სპორტი
Faceამბები

5

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:23-ზე, მთვარე მორიელშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. არ არის რეკომენდებული ფოკუსირება მხოლოდ მატერიალურ ფასეულობებზე. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. ჯობია გამოიჩინოთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი.
მოზაიკა
სამხედრო
საზოგადოება
მსოფლიო
სამართალი
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დეტექტივს, რომლის მიერ გასროლილ ტყვიასაც წყნეთში ახალგაზრდა მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა, ბრალდება სსკ-ის ორი მუხლით წარედგინა
დეტექტივს, რომლის მიერ გასროლილ ტყვიასაც წყნეთში ახალგაზრდა მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა, ბრალდება სსკ-ის ორი მუხლით წარედგინა

სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რამ სი­ცო­ცხლის გა­უფრ­თხი­ლებ­ლო­ბით მოს­პო­ბის და სამ­სა­ხუ­რე­ობ­რი­ვი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის გა­და­მე­ტე­ბის ფაქ­ტზე, თბი­ლი­სის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის, ძვე­ლი თბი­ლი­სის მთა­ვა­რი სამ­მარ­თვე­ლოს უფ­როს დე­ტექ­ტივს ბრალ­დე­ბა წა­რუდ­გი­ნა.

ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას პრო­კუ­რა­ტუ­რა ავ­რცე­ლებს.

"სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხუ­რის მიერ ჩა­ტა­რე­ბუ­ლი გა­მო­ძი­ე­ბით დგინ­დე­ბა, რომ 18 აპ­რილს, თბი­ლის­ში, ძვე­ლი თბი­ლი­სის მთა­ვა­რი სამ­მარ­თვე­ლოს უფ­რო­სი დე­ტექ­ტი­ვი და სამ­მარ­თვე­ლოს უფ­რო­სი სამ­სა­ხუ­რებ­რივ უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბას ახორ­ცი­ე­ლებ­დნენ, რა დრო­საც ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბის უკა­ნო­ნოდ შე­ძე­ნა-შე­ნახ­ვის შე­სა­ხებ მი­ღე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის გა­და­მოწ­მე­ბის მიზ­ნით, შე­საძ­ლო და­ნა­შა­უ­ლის ად­გი­ლას მი­ვიდ­ნენ.

საქ­მე­ზე ამ დრო­ის­თვის მო­პო­ვე­ბუ­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბით, მათ შო­რის თვითმხილ­ვე­ლი მოწ­მე­ე­ბის მიერ მო­წო­დე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით დგინ­დე­ბა, რომ შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე მი­სუ­ლებს დახ­ვდათ გა­ჩე­რე­ბუ­ლი ტაქ­სი, რომ­ლის სი­ახ­ლო­ვეს მა­მა­კა­ცი მი­წა­ში რა­ღა­ცას ეძებ­და. მი­წი­დან გა­ურ­კვე­ვე­ლი ნივ­თის ამო­ღე­ბის­თა­ნა­ვე, მას­თან მი­ვი­და პო­ლი­ცი­ის დე­ტექ­ტი­ვი, რო­მელ­საც ხელ­ში ეჭი­რა ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი და გა­ნუ­ცხა­და, რომ იგი იყო და­კა­ვე­ბუ­ლი. მა­მა­კაც­მა მი­წი­დან ამო­ღე­ბუ­ლი ნივ­თი გა­დაყ­ლა­პა და გაქ­ცე­ვა და­ა­პი­რა, პო­ლი­ცი­ელ­მა სცა­და მისი და­კა­ვე­ბა და შე­ბოჭ­ვა, რა დრო­საც საბ­რძო­ლო მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მოყ­ვა­ნი­ლი სამ­სა­ხუ­რებ­რივ-საშ­ტა­ტო ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი­დან გა­უფრ­თხი­ლებ­ლო­ბით გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა გას­რო­ლა, რა­საც მა­მა­კა­ცის გარ­დაც­ვა­ლე­ბა მოჰ­ყვა.

სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხუ­რის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა ბრალ­დე­ბუ­ლი იმა­ვე დღეს და­ა­კა­ვეს. და­კა­ვე­ბულს ბრალ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 116-ე მუხ­ლის პირ­ვე­ლი ნა­წი­ლით (სი­ცო­ცხლის მოს­პო­ბა გა­უფრ­თხი­ლებ­ლო­ბით) და 333-ე მუხ­ლის მე-3 ნა­წი­ლის „ბ“ ქვე­პუნ­ქტით (მო­ხე­ლის მიერ სამ­სა­ხუ­რე­ობ­რი­ვი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის გა­და­მე­ტე­ბა, ია­რა­ღის გა­მო­ყე­ნე­ბით) წა­რედ­გი­ნა, რაც სას­ჯე­ლის სა­ხედ და ზო­მად 5-დან 8 წლამ­დე თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

პრო­კუ­რა­ტუ­რა ბრალ­დე­ბუ­ლის­თვის აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით, პა­ტიმ­რო­ბის გა­მო­ყე­ნე­ბის შუ­ამ­დგომ­ლო­ბით სა­სა­მარ­თლოს კა­ნო­ნით დად­გე­ნილ ვა­და­ში მი­მარ­თავს.

სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხუ­რის მიერ სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­ზე გა­მო­ძი­ე­ბა გრძელ­დე­ბა“, - ნათ­ქვა­მია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

იხი­ლეთ ასე­ვე:

00:00 / 00:00
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების წესს?
ავტორი:

დეტექტივს, რომლის მიერ გასროლილ ტყვიასაც წყნეთში ახალგაზრდა მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა, ბრალდება სსკ-ის ორი მუხლით წარედგინა

დეტექტივს, რომლის მიერ გასროლილ ტყვიასაც წყნეთში ახალგაზრდა მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა, ბრალდება სსკ-ის ორი მუხლით წარედგინა

საქართველოს პროკურატურამ სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობის და სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის, ძველი თბილისის მთავარი სამმართველოს უფროს დეტექტივს ბრალდება წარუდგინა.

ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

"სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დგინდება, რომ 18 აპრილს, თბილისში, ძველი თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსი დეტექტივი და სამმართველოს უფროსი სამსახურებრივ უფლებამოსილებას ახორციელებდნენ, რა დროსაც ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა-შენახვის შესახებ მიღებული ინფორმაციის გადამოწმების მიზნით, შესაძლო დანაშაულის ადგილას მივიდნენ.

საქმეზე ამ დროისთვის მოპოვებული მტკიცებულებებით, მათ შორის თვითმხილველი მოწმეების მიერ მოწოდებული ინფორმაციით დგინდება, რომ შემთხვევის ადგილზე მისულებს დახვდათ გაჩერებული ტაქსი, რომლის სიახლოვეს მამაკაცი მიწაში რაღაცას ეძებდა. მიწიდან გაურკვეველი ნივთის ამოღებისთანავე, მასთან მივიდა პოლიციის დეტექტივი, რომელსაც ხელში ეჭირა ცეცხლსასროლი იარაღი და განუცხადა, რომ იგი იყო დაკავებული. მამაკაცმა მიწიდან ამოღებული ნივთი გადაყლაპა და გაქცევა დააპირა, პოლიციელმა სცადა მისი დაკავება და შებოჭვა, რა დროსაც საბრძოლო მდგომარეობაში მოყვანილი სამსახურებრივ-საშტატო ცეცხლსასროლი იარაღიდან გაუფრთხილებლობით განახორციელა გასროლა, რასაც მამაკაცის გარდაცვალება მოჰყვა.

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს. დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლის პირველი ნაწილით (სიცოცხლის მოსპობა გაუფრთხილებლობით) და 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (მოხელის მიერ სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტება, იარაღის გამოყენებით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 5-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

იხილეთ ასევე: