ვა­ნის უფ­ლე­ბა“ - ალ­ბათ ხუმ­რობთ აქ ხომ? თუ ში­შის ქვეშ და ფუ­ლის სა­ნაც­ვლოდ გა­კე­თე­ბულ არ­ჩე­ვანს ეძა­ხით არ­ჩე­ვა­ნის თა­ვი­სუფ­ლე­ბას? ეს არ იკ­მა­რეთ და დღემ­დე არ­ჩევ­ნე­ბის შე­დე­გე­ბის გა­და­წე­რას ცდი­ლობთ - მოს­ყიდ­ვით, მუ­ქა­რით, საკ­რე­ბუ­ლოს წევ­რე­ბის და­პა­ტიმ­რე­ბით!

"ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა და "ქარ­თულ­მა ოც­ნე­ბამ“ ხალ­ხს და­უბ­რუ­ნეს თა­ვი­სუფ­ლე­ბა და დე­მოკ­რა­ტია, რაც ქვეყ­ნის წინსვლი­სა და გან­ვი­თა­რე­ბის აუ­ცი­ლე­ბე­ლი პი­რო­ბაა“ - რა­ტომ არ ეუბ­ნე­ბით ადა­მი­ა­ნებს რომ დე­მოკ­რა­ტია კა­ნო­ნის უზე­ნა­ე­სო­ბას, კა­ნო­ნის წი­ნა­შე ყვე­ლას თა­ნას­წო­რო­ბას, ინ­სტი­ტუ­ტე­ბის სიძ­ლი­ე­რეს, ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის პრაქ­ტი­კა­ში რე­ა­ლურ დაც­ვას გუ­ლის­ხმობს და თქვენ ეს ყვე­ლა­ფე­რი უბ­რა­ლოდ მოს­პეთ, ძა­ლა­დო­ბა ახა­ლი­სეთ, ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი აცე­მი­ნეთ და არა­ფე­რი გა­მო­ი­ძი­ეთ. რა­ტომ არ ეუბ­ნე­ბით სა­ზო­გა­დო­ე­ბას, რომ "პო­ლი­ტი­კი­დან წა­სუ­ლი“ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის მიერ წე­რი­ლის გა­მოქ­ვეყ­ნე­ბა, შემ­დეგ წე­რი­ლის თი­თო­ე­უ­ლი პუნ­ქტის თქვე­ნი დღის წეს­რი­გად ქცე­ვა არ არის დე­მოკ­რა­ტია?

სა­ბო­ლოო ჯამ­ში, მინ­და გი­თხრათ მწა­რე სი­მარ­თლე: თუ ამ გან­ცხა­დე­ბა­ში "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ შე­ფა­სე­ბის ნა­წილს დავ­ტო­ვებთ და "ოც­ნე­ბის“ შე­ფა­სე­ბის ნა­წილ­ში ტყუ­ი­ლის ნაც­ვლად ზე­მო­აღ­ნი­შულ სი­მარ­თლეს დავ­წერთ, მი­ვი­ღებთ "ოც­ნე­ბის“ დღე­ვან­დელ სა­ხეს. სამ­წუ­ხა­როდ, 10 წლის თავ­ზე გა­და­ი­ქე­ცით იმად, რა­საც თა­ვად ებ­რძო­დით. ამი­ტომ, ნამ­დვი­ლად არ გაქვთ საქ­მე სა­ზე­ი­მოდ.

და ბო­ლოს, ამ­დე­ნი ტყუ­ი­ლის ფონ­ზე არა­ნა­ი­რი მო­რა­ლუ­რი უფ­ლე­ბა არ გაქვთ ილია ჭავ­ჭა­ვა­ძეს, დი­მიტ­რი ყი­ფი­ანს, ვაჟა-ფშა­ვე­ლას, ნიკო ნი­კო­ლა­ძეს და სხვა დიდ ქარ­თველ სა­ზო­გა­დო მოღ­ვა­წე­ებს გა­უ­ტო­ლოთ თავი.

ეს ყვე­ლა­ფე­რი კი­დევ ერთხელ მარ­წმუ­ნებს დე­მოკ­რა­ტი­ის არ­სის სწავ­ლე­ბის აუ­ცი­ლებ­ლო­ბა­ში, რა­მაც სა­ბო­ლოო ჯამ­ში, არ­ჩევ­ნე­ბის გზით ოც­ნე­ბის ოპო­ზი­ცი­ა­ში გას­ტუმ­რე­ბის მიზ­ნამ­დე უნდა მიგ­ვიყ­ვა­ნოს”, - წერს ნა­თია მეზვრიშ­ვი­ლი ფე­ის­ბუქ­ში.

მკითხველის კომენტარები / 13 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მიდი რა...
0

ნეტა, ჯერ "ლი"-ებით საუბარს გადაეჩვეოდე...ყველა უტიფარი და თავხედი პოლიტიკაში როგორ გარბიხართ?!!

