ავტორი:

ბრაზილიელ ფეხბურთელს, "ჰალკს" მეოთხე შვილი ყოფილი ცოლის ძმისშვილისგან შეეძინა - სპორტსმენის სკანდალური ცხოვრების დეტალები ბრაზილიური სერიალის შტრიხებით

ბრაზილიელ ფეხბურთელს, "ჰალკს" მეოთხე შვილი ყოფილი ცოლის ძმისშვილისგან შეეძინა - სპორტსმენის სკანდალური ცხოვრების დეტალები ბრაზილიური სერიალის შტრიხებით

ბრაზილიელ ფეხბურთელს, ჟივანილიო დე სოუზას, რომელიც ცნობილია მეტსახელით "ჰალკი“, მეოთხე შვილი შეეძინა. ახალშობილი ფეხბურთელისა და მისი მეორე მეუღლის, კამილას პირველი საერთო შვილია. კამილა "ჰალკის" ყოფილი ცოლის ძმისშვილია.

გოგონას ზაია დაარქვეს. დე სოუზას პირველ ქორწინებაში სამი შვილი ჰყავს 13 წლის იანი, 11 წლის ტიაგო და 8 წლის ალისა. შვილების დედა ირან ანხელო ფეხბურთელის ახლანდელი ცოლის, კამილას მამიდაა.

ფეხბურთელის მეოთხე შვილი მაიმიში დაიბადა. გახარებული მამა ამის შესახებ სოციალურ ქსელში წერს და ახალშობილის ფოტოებს აქვეყნებს.

"ყოვლისშემძლე ღმერთისა და ღვთისმშობლის ლოცვა-კურთხევით ჩვენი პატარა ზაია დაიბადა. ზაია ჩემს მშობლიურ ენაზე "განმანათლებელს", "იღბალს" და აყვავებულ ყვავილს ნიშნავს. ის ნამდვილად მოდის სინათლის მოსატანად ჩემს ცხოვრებაში და უფრო მეტად გაანათებს მას. მოდი, ააყვავე ჩვენი სახლი, ჩემო სიყვარულო, ჩვენ დიდი ხანი ვოცნებობდით შენს მოსვლაზე. მადლობა ღმერთს ჩემი ოჯახისთვის, რომელსაც პატივს ვცემ და სამუდამოდ მეყვარება. დალოცვილი იყავი. კეთილი იყოს შენი დაბადება, ჩემო პრინცესა, მე შეგიყვარებ და სამუდამოდ დაგიცავ. ჰალკი/შენი მამა" - წერს ფეხბურთელი.

35 წლის დე სოუზამ პირველად მეუღლის ორსულობის შესახებ სექტემბერში გაამხილა. წყვილმა ფოტოები გამოაქვეყნა, სადაც ექოსკოპიაზე გადაღებული ფოტოები ეჭირათ ხელში.

  • "ჰალკი" პირველ ცოლს 2019 წლის ბოლოს დაშორდა, რის შემდეგაც სპორტსმენმა კამილას მამას, ყოფილი ცოლის ძმას დაურეკა და უთხრა რომ მისი ქალიშვილი უყვარდა. როგორც სპორტსმენი ირწმუნებოდა, ყოფილ ცოლთან დაშორებამდე კამილასთან სასიყვარულო ურთიერთობა არ ჰქონია.

"მე კაცი ვარ. არ ვიყავი ბედნიერი ჩემი ქორწინებით. ამისთვის უამრავი მიზეზი მქონდა... არ მგონია, რომ შეუხედავი ადამიანი ვარ, ახალგაზრდა ვარ, კამილაც ახალგაზრდაა და უზომოდ ლამაზი. მასთან ურთიერთობა რომ დავიწყე, მე უკვე მარტოხელა ვიყავი“ - ამბობდა ცოლს დაშორებული "ჰალკი"

წყვილის ურთიერთობის აფიშირების შემდეგ, მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ კამილამ მამიდას წერილი გაუგზავნა, სადაც წერდა, რომ ძალიან რთული იყო მისთვის ამ გადაწყვეტილების მიღება.

"ჰალკი" შვილებთან ერთად

”ძალიან მინდა იცოდე ყველაფერი, რაზეც შესაძლოა, სხვებმა სხვაგვარად ისაუბრონ. გარეშე პირებმა არაფერი იციან რეალურად, მათ უბრალოდ სურთ, რომ ყველაფერი უფრო დაამძიმონ. ძალიან რთული იყო ამ ყველაფრის წინაშე ყოფნა, მაგრამ არ გავაკეთებდი, ეს რომ ნამდვილი გრძნობა არ ყოფილიყო. ვერასოდეს წარმოვიდგენდი, რომ ეს მოხდებოდა, მაგრამ სამწუხაროდ, ჩვენ არ ვმართავთ ჩვენს გულებს და არაფრისგან არ ვართ დაზღვეულები. ბოდიშს გიხდი ყველაფრისთვის. არჩევანის გაკეთება რომ შემეძლოს, ჩვენ ამას არ გავივლიდით, მაგრამ ცხოვრება ისე არ ბრუნავს, როგორც ჩვენ წარმოგვიდგენია", - სწერდა ძმისშვილი მამიდას.