საზოგადოება
მსოფლიო

17

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 01:23-ზე, მთვარე თევზებშია – რეკომენდებულია ფინანსური საკითხების მოგვარება. კონტაქტი უფროსებთან და საზოგადო მოღვაწეებთან. იმუშავეთ როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად, ერთობლივად გადაჭერით საინტერესო საკითხები. იყავით ყურადღებიანი კრეატიული იდეების მიმართ. კარგია ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება, მივლინებაში წასვლა. ჩაერთეთ შემოქმედებით საქმიანობაში მოაწყვეთ შემოქმედებითი საღამო, კონცერტი, გამოფენა. ყველაფერი შეიძლება მიირთვათ, მთავარია ღვიძლი არ გადაიტვირთოთ, აი, ტკბილეულს კი მოერიდეთ.
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ფრედერიკ ბეგბედერი საქართველოში ჩამოდის! - 9 საინტერესო ფაქტი, რომლებიც მასთან შეხვედრამდე უნდა იცოდეთ
ფრედერიკ ბეგბედერი საქართველოში ჩამოდის! - 9 საინტერესო ფაქტი, რომლებიც მასთან შეხვედრამდე უნდა იცოდეთ

მას მე­ამ­ბო­ხეს და სკან­და­ლურს უწო­დე­ბენ. 20 წელ­ზე მე­ტია, რაც მისი რო­მა­ნე­ბი მსოფ­ლიო ბესტსე­ლე­რე­ბის სი­ებ­ში რჩე­ბა. ცნო­ბი­ლი ფრან­გი მწე­რა­ლი ფრე­დე­რიკ ბეგ­ბე­დე­რი პე­რი­ო­დუ­ლად სხვა­დას­ხვა ქვე­ყა­ნას სტუმ­რობს, მას მალე სა­ქარ­თვე­ლო­ში ვი­ხი­ლავთ.

გა­მომ­ცემ­ლო­ბა „პა­ლიტ­რა L-ის“ მოწ­ვე­ვით მწე­რა­ლი 4-6 მა­ისს სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მო­ვა. რო­გორც გა­მომ­ცემ­ლო­ბა­ში აცხა­დე­ბენ, ფრე­დე­რიკ ბეგ­ბე­დე­რი ყვე­ლა­ნა­ი­რი აქ­ტი­ვო­ბის­თვის მზად არის. ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე დიდი შეხ­ვედ­რა 4 მა­ისს 19:00 სა­ათ­ზე, ეროვ­ნულ ბიბ­ლი­ო­თე­კა­ში შედ­გე­ბა, სა­დაც ნე­ბის­მი­ერ მსურ­ველს შე­საძ­ლებ­ლო­ბა ექ­ნე­ბა პი­რა­დად შეხ­ვდეს ცნო­ბილ მწე­რალს და შე­კი­თხვე­ბი და­უს­ვას.

სა­ნამ ბეგ­ბე­დერს შევ­ხვდე­ბით, მის შე­სა­ხებ სა­ინ­ტე­რე­სო ცნო­ბებს მო­ვუ­ყა­რეთ თავი, რო­მელ­თაც სი­ა­მოვ­ნე­ბით გა­გი­ზი­ა­რებთ.

ფრე­დე­რიკ ბეგ­ბე­დე­რი 1965 წლის 21 სექ­ტემ­ბერს, ქა­ლაქ ნეიი-სიურ-სენ­ში და­ი­ბა­და. ბავ­შვო­ბა­ში ის საკ­მა­ოდ და­კომ­პლექ­სე­ბუ­ლი ბიჭი იყო, რო­მელ­საც გა­მუდ­მე­ბით კონ­ფლიქ­ტე­ბი ჰქონ­და სხვებ­თან. ბეგ­ბე­დერ­მა პა­რი­ზის პო­ლი­ტი­კუ­რი კვლე­ვე­ბის ინ­სტი­ტუ­ტი და­ამ­თავ­რა, ასე­ვე აიღო დიპ­ლო­მი რეკ­ლა­მი­სა და მარ­კე­ტინ­გის მი­მარ­თუ­ლე­ბით. ფრანგ მწე­რალს, იც­ნო­ბენ რო­გორც ნი­ჭი­ერ პრო­ზა­ი­კოსს, პუბ­ლი­ცისტს, ლი­ტე­რა­ტუ­რათმცოდ­ნე­სა და რე­დაქ­ტორს.

