საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

15

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 23:45-ზე, მთვარე თევზებშია – კარგია: ფინანსური საკითხების მოგვარება. კონტაქტი უფროსებთან და საზოგადო მოღვაწეებთან. იმუშავეთ როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად, ერთობლივად გადაჭერით საინტერესო საკითხები. იყავით ყურადღებიანი კრეატიული იდეების მიმართ. ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება, მივლინებაში წასვლა. ჩაერთეთ შემოქმედებით საქმიანობაში მოაწყვეთ შემოქმედებითი საღამო, კონცერტი, გამოფენა. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოუფრთხილდით ღვიძლს. კარგია სისხლის გაწმენდა. რეკომენდებულია აბაზანები, ნებისმიერი გამწმენდი პროცედურა. ივარჯიშეთ, იყავით სუფთა ჰაერზე.
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პოლიციამ თბილისსა და რეგიონებში ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღო - დაკავებულია 7 პირი
პოლიციამ თბილისსა და რეგიონებში ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღო - დაკავებულია 7 პირი

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს თა­ნამ­შრომ­ლებ­მა თბი­ლის­ში, კა­ხე­თის, ქვე­მო ქარ­თლი­სა და სა­მეგ­რე­ლო-ზემო სვა­ნე­თის რე­გი­ო­ნებ­ში უკა­ნო­ნო ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღე­ბი და საბ­რძო­ლო მა­სა­ლა ამო­ი­ღეს. ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ოპე­რა­ტი­ულ-სამ­ძებ­რო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი­სა და სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­დე­გად, და­კა­ვე­ბუ­ლია 7 პირი.

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ინ­ფორ­მა­ცი­ით, თბი­ლი­სის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის სა­გა­მო­ძი­ე­ბო მთა­ვა­რი სამ­მარ­თვე­ლოს თა­ნამ­შრომ­ლებ­მა, ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღის მარ­თლსა­წი­ნა­აღ­მდე­გო შე­ძე­ნა-შე­ნახ­ვის ბრალ­დე­ბით, 1990 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ქ.ი. და­ა­კა­ვეს. სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა, ბრალ­დე­ბუ­ლის სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლის ჩხრე­კი­სას, ნივთმტკი­ცე­ბად ამო­ი­ღეს პის­ტო­ლე­ტი, მჭი­დი და 11 საბ­რძო­ლო ვაზ­ნა.

ამა­ვე დე­პარ­ტა­მენ­ტის ვაკე-სა­ბურ­თა­ლოს მთა­ვა­რი სამ­მარ­თვე­ლოს თა­ნამ­შრომ­ლებ­მა, სხვა­დას­ხვა დროს ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ოპე­რა­ტი­უ­ლი და სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­დე­გად, ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღის უკა­ნო­ნო შე­ძე­ნა-შე­ნახ­ვი­სა და ტა­რე­ბის ბრალ­დე­ბით, 2 პირი - 1998 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი, წარ­სულ­ში მრა­ვალ­ჯერ ნა­სა­მარ­თლე­ვი ჯ.თ. და 1960 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ზ.ფ. თბი­ლის­ში და­ა­კა­ვეს.

„ პო­ლი­ცი­ამ, ჯ.თ.-ის მარ­თვის ქვეშ არ­სე­ბუ­ლი ავ­ტო­მო­ბი­ლის ჩხრე­კი­სას, პის­ტო­ლე­ტი, მჭი­დი და 17 საბ­რძო­ლო ვაზ­ნა, ხოლო ზ.ფ.-ის სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლის ჩხრე­კის შე­დე­გად, ავ­ტო­მა­ტუ­რი ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი, მჭი­დი და 29 საბ­რძო­ლო ვაზ­ნა ნივთმტკი­ცე­ბად ამო­ი­ღო.

ძვე­ლი თბი­ლი­სის მთა­ვა­რი სამ­მარ­თვე­ლოს თა­ნამ­შრომ­ლებ­მა კი 1981 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი, წარ­სულ­ში ნა­სა­მარ­თლე­ვი გ.ხ. თბი­ლის­ში, მშვი­დო­ბის ხი­დის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღის უკა­ნო­ნო შე­ძე­ნა-შე­ნახ­ვა-ტა­რე­ბის­თვის და­ა­კა­ვეს. პო­ლი­ცი­ამ, მისი პი­რა­დი ჩხრე­კის შე­დე­გად, ნივთმტკი­ცე­ბის სა­ხით ამო­ი­ღო ნა­გა­ნის სის­ტე­მის ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი, 6 ვაზ­ნა და გა­საშ­ლე­ლი დანა.

სა­მეგ­რე­ლო-ზემო სვა­ნე­თის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის უბ­ნის ინ­სპექ­ტო­რე­ბის სამ­მარ­თვე­ლოს თა­ნამ­შრომ­ლებ­მა, ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღის უკა­ნო­ნო შე­ძე­ნა-შე­ნახ­ვის ბრალ­დე­ბით, 1979 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი, წარ­სულ­ში სხვა­დას­ხვა და­ნა­შა­უ­ლის­თვის ნა­სა­მარ­თლე­ვი ვ.ჯ. ზუგ­დი­დის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის ერთ-ერთ სო­ფელ­ში და­ა­კა­ვეს. სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა, ბრალ­დე­ბუ­ლის სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლის ჩხრე­კი­სას, პის­ტო­ლე­ტი, ავ­ტო­მა­ტუ­რი ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი, 2 მჭი­დი და 42 საბ­რძო­ლო ვაზ­ნა ნივთმტკი­ცე­ბად ამო­ი­ღეს.

