"ახალი კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტა საიმედოდ უზრუნველყოფს რუსეთის უსაფრთხოებას გარე საფრთხეებისგან და ორჯერ დაფიქრებას აიძულებს მათ, ვინც გაცხარებული, აგრესიული რიტორიკით ცდილობს ჩვენს ქვეყანას დაემუქროს", - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტის "სარმატი" გამოცდის შემდეგ განაცხადა.
"გილოცავთ საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტის "სარმატის“ წარმატებით გაშვებას. ეს მართლაც უნიკალური იარაღი გააძლიერებს ჩვენი შეიარაღებული ძალების საბრძოლო პოტენციალს, საიმედოდ უზრუნველყოფს რუსეთის უსაფრთხოებას გარე საფრთხეებისგან და ორჯერ დაფიქრებას აიძულებს მათ, ვინც გაცხარებული აგრესიული რიტორიკით ცდილობს ჩვენ ქვეყანას დაემუქროს“, - აღნიშნა პუტინმა.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ბალისტიკური რაკეტის გამოცდა ჩრდილოეთ რუსეთში, პლესეცკის კოსმოდრომზე ჩატარდა.
"სარმატი მსოფლიოში ყველაზე მძლავრი რაკეტაა სამიზნეების განადგურების ყველაზე დიდი დიაპაზონით, რაც მნიშვნელოვნად გაზრდის ჩვენი ქვეყნის სტრატეგიული ბირთვული ძალების საბრძოლო ძალას“, - განაცხადა რუსეთის თავდაცვის უწყებამ.
პენტაგონმა განაცხადა, რომ რუსეთის მიერ, "სარმატის" კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტის გამოცდას რუტინულად თვლის და არა როგორც საფრთხეს აშშ-სთვის. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა The Guardian-ი ავრცელებს.
"ასეთი ტესტირება რუტინულია და გასაკვირი არ არის", - განაცხადა პენტაგონის პრესმდივანმა ჯონ კირბიმ.