საზოგადოება
მსოფლიო
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"დავით არახამია და მიხაილო პოდოლიაკი მზად არიან ჩამოვიდნენ მარიუპოლში მოსალაპარაკებლად..." - რა განცხადებები კეთდება ამის თაობაზე უკრაინაში
"დავით არახამია და მიხაილო პოდოლიაკი მზად არიან ჩამოვიდნენ მარიუპოლში მოსალაპარაკებლად..." - რა განცხადებები კეთდება ამის თაობაზე უკრაინაში

უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენ­ტის ოფი­სის ხელ­მძღვა­ნე­ლის მრჩე­ველ­მა და უკ­რა­ი­ნა-რუ­სეთს შო­რის მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის­თვის შექ­მნი­ლი დე­ლა­გა­ცი­ის წევ­რმა მი­ხა­ი­ლო პო­დო­ლი­აკ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ უკ­რა­ი­ნა მზად არის, ყვე­ლა­ნა­ი­რი პი­რო­ბის გა­რე­შე, მა­რი­უ­პოლ­ში მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი გა­მარ­თოს.

"დიახ, ყო­ველ­გვა­რი პი­რო­ბის გა­რე­შე, ჩვენ მზად ვართ, "მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის სპე­ცი­ა­ლუ­რი რა­უნ­დი" სწო­რედ მა­რი­უ­პოლ­ში ჩა­ვა­ტა­როთ, ერთი ერ­თზე, ორი ორზე, რათა ჩვე­ნი ბი­ჭე­ბი, აზო­ვი, სამ­ხედ­რო­ე­ბი, მშვი­დო­ბი­ა­ნი მო­სახ­ლე­ო­ბა, ბავ­შვე­ბი, ცო­ცხლე­ბი და დაჭ­რი­ლე­ბი გა­და­ვარ­ჩი­ნოთ, ყვე­ლა, იმი­ტომ რომ ჩვე­ნე­ბი არი­ან. იმი­ტომ რომ ისი­ნი ჩემს გულ­ში არი­ან, სა­მუ­და­მოდ", - წერს პო­დო­ლი­ა­კი.

"აზო­ვის პოლ­კის“ მე­თა­უ­რის მო­ად­გი­ლის, სვი­ა­ტოს­ლავ პა­ლა­მა­რის თქმით კი, მა­რი­უ­პო­ლის მცვე­ლე­ბი მე­სა­მე ქვეყ­ნის მხარ­და­ჭე­რით ქა­ლა­ქი­დან ევა­კუ­ა­ცი­ა­ზე თა­ნახ­მა არი­ან. აღ­ნიშ­ნულ ინ­ფორ­მა­ცი­ას "უკ­რა­ინ­სკა­ია პრავ­და“ ავ­რცე­ლებს.

პა­ლა­მარ­მა ასე­ვე აღ­ნიშ­ნა, რომ რუ­სეთ­თან მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის პრო­ცეს­ში ჩარ­თუ­ლი უკ­რა­ი­ნის ჯგუ­ფის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი მზად არი­ან ჩა­ვიდ­ნენ მა­რი­უ­პოლ­ში, რათა ევა­კუ­ა­ცი­ის პრო­ცეს­თან და­კავ­ში­რე­ბით შეხ­ვდნენ რუ­სულ მხა­რეს.

"დღეს ჩვენ ვე­სა­უბ­რეთ უმაღ­ლეს პო­ლი­ტი­კურ ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბას - ესე­ნი არი­ან და­ვით არა­ხა­მია და მი­ხა­ი­ლო პო­დო­ლი­ა­კი, რომ­ლე­ბიც აცხა­დე­ბენ, რომ მზად არი­ან ჩა­მო­ვიდ­ნენ მა­რი­უ­პოლ­ში მო­სა­ლა­პა­რა­კებ­ლად აქ დარ­ჩე­ნი­ლი სამ­ხედ­რო ნა­წი­ლე­ბის ევა­კუ­ა­ცი­ის შე­სა­ხებ.

ჩვენ მზად ვართ, რომ მე­სა­მე ქვეყ­ნის დახ­მა­რე­ბით ქა­ლაქ მა­რი­უ­პო­ლი­დან ჩვე­ნი ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღით ევა­კუ­ა­ცია მო­ვახ­დი­ნოთ, რათა ჩვე­ნი სამ­ხედ­რო შე­მად­გენ­ლო­ბა გა­და­ვარ­ჩი­ნოთ, გა­მო­ვიყ­ვა­ნოთ დაჭ­რი­ლე­ბი და გა­და­ვი­ტა­ნოთ და­ღუ­პულ­თა ცხედ­რე­ბი, რათა პა­ტი­ვით დავ­კრძა­ლოთ იმ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, რო­მელ­საც რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცია არ აკონ­ტრო­ლებს. მო­ვუ­წო­დებთ მთელ ცი­ვი­ლი­ზე­ბულ სამ­ყა­როს, რომ უსაფრ­თხო­ე­ბის გა­რან­ტი­ებს შე­უ­ერ­თდეს. ხაზს ვუს­ვამ, რომ ჩვენ ია­რა­ღის ჩა­ბა­რე­ბი­სა და ჩვე­ნი დამ­ცვე­ლე­ბის ჩა­ბა­რე­ბის შე­სა­ხებ რუ­სე­თის მიერ წა­მო­ყე­ნე­ბულ მო­თხოვ­ნებს მხარს არ ვუ­ჭერთ“, - გა­ნა­ცხა­და პა­ლა­მარ­მა.

მკითხველის კომენტარები / 11 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ანი
2

ამათი მოლაპარაკება ვნახეთ რაც არი. არავინ ეკითხება ამათ არაფერს. მთავარია რას იტყვის უოშინგტონი.

ანტონია
78

აქედან ანტუნი ითხოვონ და ეგ გაუშვან მოლაპარაჯებებზე, ადრე ბერაც აგზავნიდა გლდანში საქმეების გასარჩევად, აქვს გამოცდილება.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მიზეზით იბარებენ ხელმეორედ საგამოძიებო კომისიაზე ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს და როგორია მხარეთა პოზიციები
ავტორი:

"დავით არახამია და მიხაილო პოდოლიაკი მზად არიან ჩამოვიდნენ მარიუპოლში მოსალაპარაკებლად..." - რა განცხადებები კეთდება ამის თაობაზე უკრაინაში

"დავით არახამია და მიხაილო პოდოლიაკი მზად არიან ჩამოვიდნენ მარიუპოლში მოსალაპარაკებლად..." - რა განცხადებები კეთდება ამის თაობაზე უკრაინაში

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა და უკრაინა-რუსეთს შორის მოლაპარაკებებისთვის შექმნილი დელაგაციის წევრმა მიხაილო პოდოლიაკმა განაცხადა, რომ უკრაინა მზად არის, ყველანაირი პირობის გარეშე, მარიუპოლში მოლაპარაკებები გამართოს.

"დიახ, ყოველგვარი პირობის გარეშე, ჩვენ მზად ვართ, "მოლაპარაკებების სპეციალური რაუნდი" სწორედ მარიუპოლში ჩავატაროთ, ერთი ერთზე, ორი ორზე, რათა ჩვენი ბიჭები, აზოვი, სამხედროები, მშვიდობიანი მოსახლეობა, ბავშვები, ცოცხლები და დაჭრილები გადავარჩინოთ, ყველა, იმიტომ რომ ჩვენები არიან. იმიტომ რომ ისინი ჩემს გულში არიან, სამუდამოდ", - წერს პოდოლიაკი.

"აზოვის პოლკის“ მეთაურის მოადგილის, სვიატოსლავ პალამარის თქმით კი, მარიუპოლის მცველები მესამე ქვეყნის მხარდაჭერით ქალაქიდან ევაკუაციაზე თანახმა არიან. აღნიშნულ ინფორმაციას "უკრაინსკაია პრავდა“ ავრცელებს.

პალამარმა ასევე აღნიშნა, რომ რუსეთთან მოლაპარაკებების პროცესში ჩართული უკრაინის ჯგუფის წარმომადგენლები მზად არიან ჩავიდნენ მარიუპოლში, რათა ევაკუაციის პროცესთან დაკავშირებით შეხვდნენ რუსულ მხარეს.

"დღეს ჩვენ ვესაუბრეთ უმაღლეს პოლიტიკურ ხელმძღვანელობას - ესენი არიან დავით არახამია და მიხაილო პოდოლიაკი, რომლებიც აცხადებენ, რომ მზად არიან ჩამოვიდნენ მარიუპოლში მოსალაპარაკებლად აქ დარჩენილი სამხედრო ნაწილების ევაკუაციის შესახებ.

ჩვენ მზად ვართ, რომ მესამე ქვეყნის დახმარებით ქალაქ მარიუპოლიდან ჩვენი ცეცხლსასროლი იარაღით ევაკუაცია მოვახდინოთ, რათა ჩვენი სამხედრო შემადგენლობა გადავარჩინოთ, გამოვიყვანოთ დაჭრილები და გადავიტანოთ დაღუპულთა ცხედრები, რათა პატივით დავკრძალოთ იმ ტერიტორიაზე, რომელსაც რუსეთის ფედერაცია არ აკონტროლებს. მოვუწოდებთ მთელ ცივილიზებულ სამყაროს, რომ უსაფრთხოების გარანტიებს შეუერთდეს. ხაზს ვუსვამ, რომ ჩვენ იარაღის ჩაბარებისა და ჩვენი დამცველების ჩაბარების შესახებ რუსეთის მიერ წამოყენებულ მოთხოვნებს მხარს არ ვუჭერთ“, - განაცხადა პალამარმა.