იხი­ლეთ 9 სა­ინ­ტე­რე­სო ფაქ­ტი ბეგ­ბე­დერ­ზე:

1. ბეგ­ბე­დერ­მა 25 წლის ასაკ­ში გა­მოს­ცა თა­ვი­სი პირ­ვე­ლი რო­მა­ნი „შეშ­ლი­ლი ახალ­გაზ­რდის მე­მუ­ა­რე­ბი“. ეს არის რო­მან­ტი­კუ­ლი ზღა­პა­რი სიყ­ვა­რულ­ზე, რო­მელ­საც ავ­ტო­რი ამ წიგნ­ში ადი­დებს და მომ­დევ­ნო წიგნ­ში „მოკ­ლავს“. რო­მა­ნი დღემ­დე მწერ­ლის ერთ-ერთ სა­უ­კე­თე­სო ნა­წარ­მო­ე­ბად ით­ვლე­ბა.

2. ყვე­ლა­ზე სენ­სა­ცი­უ­რი რო­მა­ნი „სიყ­ვა­რუ­ლი ცო­ცხლობს სამი წელი“ მწე­რალ­მა 1997 წელს და­წე­რა. თე­ო­რია იმა­ზე, რომ შეყ­ვა­რე­ბუ­ლო­ბის გრძნო­ბა და­კავ­ში­რე­ბუ­ლია ჰორ­მო­ნე­ბის მოქ­მე­დე­ბას­თან და ურ­თი­ერ­თო­ბის და­წყე­ბი­დან სამ წე­ლი­წად­ში ქრე­ბა, სწრა­ფად გავ­რცელ­და მთელ მსოფ­ლი­ო­ში. 2012 წელს მწე­რალ­მა სა­კუ­თა­რი რო­მა­ნის ეკ­რა­ნი­ზა­ცი­ა­ში ეპი­ზო­დუ­რი როლი შე­ას­რუ­ლა.

3. გარ­კვე­უ­ლი პე­რი­ო­დის გან­მავ­ლო­ბა­ში, ბეგ­ბე­დე­რი იყო ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი კრი­ტი­კო­სი ჟურ­ნა­ლებ­ში Elle, Paris Match, Voici ou encore VSD, ასე­ვე, მუ­შა­ობ­და მსხვილ სა­რეკ­ლა­მო სა­ა­გენ­ტო­ში - Young and Rubicam. თუმ­ცა რო­მა­ნის „99 ფრან­კის“ გა­მოს­ვლის შემ­დეგ, რო­მე­ლიც იყო და­უნ­დო­ბე­ლი სა­ტი­რა სა­რეკ­ლა­მო ბიზ­ნეს­ზე, მწე­რა­ლი სამ­სა­ხუ­რი­დან გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს. იმა­ვე წელს წიგ­ნი საფ­რან­გეთ­ში გა­ყიდ­ვე­ბის ლი­დე­რი გახ­და.

4. რო­მა­ნი „99 ფრან­კი“ ზუს­ტად ამ ფა­სად იყი­დე­ბო­და. სხვა ქვეყ­ნე­ბის გა­მომ­ცემ­ლო­ბებ­მა მათი ვა­ლუ­ტის კურ­სის შე­სა­ბა­მი­სად გა­მო­უშ­ვეს რო­მა­ნი სხვა­დას­ხვა სა­ხელ­წო­დე­ბით: „9,99 ფუნ­ტი“ დიდ ბრი­ტა­ნეთ­ში, „39,9 მარ­კა“ გერ­მა­ნი­ა­ში, „999 იენი“ ია­პო­ნი­ა­ში და ა. შ. 2002 წელს, წიგ­ნი ხე­ლახ­ლა გა­მო­ი­ცა ევ­როს შე­მო­ღე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით, სა­ხელ­წო­დე­ბით - „13,99 ევრო“.

https://palitral.ge/product/4432/99-franki

5. ბეგ­ბე­დე­რი სა­ქარ­თვე­ლოს 2016 წელ­საც ეს­ტუმ­რა და „ბიბ­ლუ­სი გა­ლე­რე­ა­ში“ მკი­თხველ­თან შეხ­ვედ­რა გა­მარ­თა. მწე­რალ­თან შე­სახ­ვედ­რად მი­სუ­ლი ათო­ბით ადა­მი­ა­ნის სურ­ვი­ლი, მას მი­ახ­ლო­ე­ბოდ­ნენ და ავ­ტოგ­რა­ფი გა­მო­ერ­თმი­ათ, ბეგ­ბე­დე­რის­თვის მო­უ­ლოდ­ნე­ლი აღ­მოჩ­ნდა. მკი­თხველ­თა რი­გე­ბი იყო რო­გორც შე­ნო­ბა­ში, ისე შე­ნო­ბის გა­რეთ, სა­დაც თაყ­ვა­ნის­მცემ­ლე­ბი ავ­ტორ­თან მი­ახ­ლო­ე­ბის­თვის ხელ­საყ­რელ დროს ელო­დე­ბოდ­ნენ.

