Faceამბები
კონფლიქტები

17

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 01:23-ზე, მთვარე თევზებშია – რეკომენდებულია ფინანსური საკითხების მოგვარება. კონტაქტი უფროსებთან და საზოგადო მოღვაწეებთან. იმუშავეთ როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად, ერთობლივად გადაჭერით საინტერესო საკითხები. იყავით ყურადღებიანი კრეატიული იდეების მიმართ. კარგია ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება, მივლინებაში წასვლა. ჩაერთეთ შემოქმედებით საქმიანობაში მოაწყვეთ შემოქმედებითი საღამო, კონცერტი, გამოფენა. ყველაფერი შეიძლება მიირთვათ, მთავარია ღვიძლი არ გადაიტვირთოთ, აი, ტკბილეულს კი მოერიდეთ.
სამხედრო
პოლიტიკა
მსოფლიო
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ელენე ხოშტარიას თქმით, რუსეთი სხვა ქვეყნებს სთავაზობს, საქართველოში არსებული კომპანიის გზით სანქციებს თავი აარიდოს - რა დოკუმენტი გაასაჯაროვა მან?
ელენე ხოშტარიას თქმით, რუსეთი სხვა ქვეყნებს სთავაზობს, საქართველოში არსებული კომპანიის გზით სანქციებს თავი აარიდოს - რა დოკუმენტი გაასაჯაროვა მან?

პარ­ტია "დრო­ას“ ლი­დერ­მა ელე­ნე ხოშ­ტა­რი­ამ რუ­სე­თის მხრი­დან სა­ქარ­თვე­ლო­ში არ­სე­ბუ­ლი კომ­პა­ნი­ის მეშ­ვე­ო­ბით "სან­ქცი­ე­ბის­გან თა­ვის არი­დე­ბის“ შე­სა­ხებ ისა­უბ­რა.

ელე­ნე ხოშ­ტა­რი­ას გან­ცხა­დე­ბით, რუ­სე­თის ავ­ტორ­თა სა­ზო­გა­დო­ე­ბა "რაომ“ ეს­ტო­ნე­თის ავ­ტორ­თა სა­ზო­გა­დო­ე­ბას წე­რი­ლი გა­უგ­ზავ­ნა, სა­დაც სა­უ­ბა­რია, რომ ის ქარ­თუ­ლი კომ­პა­ნი­ის "გე­რას“ მეშ­ვე­ო­ბით ეს­ტო­ნე­ლებს სან­ქცი­ე­ბის­გან თა­ვის არი­დე­ბას სთა­ვა­ზობს. ხოშ­ტა­რი­ამ წე­რი­ლი გა­ა­სა­ჯა­რო­ვა, სა­დაც მისი თქმით, სა­უ­ბა­რია, რომ იქი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რომ "რაო“ სან­ქცი­ე­ბის გამო ფუ­ლად ტრან­ზაქ­ცი­ებს ვერ ახერ­ხებს, ის ეს­ტო­ნე­თის ავ­ტორ­თა სა­ზო­გა­დო­ე­ბას სთხოვს, ჰო­ნო­რა­რის გა­და­რი­ცხვა სა­ქარ­თვე­ლო­ში მათი პარტნი­ო­რი ორ­გა­ნი­ზა­ცია "გე­რას“ მეშ­ვე­ო­ბით აწარ­მო­ონ.

ელე­ნე ხოშ­ტა­რი­ას გან­ცხა­დე­ბით, სა­ხელ­მწი­ფო ამ კონ­კრე­ტუ­ლი შემ­თხვე­ვით უნდა და­ინ­ტე­რეს­დეს და ამას­თან ერ­თად, უნდა უზ­რუნ­ველ­ყოს, რომ სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნონ­მდებ­ლო­ბის მი­ხედ­ვით რუ­სუ­ლი კომ­პა­ნი­ე­ბის მიერ სან­ქცი­ე­ბის­თვის თა­ვის არი­დე­ბა და ქარ­თუ­ლი კომ­პა­ნი­ე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა შე­უძ­ლე­ბე­ლი იყოს.

  • "მე მაქვს ოფი­ცი­ა­ლუ­რი სა­ბუ­თე­ბი "გე­რას“ მი­მართ რუ­სე­თის მხრი­დან არა­ერ­თგზის ფი­ნან­სუ­რი რე­სურ­სე­ბის მი­ღე­ბის შე­სა­ხებ და პრაქ­ტი­კუ­ლად, ჩვენ პირ­და­პირ გაქვს დო­კუ­მენ­ტი იმი­სა, რომ რუ­სე­თი სხვა ქვეყ­ნებს სთა­ვა­ზობს, სა­ქარ­თვე­ლო­ში არ­სე­ბუ­ლი კომ­პა­ნი­ის გზით სან­ქცი­ებს თავი აა­რი­დოს.

მე ვიცი, რომ "გე­რა­ში“ გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლე­ბი არი­ან კულ­ტუ­რის სფე­როს წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი და ვი­მე­დოვ­ნებ, რომ მათ ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით არა­ნა­ი­რი ინ­ფორ­მა­ცია არ აქვთ და მსგავ­სი ინ­ფორ­მა­ცია მათ­თვის იქ­ნე­ბა სა­ფუძ­ვე­ლი, იმი­სა რომ "სის­ხლის მან­ქა­ნას­თან“ ურ­თი­ერ­თო­ბა გა­წყვი­ტონ.

