პოლიტიკა
საზოგადოება

21

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 01:51-ზე, მთვარე კუროში გადაბრძანდება 05:52-ზე – დღე პასიურია, მოუსმინეთ თქვენს შინაგან ხმას. არ იჩქაროთ. დღის პირველ ნახევარში დაისვენეთ. მოაგვარეთ მარტივი საკითხები. გადადეთ რთული მოლაპარაკებები. დაიცავით ნეიტრალიტეტი კოლეგებთან ურთიერთობაში. არ არის რეკომენდებული: აჩქარება, ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება. გადაწყვეტილებების მიღება. გააძლიერეთ თქვენი ფინანსური მდგომარეობა. ხელსაყრელია ავეჯის და უძრავი ქონების შეძენა. შეიძინეთ სურსათი და საყოფაცხოვრებო ნივთები. უმჯობესია თავი შეიკავოთ ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების ჭამისგან.
სამართალი
სამხედრო
მეცნიერება
სპორტი
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"კოშკში შესვლა უნდათ თურმე, კიდევ რა გინდათ... მე ასეთი ადვილი დასამორჩილებელი ქალი არ ვარ, კე-გე-ბემ ვერაფერი დამაკლო" - მანანა არჩვაძე-გამსახურდიას ვიდეომიმართვა
"კოშკში შესვლა უნდათ თურმე, კიდევ რა გინდათ... მე ასეთი ადვილი დასამორჩილებელი ქალი არ ვარ, კე-გე-ბემ ვერაფერი დამაკლო" - მანანა არჩვაძე-გამსახურდიას ვიდეომიმართვა

გამ­სა­ხურ­დი­ე­ბის ოჯახ­ში შიდა და­პი­რის­პი­რე­ბა გრძელ­დე­ბა. ცოტა ხნის წინ კონ­სტან­ტი­ნე გამ­სა­ხურ­დი­ამ გა­ავ­რცე­ლა გან­ცხა­დე­ბა, რომ ცოტ­ნე გამ­სა­ხურ­დი­ას და მის მე­უღ­ლეს მა­ნა­ნა არჩვა­ძე-გამ­სა­ხურ­დია კოლ­ხურ კოშკში დაბ­რუ­ნე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას არ აძ­ლევ­და. რო­გორც ისი­ნი ამ­ბო­ბენ, უცხო­ე­ლი ექი­მე­ბის დას­კვნის სა­ფუძ­ველ­ზე ცოტ­ნეს რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის­თვის მშობ­ლი­ურ სახ­ლში დაბ­რუ­ნე­ბა ესა­ჭი­რო­ე­ბა.

  • ცოტ­ნე გამ­სა­ხურ­დია უკვე თვე­ე­ბია, რაც წე­რო­ვან­ში მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის ყო­ფილ რე­ზი­დენ­ცი­ა­ში გა­დის რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ას, მას მე­უღ­ლე, ექი­მი ანა ჯა­ბა­უ­რი უვ­ლის

"იუ­თუბ­ზე" ვრცელ­დე­ბა მა­ნა­ნა არჩვა­ძე-გამ­სა­ხურ­დი­ას ვი­დეო, რო­მე­ლიც აპ­რილ­შია ჩა­წე­რი­ლი. ყო­ფი­ლი პირ­ვე­ლი ლედი სა­რე­ა­ბი­ლი­ტა­ციო ცენ­ტრთან დგას და თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრ ჯუ­ან­შერ ბურ­ჭუ­ლა­ძეს მი­მარ­თავს...

მა­ნა­ნა არჩვა­ძე-გამ­სა­ხურ­დია:

"ბა­ტო­ნო ჯუ­ან­შერ, არა­ერ­თხელ მოგ­მარ­თეთ, რომ და­მიშ­ვათ ჩემს შვილ­თან. მე ვარ მისი ბი­ო­ლო­გი­უ­რი დედა. სამი წე­ლი­წა­დია ამ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მყო­ფი ჩემი შვი­ლის ნახ­ვის უფ­ლე­ბას არ მაძ­ლევთ, რა ვი­ფიქ­რო თქვენ­ზე, არ ვიცი. სამი წე­ლია მი­ჯაჭ­ვუ­ლია სა­წოლს, მას არ აქვს აღ­ქმის უნა­რი. არა­ვი­თა­რი რეფ­ლექ­სე­ბი მას­ში არ არის და უკან იხევს მისი ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა, არ უტარ­დე­ბა შე­სა­ბა­მი­სი მკურ­ნა­ლო­ბა სა­თა­ნა­დო კლი­ნი­კა­ში. ეს მკურ­ნა­ლო­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში არ არ­სე­ბობს, მაგ­რამ მე ვინ მა­კა­რებს ჩემს შვილს.

მა­შინ დედა ვი­ყა­ვი ხომ, რო­დე­საც ცოტ­ნე გამ­სა­ხურ­დი­ას წამ­ყვა­ნი არ ჰყავ­და თურ­ქეთ­ში. ეს იყო 2019 წელს, ეს და­მოწ­მე­ბუ­ლიც არის თურ­ქი მე­სა­ზღვრე­ე­ბის მიერ. შემ­დეგ მოხ­და მი­უ­ღე­ბე­ლი ფაქ­ტი, არ აწყობ­დათ დე­დის იქ ყოფ­ნა. ჩემი შვი­ლის ტე­რაქ­ტი არ იყო შემ­თხვე­ვი­თო­ბა, ამას წინ უძღო­და ჯა­შუ­შის მიგ­ზავ­ნა ცოტ­ნეს­თან. მას ემუქ­რე­ბოდ­ნენ, ეს ჩემს გარ­და ოჯა­ხის ახ­ლო­ბელ­საც უთხრა. გაფრ­თხი­ლებთ, ჩემ ცოტ­ნეს თმის ღერი რომ ჩა­მო­ვარ­დეს, სხვაგ­ვა­რად შე­მო­გიბ­რუნ­დე­ბათ ყვე­ლა­ფე­რი.

გუ­შინ შედ­გა სა­სა­მარ­თლო, რო­მე­ლიც შე­ე­ხე­ბა კოლ­ხურ კოშკს... თით­ქოს ცოტ­ნე გამ­სა­ხურ­დი­ას ექი­მებ­მა გა­მო­უ­წე­რეს ახლა, რომ აუ­ცი­ლე­ბე­ლია მის­თვის ამ კოშკში დაბ­რუ­ნე­ბა. რო­მე­ლი ჭკუ­ა­თამ­ყო­ფე­ლი ექი­მი იტყვის, რომ ასე­თი მძი­მე ავად­მყო­ფი წა­იყ­ვა­ნეთ და ბუ­რძგლას ქუ­ჩა­ზე ამ­ყო­ფე­თო. თუ სახ­ლებ­ში იკურ­ნე­ბა ასე­თი მძი­მე ავად­მყო­ფო­ბა, მა­შინ და­ხუ­რეთ სა­ა­ვად­მყო­ფო­ე­ბი. ამით რომ გა­მოს­წორ­დეს ცოტ­ნეს მდგო­მა­რე­ო­ბა, ოღონდ ის ფეხ­ზე დად­გეს, სულ დავ­ტო­ვებ სა­ქარ­თვე­ლოს.

იმ ქალ­მა (ანა ჯა­ბა­უ­რი, ცოტ­ნე გამ­სა­ხურ­დი­ას ახ­ლან­დე­ლი მე­უღ­ლე - ambebi.ge) თვი­თონ რომ მი­ი­კე­რა ცოტ­ნე გამ­სა­ხურ­დი­ას მე­უღ­ლე­ო­ბა, წარ­მო­ად­გი­ნოს დო­კუ­მენ­ტუ­რი მა­სა­ლა, რო­მელ მე­უღ­ლე­ო­ბა­ზეა სა­უ­ბა­რი. ეს ქალი, რო­მე­ლიც ორ­ჯერ არ იყო კოლ­ხურ კოშკში შე­სუ­ლი, ისე სა­უბ­რობს, რომ თით­ქოს ზვი­ად გამ­სა­ხურ­დია მისი მა­მამ­თი­ლი იყო. თურ­მე ცოტ­ნე გამ­სა­ხურ­დია რო­გორც შევა კოლ­ხურ კოშკში, აე­ხი­ლე­ბა თვა­ლე­ბი და სა­უ­ბარს და­ი­წყებს.