6. 2019 წელს, ბეგ­ბე­დე­რი მო­ნა­წი­ლე­ო­ბას იღებ­და კამ­პა­ნი­ა­ში „გა­ა­ტა­რე ზა­ფხუ­ლი სა­ქარ­თვე­ლო­ში“. მან ჩვე­ნი ქვეყ­ნის გულ­შე­მატ­კივ­რო­ბა გა­აგ­რძე­ლა და გა­და­ი­ღო ვი­დეო, სა­დაც შე­მოდ­გო­მის გა­ტა­რე­ბა­საც სა­ქარ­თვე­ლო­ში ურ­ჩევ­და ხალ­ხს: „თუკი სა­ქარ­თვე­ლოს შე­სა­ხებ არა­ფე­რი იცით, სუ­ლე­ლე­ბი ხართ! ის ულა­მა­ზე­სია. მიყ­ვარს ეს ქვე­ყა­ნა!..“ - ამ­ბობ­და მწე­რა­ლი.

7. ბეგ­ბე­დე­რი არის 1994 წელს მის მი­ერ­ვე და­არ­სე­ბუ­ლი ფლო­რის პრე­მი­ის ჟი­უ­რის თავ­მჯდო­მა­რე. მან ასე­ვე და­ა­არ­სა სა­დის პრე­მია 2001 წელს, ლი­ო­ნელ არა­სილ­თან ერ­თად.

8. 2002 წელს, ბეგ­ბე­დე­რი იყო საფ­რან­გე­თის პრე­ზი­დენ­ტო­ბის კან­დი­და­ტის - რო­ბერტ იუს უფა­სო კონ­სულ­ტან­ტი.

9. რო­გორც აღ­ვნიშ­ნეთ, ფრან­გი მწე­რა­ლი სულ მალე სა­ქარ­თვე­ლოს კვლავ ეს­ტუმ­რე­ბა. გა­მომ­ცემ­ლო­ბა „პა­ლიტ­რა L-ის“ მოწ­ვე­ვით ფრე­დე­რიკ ბეგ­ბე­დე­რი ჩვენს ქვე­ყა­ნას 4-6 მა­ისს ეწ­ვე­ვა. ქარ­თველ მკი­თხველს მას­თან შეხ­ვედ­რა და შე­კი­თხვე­ბის დას­მა 4 მა­ისს 19:00 სა­ათ­ზე, ეროვ­ნულ ბიბ­ლი­ო­თე­კა­ში შე­ეძ­ლე­ბა.

მკითხველის კომენტარები / 6 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ელა
1

„სულელები ხართ" ცოტა მეხამუშა. იქნებ უხეიროდ თარგმნეს? არა მგონია, ვინც საქართველოს არ იცნობს, ყველა ასე შეემკო. 😊

მერი
2

სიყვარული არასოდეს მთავრდება.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ მიმდინარეობს საქალაქო სასამართლოში „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის პროცესი
ავტორი:

ფრედერიკ ბეგბედერი საქართველოში ჩამოდის! - 9 საინტერესო ფაქტი, რომლებიც მასთან შეხვედრამდე უნდა იცოდეთ

ფრედერიკ ბეგბედერი საქართველოში ჩამოდის! - 9 საინტერესო ფაქტი, რომლებიც მასთან შეხვედრამდე უნდა იცოდეთ

მას მეამბოხეს და სკანდალურს უწოდებენ. 20 წელზე მეტია, რაც მისი რომანები მსოფლიო ბესტსელერების სიებში რჩება. ცნობილი ფრანგი მწერალი ფრედერიკ ბეგბედერი პერიოდულად სხვადასხვა ქვეყანას სტუმრობს, მას მალე საქართველოში ვიხილავთ.

გამომცემლობა „პალიტრა L-ის“ მოწვევით მწერალი 4-6 მაისს საქართველოში ჩამოვა. როგორც გამომცემლობაში აცხადებენ, ფრედერიკ ბეგბედერი ყველანაირი აქტივობისთვის მზად არის. ერთ-ერთი ყველაზე დიდი შეხვედრა 4 მაისს 19:00 საათზე, ეროვნულ ბიბლიოთეკაში შედგება, სადაც ნებისმიერ მსურველს შესაძლებლობა ექნება პირადად შეხვდეს ცნობილ მწერალს და შეკითხვები დაუსვას.

სანამ ბეგბედერს შევხვდებით, მის შესახებ საინტერესო ცნობებს მოვუყარეთ თავი, რომელთაც სიამოვნებით გაგიზიარებთ.

ფრედერიკ ბეგბედერი 1965 წლის 21 სექტემბერს, ქალაქ ნეიი-სიურ-სენში დაიბადა. ბავშვობაში ის საკმაოდ დაკომპლექსებული ბიჭი იყო, რომელსაც გამუდმებით კონფლიქტები ჰქონდა სხვებთან. ბეგბედერმა პარიზის პოლიტიკური კვლევების ინსტიტუტი დაამთავრა, ასევე აიღო დიპლომი რეკლამისა და მარკეტინგის მიმართულებით. ფრანგ მწერალს, იცნობენ როგორც ნიჭიერ პროზაიკოსს, პუბლიცისტს, ლიტერატურათმცოდნესა და რედაქტორს.