ILIA
2

ანუ 7 წელი მეც უტიფრობა მერქვაო?

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კონექტიკურის ქუჩებში პატარა სელაპი იპვეს
ავტორი:

"უტიფრობავ, "ოცნების“ სახელი უნდა გერქვას!" - ნათია მეზვრიშვილი "ქართული ოცნების“ პარტიის 10 წლის იუბილესთან დაკავშირებით პოლიტსაბჭოს განცხადებას ეხმაურება

"უტიფრობავ, "ოცნების“ სახელი უნდა გერქვას!" - ნათია მეზვრიშვილი "ქართული ოცნების“ პარტიის 10 წლის იუბილესთან დაკავშირებით პოლიტსაბჭოს განცხადებას ეხმაურება

პარტია "საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერი ნათია მეზვრიშვილი "ქართული ოცნების“ პარტიის 10 წლის იუბილესთან დაკავშირებით პოლიტსაბჭოს მიერ გავრცელებულ განცხადებას ეხმაურება.

მეზვრიშვილის შეფასებით, ამდენი ტყუილის ფონზე, "ქართულ ოცნებას“ არანაირი მორალური უფლება არ აქვს ილია ჭავჭავაძეს, დიმიტრი ყიფიანს, ვაჟა-ფშაველას, ნიკო ნიკოლაძეს და სხვა დიდ ქართველ საზოგადო მოღვაწეებს გაუტოლოს თავი.

"ვნახე ოცნების განცხადება - პროპაგანდის და სიცრუით რეალობის გადაწერის კლასიკური მაგალითი. უტიფრობავ, "ოცნების“ სახელი უნდა გერქვას!

ქართული ოცნება მართლაც საამაყოდ გექნებოდათ საქმე განცხადებაში მოყვანილი თითოეული ღირებულებისთვის რომ არ გეღალატათ; მესამე ვადით ხელისუფლებაში დარჩენის და ძალაუფლების შენარჩუნების იდეით შეპყრობილებს, ფეხქვეშ რომ არ გაგეთელათ განცხადებაში ჩამოთვლილი ყველა ღირებულება, ზუსტად ისე, როგორც თქვენმა წინამორბედებმა ძალაუფლების შესანარჩუნებლად გათელეს.

მხოლოდ რამდენიმე ტყუილს შევეხები თქვენი პროპაგანდისტული წერილიდან:

"ავტორიტარული რეჟიმის მიერ ფეხქვეშ იყო გათელილი დემოკრატია და ადამიანის უფლებები“ - რატომ არ ეუბნებით საზოგადოებას, რომ ის, რასაც თქვენ აკეთებთ - ინსტიტუტების დასუსტება, მათი ფუნქციების პარტიისთვის შეთავსება, თითოეული მათგანის პარტიისთვის დაქვემდებარება, პარტიის ხელში განუსაზღვრელი ძალაუფლების კონცენტრაცია და ძალაუფლების მოჩვენებითი დანაწილება, დამოუკიდებელი ინსტიტუტების დაჩქარებული წესით გაუქმება, პოლიტიკური ოპონენტების დევნა, არჩევნების სისტემური დარღვევებით ჩატარება, შემდგომ არჩევნების შედეგების გადაწერის მცდელობა, დეცენტრალიზაციის როლის დაკნინება, საკრებულოებში ადამიანების მოსყიდვა-გადაბირება, პრეზიდენტის ინსტიტუტზე იერიში და ა.შ. ავტორიტარიზმია? რატომ არ ეუბნებით ადამიანებს, რომ ავტორიტარიზმი განსხვავებული ფორმებით ვლინდება და თქვენ ერთ-ერთ ყველაზე საშიშ ფორმად ჩამოყალიბდით? პრობლემა არ არის, თქვენ მოიტყუებით, ჩვენ სიმართლეს ვიტყვით.

"ადამიანების ღირსებისა და სიცოცხლის ხელყოფა, წამება და არაადამიანური მოპყრობა ყოველდღიურ პრაქტიკად იყო ქცეული“ - რატომ არ ეუბნებით საზოგადოებას, რომ ამ უმძიმესი პრაქტიკის აღმოსაფხვრელად გახარიას პრემიერობისას შექმნილი დამოუკიდებელი ინსტიტუტი გააუქმეთ და პროკურატურის ფილიალად გადააქციეთ?

"დანერგილი იყო სისხლის სამართლის არაადამიანური პოლიტიკა“ - რატომ არ ეუბნებით ადამიანებს, რომ იმდენად არათანმიმდევრული სისხლის სამართლის პოლიტიკა გაქვთ, რომ სადავეები საერთოდ გაგექცათ და ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკიდან, დაუსჯელობის პოლიტილამდე მიხვედით?

"სასამართლო, პროკურატურა, შსს და სხვა სამართალდამცავი სტრუქტურები ემსახურებოდა არა სამართალს, არამედ ავტოკრატიას და მისი მთავარი რეპრესიული ინსტრუმენტის ფუნქციას ასრულებდა. სასამართლო, პროკურატურა და შსს აღარ გამოიყენება რეპრესიულ მექანიზმად, რაც არაერთი ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციის კვლევებითა და სტატისტიკური მონაცემებით თვალნათლივ დასტურდება“ - ეს ნაწილი უტიფრობის განსაკუთრებული გამოვლინებაა. გინდათ გაგახსენოთ რატომ? წინასაარჩევნოდ თითოეულ მათგანს პოლიტიკურ ოპონენტებზე სისტემური ზეწოლისთვის იყენებდით; ადამიანებს დანაშაულები აბრალეთ და ეს უწყებები არც კი რეაგირებდენ, მათ ნაცვლად საზოგადოებას პარტიის ტრიბუნიდან პასუხობდით; დღემდე არც ერთ მათგანს ზეწოლაზე, მუქარაზე, უკანონო დაჭერებზე რეაგირება არ მოუხდენია! ხომ კარგად იცით, რომ თითოეული მათგანი თქვენს მიერ ჩამოყალიბებული ავტორიტარული მართვის ინსტრუმენტებია? სასამართლო სისტემას ძალაუფლების შესანარჩუნებლად რომ გაურიგდით, მთელ სისტემას არაფორმალური ჯგუფები რომ მართავენ, რეფორმის 4 ტალღა რომ წყალში გადაყარეთ მერამდენედ უნდა შეგახსენონ საერთაშორისო პარტნიორებმა და მათმა ანგარიშებმა? თუ ამას ეძახით თქვენ სამართლის მსახურებას? არაფრით აღარ განსხვავდებით იმ ხელისუფლებისგან, რომლის მაგალითებიც ასეთი სიამაყით მოგყავთ.

"ხალხს წართმეული ჰქონდა არჩევანის უფლება“ - ალბათ ხუმრობთ აქ ხომ? თუ შიშის ქვეშ და ფულის სანაცვლოდ გაკეთებულ არჩევანს ეძახით არჩევანის თავისუფლებას? ეს არ იკმარეთ და დღემდე არჩევნების შედეგების გადაწერას ცდილობთ - მოსყიდვით, მუქარით, საკრებულოს წევრების დაპატიმრებით!

"ბიძინა ივანიშვილმა და "ქართულმა ოცნებამ“ ხალხს დაუბრუნეს თავისუფლება და დემოკრატია, რაც ქვეყნის წინსვლისა და განვითარების აუცილებელი პირობაა“ - რატომ არ ეუბნებით ადამიანებს რომ დემოკრატია კანონის უზენაესობას, კანონის წინაშე ყველას თანასწორობას, ინსტიტუტების სიძლიერეს, ადამიანის უფლებების პრაქტიკაში რეალურ დაცვას გულისხმობს და თქვენ ეს ყველაფერი უბრალოდ მოსპეთ, ძალადობა ახალისეთ, ჟურნალისტები აცემინეთ და არაფერი გამოიძიეთ. რატომ არ ეუბნებით საზოგადოებას, რომ "პოლიტიკიდან წასული“ ბიძინა ივანიშვილის მიერ წერილის გამოქვეყნება, შემდეგ წერილის თითოეული პუნქტის თქვენი დღის წესრიგად ქცევა არ არის დემოკრატია?

საბოლოო ჯამში, მინდა გითხრათ მწარე სიმართლე: თუ ამ განცხადებაში "ნაციონალური მოძრაობის“ შეფასების ნაწილს დავტოვებთ და "ოცნების“ შეფასების ნაწილში ტყუილის ნაცვლად ზემოაღნიშულ სიმართლეს დავწერთ, მივიღებთ "ოცნების“ დღევანდელ სახეს. სამწუხაროდ, 10 წლის თავზე გადაიქეცით იმად, რასაც თავად ებრძოდით. ამიტომ, ნამდვილად არ გაქვთ საქმე საზეიმოდ.

და ბოლოს, ამდენი ტყუილის ფონზე არანაირი მორალური უფლება არ გაქვთ ილია ჭავჭავაძეს, დიმიტრი ყიფიანს, ვაჟა-ფშაველას, ნიკო ნიკოლაძეს და სხვა დიდ ქართველ საზოგადო მოღვაწეებს გაუტოლოთ თავი.

ეს ყველაფერი კიდევ ერთხელ მარწმუნებს დემოკრატიის არსის სწავლების აუცილებლობაში, რამაც საბოლოო ჯამში, არჩევნების გზით ოცნების ოპოზიციაში გასტუმრების მიზნამდე უნდა მიგვიყვანოს”, - წერს ნათია მეზვრიშვილი ფეისბუქში.