ქვე­მო ქარ­თლის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის რუს­თა­ვის სა­ქა­ლა­ქო სამ­მარ­თვე­ლოს თა­ნამ­შრომ­ლებ­მა 1990 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი, წარ­სულ­ში სხვა­დას­ხვა და­ნა­შა­უ­ლის­თვის ნა­სა­მარ­თლე­ვი და ამ­ჟა­მად პი­რო­ბი­თი მსჯავ­რის ქვეშ მყო­ფი ჯ.მ. ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღის და საბ­რძო­ლო მა­სა­ლის უკა­ნო­ნო შე­ძე­ნა-შე­ნახ­ვა-ტა­რე­ბის­თვის და­ა­კა­ვეს.

პო­ლი­ცი­ამ რუს­თავ­ში, ბრალ­დე­ბუ­ლის პი­რა­დი ჩხრე­კის შე­დე­გად, ნივთმტკი­ცე­ბის სა­ხით ამო­ი­ღო ავ­ტო­მა­ტუ­რი ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი, მჭი­დი და 26 საბ­რძო­ლო ვაზ­ნა.

კა­ხე­თის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის ყვარ­ლის რა­ი­ო­ნუ­ლი სამ­მარ­თვე­ლოს და თბი­ლი­სის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა, ერ­თობ­ლი­ვად ჩა­ტა­რე­ბუ­ლი სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­დე­გად, 1989 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი, წარ­სულ­ში მრა­ვალ­ჯერ ნა­სა­მარ­თლე­ვი გ.მ. ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღის და საბ­რძო­ლო მა­სა­ლის უკა­ნო­ნო შე­ძე­ნა-შე­ნახ­ვის და ტა­რე­ბის ბრალ­დე­ბით და­ა­კა­ვეს. პო­ლი­ცი­ამ, ბრალ­დე­ბუ­ლის პი­რა­დი ჩხრე­კი­სას, ნივთმტკი­ცე­ბად ამო­ი­ღო ავ­ტო­მა­ტუ­რი ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი, 2 მჭი­დი და 50 საბ­რძო­ლო ვაზ­ნა.

და­ნა­შა­უ­ლე­ბი 3-დან 7 წლამ­დე ვა­დით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღის და საბ­რძო­ლო მა­სა­ლის მარ­თლსა­წი­ნა­აღ­მდე­გო შე­ძე­ნა-შე­ნახ­ვის და ტა­რე­ბის ფაქ­ტებ­ზე გა­მო­ძი­ე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სსკ-ის 236-ე მუხ­ლის მე-3 და მე-4 ნა­წი­ლე­ბით მიმ­დი­ნა­რე­ობს”,- აღ­ნიშ­ნა­ვენ უწყე­ბა­ში.

ავტორი:

პოლიციამ თბილისსა და რეგიონებში ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღო - დაკავებულია 7 პირი

პოლიციამ თბილისსა და რეგიონებში ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღო - დაკავებულია 7 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა თბილისში, კახეთის, ქვემო ქართლისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონებში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს. ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დაკავებულია 7 პირი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით, 1990 წელს დაბადებული ქ.ი. დააკავეს. სამართალდამცველებმა, ბრალდებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, ნივთმტკიცებად ამოიღეს პისტოლეტი, მჭიდი და 11 საბრძოლო ვაზნა.

ამავე დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, სხვადასხვა დროს ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვისა და ტარების ბრალდებით, 2 პირი - 1998 წელს დაბადებული, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი ჯ.თ. და 1960 წელს დაბადებული ზ.ფ. თბილისში დააკავეს.

„ პოლიციამ, ჯ.თ.-ის მართვის ქვეშ არსებული ავტომობილის ჩხრეკისას, პისტოლეტი, მჭიდი და 17 საბრძოლო ვაზნა, ხოლო ზ.ფ.-ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, მჭიდი და 29 საბრძოლო ვაზნა ნივთმტკიცებად ამოიღო.

ძველი თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა კი 1981 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი გ.ხ. თბილისში, მშვიდობის ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე, ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებისთვის დააკავეს. პოლიციამ, მისი პირადი ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცების სახით ამოიღო ნაგანის სისტემის ცეცხლსასროლი იარაღი, 6 ვაზნა და გასაშლელი დანა.

სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის უბნის ინსპექტორების სამმართველოს თანამშრომლებმა, ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, 1979 წელს დაბადებული, წარსულში სხვადასხვა დანაშაულისთვის ნასამართლევი ვ.ჯ. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში დააკავეს. სამართალდამცველებმა, ბრალდებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, პისტოლეტი, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, 2 მჭიდი და 42 საბრძოლო ვაზნა ნივთმტკიცებად ამოიღეს.

ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის რუსთავის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა 1990 წელს დაბადებული, წარსულში სხვადასხვა დანაშაულისთვის ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი ჯ.მ. ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებისთვის დააკავეს.

პოლიციამ რუსთავში, ბრალდებულის პირადი ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცების სახით ამოიღო ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, მჭიდი და 26 საბრძოლო ვაზნა.

კახეთის პოლიციის დეპარტამენტის ყვარლის რაიონული სამმართველოს და თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1989 წელს დაბადებული, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი გ.მ. ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვის და ტარების ბრალდებით დააკავეს. პოლიციამ, ბრალდებულის პირადი ჩხრეკისას, ნივთმტკიცებად ამოიღო ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, 2 მჭიდი და 50 საბრძოლო ვაზნა.

დანაშაულები 3-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის და ტარების ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს”,- აღნიშნავენ უწყებაში.