„აზოვის“ პოლკმა „ტელეგრამის“ გვერდზე განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ რთული ვითარების მიუხედავად მათ მაინც შეძლეს რუსული სამხედრო ტექნიკის განადგურება.
"მიუხედავად უკიდურესად რთული ვითარებისა, უკანასკნელი დღის განმავლობაში „აზოვმა“ შეძლო 3 ტანკის, 2 ქვეითთა საბრძოლო მანქანის და ჯავშანტრანსპორტიორის განადგურება“,- ნათქვამია განცხადებაში.
ცნობისთვის, დღეს რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ ქვეყნის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს „მარიუპოლის გათავისუფლების“ შესახებ მოახსენა, თუმცა აღნიშნა, რომ "აზოვსტალის“ ტერიტორიაზე 2000-ზე მეტი უკრაინელი მებრძოლია.
ასევე იხილეთ: