მნიშვნელოვანი ინფორმაცია
პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

20

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 03:06-ზე, მთვარე თევზებში იქნება 16:24-დან - კარგი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად. ახლებს ნუ წამოიწყებთ. ნუ განახორციელებთ სერიოზულ ფინანსურ ოპერაციებს. სწავლისთვის ნეიტრალური დღეა, მაგრამ გამოცდა სხვა დროისთვის გადადეთ. უმჯობესია ეს დღე განმარტოებით, ბუნებაში გაატაროთ. მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები, გულითადი საუბრები. მოერიდეთ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტს. სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან. არასასურველი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისთვის. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი.
მოზაიკა
წიგნები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
სპორტი
Faceამბები
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მუდმივად შეურაცხყოფას მაყენებდა და ისეთი მზერით მიყურებდა, თითქოს სულელი ვიყავი" - ჯონი დეპი ამბერ ჰერდს ძალადობაში ადანაშაულებს: სკანდალური სასამართლო პროცესი
"მუდმივად შეურაცხყოფას მაყენებდა და ისეთი მზერით მიყურებდა, თითქოს სულელი ვიყავი" - ჯონი დეპი ამბერ ჰერდს ძალადობაში ადანაშაულებს: სკანდალური სასამართლო პროცესი

58 წლის "კა­რი­ბის ზღვის მე­კობ­რე­ე­ბის“ ვარ­სკვლა­ვის ჯონი დე­პის და მისი ყო­ფი­ლი მე­უღ­ლის სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზე ახა­ლი დე­ტა­ლე­ბი გა­მო­იკ­ვე­თა. მსა­ხი­ო­ბის მტკი­ცე­ბით, შე­უღ­ლე­ბი­დან 1 წლის გას­ვლის შემ­დეგ, წყვი­ლი ხში­რად კა­მა­თობ­და. მისი თქმით, ამ პე­რი­ოდ­ში, ამ­ბერ ჰერ­დი ქმრის მი­მართ ხში­რად იყე­ნებ­და სარ­კას­ტულ, აგ­რე­სი­ულ, ძა­ლა­დობ­რივ, უხეშ და ტოქ­სი­კურ სა­უბ­რის მა­ნე­რას და ში­გა­და­შიგ, ძა­ლა­დო­ბა­საც მი­მარ­თავ­და.

"ეს შე­საძ­ლოა და­წყე­ბუ­ლი­ყო სი­ლის გაწ­ვნით, ტე­ლე­ვი­ზო­რის პულ­ტი­სა და ღვი­ნის ჭი­ქის სა­ხე­ში სრო­ლით...“ - ამ­ბობს დეპი და დას­ძენს, რომ მის ყო­ფილ მე­უღ­ლეს ძა­ლა­დო­ბა და კონ­ფლიქ­ტი სწყუ­რია.

სა­სა­მარ­თლო­ზე ხმის ჩა­ნა­წე­რებსც მო­უს­მი­ნეს, რო­მელ­შიც ამ­ბე­რი ადას­ტუ­რებს, რომ ერთ-ერთი და­პი­რის­პი­რე­ბი­სას, ფი­ზი­კუ­რი ჩხუ­ბი თვი­თონ წა­მო­ი­წყო.

ჯონი დეპ­მა პრო­ცეს­ზე ად­რინ­დე­ლი, აწ უკვე ყვე­ლას­თვის ცნო­ბი­ლი შემ­თხვე­ვაც გა­იხ­სე­ნა, როცა ამ­ბერ­მა მის სა­წოლ­ზე ადა­მი­ა­ნის ფე­კა­ლი­ე­ბი მო­ა­თავ­სა. ამ შემ­თხვე­ვას ქალი უარ­ყოფს და სა­ძაგ­ლო­ბას უწო­დებს.

დეპს, სა­სა­მარ­თლო­ზე ნათ­ქვა­მის მი­ხედ­ვით, ალ­კოჰოლ­ზე და ოპი­ო­ი­დებ­ზე (სტრუქ­ტუ­რუ­ლად ძა­ლი­ან ჰგავს ჰე­რო­ინს) ჰქონ­და და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა. მისი თქმით, ბე­ჭის და­ზი­ა­ნე­ბის შემ­დეგ და­ნიშ­ნუ­ლი რო­ქ­სი­კო­დო­ნის მი­ღე­ბამ ოპი­ო­ი­დებ­ზე გა­ხა­და და­მო­კი­დე­ბუ­ლი, რომ­ლე­ბიც რე­ცეპ­ტით გა­ი­ცე­მა.

დეპ­მა თქვა, რომ როცა ის ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის­გან დე­ტოქ­სი­კა­ცი­ას ცდი­ლობ­და, ამ­ბე­რი უმა­ლავ­და იმ წამ­ლებს, რაც მდგო­მა­რე­ო­ბის შემ­სუ­ბუ­ქე­ბა­ში უნდა დახ­მა­რე­ბო­და და არ აძ­ლევ­და მათი მი­ღე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას.

"მძულს ამას რომ ვამ­ბობ, მაგ­რამ უნდა ვა­ღი­ა­რო, რომ ეს ყვე­ლა­ზე სა­მარ­ცხვი­ნო პე­რი­ო­დია ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში. ია­ტაკ­ზე ვხო­ხავ­დი და ვტი­რო­დი", - ყვე­ბა 58 წლის მსა­ხი­ო­ბი.

დე­პის თქმით, ალ­კოჰოლ­ზე და­მო­კი­დე­ბუ­ლი სწო­რედ მათი ურ­თი­ერ­თო­ბის სირ­თუ­ლე­ებ­მა გა­ხა­და:

"ჩვე­ნი ურ­თი­ერ­თო­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში, მუდ­მი­ვად შე­უ­რა­ცხყო­ფას მა­ყე­ნებ­და და ისე­თი მზე­რით მი­ყუ­რებ­და, თით­ქოს სუ­ლე­ლი ვი­ყა­ვი. მე ხმის ამო­ღე­ბაც მეკ­რძა­ლე­ბო­და".

მო­სა­მარ­თლემ დე­პი­სა და ჰერ­დის ყო­ფი­ლი თე­რა­პევ­ტიც დაჰ­კი­თხა, რო­მელ­მაც თქვა, რომ ორი­ვე მათ­გა­ნი ძა­ლა­დობ­და ერ­თმა­ნეთ­ზე. ამ გან­ცხა­დე­ბას და­ე­თან­ხმნენ მე­დი­კო­სე­ბი, რომ­ლე­ბიც დეპს დე­ტოქ­სი­კა­ცი­ა­ში ეხ­მა­რე­ბოდ­ნენ.

ილონ მას­კი, ჯე­იმს ფრან­კო და პოლ ბე­თა­ნი ჯერ კი­დევ და­სა­კი­თხე­ბი არი­ან. რო­გორც ვა­რა­უ­დო­ბენ, ამ­ბერ ჰერ­დის და ჯონი დე­პის სა­სა­მარ­თლო დავა და­ახ­ლო­ე­ბით, კი­დევ ერთი თვე გაგ­რძელ­დე­ბა.

წყა­რო: bbc

მო­ამ­ზა­და: ანა სი­ბოშ­ვილ­მა

მკითხველის კომენტარები / 4 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ჯონი
0

გასაოცარია ნამდვილად 😅 ჩემი ჯონი როგორც დამიჩაგრეს 😢

ana
2

სულელი ნამდვილად იყავი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
პირველებმა ბექა ონიანზე სასტიკი ანგარიშსწორების პირველი კადრები მოიპოვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

"მუდმივად შეურაცხყოფას მაყენებდა და ისეთი მზერით მიყურებდა, თითქოს სულელი ვიყავი" - ჯონი დეპი ამბერ ჰერდს ძალადობაში ადანაშაულებს: სკანდალური სასამართლო პროცესი

