ავტორი:

"ისტორია უკრაინაში ჩადენილ ომის დანაშაულებს არ დაივიწყებს" - შარლ მიშელი

"ისტორია უკრაინაში ჩადენილ ომის დანაშაულებს არ დაივიწყებს" - შარლ მიშელი

ისტორია უკრაინაში ჩადენილ ომის დანაშაულებს არ დაივიწყებს, სამართლიანობის გარეშე მშვიდობა შეუძლებელია, - ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი "ტვიტერში“ წერს.

"როგორც ბუჩაში, ასევე ძალიან ბევრ სხვა უკრაინულ ქალაქში, ისტორია არ დაივიწყებს აქ ჩადენილ ომის დანაშაულებებს. სამართლიანობის გარეშე მშვიდობა შეუძლებელია,“- წერს შარლ მიშელი.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი დღეს კიევში ჩავიდა. მედიის ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში, სავარაუდოდ, ის ქვეყნის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდება.