სამართალი
მსოფლიო
პოლიტიკა

14

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 01:30-ზე, მთვარე მშვილდოსანშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული.
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დავით ნარმანია: *303#ok-ის სხვადასხვა ფუნქციებს შორის ყველაზე მეტი მოთხოვნა  დარიცხული საფასურის გადამოწმებაზე ფიქსირდება
დავით ნარმანია: *303#ok-ის სხვადასხვა ფუნქციებს შორის ყველაზე მეტი მოთხოვნა  დარიცხული საფასურის გადამოწმებაზე ფიქსირდება

სა­ქარ­თვე­ლოს ენერ­გე­ტი­კი­სა და წყალ­მო­მა­რა­გე­ბის მა­რე­გუ­ლი­რე­ბე­ლი ეროვ­ნუ­ლი კო­მი­სი­ის (სე­მეკ) მიერ და­ნერ­გი­ლი *303#ok-ის მომ­სა­ხუ­რე­ბის ამოქ­მე­დე­ბი­დან დღემ­დე კო­მუ­ნა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­სა­ღე­ბად 3,153,217 ტრან­ზაქ­ცია გან­ხორ­ცი­ელ­და, ხოლო *303#ok-ის სხვა­დას­ხვა ფუნ­ქცი­ას შო­რის ყვე­ლა­ზე მეტი მო­თხოვ­ნა მომ­ხმა­რებ­ლის მხრი­დან ელექტრო­ე­ნერ­გი­ის, ბუ­ნებ­რი­ვი გა­ზი­სა და წყალ­მო­მა­რა­გე­ბის და­რი­ცხუ­ლი გა­და­სა­ხა­დის გა­და­მოწ­მე­ბა­ზე ფიქ­სირ­დე­ბა, - აღ­ნიშ­ნუ­ლის შე­სა­ხებ გა­ნა­ცხა­და სე­მე­კის თავ­მჯდო­მა­რემ და­ვით ნარ­მა­ნი­ამ სე­მე­კის მიერ და­ნერ­გილ გა­მარ­ტი­ვე­ბულ მომ­სა­ხუ­რე­ბებ­ზე სა­უბ­რი­სას.

სე­მე­კის თავ­მჯდო­მა­რის თქმით, სა­ქარ­თვე­ლოს მას­შტა­ბით ყვე­ლა მო­ქა­ლა­ქის­თვის ხელ­მი­საწ­ვდო­მია კო­მუ­ნა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­ღე­ბა მო­ბი­ლურ ტე­ლე­ფო­ნებ­ზე *303#ok-ის სა­შუ­ა­ლე­ბით. მომ­სა­ხუ­რე­ბა უფა­სოა, არ სა­ჭი­რო­ებს ინ­ტერ­ნეტ­თან წვდო­მას, სპე­ცი­ა­ლუ­რი პროგ­რა­მის ჩა­მოტვირ­თვას და ხელ­მი­საწ­ვდო­მია ყვე­ლა ტი­პის მო­ბი­ლუ­რის­თვის.

„სე­მე­კის მი­ზა­ნია, მომ­ხმა­რებ­ლებს გა­უ­მარ­ტი­ვოს მომ­სა­ხუ­რე­ბის მი­ღე­ბა კო­მუ­ნა­ლუ­რი კომ­პა­ნი­ე­ბის­გან. *303#ok არის მარ­ტი­ვი სერ­ვი­სი - მო­ბი­ლურ ტე­ლე­ფონ­ში *303#ok-ის აკ­რე­ფით, მომ­ხმა­რე­ბელს შე­უძ­ლია და­ა­ფიქ­სი­როს ელექტრო­ე­ნერ­გი­ის, ბუ­ნებ­რი­ვი გა­ზის ან სას­მე­ლი წყლის ავა­რი­უ­ლი წყვე­ტა, რა­ზეც კომ­პა­ნია ვალ­დე­ბუ­ლია ოპე­რა­ტი­უ­ლად გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლოს რე­ა­გი­რე­ბა, და­ა­ფიქ­სი­როს მო­მა­რა­გე­ბის პრობ­ლე­მა, მათ შო­რის და­ბა­ლი წნე­ვა, ძაბ­ვის ციმ­ცი­მი, ხში­რი წყვე­ტა, გა­და­ა­მოწ­მოს და­რი­ცხვა, მი­ი­ღოს ელექტრო­ნუ­ლი ქვი­თა­რი და მიმ­დი­ნა­რე ბა­ლან­სი; მო­ბი­ლუ­რის ნო­მე­რი და­ა­მა­ტოს სა­სურ­ველ აბო­ნენ­ტის ნო­მერ­ზე, წა­შა­ლოს არა­სა­სურ­ვე­ლი ნო­მე­რი.