"მუდმივად შეურაცხყოფას მაყენებდა და ისეთი მზერით მიყურებდა, თითქოს სულელი ვიყავი" - ჯონი დეპი ამბერ ჰერდს ძალადობაში ადანაშაულებს: სკანდალური სასამართლო პროცესი

58 წლის "კარიბის ზღვის მეკობრეების“ ვარსკვლავის ჯონი დეპის და მისი ყოფილი მეუღლის სასამართლო პროცესზე ახალი დეტალები გამოიკვეთა. მსახიობის მტკიცებით, შეუღლებიდან 1 წლის გასვლის შემდეგ, წყვილი ხშირად კამათობდა. მისი თქმით, ამ პერიოდში, ამბერ ჰერდი ქმრის მიმართ ხშირად იყენებდა სარკასტულ, აგრესიულ, ძალადობრივ, უხეშ და ტოქსიკურ საუბრის მანერას და შიგადაშიგ, ძალადობასაც მიმართავდა.

"ეს შესაძლოა დაწყებულიყო სილის გაწვნით, ტელევიზორის პულტისა და ღვინის ჭიქის სახეში სროლით...“ - ამბობს დეპი და დასძენს, რომ მის ყოფილ მეუღლეს ძალადობა და კონფლიქტი სწყურია.

სასამართლოზე ხმის ჩანაწერებსც მოუსმინეს, რომელშიც ამბერი ადასტურებს, რომ ერთ-ერთი დაპირისპირებისას, ფიზიკური ჩხუბი თვითონ წამოიწყო.

ჯონი დეპმა პროცესზე ადრინდელი, აწ უკვე ყველასთვის ცნობილი შემთხვევაც გაიხსენა, როცა ამბერმა მის საწოლზე ადამიანის ფეკალიები მოათავსა. ამ შემთხვევას ქალი უარყოფს და საძაგლობას უწოდებს.

დეპს, სასამართლოზე ნათქვამის მიხედვით, ალკოჰოლზე და ოპიოიდებზე (სტრუქტურულად ძალიან ჰგავს ჰეროინს) ჰქონდა დამოკიდებულება. მისი თქმით, ბეჭის დაზიანების შემდეგ დანიშნული როქსიკოდონის მიღებამ ოპიოიდებზე გახადა დამოკიდებული, რომლებიც რეცეპტით გაიცემა.

დეპმა თქვა, რომ როცა ის ნარკოტიკული საშუალებებისგან დეტოქსიკაციას ცდილობდა, ამბერი უმალავდა იმ წამლებს, რაც მდგომარეობის შემსუბუქებაში უნდა დახმარებოდა და არ აძლევდა მათი მიღების საშუალებას.

"მძულს ამას რომ ვამბობ, მაგრამ უნდა ვაღიარო, რომ ეს ყველაზე სამარცხვინო პერიოდია ჩემს ცხოვრებაში. იატაკზე ვხოხავდი და ვტიროდი", - ყვება 58 წლის მსახიობი.

დეპის თქმით, ალკოჰოლზე დამოკიდებული სწორედ მათი ურთიერთობის სირთულეებმა გახადა:

"ჩვენი ურთიერთობის განმავლობაში, მუდმივად შეურაცხყოფას მაყენებდა და ისეთი მზერით მიყურებდა, თითქოს სულელი ვიყავი. მე ხმის ამოღებაც მეკრძალებოდა".

მოსამართლემ დეპისა და ჰერდის ყოფილი თერაპევტიც დაჰკითხა, რომელმაც თქვა, რომ ორივე მათგანი ძალადობდა ერთმანეთზე. ამ განცხადებას დაეთანხმნენ მედიკოსები, რომლებიც დეპს დეტოქსიკაციაში ეხმარებოდნენ.

ილონ მასკი, ჯეიმს ფრანკო და პოლ ბეთანი ჯერ კიდევ დასაკითხები არიან. როგორც ვარაუდობენ, ამბერ ჰერდის და ჯონი დეპის სასამართლო დავა დაახლოებით, კიდევ ერთი თვე გაგრძელდება.

წყარო: bbc

მოამზადა: ანა სიბოშვილმა