აქ არის სა­უ­ბა­რი ასე­ვე, სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნონ­მდებ­ლო­ბა­ზე, რო­მე­ლიც მსგავ­სი მა­ქი­ნა­ცი­ე­ბის ჩა­ტა­რე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას იძ­ლე­ვა. შე­სა­ბა­მი­სად, სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბამ ამ კონ­კრე­ტუ­ლი კომ­პა­ნი­ის რუ­სეთ­თან ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი უნდა გა­მო­იკ­ვლი­ოს და უნდა შეც­ვა­ლოს კა­ნონ­მდებ­ლო­ბა, რომ ამ მე­ქა­ნიზ­მის ამუ­შა­ვე­ბა არ მოხ­დეს, მათ შო­რის, სხვა კომ­პა­ნი­ე­ბის მეშ­ვე­ო­ბით. სხვაგ­ვა­რად ჩვენ პირ­და­პირ მო­ნა­წი­ლე­ე­ბი ვიქ­ნე­ბით იმ "ბო­რო­ტე­ბის მან­ქა­ნის“, რო­მელ­საც ადა­მი­ა­ნე­ბი ყო­ველ­დღი­უ­რად ეწი­რე­ბი­ან,“ - გა­ნა­ცხა­და ხოშ­ტა­რი­ამ.

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 18 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
აკო
0

ამან საიდან იცის ეს სქემა, თვითონ ხომ არ იღებს ამ გზით " სოლიკოს ჰონორარებს"?

დათიკო დაჩია
0

ასეთ ადამიანს ქუთაისში ლაყეს ეძახიან.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ყირიმის ანექსიისთვის დაწესებული სანქციები ერთი წლით გაახანგრძლივა
ავტორი:

ელენე ხოშტარიას თქმით, რუსეთი სხვა ქვეყნებს სთავაზობს, საქართველოში არსებული კომპანიის გზით სანქციებს თავი აარიდოს - რა დოკუმენტი გაასაჯაროვა მან?

ელენე ხოშტარიას თქმით, რუსეთი სხვა ქვეყნებს სთავაზობს, საქართველოში არსებული კომპანიის გზით სანქციებს თავი აარიდოს - რა დოკუმენტი გაასაჯაროვა მან?

პარტია "დროას“ ლიდერმა ელენე ხოშტარიამ რუსეთის მხრიდან საქართველოში არსებული კომპანიის მეშვეობით "სანქციებისგან თავის არიდების“ შესახებ ისაუბრა.

ელენე ხოშტარიას განცხადებით, რუსეთის ავტორთა საზოგადოება "რაომ“ ესტონეთის ავტორთა საზოგადოებას წერილი გაუგზავნა, სადაც საუბარია, რომ ის ქართული კომპანიის "გერას“ მეშვეობით ესტონელებს სანქციებისგან თავის არიდებას სთავაზობს. ხოშტარიამ წერილი გაასაჯაროვა, სადაც მისი თქმით, საუბარია, რომ იქიდან გამომდინარე, რომ "რაო“ სანქციების გამო ფულად ტრანზაქციებს ვერ ახერხებს, ის ესტონეთის ავტორთა საზოგადოებას სთხოვს, ჰონორარის გადარიცხვა საქართველოში მათი პარტნიორი ორგანიზაცია "გერას“ მეშვეობით აწარმოონ.

ელენე ხოშტარიას განცხადებით, სახელმწიფო ამ კონკრეტული შემთხვევით უნდა დაინტერესდეს და ამასთან ერთად, უნდა უზრუნველყოს, რომ საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით რუსული კომპანიების მიერ სანქციებისთვის თავის არიდება და ქართული კომპანიების გამოყენება შეუძლებელი იყოს.

  • "მე მაქვს ოფიციალური საბუთები "გერას“ მიმართ რუსეთის მხრიდან არაერთგზის ფინანსური რესურსების მიღების შესახებ და პრაქტიკულად, ჩვენ პირდაპირ გაქვს დოკუმენტი იმისა, რომ რუსეთი სხვა ქვეყნებს სთავაზობს, საქართველოში არსებული კომპანიის გზით სანქციებს თავი აარიდოს.

მე ვიცი, რომ "გერაში“ გაერთიანებულები არიან კულტურის სფეროს წარმომადგენლები და ვიმედოვნებ, რომ მათ ამასთან დაკავშირებით არანაირი ინფორმაცია არ აქვთ და მსგავსი ინფორმაცია მათთვის იქნება საფუძველი, იმისა რომ "სისხლის მანქანასთან“ ურთიერთობა გაწყვიტონ.

აქ არის საუბარი ასევე, საქართველოს კანონმდებლობაზე, რომელიც მსგავსი მაქინაციების ჩატარების საშუალებას იძლევა. შესაბამისად, საქართველოს მთავრობამ ამ კონკრეტული კომპანიის რუსეთთან ურთიერთობები უნდა გამოიკვლიოს და უნდა შეცვალოს კანონმდებლობა, რომ ამ მექანიზმის ამუშავება არ მოხდეს, მათ შორის, სხვა კომპანიების მეშვეობით. სხვაგვარად ჩვენ პირდაპირ მონაწილეები ვიქნებით იმ "ბოროტების მანქანის“, რომელსაც ადამიანები ყოველდღიურად ეწირებიან,“ - განაცხადა ხოშტარიამ.