ავტორი:

"მიმდინარეობს გააფთრებული პოზიციური ბრძოლები. დღეისათვის რუსებს დონბასის მიმართულებაზე მასირებულ შეტევის საშუალებები არ აქვთ" - რას ჰყვება უკრაინელი სამხედრო ექსპერტი?

"მიმდინარეობს გააფთრებული პოზიციური ბრძოლები. დღეისათვის რუსებს  დონბასის მიმართულებაზე მასირებულ შეტევის საშუალებები არ აქვთ" - რას ჰყვება უკრაინელი სამხედრო ექსპერტი?

ომის მეორე ფაზის წინ უკრაინის ფრონტებზე არსებულ ვითარებაზე, იმაზე, რამდენად საკმარისია დასავლეთის სამხედრო დახმარება იმისათვის, რომ უკრაინამ შეძლოს აგრესორების უკრაინის დონბასიდან განდევნა, სავარაუდო, როდის და რა შედეგის დასრულდება ომი უკრაინაში, “ინტერპრესნიუსი“ უკრაინელ სამხედრო ექსპერტს, ოლეგ ჟდანოვს ესაუბრა.

- ბატონო ოლეგ, რუსეთმა დაიწყო უკრაინაში საომარი მოქმედებების მეორე ფაზა. ფაქტია, რომ მანამდე საომარი მოქმედებები და უკრაინის ქალაქებისა და სოფლების დაბომბვა ერთი დღითაც არ შეწყვეტილა. თქვენ როგორ შეაფასებდით ომის მეორე ფაზის დაწყების წინ არსებულ ვითარებას და ფართომასშტაბიანი ომის მეორე ეტაპის დაწყების პირველ შედეგებს?

- პრინციპში არაფერი მოულოდნელი არ მომხდარა. ჩვენ ომის მეორე ფაზისთვის ვემზადებოდით და ისევე როგორც 24 თებერვლიდან, ახლაც მზად ვართ ბრძოლისთვის.

შეიძლება ითქვას, რომ რუსეთი დონბასში შეტევაზე გადასვლის ძალისხმევას არ ავლენს. რუსული ძალებს დონბასში აქვთ მცდელობები იერიში მიიტანონ ამ მომენტისთვის უკრაინულმა ძალებმა ამ მიმართულებით ყველა შემოტევა მოიგერიეს და უნდა ითქვას, რომ რუსულ ძალებს დონბასში არანაირი წარმატება არ ჰქონიათ.

- ვიცით, რომ რუსული ძალებს ხარკოვის, კრივოი როგისა და მიკოლაევის მიმართულებაზე შეტევის განხორციელების მცდელობა ჰქონდათ. ამ მიმართულებებზე რა ვითარებაა?

- რუსები აგრძელებენ ხარკოვისა და მიკოლაევის შორი მანძილიდან დაბომბვას. ისინი ხარკოვშიც და მიკოლაევშიც უკრაინული პოზიციებიდან შორს არიან. მათი მიზანია არ მიეცეს უკრაინულ მხარეს ამ მიმართულებებიდან ძალების ნაწილის მოხსნის საშუალება და დონბასის მიმართულებაზე გადასროლა.

რუსები აგრძელებენ ხარკოვისა და მიკოლაევის შორი მანძილიდან დაბომბვას... მათი მიზანია არ მიეცეს უკრაინულ მხარეს ამ მიმართულებებიდან ძალების ნაწილის მოხსნის საშუალება და დონბასის მიმართულებაზე გადასროლა. შეიძლება ითქვას, რომ მათი ასეთი მოქმედება დონბასში შეტევაზე გადასვლის წინ მათი მხრიდან ყურადღების გადატანის მანევრია.

- დონბასის მიმართულებაზე რუსები შეტევაზე არც გადასულან. სწორად გავიგე?

- დიახ, დონბასის მიმართულებაზე მიმდინარეობს გააფთრებული პოზიციური გააფთრებული ბრძოლები. დღეისათვის რუსებს არც ჰქონიათ დონბასის მიმართულებაზე მასირებულ შეტევაზე გადასვლის მცდელობა. უფრო სწორად მათ არ აქვთ საშუალებები, რომლითაც შეუძლიათ დონბასში დიდ შეტევაზე გადასვლა.

დღეისათვის რუსებს არც ჰქონიათ დონბასის მიმართულებაზე მასირებულ შეტევაზე გადასვლის მცდელობა. უფრო სწორად მათ არ აქვთ საშუალებები, რომლითაც შეუძლიათ დონბასში დიდ შეტევაზე გადასვლა

- რუსული შეიარაღებული ძალების შესაძლებლობებს ჩვენ კიდევ შევეხებით. თქვენ როგორ შეაფასებდით იმ სამხედრო დახმარებას, რომელიც უკრაინას აშშ-მ და სხვა პარტნიორმა ქვეყნებმა მიაწოდეს? ომის მეორე ეტაპისათვის რამდენად მზად არიან უკრაინის შეიარაღებული ძალები?

- უკრაინული ძალები სრულად არიან მზად ომის მეორე ეტაპისათვის. ჩემი აზრით, მათი მზადყოფნა ომის მეორე ეტაპისათვის ასე ძლიერად არაა დამოკიდებული უკრაინისთვის ჩვენი პარტნიორების მიერ მოწოდებულ იარაღზე.

ასეა იმიტომ, რომ თავდაცვითი ომის წარმოებისთვის უკრაინას საკუთარი ძალებითაც შეუძლია გამკლავება.

- თავდაცვითი ომი გასაგებია, მაგრამ, ფაქტია, რომ დონბასში უკრაინული მხარის მიზანია რუსების მიერ ოკუპირებული ტერიტორიების განთავისუფლება...

- ომის მეორე ეტაპი გახლავთ რუსული აგრესიის მეორე ტალღა და არა რუსების მიერ ოკუპირებული ტერიტორიების გათავისუფლებისთვის ბრძოლა. ახლა უკრაინული დონბასის მიმართულებაზე ის რუსული ძალები ებრძვიან, რომლებშიც რუსებმა ოპერატიული რეზერვის მობილიზება შეძლეს.

- რადგან ამ საკითხს შეეხეთ, თქვენ როგორ შეაფასებდით რუსული ძალების შესაძლებლობას დონბასის მიმართულებაზე აწარმოონ საომარი მოქმედებები?

- პრინციპში არც თუ ისე ცუდად. უნდა ითქვას, რომ ისინი, ვინც უკრაინულმა ძალებმა საკმაოდ დააზიანეს და დააზარალეს, ომის მსვლელობისას ახერხებენ რაღაცების სწავლას. რუსეთის მთავარი პრობლემა ისაა, რომ რუსეთი ფედერაცია მეორე ომის ომის პარადიგმაში ცხოვრობს.

რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა არ იციან თანამედროვე ომის წარმოება. რუსები მცირე მანევრის საშუალების მქონე ტანკების კოლონებით ომობენ, ცდილობენ „დამრტყმელი მუშტების“ შექმნას. ეს ყველაფერი იმაზე მეტყველებს, რომ მათ გონებაში ახლა მეორე მსოფლიო ომია. გააგრძელეთ კითხვა