*303#ok-ს აქვს სხვა­დას­ხვა ფუნ­ქცია, თუმ­ცა მომ­ხმა­რებ­ლებ­ში ყვე­ლა­ზე დიდი პო­პუ­ლა­რო­ბით სარ­გებ­ლობს ელექტრო­ე­ნერ­გი­ის, ბუ­ნებ­რი­ვი გა­ზი­სა და წყალ­მო­მა­რა­გე­ბის და­რი­ცხუ­ლი გა­და­სა­ხა­დის გა­და­მოწ­მე­ბა. მომ­ხმა­რე­ბელს აღარ სჭირ­დე­ბა კო­მუ­ნა­ლუ­რი კომ­პა­ნი­ის­თვის გან­ცხა­დე­ბით მი­მარ­თვა ან ქოლ­ცენ­ტრთან და­კავ­ში­რე­ბა, არა­მედ მო­ბი­ლურ ტე­ლე­ფონ­ზე *303#ok -ისა და შე­სა­ბა­მი­სი მო­თხოვ­ნის მი­თი­თე­ბით, მარ­ტი­ვად და მოკ­ლე დრო­ში იღებს კო­მუ­ნა­ლუ­რი კომ­პა­ნი­ის­გან უკუ­კავ­შირ­სა თუ გან­მარ­ტე­ბას. და­რი­ცხვის გა­და­მოწ­მე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლია ქვით­რის მის­ვლის­თა­ნა­ვე“, - გან­მარ­ტავს და­ვით ნარ­მა­ნია.

*303#, რო­გორც მო­ბი­ლუ­რი ტე­ლე­ფო­ნის­თვის გან­კუთ­ვნი­ლი მომ­სა­ხუ­რე­ბა, ელექტრო­ე­ნერ­გი­ის, ბუ­ნებ­რი­ვი გა­ზი­სა და წყალ­მო­მა­რა­გე­ბის მომ­ხმა­რებ­ლე­ბი­სათ­ვის 2020 წელს შე­იქ­მნა. უახ­ლო­ეს ხა­ნებ­ში იგეგ­მე­ბა აპ­ლი­კა­ცი­ის შექ­მნა.

და­ვით ნარ­მა­ნი­ამ სე­მე­კი­სა და იუს­ტი­ცი­ის სახ­ლის ერ­თობ­ლივ პრო­ექ­ტზეც გა­ა­მახ­ვი­ლა ყუ­რა­დღე­ბა, რომ­ლის სა­შუ­ა­ლე­ბი­თაც, სა­ქარ­თვე­ლოს მას­შტა­ბით, ელექტრო­ე­ნერ­გი­ის, ბუ­ნებ­რი­ვი გა­ზი­სა და წყალ­მო­მა­რა­გე­ბის მომ­ხმა­რებ­ლებს შე­უძ­ლი­ათ, იუს­ტი­ცი­ის სახ­ლში ერთი ვი­ზი­ტით მი­ი­ღონ რამ­დე­ნი­მე კო­მუ­ნა­ლუ­რი მომ­სა­ხუ­რე­ბა - ბი­ნის ყიდ­ვის ან იჯა­რის შემ­თხვე­ვა­ში და­რე­გის­ტრირ­დნენ კო­მუ­ნა­ლუ­რი კომ­პა­ნი­ე­ბის (დენი, გაზი, წყა­ლი) აბო­ნენ­ტე­ბად, გა­ნა­ახ­ლონ მო­ნა­ცე­მე­ბი, ასე­ვე გა­და­ა­მოწ­მონ უძ­რავ ქო­ნე­ბა­ზე არ­სე­ბუ­ლი კო­მუ­ნა­ლუ­რი და­ვა­ლი­ა­ნე­ბა შე­საძ­ლო პრობ­ლე­მე­ბის თა­ვი­დან აცი­ლე­ბის მიზ­ნით. სერ­ვი­სით სარ­გებ­ლო­ბა შე­უძ­ლი­ათ რო­გორც მუდ­მივ, ისე დრო­ე­ბით აბო­ნენ­ტებს. 2019 წლი­დან დღემ­დე აღ­ნიშ­ნუ­ლი პრო­ექ­ტით 43,827 მო­ქა­ლა­ქემ ისარ­გებ­ლა.

NS

ბედნიერი ერი
0

მადლობა მშობლიურ პარტიას გასსამმაგებული კომუნარურებისათვის,ამისთვის ღირდა ლოდინი 10 წელი,ფუ

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის ლონდონის სახლში ხანძარი გაჩნდა
ავტორი:

დავით ნარმანია: *303#ok-ის სხვადასხვა ფუნქციებს შორის ყველაზე მეტი მოთხოვნა  დარიცხული საფასურის გადამოწმებაზე ფიქსირდება

დავით ნარმანია: *303#ok-ის სხვადასხვა ფუნქციებს შორის ყველაზე მეტი მოთხოვნა  დარიცხული საფასურის გადამოწმებაზე ფიქსირდება

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) მიერ დანერგილი *303#ok-ის მომსახურების ამოქმედებიდან დღემდე კომუნალური ინფორმაციის მისაღებად 3,153,217 ტრანზაქცია განხორციელდა, ხოლო *303#ok-ის სხვადასხვა ფუნქციას შორის ყველაზე მეტი მოთხოვნა მომხმარებლის მხრიდან ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების დარიცხული გადასახადის გადამოწმებაზე ფიქსირდება, - აღნიშნულის შესახებ განაცხადა სემეკის თავმჯდომარემ დავით ნარმანიამ სემეკის მიერ დანერგილ გამარტივებულ მომსახურებებზე საუბრისას.

სემეკის თავმჯდომარის თქმით, საქართველოს მასშტაბით ყველა მოქალაქისთვის ხელმისაწვდომია კომუნალური ინფორმაციის მიღება მობილურ ტელეფონებზე *303#ok-ის საშუალებით. მომსახურება უფასოა, არ საჭიროებს ინტერნეტთან წვდომას, სპეციალური პროგრამის ჩამოტვირთვას და ხელმისაწვდომია ყველა ტიპის მობილურისთვის.

„სემეკის მიზანია, მომხმარებლებს გაუმარტივოს მომსახურების მიღება კომუნალური კომპანიებისგან. *303#ok არის მარტივი სერვისი - მობილურ ტელეფონში *303#ok-ის აკრეფით, მომხმარებელს შეუძლია დააფიქსიროს ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზის ან სასმელი წყლის ავარიული წყვეტა, რაზეც კომპანია ვალდებულია ოპერატიულად განახორციელოს რეაგირება, დააფიქსიროს მომარაგების პრობლემა, მათ შორის დაბალი წნევა, ძაბვის ციმციმი, ხშირი წყვეტა, გადაამოწმოს დარიცხვა, მიიღოს ელექტრონული ქვითარი და მიმდინარე ბალანსი; მობილურის ნომერი დაამატოს სასურველ აბონენტის ნომერზე, წაშალოს არასასურველი ნომერი.

*303#ok-ს აქვს სხვადასხვა ფუნქცია, თუმცა მომხმარებლებში ყველაზე დიდი პოპულარობით სარგებლობს ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების დარიცხული გადასახადის გადამოწმება. მომხმარებელს აღარ სჭირდება კომუნალური კომპანიისთვის განცხადებით მიმართვა ან ქოლცენტრთან დაკავშირება, არამედ მობილურ ტელეფონზე *303#ok -ისა და შესაბამისი მოთხოვნის მითითებით, მარტივად და მოკლე დროში იღებს კომუნალური კომპანიისგან უკუკავშირსა თუ განმარტებას. დარიცხვის გადამოწმება შესაძლებელია ქვითრის მისვლისთანავე“, - განმარტავს დავით ნარმანია.

*303#, როგორც მობილური ტელეფონისთვის განკუთვნილი მომსახურება, ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების მომხმარებლებისათვის 2020 წელს შეიქმნა. უახლოეს ხანებში იგეგმება აპლიკაციის შექმნა.

დავით ნარმანიამ სემეკისა და იუსტიციის სახლის ერთობლივ პროექტზეც გაამახვილა ყურადღება, რომლის საშუალებითაც, საქართველოს მასშტაბით, ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების მომხმარებლებს შეუძლიათ, იუსტიციის სახლში ერთი ვიზიტით მიიღონ რამდენიმე კომუნალური მომსახურება - ბინის ყიდვის ან იჯარის შემთხვევაში დარეგისტრირდნენ კომუნალური კომპანიების (დენი, გაზი, წყალი) აბონენტებად, განაახლონ მონაცემები, ასევე გადაამოწმონ უძრავ ქონებაზე არსებული კომუნალური დავალიანება შესაძლო პრობლემების თავიდან აცილების მიზნით. სერვისით სარგებლობა შეუძლიათ როგორც მუდმივ, ისე დროებით აბონენტებს. 2019 წლიდან დღემდე აღნიშნული პროექტით 43,827 მოქალაქემ ისარგებლა.

NS