იხილეთ 9 საინტერესო ფაქტი ბეგბედერზე:

1. ბეგბედერმა 25 წლის ასაკში გამოსცა თავისი პირველი რომანი „შეშლილი ახალგაზრდის მემუარები“. ეს არის რომანტიკული ზღაპარი სიყვარულზე, რომელსაც ავტორი ამ წიგნში ადიდებს და მომდევნო წიგნში „მოკლავს“. რომანი დღემდე მწერლის ერთ-ერთ საუკეთესო ნაწარმოებად ითვლება.

2. ყველაზე სენსაციური რომანი „სიყვარული ცოცხლობს სამი წელი“ მწერალმა 1997 წელს დაწერა. თეორია იმაზე, რომ შეყვარებულობის გრძნობა დაკავშირებულია ჰორმონების მოქმედებასთან და ურთიერთობის დაწყებიდან სამ წელიწადში ქრება, სწრაფად გავრცელდა მთელ მსოფლიოში. 2012 წელს მწერალმა საკუთარი რომანის ეკრანიზაციაში ეპიზოდური როლი შეასრულა.

3. გარკვეული პერიოდის განმავლობაში, ბეგბედერი იყო ლიტერატურული კრიტიკოსი ჟურნალებში Elle, Paris Match, Voici ou encore VSD, ასევე, მუშაობდა მსხვილ სარეკლამო სააგენტოში - Young and Rubicam. თუმცა რომანის „99 ფრანკის“ გამოსვლის შემდეგ, რომელიც იყო დაუნდობელი სატირა სარეკლამო ბიზნესზე, მწერალი სამსახურიდან გაათავისუფლეს. იმავე წელს წიგნი საფრანგეთში გაყიდვების ლიდერი გახდა.

4. რომანი „99 ფრანკი“ ზუსტად ამ ფასად იყიდებოდა. სხვა ქვეყნების გამომცემლობებმა მათი ვალუტის კურსის შესაბამისად გამოუშვეს რომანი სხვადასხვა სახელწოდებით: „9,99 ფუნტი“ დიდ ბრიტანეთში, „39,9 მარკა“ გერმანიაში, „999 იენი“ იაპონიაში და ა. შ. 2002 წელს, წიგნი ხელახლა გამოიცა ევროს შემოღებასთან დაკავშირებით, სახელწოდებით - „13,99 ევრო“.

https://palitral.ge/product/4432/99-franki

5. ბეგბედერი საქართველოს 2016 წელსაც ესტუმრა და „ბიბლუსი გალერეაში“ მკითხველთან შეხვედრა გამართა. მწერალთან შესახვედრად მისული ათობით ადამიანის სურვილი, მას მიახლოებოდნენ და ავტოგრაფი გამოერთმიათ, ბეგბედერისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა. მკითხველთა რიგები იყო როგორც შენობაში, ისე შენობის გარეთ, სადაც თაყვანისმცემლები ავტორთან მიახლოებისთვის ხელსაყრელ დროს ელოდებოდნენ.

6. 2019 წელს, ბეგბედერი მონაწილეობას იღებდა კამპანიაში „გაატარე ზაფხული საქართველოში“. მან ჩვენი ქვეყნის გულშემატკივრობა გააგრძელა და გადაიღო ვიდეო, სადაც შემოდგომის გატარებასაც საქართველოში ურჩევდა ხალხს: „თუკი საქართველოს შესახებ არაფერი იცით, სულელები ხართ! ის ულამაზესია. მიყვარს ეს ქვეყანა!..“ - ამბობდა მწერალი.

7. ბეგბედერი არის 1994 წელს მის მიერვე დაარსებული ფლორის პრემიის ჟიურის თავმჯდომარე. მან ასევე დააარსა სადის პრემია 2001 წელს, ლიონელ არასილთან ერთად.

8. 2002 წელს, ბეგბედერი იყო საფრანგეთის პრეზიდენტობის კანდიდატის - რობერტ იუს უფასო კონსულტანტი.

9. როგორც აღვნიშნეთ, ფრანგი მწერალი სულ მალე საქართველოს კვლავ ესტუმრება. გამომცემლობა „პალიტრა L-ის“ მოწვევით ფრედერიკ ბეგბედერი ჩვენს ქვეყანას 4-6 მაისს ეწვევა. ქართველ მკითხველს მასთან შეხვედრა და შეკითხვების დასმა 4 მაისს 19:00 საათზე, ეროვნულ ბიბლიოთეკაში შეეძლება.