სამი წე­ლია ჩემ შვილს ლუკ­მა არ ჩას­ვლია პირ­ში, დრე­ნა­ჟით მი­ე­წო­დე­ბა ფა­ფი­სე­ბუ­რი მასა. კოლ­ხურ კოშკში დრე­ნაჟს ამო­ი­ღებს და ლუკ­მე­ბის ჭა­მას და­ი­წყებს? ამ დე­და­კაცს, რო­მე­ლიც თქვენ აქ გა­ა­ფორ­მეთ და მე­ხუ­თე სამ­სა­ხუ­რი უბო­ძეთ, ამა­ზე პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა და­ე­კის­რე­ბა, არა­ვინ დარ­ჩე­ბა ისე. სულ ტე­ლე­ფონ­ზე რომ კი­დი­ხარ, ქალო, გა­ი­გე რას ნიშ­ნავს რე­ა­ბი­ლი­ტა­ცია. ბო­ტოქ­სე­ბი გერ­მა­ნი­ა­ში რომ გა­უ­კეთ­და ცოტ­ნეს, რად­გან კრუნ­ჩხვებ­ში იმ­ყო­ფე­ბო­და, და­ჭი­მუ­ლი ჰქონ­და კუნ­თო­ვა­ნი სის­ტე­მა. 15 ათა­სი ლა­რის ბო­ტოქ­სი გა­მო­ი­წე­რეს აქ და გა­უ­კე­თეს. ე.წ. მა­სა­ჟის­ტებ­მა რაც მო­უ­წყვეს, ეგეც სა­ხე­ზეა. არ შე­იძ­ლე­ბა ასე დატ­ვირ­თვა ორ­გა­ნიზ­მის. ცოტ­ნეს ჯერ მკურ­ნა­ლო­ბა სჭირ­დე­ბა და რო­დე­საც ფეხ­ზე დად­გე­ბა, რეფ­ლექ­სე­ბი შე­საძ­ლოა მა­შინ აღუდ­გეს.

კოშკში შეს­ვლა უნ­დათ თურ­მე, კი­დევ რა გინ­დათ? - ეს თქვე­ნი სა­ხე­ლო­ვა­ნი ექი­მი გიმ­რავ­ლოთ უფალ­მა. თურ­მე ის სახ­ლი, რო­მელ­შიც მთე­ლი ცხოვ­რე­ბა მაქვს გა­ტა­რე­ბუ­ლი, მე გავ­ტე­ხე კარი, და­ვა­ზი­ა­ნე და ისე შევ­ვარ­დი. ჩემ სახ­ლში რაში მჭირ­დე­ბო­და რა­მის გა­ტეხ­ვა. შენ სა­ნამ თავი არ გა­გი­ხეთ­ქა ხალ­ხმა, ჯო­ბია ენა და­ი­მოკ­ლო. რომ გად­მო­გიგ­დია ენა და აჭარ­ტა­ლებ. მი­ხე­დე შენ წარ­მო­მავ­ლო­ბას. შენ რო­გორ მიკ­რძა­ლავ ჩემ სახ­ლში შეს­ვლას.

მე ასე­თი ად­ვი­ლი და­სა­მორ­ჩი­ლე­ბე­ლი ქალი არ ვარ, კე-გე-ბემ ვე­რა­ფე­რი და­მაკ­ლო. ზვი­ად გამ­სა­ხურ­დი­ას ვერ მო­ე­რივ­ნენ და ტყვი­ე­ბით და წა­მე­ბით მო­მიკ­ლეს ქმა­რი. ასე აპი­რე­ბენ ახლა ცოტ­ნეს­თა­ნაც. რაც მოხ­დე­ბა იცო­დე, შენი ოჯა­ხის წევ­რე­ბი­ა­ნად რა დღე­ში ჩა­ვარ­დე­ბი, ნა­ხავ... იმ დეს­პან­თან (კონ­სტან­ტი­ნე გამ­სა­ხურ­დია - ambebi.ge) ერ­თად კოლ­ხურ კოშკში რომ გინ­დათ. ჩემი მაზ­ლიო, ფო­ტო­ებს რომ აქ­ვეყ­ნებთ... ვერ შე­ვარ­დე­ბი ვერ­სად, იქი­და­ნაც გა­მო­ვარ­დე­ბი, სა­დაც ხარ შე­ვარ­დნი­ლი. მე მო­ვუ­წო­დებ სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს, მათი მი­ზა­ნია ჩვე­ნი ოჯა­ხის გა­ნად­გუ­რე­ბა, კერ­ძოდ, ჩემი და ცოტ­ნე და გი­ორ­გი გამ­სა­ხურ­დი­ე­ბის. უშიშ­რო­ე­ბის თა­ნამ­შრო­მე­ლი სკო­ლის ასა­კი­დან, შე­ვარ­დნა­ძის მიერ დაფრ­თი­ა­ნე­ბუ­ლი და ახლა ღა­რი­ბაშ­ვი­ლის მხრი­დან დეს­პა­ნად გაგ­ზავ­ნი­ლი, გჭირ­დე­ბათ ამის­თვის. ცოტ­ნე გამ­სა­ხურ­დია მა­გი­სი გა­წი­რუ­ლია, ყო­ველ­თვის შუ­რით იყო აღვსი­ლი ცოტ­ნე­სა და გი­ორ­გის მი­მართ. ამ ქალს (ანა ჯა­ბა­ურს) კი­დევ ენა და­ა­მოკ­ლე­ბი­ნეთ. მე სად შე­ვალ და გა­მო­ვალ, მე კი ნუ მა­კონ­ტრო­ლებს, თვი­თონ ვის შე­უხ­ტა, იმა­ზე ილა­პა­რა­კოს. შებ­რძან­დით, ბა­ტო­ნო, ვი­კი­პე­დი­ა­ში და ნა­ხეთ, თქვე­ნი გვა­რის შე­სა­ხებ და ასე­ვე გა­ე­ცა­ნით რა არის რე­ა­ბი­ლი­ტა­ცია. ცოტ­ნე გამ­სა­ხურ­დი­ას რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის დრო ჯერ არ დამ­დგა­რა, კარ­გა ხანს არ და­უ­ყე­ნებთ ამ დღეს, ვიდ­რე მკვლე­ლე­ბის ხელ­ში იქ­ნე­ბა"..

იხი­ლეთ ასე­ვე:

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 43 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
daviTi
4

გიჟების ოჯახი...ღმერთო, ვის ხელში გამოვიარეთ...

lizi
26

ეს ანაა თუ ვიღაც, ვისგან არის შეგზავნილი მაგ ოჯახში ადრე თუ გვიან გამოჩნდება... ისე წარმომავლობააზე რომ ამბობს მანანა ლბათ იმას გულისხმობს ჯაბაურმა შვილი თავის გვარზე დაიწერა, ყოფილი მეუღლისგვარი არ იკადრა!! რა სიყვარულზეა საუბარი ერთი თავკერძა ქალია

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!
ავტორი:

"კოშკში შესვლა უნდათ თურმე, კიდევ რა გინდათ... მე ასეთი ადვილი დასამორჩილებელი ქალი არ ვარ, კე-გე-ბემ ვერაფერი დამაკლო" - მანანა არჩვაძე-გამსახურდიას ვიდეომიმართვა

"კოშკში შესვლა უნდათ თურმე, კიდევ რა გინდათ... მე ასეთი ადვილი დასამორჩილებელი ქალი არ ვარ, კე-გე-ბემ ვერაფერი დამაკლო" - მანანა არჩვაძე-გამსახურდიას ვიდეომიმართვა

გამსახურდიების ოჯახში შიდა დაპირისპირება გრძელდება. ცოტა ხნის წინ კონსტანტინე გამსახურდიამ გაავრცელა განცხადება, რომ ცოტნე გამსახურდიას და მის მეუღლეს მანანა არჩვაძე-გამსახურდია კოლხურ კოშკში დაბრუნების საშუალებას არ აძლევდა. როგორც ისინი ამბობენ, უცხოელი ექიმების დასკვნის საფუძველზე ცოტნეს რეაბილიტაციისთვის მშობლიურ სახლში დაბრუნება ესაჭიროება.

  • ცოტნე გამსახურდია უკვე თვეებია, რაც წეროვანში მიხეილ სააკაშვილის ყოფილ რეზიდენციაში გადის რეაბილიტაციას, მას მეუღლე, ექიმი ანა ჯაბაური უვლის

"იუთუბზე" ვრცელდება მანანა არჩვაძე-გამსახურდიას ვიდეო, რომელიც აპრილშია ჩაწერილი. ყოფილი პირველი ლედი სარეაბილიტაციო ცენტრთან დგას და თავდაცვის მინისტრ ჯუანშერ ბურჭულაძეს მიმართავს...

მანანა არჩვაძე-გამსახურდია:

"ბატონო ჯუანშერ, არაერთხელ მოგმართეთ, რომ დამიშვათ ჩემს შვილთან. მე ვარ მისი ბიოლოგიური დედა. სამი წელიწადია ამ მდგომარეობაში მყოფი ჩემი შვილის ნახვის უფლებას არ მაძლევთ, რა ვიფიქრო თქვენზე, არ ვიცი. სამი წელია მიჯაჭვულია საწოლს, მას არ აქვს აღქმის უნარი. არავითარი რეფლექსები მასში არ არის და უკან იხევს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, არ უტარდება შესაბამისი მკურნალობა სათანადო კლინიკაში. ეს მკურნალობა საქართველოში არ არსებობს, მაგრამ მე ვინ მაკარებს ჩემს შვილს.

მაშინ დედა ვიყავი ხომ, როდესაც ცოტნე გამსახურდიას წამყვანი არ ჰყავდა თურქეთში. ეს იყო 2019 წელს, ეს დამოწმებულიც არის თურქი მესაზღვრეების მიერ. შემდეგ მოხდა მიუღებელი ფაქტი, არ აწყობდათ დედის იქ ყოფნა. ჩემი შვილის ტერაქტი არ იყო შემთხვევითობა, ამას წინ უძღოდა ჯაშუშის მიგზავნა ცოტნესთან. მას ემუქრებოდნენ, ეს ჩემს გარდა ოჯახის ახლობელსაც უთხრა. გაფრთხილებთ, ჩემ ცოტნეს თმის ღერი რომ ჩამოვარდეს, სხვაგვარად შემოგიბრუნდებათ ყველაფერი.

გუშინ შედგა სასამართლო, რომელიც შეეხება კოლხურ კოშკს... თითქოს ცოტნე გამსახურდიას ექიმებმა გამოუწერეს ახლა, რომ აუცილებელია მისთვის ამ კოშკში დაბრუნება. რომელი ჭკუათამყოფელი ექიმი იტყვის, რომ ასეთი მძიმე ავადმყოფი წაიყვანეთ და ბურძგლას ქუჩაზე ამყოფეთო. თუ სახლებში იკურნება ასეთი მძიმე ავადმყოფობა, მაშინ დახურეთ საავადმყოფოები. ამით რომ გამოსწორდეს ცოტნეს მდგომარეობა, ოღონდ ის ფეხზე დადგეს, სულ დავტოვებ საქართველოს.

იმ ქალმა (ანა ჯაბაური, ცოტნე გამსახურდიას ახლანდელი მეუღლე - ambebi.ge) თვითონ რომ მიიკერა ცოტნე გამსახურდიას მეუღლეობა, წარმოადგინოს დოკუმენტური მასალა, რომელ მეუღლეობაზეა საუბარი. ეს ქალი, რომელიც ორჯერ არ იყო კოლხურ კოშკში შესული, ისე საუბრობს, რომ თითქოს ზვიად გამსახურდია მისი მამამთილი იყო. თურმე ცოტნე გამსახურდია როგორც შევა კოლხურ კოშკში, აეხილება თვალები და საუბარს დაიწყებს.

სამი წელია ჩემ შვილს ლუკმა არ ჩასვლია პირში, დრენაჟით მიეწოდება ფაფისებური მასა. კოლხურ კოშკში დრენაჟს ამოიღებს და ლუკმების ჭამას დაიწყებს? ამ დედაკაცს, რომელიც თქვენ აქ გააფორმეთ და მეხუთე სამსახური უბოძეთ, ამაზე პასუხისმგებლობა დაეკისრება, არავინ დარჩება ისე. სულ ტელეფონზე რომ კიდიხარ, ქალო, გაიგე რას ნიშნავს რეაბილიტაცია. ბოტოქსები გერმანიაში რომ გაუკეთდა ცოტნეს, რადგან კრუნჩხვებში იმყოფებოდა, დაჭიმული ჰქონდა კუნთოვანი სისტემა. 15 ათასი ლარის ბოტოქსი გამოიწერეს აქ და გაუკეთეს. ე.წ. მასაჟისტებმა რაც მოუწყვეს, ეგეც სახეზეა. არ შეიძლება ასე დატვირთვა ორგანიზმის. ცოტნეს ჯერ მკურნალობა სჭირდება და როდესაც ფეხზე დადგება, რეფლექსები შესაძლოა მაშინ აღუდგეს.

კოშკში შესვლა უნდათ თურმე, კიდევ რა გინდათ? - ეს თქვენი სახელოვანი ექიმი გიმრავლოთ უფალმა. თურმე ის სახლი, რომელშიც მთელი ცხოვრება მაქვს გატარებული, მე გავტეხე კარი, დავაზიანე და ისე შევვარდი. ჩემ სახლში რაში მჭირდებოდა რამის გატეხვა. შენ სანამ თავი არ გაგიხეთქა ხალხმა, ჯობია ენა დაიმოკლო. რომ გადმოგიგდია ენა და აჭარტალებ. მიხედე შენ წარმომავლობას. შენ როგორ მიკრძალავ ჩემ სახლში შესვლას.

მე ასეთი ადვილი დასამორჩილებელი ქალი არ ვარ, კე-გე-ბემ ვერაფერი დამაკლო. ზვიად გამსახურდიას ვერ მოერივნენ და ტყვიებით და წამებით მომიკლეს ქმარი. ასე აპირებენ ახლა ცოტნესთანაც. რაც მოხდება იცოდე, შენი ოჯახის წევრებიანად რა დღეში ჩავარდები, ნახავ... იმ დესპანთან (კონსტანტინე გამსახურდია - ambebi.ge) ერთად კოლხურ კოშკში რომ გინდათ. ჩემი მაზლიო, ფოტოებს რომ აქვეყნებთ... ვერ შევარდები ვერსად, იქიდანაც გამოვარდები, სადაც ხარ შევარდნილი. მე მოვუწოდებ სრულიად საქართველოს, მათი მიზანია ჩვენი ოჯახის განადგურება, კერძოდ, ჩემი და ცოტნე და გიორგი გამსახურდიების. უშიშროების თანამშრომელი სკოლის ასაკიდან, შევარდნაძის მიერ დაფრთიანებული და ახლა ღარიბაშვილის მხრიდან დესპანად გაგზავნილი, გჭირდებათ ამისთვის. ცოტნე გამსახურდია მაგისი გაწირულია, ყოველთვის შურით იყო აღვსილი ცოტნესა და გიორგის მიმართ. ამ ქალს (ანა ჯაბაურს) კიდევ ენა დაამოკლებინეთ. მე სად შევალ და გამოვალ, მე კი ნუ მაკონტროლებს, თვითონ ვის შეუხტა, იმაზე ილაპარაკოს. შებრძანდით, ბატონო, ვიკიპედიაში და ნახეთ, თქვენი გვარის შესახებ და ასევე გაეცანით რა არის რეაბილიტაცია. ცოტნე გამსახურდიას რეაბილიტაციის დრო ჯერ არ დამდგარა, კარგა ხანს არ დაუყენებთ ამ დღეს, ვიდრე მკვლელების ხელში იქნება"..

იხილეთ ასევე: